понедельник, 17 февраля 2014 г.

რა არის კარგი?



                ღმერთის არსებობის ერთერთი საუკეთესო მტკიცებულება ზნეობრიობის სფეროში დევს. გავიხსენოთ მაიაკოვსკი: რა არის კარგი და რა არის ცუდი? (что такое хорошо и что такое плохо?).

სიკეთე და ბოროტება? რა არის ეს? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? ამის ახსნა სუფთა ფორმალურად შეუძლებელია, და ხშირად ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცაღა, არ ვიცით, მაგრამ მაინც ვხარშავთ ამ იდეას, სავსებით არამეცნიერულს, რომელსაც მეტაფიზიკის უმაღლესი სინჯის სუნი ასდის. სიკეთისა და ბოროტების კონცეფცია ისეთივე დაუმტკიცებელი და არამეცნიერულია, როგორც ალქიმია და ასტროლოგია, მაგრამ რატომ ტრიალებს მთელი ჩვენი ცხოვრება მის გარშემო, როგორც რაღაც უხილავი ანდამატის გარშემო?

ეს კარგად ჩანს უფროსების ბავშვებთან დამოკიდებულებისას, განსაკუთრებით საკუთარ შვილებთან. ჩვენ ვერიდებით ბილწსიტყვაობას ან რაიმე ცუდის გაკეთებას მათი თანდასწრებით. ვცდილობთ მათთვის უკეთესები ვიყოთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. ჩვენ მათ ვასწავლით რომ იყვნენ პატიოსნები, თუმცა თვითონ, როდესაც ვიზრდებით, ვხვდებით, რომ პატიოსნებას არაფერი განსაკუთრებული სარგებელი არ მოაქვს, და მაინც ვცრუობთ, შემდეგ ვაღიარებთ, ვიღებთ, იმას რაც ცუდად დევს, და ვასწორებთ იმას, რაც ცუდად წერიაიმიტომ რომ ასეა მიღებული, ყველა ასე აკეთებს, ხოლო ვინც არ აკეთებს, მან არ იცის ცხოვრება.

ნებისმიერი გამოკითხვის რესპონდენტთა ასი პროცენტი იტყვის, რომ პატიოსნებაეს კარგია, მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობთ ვინც მართლა ღრმად პატიოსანია? ჩვენ ვიცით, რომ ცუდია შური, მაგრამ ყოველთვის გვშურს მათი, ვინც უკეთესია, ჩვენზე მაღლაა, ჩვენზე მდიდარია. ჩვენ გვეზიზღება ლაქუცი, მაგრამ მას მივმართავთ ისეთ ხალხთან ურთიერთობისას, ვინც ჩვენთვის გამოსადეგია ან ვისზეც რამით ვართ დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერი ვიცით სიამაყეზე, სიხარბეზე, პატივმოყვარეობაზე, თვალთმაქცობაზემაგრამ მზად ვართ ვაკეთოთ ეს ყველაფერი ისევ და ისევ, თუ საჭიროა.

მაგრამ ერთი მშობელი მაინც თუ ეტყვის თავის შვილს: «პატიოსნება და სიკეთესულელებისთვისაა, ჭკვიან ხალხს ის არ ჭირდება, იმიტომ რომ ჭკვიანი ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს»? არცერთი მშობელი ამას არ ეტყვის, თუმცა თვითონ ასე აკეთებს, თუმცა ყოველთვის როდი უტყდება ამაში თავს. მისთვის სიკეთესიწმინდეა, და მას ის თავისი შვილისთვის მიაქვს, როგორც მისიონერს, ვინაიდან კარგად ესმის თავისი როლი ამ საკრალურ პროცესში. მან კარგად იცის, რომ თვითონ დიდი ხანია რაც ეს სიწმინდე შებღალა, მაგრამ სულის თრთოლვით მიაქვს თავისი შვილისთვის, იმ იმედით, რომ შვილი მას რაც შეიძლება გვიან შებღალავს. თუ შენ ათეისტი და მატერიალისტი ხარ, თუ შენ მხოოდ იმის გჯერა, რისი შეხება და კალკულატორზე დათვლაც შეგიძლია, მაშინ რატომ აფუჭებ შენი ბავშვის გონებას ასეთი ირაციონალური იდეებით? ერთხელაც რომ შეგეკითხოს, რატომ უნდა იყოს პატიოსანი და კეთილი, შენ ვერ შეძლებ პასუხის გაცემას, და რას იზავ მაშინ?

ზნეობრივ-ეთიკური ნორმები თითქოს პრაქტიკული მოქმედებების გარეთ არსებობენ, ცხოვრების რეალიების გარეთ. რატომ არ მივილტვით იმისკენ, რაც სარგებლიანია, ლოგიკური და რაციონალურია, არამედ იმისკენ, რაც არის «კარგი»? სიკეთე უსარგებლოა, ალოგიკურია და ირაციონალურია. ფორმალურად საზოგადოება მოიგებდა, ავადმყოფებსა და მოხუცებს რომ ხოცავდეს და არ ხარჯავდეს მათზე რესურსს. მაგრამ ნებისმიერი საზოგადოება, პირიქით, ხარჯავს მათზე რესურსებს, თანაც არა მცირეს. რა ჰქვია ამას? თანაგრძნობა. მისი პრაქტიკული აზრი არა უბრალოდ ნულოვანია, არამედ ასევე  უარყოფითი,  სოციუმისა და ბიოლოგიური სახეობის გადარჩენისათვის. ზნეობრიობაეს ევოლუციის თეორემის აზრით პარადოქსია, რომელიც ბრძოლას აცხადებს ერთადერთი ძრავის გადასარჩენად. ევოლუციონისტს რომ თხოვოთ ახსნას ზნეობრიობა, მისთვის უფრო იოლი იქნება აგიხსნათ კვანტური ფიზიკა ჩინურად, ვიდრე ის. პატიოსანი ათეისტები მუდამ უარყოფდნენ ზნეობრიობას, მაგრამ პატიოსანი ათეისტი სულ რამოდენიმე იყო ისტორიაში.

ჩვენი ბუნების სიღრმეში, თვით ჩვენ დნმ-ში ცხოვრობს აბსტრაქტული იდეალი, რომელიც ჩვენთვის იმდენად მიუწვდომელია, როგორც ცაზე ვარსკვლავები. ჩვენ მისი, არც ახსნა შეგვიძლია, არც დამტკიცება, არც შესრულება, ჩვენ ხშირად არც კი ვიცით, რა არის ეს, რისთვისაა საჭირო, ვის სჭირდება. მაგრამ ჩვენ მაინც ურყევად გვჯერა ამ იდეალის, ჩვენ მივიწევთ მისკენ, ჩვენ მთელი მონდომებით ჩავაგონებთ მას ჩვენ შვილებს, და შინაგანად ყველა ხვდება, რომ ესაა ის ერთადერთი, რისთვისაც მოგვეცა ჩვენ სიცოცხლე და რაც წარმოადგენს მის აზრს.

ზუსტად ამ იდეალს ეძახიან -  ღმერთს.

---------------------------------------------------


თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий