четверг, 13 февраля 2014 г.

ეწყინათ!


როდესაც საქართველოში, 2011 წელს, მიიღეს კანონი, რომელიც ზოგიერთ იურიდიულ ასპექტში ათანაბრებდა რელიგიურ ორგანიზაციებს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ამის საპასუხოდ საპროტესტო აქციები გამართა.

ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წყენა, – განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ – არ დაგვიწყევლია და არ გადაგვიცია ანათემას, არამედ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ასე არ უნდა იყოს. ეხლა, როცა კანონი უკვე ძალაში შევიდა და მისი შეცვლა შეუძლებელია, სინოდმა მოუწოდა მთავრობას რომ ხალხს აუხსნას მთავარი: რომ ამ კანონით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებამოსილება არ უთანაბრდება საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური მიმდინარეობების უფლებამოსილებებს.



დავუფიქრდეთ: ეკლესიისთვის მიუღებელია, რომ მისი უფლებამოსილება ისეთივე იქნება, როგორც სხვა რელიგიური მიმდინარეობებისა! სახელმწიფოს უნდა, შეიმუშავოს ერთი კანონი ყველასთვის, ერთნაირი უფლებები ყველასათვის, რათა ყველა რელიგიამ შეძლოს პატიოსნად და სამართლიანად გაუწიოს სხვებს კონკურენცია, ასე ვთქვათ, ხალხის სულებზე, თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით, ადმინისტრაციული რესურსის გარეშე, ტალახის სროლის გარეშე და ა.შ. და როგორ რეაგირებს ამაზე მართლმადიდებლური ეკლესია? მათ ეწყინათ! თანაც კანონი, როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განმარტეს, მხოლოდ და მხოლოდ «მოქალაქეებს, რომლებიც სხვა და სხვა კონფესიას მიეკუთვნებიან, უფლებას აძლევს იურიდიულად დაარეგისტრირონ თავისი ორგანიზაცია». ეკლესიას რწმენაზე მონოპოლია უნდა, უნდა მონოპოლია ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, და მას ეწყინა, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ თავის მოქალაქეებს უფლება მისცა, სწამდეთ სხვა რამის, გარდა ეკლესიისა.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიზანტიური მართლმადიდებლობისთვის ორგანულად მიუღებელია რწმენის თავისუფლების გაგება და სხვა რელიგიებთან თანასწორობა. თუ მას ისეთ სიტუაციაში აყენებენ, როდესაც ის სხვებს უთანაბრდება, ის თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს და საერთოდ კარგავს წონასწორობას. და თუ მას მხოლოდ ეწყინება და არ გამართავს თავისი ოპონენტების მასიურ ხოცვას - ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, ყველა შესაძლებელიდან.


---------------------------------------------------------.

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას


არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

Комментариев нет:

Отправить комментарий