суббота, 22 февраля 2014 г.

ზღვიდან ზღვამდე

ზაქარიას 9:9,10-ში ჩაწერილია ბიბლიის ერთერთი ყველაზე შესანიშნავი წინასწარმეტყველება. ის ასევე იმ წინასწარმეტყველებათაგან ერთერთია, რომლებიც მთელი სისავსით აღწერენ ქრისტიანული რწმენის მთელ არსს:

გაიხარე, სიონის ასულო! სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული. მოვსპობ საომარ ეტლს ეფრემში და ცხენს იერუსალიმში, მოისპობა საბრძოლო მშვილდი. ის მშვიდობას გამოუცხადებს ხალხებს და იმმართველებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე.

ამ წინასწარმეტყველებას საინტერესო თავისებურება გააჩნია: მისი შესრულება თითქმის ორიათას წელზეა გაჭიმული. მისი პირველი ნაწილი უკვე შესრულდა: იესო უკვე შევიდა იერუსალიმში ვირზე მჯდომი (მათე 21:6-9). ეს ისტორიული ფაქტია, რომელსაც ნებისმიერი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები და არა მარტო ისინი, აღიარებენ. თუმცაღა მეორე ნაწილი – ჩვენი უფლისა და მასწავლებლის ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე გამეფება – ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს. აქ ზაქარია 71-ე ფსალმუნს ციტირებს. მაგრამ, სამწუხაროდ ქრისტიანთა უმრავლესობას არ სჯერა რომ ის ახდება, იმიტომ რომ მას თვლიან ზღაპრად და ასე შემდეგ. კი მაგრამ რატომ? ეს ხომ ერთი წინასწარმეტყველებაა და არა ორი. თუ მისი პირველი ნაწილი უკვე შესრულდა, ესე იგი, შესაბამისად – ზაქარია მართალია, ასევე უნდა შესრულდეს მეორე ნაწილიც, თუმცა გარკვეული "გადავადებით".


-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com






Комментариев нет:

Отправить комментарий