среда, 26 февраля 2014 г.

სამწყსო მწყემსთა წინააღმდეგ



ამერიკელ კათოლიკეთა 86%-ს ეჭვი ეპარება თავისი ეკლესიის სწავლებების სისწორეში. 88% თვლის, რომ «უბრალოდ კარგ ადამიანად» ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ მიეკუთვნებოდე კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკეთა უმრავლესობა არ ეთანხმება, მათი აზრით, ეკლესიის გადამეტებულად მკაცრ პოზიციას ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ისეთებთან როგორებიცაა ქორწინებამდელი სექსი და ერთსქესიანი ქორწინებები.


კვლევის ავტორი შენიშნავს ვატიკანის ავტორიტეტის დაცემას მორწმუნეთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში… – წერს Religare – …აშშ-ს კათოლიკე ეპისკოპოსებმა, მრავალი მორწმუნის თვალში, ასევე დაკარგეს ავტორიტეტი როგორც სულიერმა ხელმძღვანელებმა.

ჩავუფიქრდეთ, რა იმალება ამ შემაშფოთებელი ციფრების უკან, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან მართლმადიდებელთა ციფრებისგან. ერთის მხრივ, ტრადიციული რელიგიის ავტორიტეტის დაცემა – სიახლეს არ წარმოადგენს. ის არც გუშინ დაწყებულა და არც ასი წლის წინ, არამედ უწყვეტად მიმდინარეობდა, როგორც მინიმუმ, განათლების ეპოქიდან დაწყებული. ზუსტად მან დაუდო საფუძველი თანამედროვე მასიური ათეიზმის წარმოშობას, რომელიც თავიდან წარმოიქმნა როგორც ანტიკლერიკალიზმი.

მაგრამ სხვა მხრივ, ყოველთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანია შეაფასო, გარკვეულ ქრისტიანულ ჯგუფში მომხდარი მოვლენები, პირადი ბიბლიური, ქრისტიანული პოზიციიდან. ამ დროს თვალნათლივ ჩანს, რომ ასეთ ჯგუფში აშკარად უარყოფილია რიგი მნიშვნელოვანი მცნებებისა:

«გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენს შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის» (ებრაელთა 13:17).

«ძმები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენს შორის, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით» (1 კორინთელთა 1:10).

ასეთი ეკლესია აღარ წარმოადგენს თანამოაზრეთა, თანამებრძოლთა საზოგადოებას, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო რწმენითა და აზრით, რომელიც საიმედოდ იქნება დაცული ქვეყნიერების უამინდობისაგან, არამედ ემზგავსება ჩვეულებრივ კლუბს, ძალიან პირობითი და ფორმალური წევრობით. ასეთი კლუბის წევრებს არაფერი აქვთ საერთო, გარდა ტრადიციის ბუნდოვანი გაგებისა. ასეთი ეკლესიის ხელმძღვანელები მეტად აღარ ითვლებიან კეთილ მწყემსებად, ქრისტეს მსახურებად, რომელთაც სულიწმინდა აქვთ ღვთისგან – და თუ ასეა, თავისუფლად შეიძლება მათი იგნორირება, როგორც არაფრის მაქნისებისა.

თვითონ მწყემსებმაც დაანებეს თავი სამწყსოსთვის იმის შეხსენებას, რომ «დამრიგებელთა» პატივისცემა – მნიშვნელოვანი მცნება და ღვთის პირდაპირი მოთხოვნაა, არა ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე თუნდაც «არ მოკლა». რომ ჩვენ თუ ღვთის მოთხოვნას არ ვასრულებთ, მაშინ ჩვენი ადგილი არაა მის ხალხს შორის. ვინაიდან მწყემსებმა თავი დაანებეს ამის შეხსენებას, სამწყსომ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, დაივიწყა. მან უბრალოდ ომი კი არ გამოუცხადა მწყემსებს, არამედ დამაჯერებლად გაიმარჯვა, რის შედეგადაც მწყემსებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს და უარი თქვეს ყველა თავის ფუნქციაზე. ეხლა ესაა სამწყსო მწყემსის გარეშე, ის ადამიანური იდეებისა და ფილოსოფიის ტალღებში ტივტივებს, როგორც ტივი აფრის გარეშე, მწყემსებს კი სუფთა სიმბოლური ფუნქცია აქვთ, როგორც ბრიტანეთის დედოფალს. ყოველივე ეს – აღარაა იესოს სხეული, არამედ ერთმანეთთან საერთოს არმქონი ადამიანების საზოგადოება, სადაც ყველა თავისი თავისკენ და ყველას წინააღმდეგაა. ყველა ქრისტიანული ფასეულობების სრული კრახი.

ზუსტად ასეთი შემთხვევები გვაჩვენებს ყველაზე უკეთესად, საით უნდა ვიაროთ და საით არა. ჩვენს წინაშეა მშვენიერი მზა მოდელი, მშვენიერი მაგალითი იმისა, რა მოხდება, თუ კრიტიკოსებს მოვუსმენთ და ჩვენ ქრისტიანულ ცხოვრებას დავამზგავსებთ დემოკრატიას თავისი პარლამენტით, არჩევნებით, ოპოზიციით, პლურალიზმით, ყველა მხარის თანასწორუფლებიანობით, ყოველგვარი ავტორიტეტის არ არსებობით, ობიექტური ჭეშმარიტების დაუდგენლობითა და მზგავსი საეჭვო მიღწევებით. ყოველთვის, როდესაც ასეთი მოწოდება გესმით ან მორიგი წიგნის კითხვისას, გპირდებიან «თვალების ახელას», გაიხსენეთ, რისკენ გიბიძგებენ და დაფიქრდით, გინდათ კი ეს სინამდვილეში.

---------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


კრება - ციხესიმაგრეა

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

ურწმუნოების პლანეტა

Комментариев нет:

Отправить комментарий