четверг, 27 февраля 2014 г.

ქრისტიანობა მოქმედებაში



სტატიის «ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში» შემდეგ, მრავალმა მომწერა ფოსტაზე დაახლოებით ასეთი ფრაზა: ჭეშმარიტება – ქრისტეშია და არა ორგანიზაციებში. მე, რა თქმა უნდა, მესმის, ვინ არიან ისინი ვინც ამას მწერენ. ისინი ამ ფრაზას ისე იმეორებენ როგორც მანტრას, როგორც შელოცვას.

მინდა ერთი ისტორია მოვყვე. ჩემი ცოლის ერთი ნათესავი ქალბატონი მთელი ცხოვრების განმავლობაში, დარწმუნებული იყო იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები - ცრუ-ს აგენტები არიან. როდესაც მისი ვაჟი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ეს ქალბატონი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ის ვერ პოულობდა იქ ვერავის, ვისთანაც იძმაკაცებდა, და არა მარტო ძმაკაცებს ვერ პოულობდა არამედ მეგობრებსაც კი. ის მარტოობით იტანჯებოდა, მიუხედავად იმისა რომ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა. და ამ ქალბატონზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც გაიგო, რომ როდესაც ჩვენ გადავედით სხვა ქალაქში, სადაც მანამდე სულ ერთი დღით ვიყავი ჩასული, დაახლოებით 20 უცნობი ადამიანი მოვიდა, ღამის 12 საათზე მოსახმარებლად, რომ მანქანა დაგვეცალა. რამოდენიმე დღის შემდეგ 15 ადამიანი მოვიდა რემონტის კეთებაში მოსახმარებლად. ზუსტად ერთერთმა მათგანმა გვიქირავა ეს ბინა, თანაც მე მას ფული ყოველგვარი კითხვის გარეშე დავუტოვე – ისე რომ მას პრაქტიკულად არ ვიცნობდი. ამ ქალბატონმა გვითხრა, რომ ასეთი რამ არასოდეს გაეგო. ამან უფრო დიდი გავლენა იქონია ამ ქალბატონზე, ვიდრე ჩემი ცოლის მხრიდან მასთან რელიგიაზე საუბრებმა საერთოდ. ჩემი სიდედრიც სიამაყით უყვება თავის ნაცნობებს ამ ყველაფერს, თუმცა არც ის იზიარებს იეჰოვას მოწმეების შეხედულებებს. მრავალს დღემდე უკვირს, საიდან გვყავს ამდენი მეგობარი ქალაქში, რომელშიც მანამდე არასოდეს ვყოფილვართ. ზუსტად ასევე იქნება დედამიწის სხვა ნებისმიერ ქალაქში, სადაც იეჰოვას მოწმეები არიან.

ჭეშმარიტება ქრისტეშია და არა ორგანიზაციებში? რა თქმა უნდა! ჭეშმარიტება ქროსტეში და მისი მცნებების დაცვაშია – ვფიქრობ, ამაში ყველა დამეთანხმება. ვინმემ, შეიძლება ზემოთ მოყვანილ სურათს შეხედოს, «ორგანიზაცია» დაინახოს და დაიჭყანოს. მისთვის მეტად მისაღები დეზორგანიზაციაა. სხვა კი, ისევე როგორც მე, სულ სხვა რამეს დაინახავს – ხალხს, რომელიც ქრისტეს მიჰყვება და მის მცნებეს იცავს. ჩვენი პრიორიტეტებისა და დამოკიდებულებიდან გამომდინარე ყველა სხვა და სხვა რამეს ვხედავთ.

ქრისტეს მცნებები პირველ რიგში ერთმანეთის სიყვარულს მოითხოვს (იოანე 13:34, 35). მე ვერანაირად ვენ ვიქნები ქრისტიანი, თუ სხვა ქრისტიანები არ მიყვარს, ჩემი მეგობრები, ჩემი სულიერი ოჯახი. და მე იეჰოვას მოწმეებს ზუსტად იმიტომ შევუერთდი, რომ ვხედავ მათ შორის ამ სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით. მე ვხედავ სიყვარულს, ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთობას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ქრისტიანობას მოქმედებაში. ამას სხვებიც ხედავენ. ჭეშმარიტება ზუსტად ამაშია, და არა «ორგანიზაციაში». ორგანიზაცია – ეს მხოლოდ რეალიზაციის საშუალებაა, მეტი არაფერი. თუ ქრისტიანები ერთმანეთს არ შეხვდებიან, არ ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად არ სცემენ თაყვანს ღმერთს, თუ მათ არ ექნებათ რაიმე ღონისძიებების პროგრამა, მაშინ სხვაც არაფერი ექნებათ. ეს ერთი მედლის ორი მხარეა, და უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ ერთის არსებობა შეიძლება მეორის გარეშე.

ორგანიზაცია – ესაა ასევე სწავლება. სცადე ბავშვს ასწავლო პიანინოზე დაკვრა ისე, რომ არ მიიყვანო მუსიკალურ სკოლაში. გაკვეთილების, სასწავლო გეგმის, დღიურის გარეშე – პედაგოგიური პროცესის სავსებით რთული ორგანიზაციის გარეშე. ხოლო ქრისტიანობა პიანინოზე ადვილი სასწავლი როდია. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ საქმით ქრისტიანობაზე და არა სიტყვით. ქრისტიანობა, როგორც ცხოვრების წესი, დღიდან - დღემდე, კვირიდან - კვირამდე, სატანის ქვეყნიერების საშინელი ზეწოლისას.

და ყველაზე პირველი, რისი სწავლაც აუცილებელია – ესაა სიყვარული. ამასთანავე, ამის სწავლა ყველაზე რთულია. მაგრამ როდესაც შენ ამას ისწავლი, მაშინ აღარ გეუხერხულება რაღაც ღონისძიების პროგრამა, სასწავლო გეგმა ან ის რომ «ორგანიზაცია» ყოველი ბიბლიური მუხლის შეთანხმებულად ახსნას გთხოვს, თუმცა მათი გადახედვა ხანდახან მაინც საჭირო ხდება. შენ გესმის, რომ ეს წვრილმანებია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი და საჭირო წვრილმანებია, რომელთა გარეშეც უფრო მნიშვნელოვანი არ იარსებებდა. «ორგანიზაცია» – ესაა არა მიზანი, არამედ საშუალება. მიზანი – ქრისტეს მცნებების შესრულებაა. მაგრამ როდესაც სიყვარული არ არის, აი მაშინ იწვევს ადამიანში ეს ყოველივე უხერხულობისა და პროტესტის გრძნობებს. იმიტომ რომ მიზანი აღარ აქვს. მიზნის არარსებობისას საშუალებები აზრს კარგავს. თუ ლურსმნის დაჭედება არ მინდა, რაში მჭირდება ჩაქუჩი? მე მას გადავაგდებ, თან ჩივილს დავიწყებ, რატომ მოიგონეს ჩაქუჩი.

ამ დღეებში, იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში, სიმამაცისა და სიყვარულის წარმოუდგენელი მაგალითები წავიკითხე, რომლებსაც რუანდელი ძმები ავლენდნენ საშინელი გენოციდის დროს 1994 წელს. როგორ ცდილობდნენ ერთმანეთის გადარჩენას ხუტუ და ტუტსი ტომელები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ტყის ბილიკებით როგორ გადაჰყავდათ ერთმანეთი ბლოკპოსტების გვერდის ავლით, კვირაობით როგორ იმალებოდნენ სარდაფებში, როდესაც დღეში მხოლოდ ერთ კოვზ ბრინჯს ჭამდნენ. გააკეთებდნენ ისინი ამას, მანამდე წლების განმავლობაში გულმოდგინეთ რომ არ ესწავლათ, რას ნიშნავს ქრისტიანებად ყოფნა? არა, მაგრამ სამაგიეროდ, ისევე როგორც სხვა ეკლესიის მრევლი და «კონფესიის გარეშე» ხალხი, ისინიც უბრალოდ მიადევნებდნენ თვალს სხვების ტანჯვას, ან მკვლელების თანამოაზრეებად იქცეოდნენ. გენოციდის შემდეგ მრავალი კათოლიკური ეკლესიიდან იეჰოვას მოწმეებთან გადავიდა, იმიტომ რომ თავისი თვალით დაინახეს მათ მოქმედებებს შორის განსხვავება.

კიდევ უფრო საინტერესო კითხვა: შევძლებდი მათი მაგალითიდან რამის  სწავლას, რომ არა ორგანიზაცია, რომელმაც შეაგროვა მათი ისტორიები, წიგნად აკინძა ის (ქაღალდის და ციფრული) და გამოაქვეყნა თავის საიტზე, საიდანაც მე შემიძლია მისი გადმოწერა? წელიწდეულები, საიტები – რა საჭიროა ეს ყველაფერი? ჭეშმარიტება მათში კი არა, ქრისტეშია! რა თქმა უნდა, ჭეშმარიტება მათში არ არის. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც მათში წერია. მე წელიწდეული იმიტომ კი არ გადმოვწერე და წავიკითხე, რომ «მასშია ჭეშმარიტება», არამედ იმიტომ რათა დავუფიქრდე ჩემი ძმების რწმენის ფასეულ მაგალითებს და რაიმე ვისწავლო მათგან. და თანაც ის ციდან არ ჩამოვარნილა და არც ხეს მოუბამს. ის გაჩნდა გამომცემლების, დიზაინერების, ვებ-მასტერების და ყველა იმ ინფრასტრუქტურის საშუალებით, რომელთა წყალობითაც მე შემიძლია მისი წაკითხვა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «ორგანიზაციის» წყალობით. მე მადლიერი ვარ მისი ამ გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო თუ მადლობელი ვარ, ესე იგი მხარსაც ვუჭერ მას. მაგრამ სიტყვა «ორგანიზაცია» თავისთავად არაფერს ნიშნავს. ორგანიზაცია – ეს უბრალოდ ადამიანებია. სხვა ადანიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ემსახურებიან ღმერთს და საერთო საქმეს აკეთებენ.

ნათლობის ფორმულაში, რომელიც  მათეს 28:19-შია მოცემული, არის ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვები: «წმინდა სულის სახელით». ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, რომელიც ხშირად ბოლომდე არ ესმით. როგორც საქმეების 19:2-ში ჩანს, პირველ საუკუნეში მრავალმა დაკარგა წმინდა სულის მიმართ რწმენა, არა რწმენა მისი არსებობის შესახებ, არამედ რწმენა მისი მოქმედების შესახებ. მაგრამ მონათვლისას, ადამიანი აღიარებს ამ სულის არსებობას და მის მოქმედებას. ის ასევე აღიარებს, რომ წმინდა სული პირველ საუკუნეში არ გათავებულა, მაშინ როცა სასწაულები შეწყდა, არამედ ის დღესაც მოქმედებს ადამიანებზე. ღვთის წმინდა სული დღეს იგივეა, რაც ორი ათასი წლის წინ! და ისევე, როგორც მაშინ, ის მოქმედებს ადამიანებზე, ხალხის უდიდეს მასებზე და მათ დაუმარცხებელ ძალად აქცევს, რომელთაც ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ. დიახ, ის კვლავ ახდენს სასწაულებს. მხოლოდ წმინდა სულთან ერთად შეიძლება ქრისტეს სწავლება სიტყვიდან საქმედ იქცეს, შეიძინოს რეალური ნაკვთები. ეს მხოლოდ წმინდა სულს შეუძლია და არა რომელიმე სხვა ძალას სამყაროში. ეს კი ნიშნავს, ქრისტიანობას ძველებურად შეუძლია იყოს ცოცხალი, მოქმედი და, შეუძლია ანათოს ქვეყნიერებაში და დაამარცხოს ის.

მე მწამს წმინდა სულის და ამიტომ მჯერა ქრისტიანობისა მოქმედებაში. მე უბრალოდ არჩევანი არ მაქვს, სხვაგვარად ჩემი ნათლობა «წმინდა სულის სახელით» აზრს დაკარგავს. მაგრამ საბედნიეროდ, მე არა უბრალოდ მჯერა მისი – მე მას საკუთარი თვალებით ვხედავ.

----------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

სიყვარულის პრინციპი

იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა

Комментариев нет:

Отправить комментарий