вторник, 25 февраля 2014 г.

მწყემსი ინფორმაციულ ომში




ინფორმაციაზე თავისუფალი და სწრაფი წვდომა და ამ პროცესის კულმინაცია – ინტერნეტი – ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების, ეკონომიკის, განათლების, სამოქალაქო თავისუფლეების და ცხოვრების მრავალი სხვა სფეროების პროგრესისთვის. მაგრამ ყოველივე ამას თუ შევხედავთ სულის გადარჩენის თვალსაზრისით, მაშინ სირთულეები წარმოიშვება.

რას აკეთებს პირველ რიგში ადამიანი, რომელიც მისთვის რომელიმე ახალ რელიგიას, კონფესიას ან სწავლებას გაეცნობა? შედის ინტერნეტში – და იღებს ნეგატივის ნარჩევ დოზას. ინტერნეტში ნებისმიერ რელიგიაზე ნეგატივის პოვნა სულ იოლია (აი მაგალითად, მართლმადიდებლობაზე), და მითუმეტეს თუ ეს რელიგია არ წარმოადგენს ძალიან გავრცელებულს. რა ხდება ამის შემდეგ? ადამიანს თავდაპირველად, მისთვის საინტერესო იდეებთან გაცნობის შემდეგ, თუ გააჩნდა რაიმე ენთუზიაზმი და სულიერი აღმაფრენა, ამ ცივი ინტერნეტ-დუშის შემდეგ მისი კვალიც არ რჩება. იგივე შეიძლება დაემართოს სტაჟიან ქრისტიანსაც. ქრისტიანობაში შეიძლება მიხვიდე – და დარჩე მასში – მხოლოდ ენთუზიაზმის გამო, რომელიც გამოწვეულია მიღებული ცოდნის გამო გულწრფელი და ნამდვილი აღფრთობანებით. ინტერნეტი, მისი თვალთახედვის კუთხეების სიმრავლით მთლიანად ანადგურებს ამ ენთუზიაზმს, და თავის შემდეგ ტოვებს მხოლოდ შიშველ ცინიზმსა და სკეპსისს. და მორჩა, ადამიანი დაკარგულია და დაიღუპა. ინფორმაცია – საშინელი იარაღია, ხშირად არანაკლებ ეფექტური, ვიდრე ატომური ბომბი. კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, მე არ ვლაპარაკობ იეჰოვას მოწმეებზე, არამედ ნებისმიერ რელიგიაზე პრინციპში, მათ შორის მართლმადიდებლობაზეც. ეს ქრისტიანიზაციისთვის სერიოზული პრობლემაა, ქრისტიანული მისიისთვის.

გულუბრყვილოა ფიქრი იმაზე, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე (სადაც არ უნდა იყოს ის) არ შეიძლება იყოს ნეგატივი. მე უკვე დავწერე ადრე ებრაულ ანტიქრისტიანულ წყაროზე «ტოლდოტ იეშუ». ახ.წ. მე-2 საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო რომაელი ავტორის, ცელსის ნაშრომი «მართალი სიტყვა», რომელიც სავსეა მომწამვლელი და ადგილებში სავსებით ლოგიკური კრიტიკით, იესოსა და ქრისტიანობის მიმართ. ეს დღეს იწვევს ასეთი შრომები ღიმილს, მაგრამ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ კეთილი ცნობისთვის და კრების სულიერი კეთილდღეობისათვის. მედიამ, ხოლო შემდეგ ინტერნეტმა მრავალჯერად გაზარდეს ეს საფრთხე. წარსულში ადამიანები, როდესაც ქრისტიანობაში მოდიოდნენ, არ შეეძლოთ ასე იოლად შეხებოდნენ ნეგატიურ ინფორმაციას, დღეს კი ეს თითების რამოდენიმე მოძრაობის საქმეა. ინტერნეტი რომ ყოფილიყო პირველ საუკუნეში, ძნელი სათქმელია, შეძლებდა პავლე იმის თქმას, რომ ყველას ექადაგა ცისქვეშეთში (კოლასელთა 1:23).

რა თქმა უნდა, პრობლემა ინტერნეტში არ არის როგორც ასეთში, არამედ თვითონ ნეგატიური (ან ნებისმიერი სხვა) ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში. და აქ საუბარი არაა რომელიმე მართლაც სასარგებლო და კონსტრუქტიულ კრიტიკაზე: ინტერნეტში ის ძალიან ცოტაა გამოგონილი ჭორების, სიცრუის, ავენიანობის, გაუგებრობის, ვიღაცეების წყენის და პროფესიონალურად დაწერილი კომპრომატის ზღვაში. ეს ყოველივე თავზე ეღვრება ადამიანს, რომელმაც, შესაძლოა, ჯერ ვერ ისწავლა სიცრუის სიმართლისაგან გარჩევა და არ გააჩნია ნეგატიური ინფორმაციის მიმართ ფსიქოლოგიური იმუნიტეტი. კონსტრუქტიულ კრიტიკასაც კი გააჩნია ტენდენცია კრიტიკანობაში გადაზრდისა, როდესაც ადამიანი იწყებს უსაფუძვლო და განურჩეველ კრიტიკას. ასეთი მიდგომა სიამაყეს ანვითარებს და იოლად გადაეცემა სხვებს, რასაც ინტერნეტი ისევ და ისევ უფრო აძლიერებს.

ამ პრობლემის მოგვარების საშუალება არაპოლიტკორექტული და არადემოკრატიულია: ქრისტიანი მწყემსები ყველანაირად წინ უნდა აღუდგნენ მრევლის მხრიდან თავისი კონფესიის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის მიღებას. ამისთვის აუცილებელი არაა ოფიციალური აკრძალვა თავისი საჯარიმო სანქციებით, არამედ საჭიროა ამაზე ტაქტიანად, მაგრამ გადაჭრით ვათქმევინოთ უარი. ასეთი მიდგომა აბსოლუტურად მიუღებელია თანამედროვე განათლებული ჰუმანისტის თვალსაზრისით, თუმცა ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა ურთიერთობის სისტემის მიმართ - მწყემსი - სამწყსო. რაში გამოიხატება ქრისტიანი მწყემსის ამოცანა? უზრუნველყოს მისთვის მინდობილი ცხვრების სულების გადარჩენა. სხვა ამოცანა მას არ აქვს.

პირველ საუკუნეში ქრისტიანი რომ მისულიყო რომელიმე მოციქულთან და ეკითხა, შეიძლება თუ არა მისთვის ანტიქრისტიანთა კრებაზე დასწრება ან ზემოთ მოცემული ნაშრომების მზგავსი წერილების წაკითხვა, რა პასუხს გასცემდა მოციქული? თანამედროვე ჰუმანისტის ლოგიკა ასეთ პასუხს მოითხოვს: რა თქმა უნდა, აუცილებლად, შენ ყველა იდეას და მოსაზრებას უნდა იყო გაცნობილი. მაგრამ ქრისტიანული ლოგიკა ზუსტად საპირისპიროს მოითხოვს. ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ მოციქული არ მოიწონებდა თავისი თანამორწმუნის მსგავს ინიციატივას. მას იესო არ მოიწონებდა. იმიტომ კი არა, რომ იესო და მოციქულები – დემოკრატიის მტრები არიან, არამედ იმიტომ რომ ისინი ზრუნავენ ცხვრების გადარჩენაზე. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ისინი მოიწონებდნენ იმ ინფორმაციის მიღების სურვილს, რომელიც მორწმუნის რწმენისათვის დამანგრეველი იქნებოდა. ესაა დემოკრატიასა და ქრისტიანობას შორის არსებული პრინციპული სხვაობა. მათ საპირისპირო ამოცანები აქვთ, ხშირად ძალიან საპირისპირო.

რელიგიათმცოდნეობიდან კარგადაა ცნობილი, რომ ნებისმიერი ქრისტიანული ჯგუფი მიდრეკილია თავის თავს თვლიდეს ან ერთადერთ ჭეშმარიტად, ან სხვებთან შედარებით ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს მდგარად. და ეს სავსებით სწორია ბიბლიური თვალსაზრისით (ეფესელთა 4:5). ამ პოსტულატიდან ლოგიკურად გამომდინარეობს სხვა: ნებისმიერი ქრისტიანული ჯგუფი ვალდებულია დაიცვას თავისი სამწყსო ინფორმაციისაგან, რომელიც მიმართულია მის წინააღმდეგ. თუ ის ამას არ აკეთებს, ის არ არის კეთილი მწყემსი. თუ ის ამას აკეთებს, ის მთელი მსოფლიოს სასაცილო ხდება, მსოფლიოსი, რომელსაც არ ესმის ქრისტიანული დამწყემსვის ლოგიკა.

--------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

კრება - ციხესიმაგრეა

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

რომელი თარგმანია ყველაზე კარგი?

Комментариев нет:

Отправить комментарий