четверг, 6 февраля 2014 г.

რაზე გააკრეს იესო?

               


პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უცნობია. დღეს არავის შეუძლია თქვას: «მე ზუსტად ვიცი, რომ იესოს სიკვდილის იარაღი აი ასეთი ფორმის იყო». მეტიც, ამის თქმა ადრეულ ქრისტიანებსაც არ შეეძლოთ. მოციქულებს და სახარებების ავტორებს ეს საკითხი, როგორც ჩანს, არ აინტერესებდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ახსენებდნენ მას ახალი აღთქმის ფურცლებზე. როცა შემდგომ საუკუნეებში, ქრისტიანებმა ამ თემაზე ვარაუდების გამოთქმა დაიწყეს, ხმარებაში მრავალი ვარიანტი შევიდა ზოგი მათგანი აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო. შემდეგ მოგვყავს ამონარიდი ჰენრი უორდის წიგნიდან «ჯვრის ისტორია» (Henry Dana Word, History of the Cross):


ერთი ძალიან საინტერესო აღმოჩენა, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი გამოკვლევის დროს, მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანულ სამყაროში დიდი ხნის მანძილზე გამოყენებული ჯვრის გამოსახულებები, ძალიან განსხვავებულებია ფორმებით და ყველა მათგანი ძალიან შორსაა "სტაუროს"-ის (ახალაღთქმისეული ტერმინი, რომლითაც აღნიშნულია სადამსჯელო იარაღი) ფორმისაგან. აი მხოლოდ რამოდენიმე მათგანის სია:


უშუალოდ სტაუროს-ი, იგივე ძელი ან ბოძი. ყველაზე ძველი ფორმა.


ძველბერძნული <<ხრისტოს>>-ის პირველი ასო.


ნამდვილი ბერძნული ჯვარი ერთნაირი ზომის ქიმებით.

ასევე გვხვდება მისი მრავალრიცხოვანი ვარიაციები, რომლებიც გამოიყენებოდა აღმოსავლეთის ეკლესიებში, იგივე ბერძნული ჯვარი:



ჩანგლის ფორმის იშვიათი ვარიანტი. 


სტანდარტული რომაულ-კათოლიკური ჯვარი.


სირიული ვარიანტი, იგივე თამუზის სიმბოლო.


უღელი ან სოლი, ძველი რომაული არკა შემდგარი სამი შუბისაგან, რომლის ქვეშაც ატარებდნენ პატიმრებს, იგივე ჩვეულებრივი სახრჩობელა

.
რუსული ჯვარი პარიზში.


ჯვრის ქართული ვარიანტი. ეგრეთწოდებული "ნინოს ჯვარი".


თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

--------------------------------------------------------------

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


Комментариев нет:

Отправить комментарий