среда, 12 февраля 2014 г.

სასიხარულო ცნობა: სამი ვერსია


განვიხილოთ სამი შეხედულება. რომელი მათგანი უფრო შეეფერება, თქვენი აზრით, სახარების არსს და სულს?

1) ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე ადამიანის სახით, ხალხს ასწავლა თავის თავზე, გახდა ხალხსა და თავის თავს შორის შუამავალი, თავის თავს სცემდა თაყვანს და საკუთარ თავზე ლოცულობდა, მოკვდა, მაგრამ მან აღადგინა საკუთარი თავი, თავისი სიკვდილით ხალხი შეარიგა საკუთარ თავთან, საკუთარი თავის მარჯვნივ დაჯდა, მეფედ დანიშნა საკუთარი თავი, მისცა რა საკუთარ თავს ძალაუფლება თავის ზეციერ სამეფოში.


2) ღმერთი გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი დედამიწაზე ჩამოვიდა ადამიანის სახით, რომელმაც ასწავლა ხალხს ღმერთის მეორე ნაწილზე, რის შემდეგაც მოკვდა, მაგრამ მეორე ნახევარმა აღადგინა და შეარიგა ხალხი მასთან, შემდეგ ღმერთის ორი ნაწილი კვლავ შეერთდა ცაში, მეორე ნაწილი დაჯდა პირველი ნაწილის მარჯვნივ, ხოლო პირველმა ნაწილმა მეორეს მისცა ძალაუფლება.

3) ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც ასწავლა ხალხს თავის მამაზე, მოკვდა, მაგრამ აღდგენილ იქნა მამის მიერ და თავისი სიკვდილით ძემ ხალხი შეარიგა მამასთან, გახდა შუამავალი ხალხსა და ღმერთს შორის, რის შემდეგაც დაბრუნდა ზეცაში, დაჯდა მამის მარჯვნივ და მამისაგან მიიღო ძალაუფლება და სამეფო.

-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий