пятница, 21 февраля 2014 г.

კრება - ციხესიმაგრეა



«ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის კარიბჭენი» (მათე 16:18)

შეიძლება არსებობდეს ქრისტიანული ორგანიზაციის ორი სახეობა. პირობითად მათ შეიძლება დავარქვათ გამზირი და ციხესიმაგრე.

1) პირველი ვარიანტი დღეს ფართოდაა გავრცელებული. ასეთი კრება პარლამენტს ჰგავს – ესაა შეხედულებებისა და აზრების განსხვავება. მის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რწმენა და ფასეულობები. ისინი აქტიურად დავობენ ერთმანეთთან და ხელმძღვანელობასთან. ასეთ საზოგადოებაში ფასდება გამოხატვის თავისუფლება, ფართო შეხედულებები, დამოუკიდებელი პოზიცია, ქარიზმა. მისი წევრების ფორუმებსა და ბლოგებზე გაბატონებულია კონფრონტაცია და აგრესია. მასში მწყემსს შეუძლია პირდაპირ განაცხადოს, რომ მას არ სწამს ღმერთი, და გააგრძელოს მწყემსად მსახურება. მასში ბევრია განხილვა და ცოტაა საქმე. ასეთი ეკლესიების ხელმძღვანელებს დემოკრატიული გზით ირჩევენ, ანუ სამწყსოსთვის ცრუ დაპირებების დარიგებით. იქ არ არის და ვერც იქნება სიხარული და სულიერი წონასწორობა, იმიტომ რომ იქ არ არის მყარი ფასეულობები. ანუ ისევე როგორც გამზირზე - ვისაც როგორ და სადაც უნდა იქ მიდის.

ასეთი ეკლესიების მრევლის უმრავლესობა დემორალიზებული და დეზორიენტირებულია. მათში ბევრი უცხო და ხშირად ზედმეტი ხალხია, რომელთაც არ ესმით, როგორ მოხვდნენ და რას აკეთებენ იქ. ისინი უძლურები და დაუცველები არიან სამყაროს ყველა სტიქიის წინაშე, და მწყემსებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ, არამედ არც უნდათ მათ დაეხმარონ. სამაგიეროდ იქ დემოკრატია, ლიბერალიზმი და პლურალიზმია, რითაც მწყემსები ძალიან ამაყობენ. თუმცა, მწყემსები აქ უკვე მწყემსები როდი არიან, არამედ ქვეყნიერებასთან კავშირის მენეჯერები.

ასეთი კრების შედარება კიდევ შეიძლება ტივთან: მას უბრალო და იოლი კონსტრუქცია აქვს, მისი მართვა ერთი ნიჩბით შეიძლება, მაგრამ პირველივე შტორმისას ამობრუმდება. მას არ გააჩნია საკუთარი მიკროკლიმატი, იმიტომ რომ მასში ისეთივე მიკროკლიმატი და ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც მის გარშემო.

2) კრება-ციხესიმაგრე აგებულია პრინციპულად განსხვავებულ საძირკველზე. ის ბევრით ჰგავს ოჯახს. მასში მოდის ხალხი, ერთნაირი ან ერთმანეთის ძალიან მსგავსი შეხედულებებით, ამიტომ მათთვის ერთად ყოფნა კომფორტულია. ასეთ კრებაში არ არის მოსაზრებების პლურალიზმი – და შესაბამისად, სადაოც არაფერი აქვთ. მასში არ არის ძალთა განსხვავებული ცენტრები და საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა ლიდერები, რომლებსაც ერთამეთში კონკურენცია მოუწევდათ – და ამიტომ არ არსებობს სხვა დემოკრატიული პროცედურების აუცილებლობაც, რომლებსაც დრო და რესურსები მიაქვთ. ასეთ კრებაში კომფორტილია, სასიამოვნოა, მასში შესაძლებელია დასვენება. მასში მოდის ისეთი ხალხი, რომლებიც დაიღალნენ სამყაროს შტორმებისა და სტიქიებისაგან. ესაა სულიწმინდის ნაყოფების სათბური, რომელიც მის გარეთ შეუძლებელია არსებობდეს.

მაგრამ ყოველივე ამის დაცვა ხდება საჭირო, თანაც ხშირად არც მთლად ლიბერალური მეთოდებით. მწყემსები სერიოზულად უდგებიან თავის პასუხისმგებლობას გაუფრთხილდნენ სამწყსოს, იმიტომ რომ ესმით: ციხესიმაგრე მუდმივად ალყაშია, ალყა – ეს ომია, ხოლო ომში არ განიხილავენ უფლებებს და თავისუფლებებს, იმიტომ რომ საუბარია სიკვდილ-სიცოცხლეზე. ყველაზე მკაცრად მოქცევა უწევთ განდგომილებთან, რომელთაც ძველ ისრაელში ფიზიკურად ხოცავდნენ, ხოლო ქრისტიანულ კრებაში მათი სულიერად და ინფორმაციულად «მოკვლა» უწევთ. ეს რომ არ გააკეთონ, ციხესიმაგრე დაეცემა, ფაქიზ სულიერ ოაზისს ქვეყნიერების გაშმაგებული სტიქიები გათელავენ, სულის ნაყოფები მისი საფუარით მოიწამლება და გაიტკეპნება. აქაც არის შემთხვევითი ხალხის მცირე რაოდენობა, რომელთათვისაც აქ არაკომფორტულია, მაგრამ ისინი აქ დიდხანს ვერ გაჩერდებიან.

ტივის ანალოგიის მიხედვით, ასეთი ეკლესია შეგვიძლია შევადაროთ წყალქვეშა ნავს: ის მიდის სიღრმეში და მძლავრი კონსტრუქციის წყალობით ის  უძლებს გარეშე ძალების უდიდეს ზეწოლას, მაგრამ მის შიგნით სტაბულური და ყველა გაგებით სასიამოვნო მიკროკლიმატი ნარჩუნდება.

ქვეყნიერებას უყვარს გამზირები და ვერ იტანს ციხესიმაგრეებს, იმიტომ რომ პირველის თავის ჭკუაზე შეცვლა შეუძლია, აი მეორესი კი - არა.

------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

დანიშნულება ცაში

იესო არის ქრისტე

Комментариев нет:

Отправить комментарий