понедельник, 24 февраля 2014 г.

თქვენი ბიბლია?



ერთერთი ყველაზე სასაცილო გამოთქმა რომელიც მომისმენია: «თქვენ თქვენი საკუთარი ბიბლია გაქვთ» (რათქმა უნდა, ნაგულისხმებია, თარგმანი). ეს განსაკუთრებით უცნაურად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის პირიდან ისმის, რომელსაც ზუსტად ასეთივე «თავისი ბიბლია» აქვს. მართლმადიდებლური ეკლესია ზუსტად ასევე იყენებს მხოლოდ თავის ოფიციალურ თარგმანს და ჯიუტად არ ამჩნევს სხვა თარგმანებს. 

მრავალი ადამიანის წარმოდგენაში არსებობს ნამდვილი «უცხო» ბიბლია, ხოლო «საკუთარი» ყალბი ბიბლიაა. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ასე თუ ისე მსხვილ კონფესიას ბიბლიის თარგმანის თავისი ვარიანტი აქვს, რომლითაც ისინი სარგებლობენ. მართლმადიდებელ ეკლესიას - საპატრიარქოს თარგმანი, კათოლიკებს – ახალი იერუსალიმური ბიბლია, ანგლიკანელებს - მეფე იაკობის ბიბლია, ყველა პროტესტანტულ დენომინაციას ასევე გააჩნიათ თავისი თარგმანები (მაგალითად: საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას - სტოკჰოლმის თარგმანი). ყველა ასე თუ ისე მსხვილ ჯგუფს თავისი თარგმანი აქვს, რომელშიც, დიახ, არეკლილია ზოგიერთი თეოლოგიური ნიუანსები, რომლებიც სპეციფიურია ამ ჯგუფებისთვის. ამას ვერსად გავექცევით და სავსებით ნორმალურია. 


სრულიად ნეიტრალური და ყველა კონფესიების მხრიდან პატივსაცემი თარგმანის შექმნა ნაკლებად შესაძლებელია. ამასთანავე იეჰოვას მოწმეები აფასებენ სხვა თარგმანებს და ხშირად ციტირებენ მათ თავის ლიტერატურაში – მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი სხვა თარგმანები უარყოფილია როგორც ყალბი თარგმანები. და ეს მაშინ, როდესაც საპატრიარქოს თარგმანი – წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ცუდ ქართულ თარგმანს. (ეს იმდენად მისი პრობლემა არაა, რამდენადაც იმ წყაროსი საიდანაც ის თარგმნეს, ეგრეთწოდებული ჩვეულებრივი ტექსტი ან Textus Receptus.)

როდესაც იეჰოვას მოწმეებს უყენებენ არგუმენტს «თქვენი ბიბლიის» შესახებ, მათ ამით, მიუთითებენ, რომ ისინი სხვებზე ცუდები არიან. მართლმადიდებელი და სხვა დანარჩენი ეკლესიებისთვის შეიძლება რომ ჰქონდეთ «თავისი ბიბლია», მოწმეებისთვის კი – არ შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორეხარისხოვანი მორწმუნეები ვართ.

--------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ახალი ქვეყნიერების თარგმანზე

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

სიმართლე საშინელ სექტაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий