вторник, 25 февраля 2014 г.

ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში

არსებობს იმის ლიგვისტური განსაზღვრების ერთი ძალიან იოლი მეთოდი, თუ სად დგას ქრისტიანული წერილების ორიგინალურ ტექსტებში ტეტრაგრამატონი, ღმერთის სახელი ებრაულად. ეს მეთოდი იეჰოვას მოწმეებს არ აღმოუჩენიათ, ის აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ბრიტანელმა ბიბლიის მთარგმნელმა ჯონ დარბიმ, რომლის თარგმანიც დღემდე ძალიან ხარისხიანად მიიჩნევა. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ზოგიერთ ადგილას ბერძნული სიტყვა «კირიოს» (ბატონი, უფალი) არტიკლის გარეშეა. ასეთი რამ, ბერძნული ენის თვალსაზრისით, არასწორია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა, მაგრამ რა ვუყოთ იმას: რომ ეს «შეცდომა» დგას ყველა იმ ადგილას, სადაც კონტექსტით ჩანს, რომ ნაგულისხმებია მამა, და არა ძე. სულ დარბიმ 184 ასეთი ადგილი დათვალა.

მსგავს სიტუაციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: თავდაპირველად ამ ადგილას ტეტრაგრამატონი იდგა ებრაული ასოებით, როგორც ეს ჯერ კიდევ სეპტუაგინტის დროიდან იყო მიღებული, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს ბერძნული სიტყვით «კირიოს» (როგორც ცნობილია, სეპტუაგინტას ზუსტად ეს დაემართა). ებრაული ტეტრაგრამატონის წინ არტიკლი საჭირო არაა, ხოლო ბერძნული სიტყვის წინ – საჭიროა. თუმცა, შეცვლისას ეს ან დაავიწყდათ, ან ეს არაპრინციპულად ჩათვალეს. შედეგად დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი ბერძნული ტექსტის მიხედვით, იქნება ეს ვესკოტი-ხორტი თუ ნესტლე-ალანდი, შეიძლება შემოწმება, რომ მრავალ ადგილას არტიკლი უბრალოდ არ არის.

სხვა ინგლისურ თარგმანს, რომელიც ამ პრინციპს მისდევს, ეწოდება «Zikarown Sayfer». მისი წაკითხვა შეგიძლიათ აქ. მეთოდოლოგიის აღწერაში პირდაპირაა ნათქვამი: «ცალკემდგომი უარტიკლო „კირიოს“ ითარგმნება სახელით იაჰვე». ყველგან და გამონაკლისების გარეშე. ამ თარგმანში ქრისტიანულ წერილებში ტეტრაგრამატონი გამოყენებულია 533 მუხლში. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის ჩაწერილია ებრაული ასოებით თარგმანის გარეშე, სეპტუაგინტის ტრადიციისამებრ, თანაც ძველებრაული შრიფტით (ნახეთ სურათი ზემოთ). საერთო ჯამში, ეს ძალიან პოეტური თარგმანია. მარტო მოუსმინეთ: «პავლე, მონა იაშუა ჰა-მაშიაჰისა, მოწოდებული მოციქულად, იაჰვეს სასიხარულო ცნობისათვის გამორჩეული» (რომაელთა 1:1).

ვიქტორ კაბანოვის შესანიშნავ წიგნში «ტეტრაგრამატონი» (მოსკოვი, 2007, ბიბლეისტი, bibleist.ru) მოყვანილია ახალი აღთქმის 13 ინგლისური თარგმანის სია (ახალი ქვეყნიერების ჩათვლით), რომლებშიც აღდგენილია ღმერთის სახელი. ჯამში თუ ავიღებთ, შესაძლებელია 569 ადგილის დათვლა, სადაც სხვადასხვა მთრაგმნელები ამ სახელს იყენებენ.

მაგრამ ესეც არაა ზღვარი. მაგალითად, ინგლისურ თარგმანში «Orthodox Jewish Brit Chadasha» ღმერთის სახელი 1689 ადგილას დგას! თარგმანში «Nazarene Commentary 2000» მარტო წიგნ იოანეს გამოცხადებაში 83-ჯერ.

ახალ აღთქმაში. ყოველგვარი იეჰოვას მოწმეების გარეშე.


------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий