вторник, 11 февраля 2014 г.

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

                  



სპეციალისტები

თუმცა გაერთიანება იეჰოვას მოწმეები წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი საბჭოც აშშ-ში იმყოფება, ის არ ახდენს რუსეთში უცხო, «საზღვარგარეთული» სულიერების იმპორტს, არამედ აკმაყოფილებს რუსეთის მოქალაქეთა სულიერ მოთხოვნილებებს, ეხმარება რა მათ რელიგიური ფორმით მათი სოციალური, მსოფლმხედველური და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში.

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია პრეტენზიას არ აცხადებს დომინანტურ პოზიციაზე რუსეთის რელიგიურ სივრცეში. მისი წევრები მიეკუთვნებიან რელიგიური უმცირესობების რიცხვს და მეტს არც მოითხოვენ არც დღეს და არც მომავალში. მათ თავისი ადგილი უკავიათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა სულიერ ცხოვრებაში, იმით რომ აძლევენ რუსეთის მოქალაქეებს იმას, რასაც ვერ აძლევს მათ სხვა რელიგიური თუ საერო მსოფლმხედველური სისტემა.

იეჰოვას მოწმეები – რუსეთის ლოიალური მოქალაქეები არიან, რომელთაც ორგანულად სჩვევიათ კანონმორჩილება, მთავრობის მორჩილება, მაღალი მორალური ფასეულობები, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც პიროვნებისა და საზოგადოების ძირეულ ინტერესებს პასუხობს. ისინი კულტივირებას უწევენ კარგ დამოკიდებულებას არა მარტო თანამორწმუნეთა მიმართ, არამედ დანარჩენი მოქალაქეების მიმართაც.

იეჰოვას მოწმეები თავის რელიგიურ ჩვეულებებს, ქრისტიანობის სპეციფიკურ მოდიფიკაციად თვლიან, რომელთა ძირითადი დებულებები ბიბლიიდან გამოაქვთ და საფუძვლად უდევს ადრექრისტიანული ტრადიციები.

ამგვარად, გაერთიანება იეჰოვას მოწმეები – ნორმალური რელიგიური ორგანიზაციაა, და მას ისევე ტოლერანტულად უნდა მოვექცეთ, როგორც სხვა კონფესიებსა და დენომინაციებს, რომლებიც ლეგალურად არსებობენ რუსეთში და მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის ფარგლებში.

(ნ. გორდიენკო, «რუსი იეჰოვას მოწმეები: ისტორია და თანამედროვეობა»)



ეპითეტი «სექტანტი» ჩვეულებრივ გამოიყენება საშინელი, აგრესიული, გაბოროტებული ხალხის მიმართ. იეჰოვას მოწმეები, ჩემი აზრით, ამ სახის სრულიად საპირისპიროს წარმოადგენენ. ისინი იქცევიან ღიად, თავისუფალი ადამიანების წარმოდგენას ქმნიან, რომლებიც ღია არიან თანამედროვე სამყაროსთვის და ცდილობენ თავისი ქადაგებით, ხალხი უფრო კარგი გახადონ. ვფიქრობ, საზოგადოების ნაწილის დაძაბულობა იეჰოვას მოწმეების მიმართ იმით აიხსნება, რომ ჩვენ დიდი ხანი ვცხოვრობდით დახურულ საზოგადოებაში და მრავალს გამოჰყვა იმ ადამიანების მიმართ უნდობლობა, რომელთა აღმსარებლობაც განსხვავდება რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობის რელიგიისგან...

ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იეჰოვას მოწმეები – ეს ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომელთაც აქვთ სრული უფლება ისე სწამდეთ, როგორც სწამთ და იქადაგონ ის ფასეულობები, რომლებიც მათ მიაჩნიათ ჭეშმარიტებად. როგორც ცხოვრება გვაჩვენებს, იეჰოვას მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა კანონმორჩილია, ცდილობენ იმ მორალური ფასეულობების თანახმად იცხოვრონ, რომლებიც მოცემულია ბიბლიაში. ისინი უარყოფენ ძალადობას, კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს, აფასებენ მშვიდობას ოჯახში, საზოგადოებაში და ქვეყანაში, აფასებენ სხვა ადამიანების უფლებას ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები.

დარწმუნებული ვარ, ეს სრულიად საკმარისია, იმისთვის რომ იეჰოვას მოწმეები არ ჩავთვალოთ «მეორე ხარისხოვან» მოქალაქეებად, ხოლო მათი რელიგიური ორგანიზაცია - ზიანის მომტან «სექტად». ურთიერთობა მქონდა მორწმუნეებთან და გამოვიკვლიე იეჰოვას მოწმეების  რელიგიური ლიტერატურა, და მე ჩემი საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მათგან არ მომდინარეობს არავითარი საფრთხე, და რუსეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს – შექმნას სახელმწიფო - კონფესიალური დამოკიდებულების ისეთი მოდელი, რომელშიც ადგილი იეჰოვას მოწმეებისთვისაც მოიძებნება.

(ს. ივანენკო, «იეჰოვას მოწმეები – რუსეთისათვის ტრადიციული რელიგიური ორგანიზაცია»)

არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ [იეჰოვას მოწმეების რელიგიური სწავლება] სახიფათოა ფსიქიური და მორალური ჯანმრთელობისათვის, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის და ან თვითონ ამ ორგანიზაციის წევრებისათვის.

(რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს დადგენილება)

გამოკითხვის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ არავითარ ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს იეჰოვას მოწმეების მრწამსი და რელიგიური საქმიანობა შიდა ოჯახურ ურთიერთობებზე, ქმრებისა და ცოლების, მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ცოლქმრული და ოჯახური ურთიერთობის ფაქტიურად ყველა ასპექტში, იეჰოვას მოწმეებისადმი კუთვნილება, ავლენს დადებით ზეგავლენას, ასევე სასარგებლოა თავისი ზნეობრივი და ჰუმანური მნიშვნელობით, მათი სულიერი ჭრილობების "მოშუშების" გამო, ვინც შეეჯახა ოჯახური ინსტიტუტის გლობალურ კრახს უბედური შედეგებით.

(მოსკოვის საზოგადოება იეჰოვას მოწმეების სოციოლოგიური კვლევა, МГУ-ს სოციოლოგიისა და ოჯახის დემოგრაფიის კვლევის ფაკულტეტი, ავტორები: ოჯახის სოციოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ა.ი. ანტონოვი; ოჯახის სოციოლოგიის კათედრის გამგის მოადგილე, დოცენტი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვ.მ. მედკოვი)


გამოკვლეულთა შორის უმეტესობას წარმოადგენენ... მშვიდი, ემოციურად თავშეკავებული, კონტაქტებში წინდახედული, თვითანალიზისაკენ განწყობილნი, წინასწარ დამგეგმავნი და საკუთარი ქმედებების წინასწარ გამთვლელნი, წესრიგის მოყვარულნი, ისინი ვინც სერიოზულად ეკიდება გადაწყვეტილების მიღებას, ვინც ძალიან აფასებს მორალურ ფასეულობებს. [...] გამოვლენილია ორგანიზაციაში ყოფნის პოზიტიური ზემოქმედება შიდაპიროვნულ წყობაზე, რაც ხასიათდება მნიშვნელოვანი პიროვნული ურთიერთობებითა და პიროვნების ფსიქოლოგიური ბალანსით.

(«დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური ჯურნალი», რუსეთი)

იეჰოვას მოწმეები თავის შვილებს მაღალ ზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ. ისინი შვილებს ასწავლიან მოერიდონ საქციელს, მოქმედებებს და შეხედულებებსაც კი, რომლებიც დღევანდელ სამყაროში კი ითვლება ნორმალურად, მაგრამ შეუძლიათ ზიანი მოუტანონ როგორც თავად ბავშვებს ასევე სხვა ადამიანებს. ამიტომ ისინი აფრთხილებენ ბავშვებს იმ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს ნარკოტიკებს, თამბაქოსა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. ისინი აღიარებენ პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობას, თავის შვილებს ასწავლიან მოერიდონ ბილწსიტყვაობას, რომ იცხოვრომ სქესობრივი მორალის შესახებ, ბიბლიური პრინციპების თანახმად, პატივი სცენ მთავრობას, სხვა ადამიანების ინდივიდუალურობასა და საკუთრებას, რომ იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები. ყოველივე ამ მორალურ-ეთიკურ სიკეთეს, იეჰოვას მოწმეები საკუთარ შვილებს ასწავლიან.

(სახელმძღვანელო «რელიგიის ისტორია უკრაინაში» პ. იაროცკის რედაქციით)

რაც შეეხება სიტყვას «სექტა», თეოლოგიის დოქტორმა ს. სანნიკოვმა ზუსტად შენიშნა: «თანამედროვე თეოლოგიაში ტერმინი «სექტა» გამოიყენება იმ რელიგიური ჯგუფების აღსაწერად, რომლებიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ როგორც ეკლესია, რომელსაც არა აქვს იერარქია, მართვის ინსტიტუტი, პროფესიონალური განათლება და მისი მზგავსი». უკრაინელ იეჰოვას მოწმეებს, როგორც ეს ნაჩვენები იქნება შემდგომ განყოფილებებში, გააჩნიათ ეკლესიის ყველა ნიშანი: დასაბუთებული მრწამსი, რელიგიური იერარქია, ღვდელმსახურის (განწმენდის) პროცედურა, სასწავლო პროგრამები და სკოლები, რომლებიც ამზადებენ პასტორებსა და პროფესიონალ მისიონერებს, იურიდიული რეგისტრაცია და საერთაშორისო აღიარება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური ჩანს უკრაინული მთავრობის მიდგომა, რომელმაც, საბჭოთა ხელისუფლების მიერ 50 წლიანი აკრძალვის შემდეგ 1991 წელს დაარეგისტრირა იეჰოვას მოწმეები როგორც რელიგიური ორგანიზაცია და მას ისე უყურებს როგორც უკრაინის სულიერი პროცესის ერთერთ ამღორძინებელს.

(იქვე)

ნამდვილად, სავსებით მშვიდობისმოყვარე ხალხია ქრისტიანული მსოფლმხედველობით და მაღალი ზნეობრივი ნორმებით, რის გამოც კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან მძიმე დევნას განიცდიდნენ. რატომ? ვინ უბიძგა მთავრობას ამისაკენ? როდესაც სხვა რელიგიები კომპრომისზე მიდიოდნენ კომუნისტურ რეჟიმთან – უარყოფდნენ რა ამით საკუთარ პრინციპებს, მაშინ იეჰოვას მოწმეები მტკიცედ იდგნენ თავის მრწამსზე და იცავდნენ მას ბოლომდე, სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდათ იგი.

(გალინა ტკაჩი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის, სამართლის კათედრის ფაკულტეტის დოცენტი)

მათ, ვისაც საბჭოთა კავშირში «სინდისის თანახმად» ცხოვრება უნდოდა, აუცილებლად დევნიდნენ. ერთერთი მათგანი, ვისაც სასტიკად დევნიდნენ, იყვნენ, მაშინ ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი რელიგიური ხალხის ჯგუფი – იეჰოვას მოწმეები…მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი და პირველი, ოფიციალურად აღიარებული, ათეისტური იმპერია დაეცა ომისა და ერთი გასროლის გარეშე, დაეცა თიხის ფეხებზე მდგარი იმ კოლოსების მსგავსად. იეჰოვას მოწმეები 1991 წლის შემდეგ, როდესაც მოიპოვეს რწმენისა და ქადაგების თავისუფლება, რაოდენობრივად ათმაგად გაიზარდნენ. ის, რაზეც ხშირად აკეთებდნენ აქცენტს თავის ლიტერატურაში – უღმერთო კომუნისტურის სისტემის დაცემა – მართლაც მოხდა. ისტორიული სიმართლე მათ რჩება, ვინც ბოროტ ძალებთან ბრძოლას იგებს. ასე გაამართლა ისტორიამ იეჰოვას მოწმეები მე-20 საუკუნეში.

(იაროსლავ დაშკევიჩი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი)

ამან [ოფიციალურმა რეგისტრაციამ]… უკრაინელ საზოგადოებას საშუალება მისცა პირველად დაენახა ნამდვილი, მტრის პროპაგანდით დაუმახინჯებელი, რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების სახე – რომლებიც ლოიალურები არიან უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, გახსნილები არიან საზოგადოებისთვის, ტოლერანტულები არიან სხვა კონფესიის მორწმუნეთა და ურწმუნოთა მიმართ, მისი ყოველი წევრის მოქცევის მაღალი კულტურით – აბსოლუტურად არა ფანატიკოსები და არა ექსტრემისტები, როგორც მათ პრიმიტიული ათეისტური პროპაგანდა ხატავდა, არამედ სავსებით ნორმალური და სიცოცხლით სავსე ხალხი, კანონმორჩილი მოქალაქეები.

(პეტრე იანოვსკი, რელიგიათმცოდნეთა უკრაინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი)

ისინი ბოროტად არ იყენებენ ალკოჰოლს, არ იყენებენ თამბაქოს, არ ეწევიან თანაცხოვრებას, არ არღვევენ აღთქმებს, არ გამოდიან ცრუმოწმეებად… ისინი არ არიან საიდუმლო სექტანტები, არამედ კანონმორჩილი მოქალაქეები არიან… ისინი წესიერი, მხიარული ხალხია, რომელთაც აინტერესებთ ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება და საერთოდ ცხოვრება ყველა მისი გამოვლინებით… ვოლტერის გადაკეთებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მოწმეები რომ არ არსებობდნენ, საჭირო გახდებოდა მათი მოფიქრება.

(ა.პ. ზილბერი, კარელიის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ანესთეზიის კათედრის გამგე, პროფესორი)

უნდა ვაღიაროთ, რომ იეჰოვას მოწმეები – კანონმორჩილი მოქალაქეები არიან. ამასთანავე, ისინი, ისევე როგორც მორწმუნეები სხვა კონფესიებიდან, წარმოადგენენ პოზიტიური ზნეობრივი ნორმების მატარებლებს. იეჰოვას მოწმეები განიკითხავენ ქურდობას და საერთოდ დანაშაულს, გარყვნილებას, ლოთობას, ნარკოტიკების გამოყენებას. ისინი ყველას მოუწოდებენ, მათ შორის თავის დებს და ძმებს რწმენაში, პატივი სცენ მშობლებს, პატივისცემით მოეპყრონ სხვა ადამიანებს, კეთილსინდისიერად იშრომონ, დაეხმარონ გასაჭირში მყოფს. 

(წიგნი «რელიგიათმცოდნეობა», ვ.ნ. ნიკიტინი, ვ.ლ ობუხოვი)

იეჰოვას მოწმეებმა, 2004 წლის დასაწყისიდან დღემდე, ამოქაჩეს და დღემდე აგრძელებენ, რუსეთის სამოქალაქო ალტერნატიული სამსახურის ამოქაჩვას… ჩემთვის ეს გმირობაა, ნამდვილი გმირობა… მარტო იეჰოვას მოწმეები, ყოველგვარი აგიტაციის გარეშე ასობით და ათასობით მიდიოდნენ და მიდიან აი ამ თითქმის ოთხწლიან სამსახურში და აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, ძირითადად სოციალურ სფეროში, შრომის  მიზერული ანაზღაურებით – სანიტრებად და მრეცხავებად, საავადმყოფოების ყველაზე რთულ განყოფილებებში.

(ლ. ლევინსონი, ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ექსპერტი, რუსეთი)

ადამიანს ჩაგაფიქრებს, როდესაც გაიაზრებ, რომ ერთერთი ამ აპოკალიპტიკური სექტათაგანი — იეჰოვას მოწმეები — წარმოადგენს ყველაზე სწრაფადზრდად რწმენას ანუ რელიგიას მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში ის მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ რელიგიებს... და, უდაოდ, პირველი ადგილი უჭირავს თუ საქმე ეხება სულისკვეთებას, გარჯას, საქმიანობის სურვილს და პროზელიტების პოვნის ნიჭს. ამასთანავე, მათი გამოკვეთილი ყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ქრისტიანული ქვეყნებით, არამედ მთელ მსოფლიოს აღწევს, სადაც ისინი იეჰოვას სახელით ძალიან მოკლე დროში ისეთ შედეგებს აღწევენ, რომელიც აღემატება კათოლიკების, პროტესტანტებისა და მართლმადიდებელი მისიონერების, მრავალსაუკუნოვან შედეგებს. ეს გაფართოების შთამბეჭდავი ძალა მხოლოდ მათთვისაა გაუგებარი, ვისაც არ სურს აღიაროს, რომ... იეჰოვას მოწმეების მიერ ბიბლიის გადმოცება, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს იმ რეალურ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც დღევანდელი ეკლესიების სწავლებებს აღარ ძალუძთ. ზოგიერთი იფიქრებს, რომ მოწმეების გაფართოების საიდუმლო, შიშის მარჯვედ გამოყენებაშია. პირიქით: «ოფიციალური» ეკლესიებისგან განსხვავებით, ისინი უარყოფენ ჯოჯოხეთის არსებობას, ქადაგებენ ბოროტთა და ურწმუნოთა განადგურებას, სიკვდილის შემდეგ საბოლოოდ გაქრობას. ასეთი პერსპექტივები შესაძლოა უსიამოვნო იყოს, მაგრამ ისინი, უდავოდ, ისე საშინლად არ გამოიყურებიან როგორც უკუნითი უკუნისამდე ტანჯვა.

(ვიტორიო მესორი, წიგნი «Scommessa sulla morte»)

პრესა

ისინი არიან ყველაზე სამაგალითო მოქალაქეები, რომლის წარმოდგენაც შეიძლება: ისინი თავს არ არიდებენ გადასახადების გადახდას და არ ცდილობენ გვერდი აუარონ მათთვის მოუხერხებელ კანონებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი მოყვასისადმი სიყვარულის ზნეობრივი პრინციპით ხელმძღვანელობენ, უარს ამბობენ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და ძალადობაზე, ცხოვრებაში ატარებენ პიროვნული პატიოსნების პრინციპს, რომელიც სხვა უმეტესი ქრისტიანებისთვის მხოლოდ "კვირა დღის პრინციპს" წარმოადგენს, რომელიც საჭიროა მხოლოდ წირვებზე დასასწრებად.

(გაზეთი «სტამპა», იტალია)

უნდა ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეები არიან პირველნი, რომლებიც იმ რწმენის თანახმად ცხოვრობენ, რომელსაც ქადაგებენ: ისინი არ არიან ფიცხნი, არ ეწევიან, არ აგროვებენ სიმდიდრეს, არ ერევიან პოლიტიკურ დისკუსიებში,... იხდიან გადასახადებს, ისინი მისდევენ სათნო და პატიოსანი ცხოვრების წესს, არიან ბედნიერები და სასარგებლოები. ყოველივე ამით იმსახურებენ ისინი საერთო სიმპათიას.

(ჟურნალი «Mondo erre», იტალია)

აგერ უკვე მრავალი წელია, იეჰოვას მოწმეები საქმით ამტკიცებენ, რომ ისინი შრომისმოყვარე, საღად მოაზროვნე, ხელმომჭირნე და ღვთისმოშიში მოქალაქეები არიან, როგორთა სიმცირესაც აშკარად განიცდის ჩვენი ქვეყანა.

(გაზეთი «ჰერალდი», არგენტინა)

როგორც ჩანს, ეკლესიები ძალიან უდიერად ექცევიან იმას, რაც იეჰოვას მოწმეებისთვის მთავარ საქმეს წარმოადგენს, – ხალხის მათ სახლში მონახულებას. ზუსტად ასეთ მეთოდს იყენებდნენ ადრეული ეკლესიის მოციქულები. ეკლესიებისაგან განსხვავებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში იმით შემოიფარგლებიან, რომ აშენებენ თავის ტაძრებს, ხალხს ზარების რეკვით მოუხმობენ და კათედრიდან ქადაგებენ, ისინი [იეჰოვას მოწმეები] მოციქულთა ტაქტიკას მისდევენ: ისინი დადიან კარდაკარ და ყოველ შესაძლებლობას იყენებენ ხალხისთვის დასამოწმებლად.

(გაზეთი «El Catolicismo», კოლუმბია, 14 სექტემბერი 1975 წ.)

ისინი არიან ყველაზე პატიოსანი და პუნქტუალური გადასახადების გადამხდელები მთელი ფედერატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათ კანონმორჩილებაზე ის მიუთითებს, თუ როგორ იქცევიან ისინი საჭესთან, ასევე დანაშაულის სტატისტიკა... ისინი მათ ემორჩილებიან, ვისაც ძალაუფლება გააჩნია (მშობლები, მასწავლებლები, მთავრობა)... ისინი მხარდაჭერას ბიბლიაში პოულობენ, ასევე მისით ხელმძღვანელობენ ყველა თავის საქმეში.

(გაზეთი «მიუნხნერ მერკურ», გერმანია)

მე არასოდეს მინახია უფრო გახსნილი, ბედნიერი და თავაზიანი ხალხი… ამ ხალხში არ იყო მცირე ფარსიც კი. ისინი იყვნენ უბრალოდ კარგად ჩაცმული, მეგობრული ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება უხარიათ. მე არა ვარ სათანადოდ მომზადებული, იმისათვის რომ ვიმსჯელო მათ რელიგიურ შეხედულებებზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი, ვინც ისინი რესტორანში, ქუჩაში ან მაღაზიაში ნახა, შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა.

(Etruth.com, აშშ)

მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა მათ იდეებსა და სწავლებებს, თვითოეული მათგანი წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ჩვენს უღრმეს პატივისცემას იმსახურებს.

(გაზეთი «აორა», არგენტინა)

ესაა ქრისტიანული მიმართულება რომელიც ასოცირდება ნორმალურ სამოქალაქო ფასეულობებთან.

(გაზეთი «ექსპრეს-ქრონიკა», რუსეთი»)

[იეჰოვას მოწმეები] ვერ ჯდება... ტოტალიტარული სექტის ხატებაში. მათ არ ჰყავთ თავისი «გურუ», არა აქვთ თავისი დიდებული სწავლება, არ აწარმოებენ თავისი წევრების ზომბირებას და არ ქადაგებენ ოჯახების ნგრევასა და კანონის დაუმორჩილებლობას.

(გაზეთი «კომსომოლსკაია პრავდა», რუსეთი)

მყარი ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება იეჰოვას მოწმეებს უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე სხვა რელიგიის მიმდევარ ადამიანებს.

(ჟურნალი «ამერიკან ეტნოლოჯისტ»)

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ხალხი არასოდეს იცილებს სახიდან ღიმილს, და ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, გულითა და სულით აკეთებენ. მათი სოლიდარობა უბრალოდ საკვირველია.

(გაზეთი «Adevărul de Cluj», რუმინეთი)

იეჰოვას მოწმეები თავის რელიგიას უფრო სერიოზულად უყურებენ, ვიდრე ხალხის უმრავლესობა. მათი ცხოვრებისეული პრინციპები ადრეულ ქრისტიანებს გვახსენებს, რომელთაც სიძულვილით ეპყრობოდნენ და უმოწყალოდ სდევნიდნენ რომაელები.

(ჟურნალი «ეიკრონ ბიკომ დჟორნალ», აშშ)

იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისათვის, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც აუტანლობისა და ეჭვიანობისგანაა წელში მოხრილი. ესაა სახელმწიფოსთვის ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობისმოყვარე რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია. მათ მხოლოდ იმაზე აქვთ პრეტენზია, რომ მისცენ ნება რათა თავისუფლად სცენ ღმერთს თაყვანი.

(გაზეთი «უორლდ გერალდ», აშშ)

იეჰოვას მოწმეების, თავისი რწმენის მიმართ ერთგულება და ერთ მუშტად შეკრულობა, მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. თავისი ერთობის წყალობით, ისინი, სხვა კონფესიებისაგან განსხვავებით, არ სთხოვენ ერთი და იგივე ღმერთს ერთი და იგივე ქრისტეს სახელით აკურთხოს ორი მებრძოლი მხარე, ვინაიდან ისინი არ ურევენ ერთმანეთში პოლიტიკასა და რელიგიას, სახელმწიფოს მეთაურთათვის ან პოლიტიკური ლიდერებისთვის თავის მოწონების მიზნით. და ბოლო, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი: ისინი მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დაკარგონ, ვიდრე დაარღვიონ... მცნება «არა კაც კლა».

(გაზეთი «კორრერედი ტრუესტე», იტალია)

ისინი, ვინც, მათივე სიტყვების მიხედვით, იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს, ძალიან აფასებენ თავის კრებას, რომელიც თვალნათელ დემონსტრირებას უკეთებს მასში გაბატონებულ ერთობას... რაც შეეხება წესრიგს, სიმშვიდესა და სისუფთავეს, ამაში კონგრესის მონაწილეები გვაძლევენ ისეთ მაგალითს, რომელიც მიბაძვის ღირსია.

(გაზეთი «ჟიჩე ვარშავი», პოლონეთი)

ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 30 000 ადამიანი შეიკრიბა, სრული სიწყნარეა: არავითარი დავა, არავითარი ხმაური, არავითარი ყვირილი. ასეთი სურათის ხილვა შეიძლებოდა გუშინ ოლიმპიურ სტადიონზე. არც უხეში ჟესტიკულაცია, არც სიგარეტის მანწვავები, არც ლუდის ქილები – მხოლოდ გადაშლილი ბიბლიები. ზრდასრულები ჩანაწერებს აკეთებდნენ, ხოლო ბავშვები წყნარად იჯდნენ მათ გვერდზე. 

(გაზეთი «უნიტა», იტალია)

შავკანიანები, თეთრები და აზიატები საზოგადოების ყველა ფენიდან და მსოფლიოს ყველა კუთხიდან სიხარულით და ძალდაუტანებლად ურთიერთობდნენ... მოწმეები 120 ქვეყნიდან მშვიდად და გაერთიანებულად აღასრულებდნენ ღვთის მიმართ თაყვანისცემას, რითაც აჩვენებდნენ ამერიკელებს, თუ რა იოლია ყოველივე ეს... კონგრესი იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთად ცხოვრება და მუშაობა.

(გაზეთი «ამსტერდამის სიახლეები», ნიუ-იორკი)

ანგლიკანური ეკლესიის არქიდიაკონის, ჩელტმენის, სიტყვების თანახმად, საჭიროა მეტი ისეთი დარწმუნებული და საქმის შემსრულებელი ხალხი, როგორებიც არიან იეჰოვას მოწმეები. 

(გლოსტერის ეპარქიის გაზეთი)

ჩვენ გვინდა შეგაქოთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ, თქვენი საქმეებით ალამაზებთ ნორდერვიგის იერსახეს. თქვენი რელიგიის წევრებს მუდამ სასიამოვნოდ აცვიათ და გამოირჩევიან კარგი მანერებით. თქვენი შვილები სამაგალითოდ იქცევიან, ხოლო უფროსები არასოდეს აჩერებენ ავტომობილებს იქ სადაც დგომა აკრძალულია და არ ანაგვიანებენ ქუჩებს. სამეფო დარბაზის გარშემო ტერიტორია მუდამ სუფთა და მოვლილია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვყვანან ასეთი შესანიშნავი მეზობლები, და გვსურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ აქ.

(ქალაქ ლიუვარდენის, ჰოლანდია, მოსახლეობის წერილი ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს)

როგორც ორგანიზაცია, იეჰოვას მოწმეები მართლაც განგვაცვიფრებს. ადგილები, სადაც ისინი თავის შეხვედრებს ატარებენ, გამოირჩევა სისუფთავით. ყველაფერი მშვენივრადაა ორგანიზებული. მათი ღონინსძიებების შემდეგ კიდევ უფრო მეტად სუფთავდება ტერიტორიები, ვიდრე მანამდე იყო. მოხსენებების დროს სრული სიჩუმეა გამეფებული. არ არის ჭყლეტა და არავინ არავის ხელს არ უშლის. ყველა თავმდაბლურად იქცევა. ამ რელიგიაში მართლაც რომ ყოველთვის წესრიგია. მოწმეებმა იციან, რას ნიშნავს თაყვანი სცე ღმერთს.

(გაზეთი «კომერსიუ და ფრანკა», ბრაზილია)

ამ კვირის განმავლობაში ჰომსტედში, იეჰოვას მოწმეების წინ არავინ აჯახუნებს კარებს — იმ შემთხვევაშიც კი თუ სადმე გადარჩა მთელი კარები. დაახლოებით 3 000 მოწმე-მოხალისე ჩამოვიდა თავისი ქვეყნებიდან კატასტროფის რაიონში, რათა დახმარება გაუწიონ ძირითადად თავის თანამორწმუნეებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ... სამეთაურო პუნქტიდან, რომელიც მდებარეობს ბრაუდის აღმოსავლეთით არსებულ საკონგრესო დარბაზში, ჰომსტედის რაიონის ორ სამეფო დარბაზში გაგზავნილ იქნა 150 ტონა საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების საგნები. ამ დარბაზებიდან, ყოველ დილით, მოხალისეთა ბრიგადები იგზავნებიან, თავისი თანამორწმუნეების, ურაგანისაგან დაზიანებული სახლების სარემონტოდ... დღეში სამჯერ საველე სამზარეულო საჭმელს ამზადებს — 1 500 ადამიანისათვის. აქ საუბარია არა უბრალოდ ჰოთ-დოგებზე ან ფუნთუშებზე. მოხალისეებს აჭმევენ სახლში გამომცხვარ პურს, ნამდვილ ლაზანიას, ახალი ბოსტნეულით დამზადებულ სალათებს, ჩაშუშულ ხორცს, ბლინებს და ფრანგულ ტოსტებს — ყოველივე ეს შემოწირული პროდუქტებით მზადდება.

(გაზეთი «მაიამი ჰერალდ», აშშ, ურაგანზე «ენდრიუ» და იეჰოვას მოწმეების ჰუმანიტარულ საქმიანობაზე)

იეჰოვას მოწმეების რწმენა კრძალავს ადამიანთა წინააღმდეგ იარაღის აღმართვას, და ისინი, ვინც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, მაგრამ ვერ მიიღო სამუშაო ქვანახშირის საბადოებზე, ციხეებში  მოხვდნენ — ოთხ წლამდე ვადით. მარტო ეს მეტყველებს მათ დიდ მორალურ ძალაზე. აი ასეთ უანგარო ადამიანებს უნდა ებაროთ ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, მაგრამ ისინი ამას არასოდეს არ დასთანხმდებიან... ეჭვგარეშეა, რომ ისინი პატივს სცემენ სახელმწიფო ხელისუფლებას, მაგრამ სჯერათ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს ძალუძს კაცობრიობის ყველა პრობლემის გადაჭრა. ისინი არავითარ შემთხვევაში ფანატიკოსები არ არიან. ისინი აღსავსენი არიან მოყვასის სიყვარულით.

(გაზეთი «ახალი თავისუფლება», ჩეხეთი)

მოწმეები ბოლომდე ინარჩუნებენ თავის შეხედულებებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მათ ძალიან ძვირად უჯდებათ.

(გაზეთი «United Press International», აშშ)

ისინი [კუბელი იეჰოვას მოწმეები - ლტოლვილები] პირველები შესახლდნენ ახალ სახლებში, იმიტომ რომ მათმა ამერიკელმა «ძმებმა და დებმა» მოძებნეს ისინი რათა დახმარება გაეწიათ მათთვის... მოწმეები, თავის თანამორწმუნეებს სხვა ქვეყნებიდან «ძმებსა და დებს» ეძახიან და ზუსტად ასეც ექცევიან ერთმანეთს.

(გაზეთი «არკანზაზ გაზეტ», აშშ)

თავისი სამოქალაქო უფლებების შესანარჩუნებლად ბრძოლით მათ დიდი სამსახური გაუწიეს დემოკრატიას, იმიტომ რომ ამით მათ წვლილი შეიტანეს ყველა უმცირესობის უფლებების დაცვაში ამერიკაში.

(ჩ.ს. ბრადენი, წიგნი «These Also Believe»)

ყველანაირად ჩანს, რომ იმ რაიონებში, სადაც იეჰოვას მოწმეებს შედარებით მეტი გავლენა აქვთ აფრიკელთა შორის, ნაკლები პრობლემები წარმოიქმნება, ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან შედარებით. მოწმეები აქტიურად გამოდიან ამბოხების, ჯადოქრობის, ლოთობისა და სხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ.

(გაზეთი «ნორზერნ ნიუს», ზამბია)

მარტო ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ <<საგუშაგო კოშკის>> თანამშრომლებს მათი წინდახედულობისათვის, ინიციატივისათვის და განჭვრეტის უნარისათვის. ჩვენს დროში ხშირად ვერ შეხვდებით ასეთ მიზანსწრაფვასა და გამბედაობას, რომელიც საშუალებას იძლევა ასეთ საქმეს მოეჭიდო, თანაც ის ნულიდან დაიწყო .

(ჟურნალი «სეიბოლდ რიპორტ ონ პაბლიშინგ სისტემზ», აშშ, კომპიუტერულ გამომცემლობით სისტემაზე, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა შეიმუშავეს)

ამ მოძრაობის წარმატების პირველ მიზეზს წარმოადგენს პროპაგანდის ტექნიკა. სამუშაო კარდაკარ სრულდება იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან ამისათვის მომზადებულნი და ღრმად სწამთ... ი[ეჰოვას] მ[ოწმეების] წარმატების მეორე მიზეზი — იეჰოვისტების ცნობის მომხიბვლელი ძალაა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ადამიანების მოთხოვნილებებს, მოთხოვნებსა და მოლოდინს. პირველი, ის საშუალებას აძლევს ხალხს დაიბრუნონ თვითრწმენა — ძალიან სასურველი გრძნობა, მაშინ როცა გარშემო ყველას და ყველაფერს დაკარგული აქვს რწმენა და სიმყარე... უპირველეს ყოვლისა, ეს ცნობა წარმოადგენს, მომავლის აბსოლუტურ სანდო გამოცხადებას, და ამიტომ ყველა, ვისაც ის ესმის, თავისუფლდება ყოველგვარი შიშისაგან და წუხილისაგან და შეუძლიათ სიხარულით იყურონ მომავალში, იმაში ღრმად დარწმუნებულებმა რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და საშუალება აიცილონ ღვთის სასამართლოს შედეგები ბოროტების მიმართ და იცხოვრონ მარადიულ ბედნიერებაში დედამიწაზე. მეორე, იეჰოველების ცნობა ხალხის გარკვეულ ნაწილს ეხმარება ამ ქვეყნიერებაში არსებული უბედურებების მიმართ შიშის დაძლევაში, მიუთითებს რა იმაზე, რომ ახლოსაა ამ აუტანელი მდგომარეობის დასასრული და, მაშასადამე, მალე დადგება ახალი ერა, წარმოიშვება ახალი მსოფლიო, სადაც აღარ იქნება დღეს გაბატონებული უბედურებები... მოწმეების წარმატების მესამე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოძრაობა თავის წევრებს აძლევს ნათელ და მყარ იდენტურობას და მათ სიხარულით იღებს, ძმობისა და სოლიდარობის სულით.

(ჟურნალი «La Civiltá Cattolica», იტალია)

იეჰოვას მოწმეები და ნაციზმი გერმანიაში

ნაციონალ-სოციალისტური რელიგიური მრწამსის დროს, იეჰოვას მოწმეების მოქმედება და სწავლება წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს წყობასთან. ეს იყო პატარა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 20-25 ათასი, გერმანიისა და ახლომდებარე ტერიტორიების მოქალაქეებისგან, რომლებიც მესამე რეიხის იურისდიქციაში მოექცნენ. ამ ჯგუფში შემავალი ხალხი, უშიშრად ლაპარაკობდა თავის რწმენაზე, უარყოფდა სახელმწიფოს რასისტულ კანონებს, ადოლფ ჰიტლერისადმი ერთგულების ფიცს, გერმანულ მისალმებას (ჰაილ ჰიტლერ) და ვალდებულებას დაეცვა გერმანია იარაღით ხელში… იეჰოვას მოწმეები ეწინააღმდეგებოდნენ ნაცისტური ბოროტების ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მათი ერთი განცხადება სამშობლოსადმი ერთგულებაზე, მაშინვე გახდიდა მათ ცხოვრებას უსაფრთხოს. მათთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ხელმოწერის დასმა, რათა გაჰქცეოდნენ შრომა-გასწორებისა და საკონცენტრაციო ბანაკებს, რათა თავი დაეცვათ ძალადობისაგან და სიკვდილისაგან. ისინი განსაკუთრებულ ადგილს და პატივისცემას იმსახურებენ ჩვენს მახსოვრობაში. მათი მაგალითი იმედს და რწმენას ბადებს იმისა, რომ სიკეთე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს.

(აბრახამ დჯ. პეკი, ჰოლოკოსტის ხსოვნის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი)

რაც შეიძლება მეტი ხალხი რომ ცხოვრობდეს ისე, როგორც იეჰოვას მოწმეები ცხოვრობენ, და იმის სწამდეთ, რაზეც ეს მორწმუნეები ქადაგებენ, მსოფლიო, სავარაუდოდ, არ დაუშვებდა ჰოლოკოსტს და კაცობრიობას არასოდეს დაემუქრებოდა გენოციდი.

(წიგნი «Holocaust Politics»)

იეჰოვას მოწმეებმა ბრძოლა გამოუცხადეს ახალი საზოგადოების ტოტალიტარულ კონცეფციას, და მათი პოზიცია, ისევე როგორც გამძლეობა, მოსვენებას არ აძლევდა ახალი წყობის შემქმნელებს... მიუხედავად დროის მიერ გამოცდილი დევნის მეთოდებისა, წამებისა, პატიმრობისა და დაცინვისა, არც ერთმა იეჰოვას მოწმემ არ მიიღო ნაცისტური იდეოლოგია; უფრო მეტიც, ყველაფერი ეს მათ მდევნელებს უბრუნდებოდათ... მოწმეების სულებისათვის ბრძოლა სასტიკი იყო და ამას ისიც ართულებდა, რომ მიუხედავად ფიზიკური უპირატესობისა, ნაცისტებს არ ჰქონდათ მორალური უპირატესობა: ისინი არ იყვნენ ისევე ღრმად დარწმუნებული თავის მრწამსში და ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული თავისი მესამე რეიხის მომავალში. მოწმეებს კი ეჭვი არ ეპარებოდათ თავის ფესვებში: მათი რწმენა თვალნათელი იყო აბელის დროიდან. იმ დროს როცა ნაცისტებს უწევდათ თავისი ორგანიზაციის შიგნით დაპირისპირებების დაძლევა და თავისი მომხრეების ხელახლა დარწმუნება, რისთვისაც ხშირად სესხულობდნენ სექტანტური ქრისტიანობის ენასა და შედარებებს, მოწმეები სრულებით დარწმუნებულები იყვნენ, მათი ორგანიზაციის წევრების ურყევობაში, მათ სიკვდილამდე ერთგულებაში.

(კრისტინ კინგი, წიგნი «New Religious Movements: A Perspective for Understanding Society»)

პატიმართა ეს ჯგუფი იქცა დაურღვეველ იდეოლოგიურ ძალად, რომელმაც გაიმარჯვა ჰიტლერიზმთან ბრძოლაში. გერმანიაში ამ სექტის წევრები წარმოადგენდნენ დაუცხრომელი წინააღმდეგობის პატარა კუნძულს, ტერორით მოცულ ქვეყანაში, და იმავე უშიშრობით მოქმედებდნენ ისინი ოსვენციმშიც. მათ შეძლეს პატივისცემის დამსახურება სხვა პატიმარების მხრიდან ... თანამდებობის პირების მხრიდან და ესესელების მხრიდანაც კი. ცნობილი იყო, რომ არცერთი «ბიბელფორშერ» [იეჰოვას მოწმე] არ შეასრულებდა ბრძანებას , რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის რწმენას.

(ა. პაველჩინსკაია, წიგნი «Waitosci a pizemoc - zaiyc socjologicznej problematyki Oswiecimia»)

მე ნანახი მყავს ხალხი, რომლებიც ხდებოდნენ უფრო უკეთესნი, და ხალხი, რომლებიც ძალიან ძირს ეცემოდნენ. იეჰოვას მოწმეები იყვნენ ამათგან ყველაზე სასიამოვნოები. მე ქედს ვიხრი ამ ხალხის წინაშე... ისინი მრავალ სიკეთეს აკეთებდნენ სხვებისთვის: ეხმარებოდნენ ავადმყოფებს, უყოფდნენ თავის წილ პურს, და ყველას, ვინც მათ გარშემო იმყოფებოდა, აძლევდნენ სულიერ დახმარებას. გერმანელები ვერ იტანდნენ და ამავდროულად პატივს სცემდნენ მათ. მათ ავალებდნენ ყველაზე ბინძურ სამუშაოს, მაგრამ ისინი მაღლა თავაწეულნი იღებდნენ მათ.

(ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის მოგონებები, წიგნიდან «Voices From the Holocaust»)

მიუხედავად ყველაფრისა, მოწმეები ბანაკებში ერთად იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, უშვებდნენ ლიტერატურას და მოაქცევდნენ თავის რწმენაზე. ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს და, მრავალი სხვა პატიმრისაგან განსხვავებით, მშვენივრად ესმოდათ, რატომ არსებობენ ასეთი ადგილები და რისთვის იტანდნენ ამ ტანჯვას. ამიტომ მოწმეები იქცნენ პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელ პატიმართა ჯგუფად, რომლებიც დანიშნულები იყვნენ იისფერი სამკუთხედებით და განსხვავდებოდნენ გამბედაობითა და დიდი რწმენით.

(ისტორიკოსი კრისტინ კინგი, «The Nazi State and the New Religions: Five Case Studies in Non-Conformity»)

იეჰოვას მოწმეები შეუთავსებელი იყო ნაციზმთან. ყველაზე ძალიან ნაცისტებს არ აწყობდათ მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ეს ნიშნავდა, რომ არცერთი მორწმუნე არ აიღებდა ხელში იარაღს, არ დაიკავებდა პოლიტიკურ თანამდებობას, არ მიიღებდა მონაწილეობას სახელმწიფო დღესასწაულებში და საერთოდ არანაირად არ გამოხატავდა თავის მხარდაჭერას რეჟიმის მიმართ.

(ბრაიან დანი, «The Churches Response to the Holocaust»)

მე ასეთებად წარმომედგინა პირველი ქრისტიანი მოწამეები, რომლებიც არენებზე ელოდნენ, როდის დაგლეჯდა ლომი. ისინი სიკვდილზე ნათელი სახით მიდიოდნენ, მათი მზერა ზევით იყო მიმართული, ხოლო ხელები ლოცვისთვის შეერთებული და აწეული. ყველა, ვინც კი მათი სიკვდილი ნახა, განცვიფრებულები იყვნენ; თვით ჯალათებიც კი.

(ბანაკი ოსვენციმის კომენდანტის, რუდოლფ ხოსის ავტობიოგრაფია)

მოწმეები და სისხლის გადასხმა

იეჰოვას მოწმეების პოზიციას, რომლებიც თანხმობას აცხადებენ ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე... დონორული სისხლისა და მისი ძირითადი კომპონენტების სანაცვლოდ... არ შეიძლება ეწოდოს სამედიცინო დახმარებაზე სრული უარის თქმა და მითუმეტეს თვითმკვლელობა, და ეს პოზიცია საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებთან.

(ა. ი. ვორობიოვი,  РАМН-ის ჰემატოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი)

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ავღნიშნავ: იმის მტკიცება, რომ არის ისეთი სიტუაციები, როდესაც მხოლოდ სისხლის გადასხმამ შეიძლება მისცეს ადამიანს სიცოცხლის გადარჩენის შანსი, როგორც მინიმუმ სადავოა და არაა დამტკიცებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მონაცემებით [...] იეჰოვას მოწმეებს არ სურთ თავისი, ბიბლიით გაბსწავლული სინდისის წინააღმდეგ, ღვთის წინააღმდეგ, წასვლა, რათა არ გაიფუჭონ ღმერთთან ურთიერთობა, რომელსაც ისინი ძალიან აფასებენ. მათთვის მთავარია - ღვთის და არა ადამიანების აზრი. ამიტომ ისინი უფრთხილდებიან თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, და ცდილობენ მათი იმ გზებით შენარჩუნებას, რომელიც არ გააფუჭებს მათ ურთიერთობას ღმერთთან. უსაფუძვლოა თუ არა მათი პოზიცია? არა. [...] მე ვთვლი, რომ ექიმების საქმე არაა ადამიანების პირად და სუფთა რელიგიურ სფეროებში ჩარევა. ისინი ისე უნდა მივიღოთ როგორებიც არიან და პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პიროვნებასა და ფასეულობებს, იმით რომ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული შესაძლებლობები, რათა კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება გავუწიოთ ადამიანების ყველა კატეგორიას, რომელთაც აქვთ კანონიერი უფლება თვითონ განსაზღვრონ და აირჩიონ სამედიცინო მკურნალობის სახეობა.

(ვ. დ. სლეპუშკინი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი)

დღევანდელი დღისთვის ექიმის არსენალში საკმაო რაოდენობის პრეპარატია სისხლის ძირითადი კომპონენტების გამოყოფის სტიმულირებისათვის, და ასევე პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ მათი ფუნქციები ამა თუ იმ დონეზე. ამიტომ იეჰოვას მოწმეების პოზიციას ვერ ვუწოდებთ აბსურდულს. ასევე არსებობს ზოგიერთი ეთიკური ასპექტიც. მაგალითად, ავადმყოფს უფლება აქვს აირჩიოს - მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. ექიმს ზნეობრივი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა მუდამ ავადმყოფის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, დააკმაყოფილოს ავადმყოფის სამედიცინო მოთხოვნილებები; უზრუნველყოს ერთნაირი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტისათვის - მნიშვნელობა არა აქვს, სისხლით უნდა ადამიანს მკურნალობა თუ მის გარეშე.

(ვიტალი დჟულაი, ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი)

ჩვენ მადლობლები უნდა ვიყოთ იეჰოვას მოწმეების ეკლესიისა იმისათვის, რომ ამ საკითხის წამოწევით, მან არა მარტო თავის უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, არამედ დაეხმარა ყველა სამედიცინო საზოგადოებებს გაეთავისებინათ სისხლის გადასხმით გამოწვეული საფრთხე. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებს, რის შედეგადაც იკვეთება უსისხლო ქირურგიის სულ უფრო ეფექტური მეთოდები.

(მიშელ დე გილენშმიდტი, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს საპატიო წევრი)

როცა შესაძლებელია გართულებების შემცირება, ინფექციების შემცირება, საავადმყოფოში ყოფნის დროის შემცირება, ოპერაციის დროს სიკვდილიანობის შემცირება და ამასთანავე შესაძლებელია ფულის დაზოგვა - ეს გრანდიოზული წარმატებაა.

(სტივ როტმანი, აშშ-ს კონგრესის დეპუტატი)

იეჰოვას მოწმეები არც სულელები არიან და არც ფანატიკოსები… მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამედიცინო მეცნიერებაში, იმით რომ აღძრეს მედიკოსები შეემუშავებინათ სისხლის შენარჩუნების სისტემა.

(ანხელ ერერა, მექსიკის ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის მთავარი ქირურგი)

სისხლის გადასხმა – არაა უსაფრთხო პროცედურა. არსებობს ვირუსების, ბაქტერიების, პარაზიტების გადაცემის რისკი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, რომელიც არღვევს თირკმელისა და ფილტვის მუშაობას. ჩვენ ყველა პაციენტს ისე ვუკეთებთ ოპერაციებს, როგორც იეჰოვას მოწმეებს გავუკეთებდით. ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, სისხლის დანაკარგი მინიმუმი იყოს, ვაბრუნებთ დაკარგულ სისხლს უკან და ვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომელიც ხელს უშლის სისხლის კარგვას.

(მოისეს კალდერონი, ლა-პასას მექსიკური საავადმყოფოს მთავარი კარდიოქირურგი)

სხვა და სხვა

თქვენ [იეჰოვას მოწმეები] ასრულებთ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ. თქვენი დარბაზები არც თუ ისე დიდია, მაგრამ სამაგიეროდ ყველა სავსეა. ჩვენ კი უდიდესი ტაძრები გვაქვს, მაგრამ ცარიელი.

(რომის პაპი ბენედიქტ XVI)

იეჰოვას მოწმეები... სარგებლობენ როგორც სტატუსით «ცნობილი რელიგია», ასევე ყველა უპირატესობებით რომლებიც აქედან გამომდინარეობს.

(ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო)

თუ თქვენ, ისევე როგორც მე, გაღიზიანებთ და გაბრაზებთ მათი მცდელობა მოგაქციონ თავის რწმენაზე, მაინც აღფრთოვანებაში მოვყავარ მათ ერთგულებას, მათ საღად აზროვნებას, მათ ადამიანურობის შესანიშნავ მაგალითს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

(მკითხველის წერილი გაზეთში «ნიუ-ხეივენ რედჟისტერ»)

ესაა ხალხი, რომელთაც ბიბლიის მაღალმა პრინციპებმა ასწავლა, რასობრივი, წინასწარ შექმნილი ცუდი აზრის  გარეშე მოქმედება... ესაა ხალხი, რომლებიც უყურებენ, როგორია ადამიანი და არა როგორი ფერი აქვს მის კანს. დღეს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ - ერთადერთ ჭეშმარიტ საძმოს დედამიწაზე.

(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორი)

მარტო ჩემთვის არაა  ცნობილი, რომ ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის წევრებსაც არ გლეჯს ზიზღი, სიხარბე, შეუწყნარებლობა, ეგოიზმი ან აზრთა სხვაობა.

(კათოლიკე ქალბატონის წერილი გაზეთში)

რაც მე მომწონს, ეს ისაა, რომ თქვენ მუდამ ასრულებთ თქვენს დანაპირებს და ასრულებთ შეთანხმებების ყველა დებულებებს. ამასთანავე თქვენ იცავთ სისუფთავესა და წესრიგს; თქვენ ხართ ორგანიზებულები. მე მომწონს თქვენი კავშირი. ვერ ვიტან უწესრიგობას, და ამიტომ არ მომწონს ის ხალხი ვინც ანაგვიანებს და აფუჭებს საგნებს.

(ქალაქ ლანსის მერი, საფრანგეთი, იეჰოვას მოწმეების კონგრესის შემდეგ)

იეჰოვას მოწმეებს ზუსტად ის პოზიცია უკავიათ, როგორიც პირველ ქრისტიანებს ეკავათ. შეურაცხყოფილნი და დევნილნი, ისინი უმაღლესი იდეალების მცველებად დგანან, ამ გახრწნილ და ნგრევად სამყაროში.

(ქალაქ ტორუნის, პოლონეთი, სააპელაციო სასამართლოს პროკურორი)

ყველა რელიგიური ჯგუფი რომ იეჰოვას მოწმეებს ჰგავდნენ, ჩვენთან არ იქნებოდა მკვლელობები, არც ქურდობები, არც არასრულწლოვანი დამნაშავეები გვეყოლებოდა, არც პატიმრები ციხეებში, არც ატომური ბომბები. ხალხს არ დასჭირდებოდა მუდამ სახლის კარების ჩაკეტვა.

(ნნამდი აზიკივე, ნიგერიის გენერალ-გუბერნატორი)

მე აღმოვაჩინე, რომ იეჰოვას მოწმეთა ოჯახებში მჭიდრო ერთობა და სიყვარული მეფობს. ბავშვები აღზრდილნი არიან, ყურადღებიანები არიან სხვების მიმართ და პატივს სცემენ სხვებს.

(ლ. ს. ფრანკელი, სიმსივნური დაავადებების ინსტიტუტი, აშშ)

მოწმეებისგან შეიძლება მივიღოთ პრაქტიკული რჩევები აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხებზე… ესაა როგორც ურთიერთდამოკიდებულება ქორწინებაში, ასევე მორალის საკითხები, ბავშვების აღზრდა. მრავალრიცხოვანი ჯანსაღი რჩევები, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ, დაფუძნებულია წმინდა წერილზე და წარმოადგენს სწორ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას.

(ბ. უილსონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი)

იეჰოვას მოწმეები - ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ თავისი ქვეყნის კანონებს. ისინი არ წარმოადგენენ საზოგადოებრივი წესრიგისათვის ხიფათს. ისინი მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, თავისი წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში და მონაწილეობენ ქველმოქმედებაში. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორი მშვიდობა სუფევს მრავალი რასისა და ერის წარმომადგენელს შორის. ყველა რომ იეჰოვას მოწმე იყოს, ჩვენ პოლიციელები, სამსახურის გარეშე დავრჩებოდით.

(პოლიციელთა პროფკავშირის წარმომადგენელი, საფრანგეთი)


ქადაგება იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას პირველქრისტიანულ, მოციქულებრივ ტრადიციას უკავშირებენ. არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ეს მოვლენა ყველა საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი თავს მოწესრიგებულ მოქალაქეებად თვლიან.....
საქართველოში იეჰოვას მოწმეების ისტორია 1953 წლიდან იწყება, როდესაც ვალენტინა მიმინოშვილი, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იეჰოვას 
მოწმე გახდა და საბჭოთა საქართველოში დაბრუნდა. ბანაკში მის გვერდით უამრავი იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს რწმენით განპირობებულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და დევნის მსხვერპლი ხდებოდნენ. სამშობლოში დაბრუნებულ ვალენტინა მიმინოშვილს, რწმენის გამო, ამჯერად საბჭოთა გადასახლებაში მოუწია წასვლა. 1970 წელს გალის რაიონში თორმეტი ადამიანისგან შემდგარი იეჰოვას მოწმეების კრება ჩამოყალიბდა. კრემლიდან სსსრ-ის მთავრობის სახელზე მალევე მოვიდა ცნობა „იეჰოვას მოწმეთა საქმიანობით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ”. იეჰოვას მოწმეები დევნისა და წინააღმდეგობის პირისპირ აღმოჩნდნენ. 1986 წლამდე, ტერორის პირობებში, შეხვედრებს ძირითადად რუსულ ენაზე ატარებდნენ, ამ წლიდან კი უკვე ქართულ ენაზეც დაიწყეს. 1988 წელს, საქართველოში საშუალოდ 985 იეჰოვას მოწმე ქადაგებდა, ხოლო 91-92 წლებში მათი რაოდენობა 3400-მდე გაიზარდა......
იეჰოვას მოწმეები მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დევნილი უმცირესობაა. ათწლეულების მანძილზე მათ სასამართლო პროცესების მთელი ინდუსტრია შექმნეს და არაძალადობრივი, სამოქალაქო გზით ბრძოლით დიდ წარმატებებს მიაღწიეს.....


(ტაბულას ინტერნეტ საიტი )


თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий