четверг, 20 февраля 2014 г.

ახალი ქვეყნიერების თარგმანზე

ნაწყვეტის თარგმანი ამერიკელი ტექსტოლოგის დ. ბიდანის წიგნიდან იეჰოვას მოწმეების მიერ შესრულებული ბიბლიის თარგმანზე (ახალი ქვეყნიერების თარგმანი).


ისევე როგორც «ახალი ამერიკული ბიბლია» (New American Bible), «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» წარმოადგენს ერთი ქრისტიანული დენომინაციის მცდელობის ნაყოფს – ამ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეების და მათი გამომცემლობითი ორგანოს «უოტჩტაუერ ბაიბლ ენდ ტრაქტ სოსაიეტი ოფ ნიუ-იორკ» (Watchtower Bible and Tract Society of New York). ვინაიდან აქთ მჭიდრო კავშირშია ამ რელიგიურ ჯგუფთან, მრავალს უყვარს ამ თარგმანის მაგალითის სახით მოყვანა, როგორც ღვთისმეტყევების სერიოზული დარღვევების საჩვენებლად, ასეთი სახით ცდილობენ ის გამოაჩინონ უფრო განვრცობილად და თითქოსდა უფრო ობიექტურად, ნეიტრალურ და სამეცნიერო თარგმანად. ლაპარაკი ამ თარგმანის მიკერძოებულობაზე კიდევ იმით ღრმავდება, რომ იეჰოვას მოწმეები თავისი რელიგიური სწავლებით ემიჯნებიან ძირითად დენომინაციებს. ეს განსხვავება მტრულ ატმოსფეროს ქმნის და ძირითადი დენომინაციების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს რათა თავს დაესხან ნებისმიერ ტექსტს, რომელიც განასხვავებს აქთ სხვა უფრო გავრცელებული თარგმანებისაგან, და ასეთ მოქმედებას ამართლებენ სიტყვებით, "ეს ტექსტი «ჭეშმარიტებას» ამახინჯებს". თუმცაღა ფაქტი ის გახლავთ, რომ ყველა თარგმანი, რომელიც ამ წიგნშია განხილული, შექმნილია სხვა და სხვა ღვთისმეტყველური შეხედულებების მქონე ადამიანების მიერ და ამის გამო ასე თუ ისე მიკერძოებულია, და თუნდაც მხოლოდ ამიტომ იმსახურებს აქთ იმას, რომ ის შეფასდეს იმავე შეფასებით, რომლითაც სხვა თარგმანებს აფასებენ.




აქთ-ის ტექსტუალურ წყაროს წარმოადგენს ვესკოტის და ხორტის რედაქცია, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე კრიტიკული გამოცემები. გარდა ამისა, ის მჭიდრო კავშირშია ნესტლე-ალანდის ტექსტების ბოლო რედაქციასთან და  «გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებებთან» (United Bible Societies). თარგმანი ზუსტად იმეორებს ამ ტექსტუალურ წყაროებს და არ შეიცავს ტრადიციული ტექსტის დამახინჯებულად გადატანილ ადგილებს, რაც ხშირად შეინიშნება «ახალ ამერიკულ ბიბლიაში» (New American Standard Bible), «განვრცობილ ბიბლიაში» (Amplified Bible) და «ცოცხალ ბიბლიაში» (The Living Bible). აქთ ფორმალური ეკვივალენტურობის პრინციპის ერთგულია, მაგრამ ხანდახან გადადის დინამიკურ ეკვივალენტობაზე იქ, სადაც მკითხველის მიერ ბერძნული იდიომის გაუგებრობის საშიშროება ჩნდება. ასეთი მიდგომა აქთ-ს ანათესავებს პრინციპთან, რომელსაც მიჰყვება ასევე «ახალი გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი» (New Revised Standard Version), ამ პრინციპის გახმოვანება ასე შეიძლება: პირდაპირი რამდენადაც შეიძლება, თავისუფალი სადაც აუცილებელია. ამასთანავე აქთ თავისუფალია «მეფე იაკობის თარგმანის» (King James Version) გავლენისაგან და ზუსტად ამის გამო ის განხვავდება თუნდაც იმავე «ახალი გადამუშავებული სტანდარტული თარგმანისაგან» იმ ადგილებში, რომლებშიც ეს ბოლო დამოკიდებულია მეფე იაკობზე. აქთ ერთადერთი სისტემატური თავისებურება – ფორმა «უფალის» ფორმით «იეჰოვა» შეცვლა ორასზე მეტ მუხლში.



[...]



სხვა მხრივ, იეჰოვას მოწმეები ახლოს დგანან პროტესტანტულ პოზიციებთან, კერძოდ, რომ ბიბლია, მთელი თავისი მოცულობით, წარმოადგენს ჭეშმარიტების წყაროს. აქედან გამომდინარე ამ სექტისგან უნდა მოველოდეთ, რომ ის გაიზიარებს პასუხისმგებლობის პროტესტანტულ ტვირთს. თუმცაღა ის ამას არ აკეთებს, თანაც ერთი უბრალო მიზეზის გამო: იეჰოვას მოწმეების მოძრაობა იყო და რჩება უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენი პროტესტანტული სამყარო, განდგომილი ბოლო ათასწლეულის გაბატონებული ტრადიციისაგან. პროტესტანტული რეფორმაციისგან განსხვავებით, ეს მოძრაობა თავის მიზნად მართლაც სახავს ქრისტიანობის ხელახლა პოვნას, სუფთა ფურცლიდან. როგორც არ უნდა ვუყურებეთ ყველა ჩვენთაგანი ამას, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ შედეგად იეჰოვას მოწმეების ბიბლიისადმი მიდგომა განსხვავდება თავისი უბიწოების სულით, ხოლო მათი მრწამსი და პრაქტიკა დაშენებულია მთლიანად ბიბლიურ მასალაზე, იმის წინასწარი თვითგანსაზღვრის გარეშე, თუ რას უნდა ასწავლიდეს ბიბლია და რას არა. რა თქმა უნდა, კრიტიკოსებმა შესაძლოა განაცხადონ, რომ ასეთი მიდგომა გულუბრყვილობის მანიშნებელია. მაგრამ თუ ბიბლიის თარგმნის თეორიაზე ვისაუბრებთ, მაშინ ზუსტად ასეთი მიდგომის წყალობით შექმნეს მათ თარგმანი, რომელიც მნიშვნელოვნად ნორჩი და თავისუფალია წინასწარი განსაზღვრებებისაგან, ვიდრე სხვა მრავალი პროტესტანტული თარგმანები.



იმან რომ  იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული სამყაროს ძირითადი დინებისაგან განზე დგანან, საზოგადოება და რამოდენიმე მსხვილი ბიბლეისტი მიიყვანა ისეთ დასკვნამდე, რომ «ახალი ქვეყნიერების თარგმანსა» და სხვა თარგმანებს შორის არსებული სხვაობა განპირობებულია მოცემული ჯგუფის რელიგიური სწავლებების სპეციფიკაციებითა და მათი მიკერძოებულობით. მე თვითონ მოვიყვანე რამოდენიმე მიკერძოებული ადგილი, სადაც, ჩემი აზრით, თარგმნის სიზუსტე შეწირული იყო მთარგმნელთა მოსაზრებებისათვის. მაგრამ ჩვენ თუ ვილაპარაკებთ აქთ და სხვა თარგმანებს შორის განსხვავებაზე, მაშინ უმეტეს შემთხვევაში ეს განსხვავება კავშირში არაა ცალკეულ მიკერძოებულ ადგილებთან. აქთ-ის სხვა თარგმანებისგან განსხვავება გამოწვეულია მისი მაღალი სიზუსტით და ახალი აღთქმის ავტორთა ორიგინალური გამონათქვამების უფრო პირდაპირი და კონსერვატიული გადმოცემით.



რა თქმა უნდა, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» და «ახალი ამერიკული ბიბლია» არ არიან იდეალურები, და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი სრულიად თავისუფალნი არიან მიკერძოებისაგან. მაგრამ ისინი საოცრად კარგი თარგმანებია; ისინი უფრო მეტად უკეთესები არიან, ვიდრე სრულიად შეცდომებით სავსე «თანამედროვე ინგლისური ბიბლია» (Today's English Version); ისინი უსიტყვოდ უფრო უკეთესები არიან თარგმნის თვალსაზრისით, ვიდრე «ცოცხალი ბიბლია» და «განვრცობილი ბიბლია», რომლებიც არც კი წარმოადგენენ თარგმანს, ამ სიტყვის სრული გაგებით; ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე საცოდავად დამახინჯებული «ახალი საერთაშორისო თარგმანი» (New International Version) და მიტუმეტეს უკეთესი ვიდრე – სრულიად კომპრომიტირებული «ახალი გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი».



წიგნიდან «სიზუსტე და მიკერძოება ახალი აღთქმის ინგლისურ თარგმანებში» (Accuracy and Bias in English Translations of the New Testament), ავტორი: ჯეისონ დევიდ ბიდანი (Jason David BeDuhn), ახალი არიზონის უნივერსიტეტის რელიგიის პროფესორი, ილინოისის უნივერსიტეტის რელიგიის ბაკალავრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალაღთქმისეული ტექსტოლოგიისა და პატრისტიკის საღვთისმეტყველო კათედრის მაგისტრი, ინდიანის უნივერსიტეტის შედარებითი რელიგიური ანალიზის დოქტორი, რიგი სტატიებისა და წიგნების ავტორი, ამერიკის რელიგიის აკადემიის პრემიის «საუკეთესო პირველი წიგნი» მფლობელი.



~---------------------------------------------------------                                                                           

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:                                                                                                                              

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს                                                                                                       

ღმერთზე სამართლიანი?                                                                                                              

ვინ არის ახალი აღთქმის ადრესატი?                                                                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий