понедельник, 10 февраля 2014 г.

ღმერთთან გააზრებული თამანშრომლობა



სიცოცხლის აზრის ერთერთი საუკეთესო ფორმულირება, დოსტოევსკის ეკუთვნის:

თანამედროვე ადამიანის ყველაზე სერიოზული პრობლემების მიზეზი ისაა, რომ მან დაკარგა ღმერთთან გააზრებული თანამშრომლობის გრძნობა, ადამიანების მიმართ ღვთიურ განზრახვაში.

ღმერთთან თანამშრომლობა! გააზრებული თანამშრომლობა, იმის ცოდნით, თუ რისთვის კეთდება ეს, რა მიზნისკენ მივყავართ, როგორ პერსპექტივას ხსნის ის - ჩემთვის, შენთვის და მთელი კაცობრიობისათვის. შემოქმედთან ასეთი თანამშრომლობა, მთელი სამყაროს სასარგებლოდ, აღამაღლებს ადამიანს და მის ცხოვრებას უბრალოდ აზრიანად კი არ აქცევს, არამედ ამაღლებულად, "ზეციურად", კოლოსელთა 3:2-ში ჩაწერილის თანახმად «იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე».

სხვა უკეთ რა განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, თუ არა თანამშრომლობა ღმერთთან, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ის ისტორიის მოცემულ მომენტში – ნაყოფიერება და გამრავლება, ცხოველთათვის სახელების დარქმევა, კიდობნის აშენება, გარკვეული ქვეყნის დასახლება, უღმრთოთა დასჯა თუ მოყვასისთვის იესოს შესახებ ქადაგება? ეპოქიდან ეპოქამდე ღვთის ნება  შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ მისი შესრულება - მუდამ სასიამოვნო და ნაყოფიერია, მაშინაც კი თუ ჩვენ ვერ ვხედავთ უცაბედ შედეგებს.



ეს ფორმულირება აქტიურია, ის აქცენტს აკეთებს მოქმედებაზე, საქმის კეთებაზე, და არა სიამოვნების პასიურ მიღებაზე. პალმის ქვეშ წოლა და ბანანის ჭამა შესაძლოა სასიამოვნოა, მაგრამ, მასშია ნამდვილი აზრი? სხვა მხრივ, მაღალი მიზნისთვის აქტიური მოქმედება - სულ სხვა საქმეა. ესაა რწმენის გააზრება როგორც აქტიური მოქმედებისა, როგორც საქმის კეთების წყულვილისა - მოყვასის, საზოგადოების, ღმერთისა და მთელი სამყაროს სასარგებლოდ. ზუსტად ასეთი საქმიანობა სძენს სიცოცხლეს ნამდვილ აზრს. და რაც მნიშვნელოვანია, ის მუდამ სწორი მიმართულებით მოძრაობს, იმიტომ რომ თანხმობაშია შემოქმედის ჩანაფიქრთან.

დოსტოევსკი სწორად აღნიშნავს კაცობრიობის ყველა უბედურების სათავეს. ჩვენ თუ ღმერთთან არ ვთანამშრომლობთ, არამედ ვმტრობთ მას ან უგულოდ იგნორირებას ვუკეთებთ, თუ ცხოვრემაში მის ჩანაფიქრს არ ვატარებთ, არამედ ვებრძვით მას - მხოლოდ მაშინ გვაქვს ჩვენ პრობლემები. სხვაგვარად ჩვენ არ გვექნებოდა არც სოციალური, არც ეკონომიური და არც მრავალი სხვა პრობლება, რობლებსაც უკვე მივეჩვიეთ.

ეს ფორმულირება კოხტად აერთიანებს დღევანდელ მსოფლიოს - მომავალ მსოფლიოსთან, «სადაც დამკვიდრდება სიმართლე» (2 პეტრე 3:13). ზოგჯერ მიდრეკილები ვართ ვიფიქროთ, რომ დღეს ცხოვრების აზრი ერთია, ხოლო იმ დროს სხვა იქნება. სინამდვილეში კი ის ყოველთვის ერთია - მონაწილეობა მიიღო დიდ ჩანაფიქრში. 

ამ მუხლში გენიალურადაა ასახული კავშირი რწმენასა და საქმეებს შორის, რის გარეშეც რწმენა «მკვდარია», როგორც იაკობი წერს (2:26). ვინაიდან, თუ ღმერთი გვწამს, რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან? მაგრამ, შეიძლება კი იმის თქმა, რომ ჩვენ ნამდვილად გვწამს? ხოლო თუ ვთანამშრომლობთ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ამ პატივისთვის კი ღირს ცხოვრება, ცხოვრება - იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გაგრძელდება ღვთის ჩანაფიქრი.

-----------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий