понедельник, 17 февраля 2014 г.

ყოველ ნაბიჯზე სასწაულია



პირდაპირ ეთერში ვუყურებდი «სასწაულებრივი» ცეცხლის გადმოსვლას, აღდგომის დღესასწაულზე, იერუსალიმში. სასწაული იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მხრიდან დახშული შენობიდან, რომელსაც არცერთი ფანჯარა არ აქვს (ნახეთ ფოტო), გამოდიან მღვდლები და გამოაქვთ ანთებული ჩირაღდნები. რა ქნეს და რა მოიმოქმედეს მათ შენობის შიგნით, არავინ არ იცის, გადაღება იქ არ წარმოებს. «გადმოსვლის პირველ წუთებში ღვთიური ცეცხლი არ წვავს, და ხალხი მისით პირს იბანს», – აცხადებს კომენტატორი. კამერა კადრში იღებს ასობით ადამიანს, და არცერთი ადამიანი არ ჩანს რომ პირს იბანდეს. კომეტატორები სიხარულით ულოცავენ ერთმანეთს. ხალხი გამალებით პირჯვარს იწერს და ტირის.



«მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული», – მითხრა ერთმა მამაკაცმა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მტკიცებულებად. ჭეშმარიტად, ადამიანის გულუბრყვილობას საზღვარი არ აქვს.

ისე საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა საპატრულო და სახანძრო სამსახურებს, ხალხის ამხელა თავშეყრა და ამდენი ცეცხლის გადაცემა, იეჰოვას მოწმეების დარბაზებში რომ ხდებოდეს.


-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ეწყინათ!

ტაძრების ომები

სავარძელთაყვანისცემა

Комментариев нет:

Отправить комментарий