пятница, 14 февраля 2014 г.

დანიშნულება ცაში



იესოს მოციქულებმა კარგად იცოდნენ, რომ თავის მასწავლებელთან ერთან იმეფებდნენ მის სამეფოში. იმდენად კარგად იცოდნენ, რომ წინასწარ იყოფდნენ "მინისტრთა" პოსტებს:

მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს. (მათე 20:20, 21)

თუმცა იმ მომენტისთვის ისინი თვლიდნენ, რომ სამეფო იქნებოდა მიწიერი, პოლიტიკური, და იესომ არ დაუწყო მათ შესწორება, მან დაუდასტურა, რომ ისინი ნამდვილად იჯდებოდნენ მის მარჯვნივ და მარცხნივ (გავიხსენოთ, რომ ასეთი მდგომარეობა მიუთითებს მაღალ თანამდებობაზე). თუმცაღა, ადგილების გადანაწილება არ შედიოდა მის კომპეტენციაში:

ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეგ გამზადებულია ჩემი მამის მიერ. (მათე 20:23)



პასექის ვახშამზე იესო ისევ პირდაპირი ტექსტით ამბობს, რომ ის მარტო არ იმმართველებს, არამედ თავის მოწაფეებთან ერთად. ისინი უბრალოდ ცხოვრებით კი არ გაიხარებენ, არამედ შეასრულებენ კონკრეტულ საქმეს – გაასამართლებენ. ეს ხაზს უსვამს მათ მდგომარეობას – «ტახტებზე»:

ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. (მათე 19:28)

მოციქულებსა და ადრეულ ქრისტიანებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ. მაგალითად, პავლე წერს, რომ ბოლო დღეებში უფალი მარტო კი არ მოვა, არამედ «თავის წმიდებთან» ერთად: 

რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად.... (1 თესალონიკელთა 3:13)

პავლე აღნიშნავს, რომ ეს წმიდები «განიკითხავენ ანგელოზებს», თანაც მათ რიგებში იქნება თვითონ პავლეც და მისი კორინთოელი აუდიტორიაც :

ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? (1 კორინთელთა 6:3)

მოციქული იოანე განმარტავს, რომ ეს «წმიდები» იმეფებენ არა სადღაც, არამედ დედამიწაზე:

რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად ვექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე. (გამოცხადება 5:10)

სხვა თარგმანებში წერია «ციდან დედამიწაზე», მაგრამ თარგმანის არცერთი ვარიანტი არ ცვლის მთავარ აზრს: «მეფეებისა და მღვდლების» მეფობის სფერო არის დედამიწა.

შემდეგ იოანე აზუსტებს, რომ ეს მეფეები ამავდროულად «გამოსყიდულნი» იქნებიან მიწიდან, ანუ გადაინაცვლებენ ცაში:

და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით. (გამოცხადება 14:3)

ამასთანავე, ღვთის სამეფოს 1000-წლიანი მეფობის დროს დედამიწა არ იქნება დაუსახლებელი, მასზე ხალხი იცხოვრებს, რაც ჩანს გამოცხადების 20:7,8-დან:

ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხთავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა.

თავისი გამოცხადების მე-7 თავში, იოანე სრულიად ცალსახად წერს ხალხთა ორ ჯგუფზე. პირველ რვა მუხლში ის ჩამოთვლის «ბეჭედდასმულებს» და ასახელებს მათ ზუსტ რიცხვს. ზუსტია ის თუ პირობითი – ეს სხვა საკითხია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკვე მომდევნო მუხლში, მეცხრე მუხლში, ის საუბრობს «ურიცხვ ხალხზე, რომელსაც ვერავინ დათვლიდა» – თუმცა წინა მუხლებში მოგვაწოდა ზუსტი რიცხვი. ხალხის ორი ჯგუფის - კონკრეტული რაოდენობის და ურიცხვის - ასეთი ნათელი მითითების იგნორირება შეუძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ «ქვეყნით გამოსყიდული» მხოლოდ პირველი ჯგუფია – რომლის ზუსტი ციფრიც ვიცით. მეორე ჯგუფზე ეს არ ითქმება.

იოანე განავრცობს ამ აზრს და ლაპარაკობს ორ აღდგომაზე და ორ სიკვდილზე:

დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს. (გამოცხადება 20:5, 6)

მარტო ამ კონტექსტში შეიძლება გავიგოთ ქრისტეს სწავლება «ხელახლა დაბადების» შესახებ (იოანე 3:3). მაგალითად, დანიელი არ იყო ხელახლა დაბადებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერთი პირადად დაჰპირდა, რომ ის აღდგებოდა (დანიელი 12:13). თუ აღსადგენად საჭირო არაა ხელახლა დაბადება, მაშინ რისთვისაა ის საჭირო? ეს ისხნება მხოლოდ ზემოთმოყვანილ მუხლში ორი აღდგომის შესახებ: «ხელახლა დაბადებულები» მონაწილეობენ პირველ აღდგომაში «ქვეყნით გამოსყიდულთათვის»; დანიელი მონაწილე იქნება მეორე აღდგომისა, მიწიდან გამოუსყიდველთა.

თვითონ იესო ამბობს:

ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას. რკინის კვერთხით დავმწყემსავ მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან (გამოცხადება 2:26–27).

ეს თანხმობაშია დანიელის სხვა ორ მუხლთან:

შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე......  სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა;- მაშინ დადგება ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლებიან. (საქმეები 7:18, 22).

საინტერესოა, რომ ორ «სამყოფელ»-ზე – ზეციური და მიწიერი (სამოთხის) – წერს მეორე საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე წმინდა ირინეოს ლიონელი:

ხოლო როდესაც გაივლის ეს სახე და ადამიანი განახლდება და გამაგრდება უხრწნელობისთვის ისე, რომ ვეღარ შესძლოს შემდგომ გაუარესება, მაშინ იქნება ცა ახალი და მიწა ახალი, სადაც დარჩება ახალი ადამიანი, რომელიც მუდამ ახალზე ესაუბრება ღმერთს. ხოლო ეს რომ გაგრძელდება მუდამ დაუსრულებლად, ესაია ასეც ამბობს: «რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარსდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარსდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი» (ესაია 66:22). და, როგორც პრესვიტერები ამბობენ, იმ დროს, ისინი ვინც ციური მმართველობის ღირსები გახდებიან გადავლენ იმ სამყოფელში, ანუ ზეცაში, სხვები კი სამოთხის ნეტარებით დატკბებიან, რომელიც შემკილი იქნება ქალაქის სილამაზით, მაგრამ ყველაფერში ღმერთი გამოჩნდება. (მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა)

მაშ ასე, ბიბლია სავსებით ნათლად ასწავლის იმის შესახებ, რომ ქრისტე მარტო არ იმმართველებს, არამედ მცირერიცხოვან «წმიდათა» გარემოცვასთან ერთად, რომლებიც «ქვეყნით გამოსყიდულნი» იქნებიან. შესაბამისად, აღდგომა და «სამყოფელი», ირინეოსის სიტყვებით, ერთი კი არ არის, არამედ ორია. ღვთის სიტყვა ამაზე იმდენად პირდაპირ ლაპარაკობს, რამდენად პირდაპირაც შეიძლება ამის თქმა. მე ვერ წარმომიდგენია, ამაზე პირდაპირ როგორღა უნდა თქვა. დიახ, დღეს მრავალს სჯერა იმისა, რომ კარგი ადამიანები ზეცაში წავლენ. მაგრამ როგორც ჩვენ დავინახეთ, ისინი იქ უბრალოდ განცხრომას კი არ მიეცემიან, არამედ დაკავებული იქნებიან კონკრეტული საქმეების კეთებით:

– დასხდებიან ტახტებზე;
– განსჯიან;
– იმეფებენ;
– იმსახურებენ მღვდლებად.

მათ ზეცად მხოლოდ ამისათვის აიყვანენ და სხვა არაფრისთვის. ზეცა მათთვის იმდენად ჯილდო არაა, რამდენადაც საპასუხისმგებლო დანიშვნა (ასე ვთქვათ: თანამდებობა).

ღვთისმეტყველებაშიც ცნობილია, რომ ადრეულ ქრისტიანებს სწამდათ ღვთის სამეფოსი, რომელიც მიწაზე იმმართველებდა. მაგალითად, დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ნათქვამია:

ხილიაზმ (ბერძნულიდან. chilias – ათასი) – დედამიწაზე, ღვთისა და წმიდათა «ათასწლიანი მეფობა»-ისადმი რწმენა, ანუ ქვეყნის აღსასრულამდე, მისტიურად გაგებული სამართლიანობის იდეალის, აღდგენის რწმენა. ტერმინი ძირითადად გამოიყენება ადრექრისტიანული სწავლებების მიმართ, რომლებიც ეკლესიამ უარყო მე-3 საუკუნეში, მაგრამ მოგვიანებით თავი იჩინეს შუასაუკუნეების ხალხების ერესში და მოგვიანებით სექტანტობაში.

სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც «ეკლესიამ უარყო», ქრისტიანთა ძირითადმა მასამ მიატოვა ეს ბიბლიური სწავლება. ისღა დაგვრჩენია მწერალი ჰერბერტ უელსომივით დავიჩივლოთ:

სამწუხაროა, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იესო სწავლებას, რომელსაც ის ღვთის სამეფოს ეძახდა, და შედარებით რა უმნიშვნელო როლს თამაშობს იგი, უმრავლესი ქრისტიანული ეკლესიების წეს-ჩვეულებებში და სწავლებებში.


------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


რა არის წმინდა სული?

ლოცვა სარკესავითაა

უილიამ ბარკლი იოანეს 10:30-ზე

Комментариев нет:

Отправить комментарий