понедельник, 17 февраля 2014 г.

ვის სჭირდება მტკიცებულებები?




არსებობს ათეისტების საკრალური ფორმულა: «როგორ შეიძლება გწამდეს ღმერთი, თუ მისი არსებობა ვერავინ დაამტკიცა?» ყოველთვის, როცა ეს კითხვა მესმის, ვცდილობ ჩავწვდე მის ლოგიკას. 

რატომაა ასე, იმისათვის რომ რაიმე დაიჯერო, ის ფორმალურად უნდა დაამტკიცონ? ხალხს მრავალი დაუმტკიცებელი განაცხადების სჯერა: ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, დემოკრატია და კომუნიზმი, დიდი აფეთქება და ევოლუციის თეორემა. ამერიკის კონსტიტუციის ავტორებს იმის სჯეროდათ, რომ ყოველი ადამიანი თავისუფალი იბადება და ღვთის წინაშე ყველა თანასწორია – ვინ და როდის დაამტკიცა ეს? ჩვენ ჩვენს შვილებს ვასწავლით იყვნენ კეთილები და წესიერები – ვინ დაამტკიცა, რომ ასეა სწორი? ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ცხოვრებას აზრი აქვს და ჩვენ ბედნიერებისთვის ვართ შექმნილები. უმრავლესობას იმის სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ აუცილებლად რაღაც არის, არ შეიძლება რომ არ იყოს. რაღა უნდა ვთქვათ ჰოროსკოპებზე, ნიშნებზე, უცხოპლანეტელებზე, ფსიქოლოგთა რჩევებზე და ა.შ.



მეცნიერებაშიც კი შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ექსპერიმენტის სუბიექტები ობიექტურად არსებობენ. ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ ისინი უბრალოდ ექსპერიმენტატორის გალუცინაციებს წარმოადგენენ, ისევე როგორც მთელი სამყარო მის გარშემო. მეცნიერება იძულებულია აქსიომათა სისტემას დაეყრდნოს, რომელთაგანაც პირველია – სამყაროს ობიექტური არსებობა და სამყაროს ჩვენს მიერ აღთქმის ადეკვატურობა. 

თანამედროვე ადამიანს, მილიონობით დამტკიცებული და დაუმტკიცებელი ან ძალიან რთულად დამტკიცებადი განაცხადების, სჯერა. მას მათი სჯერა როგორც აქსიომების, იმიტომ რომ ისინი მისი არსებობის, მსოფლმხედველობის, ფასეულობების სისტემის ბაზას წარმოადგენენ. მას სჯერა, იმიტომ რომ მას ისინი დამაჯერებლად ეჩვენება, ისინი ხსნიან მის გარშემო სამყაროსა და თვითონ მას. მან რომ უარყოს ეს აქსიომები, ის სავსებით უჩვეულო და არაკომფორტულ გარემოში მოხვდება, რისგან გაქცევასაც ის მთელი ძალებით ცდილობს – და გადასარჩენად თავს აფარებს აქსიომათა წყნარ სამყაროს, რომლებიც სულს ათბობენ. ყოველი ადამიანი თავის გარშემო ქმნის აქსიომათა სისტემას, გამონაკლისს არ წარმოადგენს ყველაზე თავგამოდებული აგნოსტიკოსიც კი. ზუსტად ეს არის ის, რასაც მსოფლმხედველობა ჰქვია. 

მაშ რატომაა ასე რთული კიდევ ერთი აქსიომის მიღება – მიზეზის არსებობაზე, რომელიც გონიერია, ძლევამოსილია და კეთილია შენთან მიმართებაში? შეიძლება ამაზე უფრო თვალნათელი და კომფორტული აქსიომა არსებობდეს? ის ათასჯერ უფრო თვალნათელია, ვიდრე პოლიტიკური დემოკრატია ან ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების სიბრძნე. ის მილიონჯერ უფრო კომფორტულია, ვიდრე აქსიომა ცივ და გულგრილ კოსმოსზე, რომელმაც შემთხვევით წარმოშვა ადამიანი და ყოველი წამით კლავს მას. მის სასარგებლოდ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს (ან, თუ გნებავთ, დაკვირვებები), ვიდრე უცხოპლანეტელთა სასარგებლოდ. მაგრამ მილიონობით ადამიანი მისთვის უმაღლესი დონის ემპირიულ მტკიცებულებას მოითხოვს. რატომ? რისთვის? ადამიანს შეუძლია საათობით იმსჯელოს უცხოპლანეტელებზე, მაგრამ რკინაბეტონის მკიცებულებებს ითხოვს მაშინ, როდესაც საქმე ეხება შემოქმედს. ადამიანს, ცარიელ ადგილზე, ურთულესი უჯრედის თვითწარმოქმნის ერთ კვადრილიონ პროცენტიანი ვარაუდის სჯერა, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვს  შემოქმედის არსებობის 99-ი და თითქმის 100-პროცენტიან მტკიცებულებას. სადაა ლოგიკა? 

«ეს ისედაც ნათელია», – პასუხობს ათეისტი, კითხვაზე, თავისთვის ჩვეული რამის დამტკიცების თხოვნისას. მაგრამ ნუთუ ესეც ნათელი არაა, რომ გონიერ შედეგს გონიერი მიზეზი უნდა ჰქონდეს? ღმერთი – ესაა პასუხი ადამიანის კითხვაზე მიზეზისა და აზრის შესახებ, ასევე სიკეთის, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის შესახებ. ესენია ადამიანის საბაზო და ბუნებრივი მოთხოვნილებები. მაგრამ ათეისტი ცდილობს ჩაახშოს თავში ეს მოთხოვნილებები. რატომ?

ამ არჩევანში არ არის ლოგიკა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ზნეობის და არა ლოგიკის, არჩევანია. შემოქმედის შესახებ აქსიომის არ მიღების მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ესაა მის წინაშე ზნეობრივი პასუხისმგებლობის შიში. ადამიანს ის ურჩევნია, თუნდაც რამოდენიმე ათწლეული იცხოვროს, ოღონდ ისე როგორც თვითონ უნდა, ვიდრე მთელი უსასრულობა, ისე როგორც უნდა შემოქმედს. აი ეს არის ათეიზმის ერთადერთი მიზეზი. 

ეს – ზნეობრივი არჩევანია, რომელიც ისევე უნდა დავაფასოთ, როგორც ნებისმისერი სხვა. მაგრამ სჯობდა ათეისტები ცოტა უფრო პატიოსნები გამხდარიყვნენ და ან ყველაფრის დამტკიცება მოითხოვონ, ან აღიარონ, რომ ნებისმიერი მსოფლმხედველობა აქსიომურია. ამის აღიარებით, ისინი ისწავლიან რომ აღარ სცხვენოდეთ თავისი რწმენის, არამედ პირიქით, იამაყონ მისით.

----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ღმერთზე სამართლიანი?

შედარების უფლება

ქრისტიანობა როგორც მოწაფეობა

Комментариев нет:

Отправить комментарий