вторник, 18 февраля 2014 г.

ხალიაზმი




ხალიაზმი (ბერძნ. chilias - ათასი) - რწმენა ღვთის «ათასწლიანი მეფობის» და მართლების დედამიწაზე ცხოვრების შესახებ, ანუ სამართლიანობის მისტიკურად გაგებული იდეალის ქვეყნიერების ბოლომდე აღსრულების შესახებ. ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება ადრექრისტიანული სწავლებების მიმართ, რომელიც ეკლესიამ მე-3 საუკუნეში უარყო, მაგრამ ის მაინც ცოცხლდებოდა შუასაუკუნეების ხალხების ერესებში და მოგვიანებით სექტანტობაში. ხალიაზმის ზოგიერთმა მოტივმა ზემოქმედება იქონია უტოპიური აზროვნების განვითარებაზე. (დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი)



ხალიაზმი (ბერძ. chiliasmos, ბერძ-დან. chilioi — ათასი), ან მილენარიზმი (ლათ. mille — ათასი და annus — წელი), — რელიგიურ-მისტიკური სწავლება «ქრისტეს» დედამიწაზე ათასწლიანი «მეფობის» შესახებ, რომელიც «ქვეყნის აღსასრულამდე» უნდა დამყარდეს. ხილიაზმი, დაფუძნებული იყო იოანეს გამოცხადებაზე. ხილიაზმის წინააღმდეგ გამოდიოდა ორიგენე; ავგუსტინე თვლიდა, რომ ათასწლიანი მეფობა უკვე დაიწყო ქრისტეს შობისას. ხილიაზმი ახასიათებს ადრეულ ქრისტიანობას, შუა საუკუნეების მრავალ ერეტიკულ სწავლებას, და ასევე ზოგიერთ თანამედროვე რელიგიურ სექტას. ხილიაზმის ანარეკლს წარმოადგენენ ნაციონალ-სოციალიზმის «ათასწლიანი რეიხი» და კომუნიზმის კონცეფციის ისტორიის დასასრული. (ფილოსოფიური ენციკლოპედია)

ხალიაზმი – რწმენა, დედამიწაზე ათასწლიანი მისტიკური «ქრისტეს მეფობის» შესახებ, რომელიც ვითომდა დადგება იესოს მეორედ მოსვლის შემდეგ, «ქვეყნიერების აღსასრულის» წინ; ხილიაზმი ახასიათებდა ადრეულ ქრისტიანობას მე-11 საუკუნემდე და დაკავშირებული იყო ქალაქის მასების უმძიმეს სიღატაკეში არსებობასთან, რომლებიც პასიურად მოელოდნენ, სოციალური პრესის სასწაულებრივად გაქრობას; მოგვიანებით გაცოცხლდა რამოდენიმე მისტიკურ სექტაში, მაგალითად ანაბაპტისტებთან. (უცხო სიტყვების დიდი ლექსიკონი)

ხილიაზმი ან მილენარიზმი (ლათ. mille — ათასი) – რელიგიური სწავლება, რომლის თანახმადაც ქვეყნიერების აღსასრულს წინ გაუსწრებს დედამიწაზე ათასწლიანი «ღვთის სამეფო». ხილიაზტიკური იდეები თავისებური ფორმით, საზოგადოების ჩაგრული ფენის იმედს გამოხატავდა, სოციალური უსამართლობის გაქრობის შესახებ, არა «ციურ სამეფოში», არამედ დედამიწაზე. ხილიაზმი სათავეს იღებს მესიის შესახებ იუდაურ სწავლებიდან. ხილიაზმმა შემდგომი განვითარება ადრეულ ქრისტიანობაში ჰპოვა. ხილიასტიკური მოტივები ნათლადაა გამოხატული, ქრისტიანული ლიტერატურის უძველეს ძეგლში, აპოკალიფსისში. ხილიაზმი ფართოდ გავრცელდა მე-2 საუკუნეში, რომის იმპერიის, მცირეაზიულ პროვინციებში. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია გახდა (4 საუკუნე), ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ, ხალიაზმის იდეოლოგია მიიჩნია, არსებული წყობისათვის მტრულად და ეკლესიის როლის, როგორც «გადამრჩენის» დამამცირებლად, და დაიწყო ხალიასტების, როგორც ერეტიკოსების სასტიკი დევნა. ხალიაზმმა ფართო გავრცელება კვლავ ჰპოვა შუასაუკუნეების ევროპაში, გახდა რა მრავალი ერეტიკული სწავლებების ნაწილი... ხალიასტიკური განწყობილება უკვე შემდგომ ჩნდება სექტანტურ სწავლებებში, რომელიც პარატა ბურჟუაზიის იდეოლოგიასა და ფსიქოლოგიას ირეკლავს (ხილიაზმს ქადაგებენ, მაგალითად, ადვენტისტები, იეჰოვისტები და სხვა). (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია)

---------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

იესო არის ქრისტე

არჩევნები

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

Комментариев нет:

Отправить комментарий