среда, 26 февраля 2014 г.

ცუდი ლუთერი-კარგი ლუთერი



კათოლიკე ეპისკოპოსმა გერხარდ ლუდვიგ მიულერმა განაცხადა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიაში მარტინ ლუთერზე დადებითი შეხედულება ჩამოყალიბდა. მაგალითად, ის აღნიშნავს, «პაპა ბენედიქტ XVI-მ, გერმანიაში თავისი ვიზიტის დროს,  პატივი მიაგო ლუთერის ღვთისმეტყველების ქრისტოცენტრულ განზომილებას, რაც უდავოდ ლუთერის რეაბილიტაციას წარმოადგენს». და ეხლა მიულერი მოუწოდებს პროტესტანტებს, რეაბილიტაცია გაუკეთონ ლუთერანობის ფუძემდებლის ოპონენტებს.

ზოგიერთ კრიტიკოსს უყვარს იეჰოვას მოწმეების დადანაშაულება ზოგიერთი ბიბლიური გაგების გადაკეთებაში, მაგრამ ფაქტები რაზე საუბრობენ? იმაზე, რომ ასეთი ცვლილებების რაოდენობითა და მაშტაბებით იეჰოვას მოწმეები ძალიან ჩამორჩებიან მსხვილ კონფესიებს. ჩავუფიქრდეთ: მარტინ ლუთერი, კათოლიციზმის ისტორიაში უმსხვილესი განხეთქილების წამომწყები, რომელმაც კათოლიკებს ნახევარი ევროპა წაართვა, ბოლო ხუთასი წლის განმავლობაში, ყოველივე ანტიკათოლიკურის სიმბოლო, რომელსაც მე-16 საუკუნეში ულაპარაკოდ კოცონზე დაწვავდნენ, – ეხლა ამ ეკლესიაში დადებითად აღიქმება, და თვით რომის პაპი მიაგებს პატივს.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2007 წელს კათოლიკურ ეკლესიაში გააუქმეს ლიმბის გაგება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მარტო ვატიკანის მეორე კრებამ ეკლესიის დოქტრინებში და პრაქტიკებში იმდენი ცვლილება შეიტანა, რამდენიც მანამდე საუკუნეების განმავლობაში არ შეტანილა. თვითონ პროტესტანტიზმის ისტორიაც არ იყო მთლად უღრუბლო; პროტესტანტები გამუდმებით, არა მხოლოდ რაიმეს გადახედვებს აკეთებდნენ, არამედ ერთმანეთს ცეცხლზეც კი წვავდნენ. არანაკლები რეფორმები იყო ასევე მართლმადიდებლობაში. და პირველ საუკუნეებზე ხომ საერთოდ რა უნდა ვთქვათ, როდესაც ჯერ კიდევ ერთიანმა რომის ეკლესიამ, თითქმის ქრისტიანობის ყველა ფუნდამენტალური დებულებების გადახედვა მოახერხა.

რელიგიის ისტორიკოსი ადოლფ გარნაკი წერს:

დოგმატის, როგორც სუფთა სახარებისეული გადმოცემის გაგება, ილუზია აღმოჩნდა; ისტორიული გამოკვლევა ზუსტად ასევე ანგრევს ეკლესიების დანარჩენ ილუზიებსაც, – ვითომდა მათ ყოველთვის ერთი და იგივე დოგმატები ჰქონდათ და ისინი უბრალოდ დროთაგანმავლობაში თანმიმდევრულად განიმარტებოდა, თითქოს ეკლესიურ ღვთისმეტყველებას არ ჰქონია სხვა ამოცანა, გარდა იმისა რომ დაეხვეწათ არსებული დოგმატები და დაეცვათ ისინი გარე ცრუსწავლებების ზემოქმედებისაგან.

[…]

სარწმუნოებრივი მოძღვრების მდგომარეობა ყველაზე კარგად, ორიგენეს აღფრთოვანებული მოწაფის, გრიგოლ სასწაულმოქმედის თხზულებებში ჩანს, რომელიც მცირე აზიის გავლენიანი ღვთისმეტყველი იყო. მათგან ვიგებთ, რომ «სწავლულებსაც» კი შიში იპყრობდა იმ დახვეწილი პოლითეიზმის გამო, რომელიც მათ შემოჰქონდათ, და რომ ქრისტოლოგია გადაიქცა სუფთა წყლის ფილოსოფემად: სიმბოლო, რომელსაც გრიგოლი ნათლობისთვის და სწავლებისთვის ავრცელებდა საზოგადოებაში და რომელიც სულიწმინდით შთაგონებულად ითვლებოდა, თავისი არცერთი მიდგომით არ ეთანხმებოდა ბიბლიას; ის წარმოადგენს ყველაზე მაღალი სპეკულაციის კომპენდიუმს, რომელიც სახარებას მხოლოდ სიტყვებით მამა, ძე და სული გვახსენებდა. ამაში უნდა ამოეცნო თავი ქრისტიანულ რწმენას!

[…]

ქრისტიანული რელიგია მე-2 და მე-3 საუკუნეებში არცერთ წარმართულ რელიგიასთან კომპრომისზე არ წასულა და შორს ეჭირა თავი მრავალი ახალწარმონაქმნებისაგან, რომლებშიც, მონოთეისტური რელიგიური ფილოსოფიის გავლენით, ახალი რელიგიურობა გამოიკვეთა. თუმცა, ამ რელიგიურობის სულმა მაინც შეაღწია ეკლესიაში და სწავლებისა და კულტის გამოხატვის შესაბამისი ფორმები წარმოქმნა მასში. ძველი ქრისტიანობის მემკვიდრეობა (წმინდა წერილები) და ანტიკური მემკვიდრეობა (ნეოპლატონური სპეკულაცია) მე-3 საუკუნის ბოლოს მჭიდროდ და, როგორც ჩანს, განუყოფლად გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს აღმოსავლეთის დიდ ეკლესიებში… ნებისმიერი დადგენილება, რომელიც ეკლესიას სწავლების, კულტის ან ორგანიზაციის სფეროში სჭირდებოდა, საღდებოდა როგორც «მოციქულთა გადმოცემა», ან როგორც ბიბლიურ სწავლებებზე დაფუძნებული. მაგრამ სინამდვილეში ის თავის სფეროში ელინიზმის სპეკულაციის, მცდარი შეხედულებების, წარმართული მისტიკური კულტების წეს-ჩვეულებებისა და დაცემული სახელმწიფო წყობის ინსტიტუტების ლეგიტიმაციას ახდენდა, რომელსაც ის ერგებოდა და რომელმაც, მისი წყალობით, ახალი ძალები შეიძინა.

ყოველივე ამის შუქში, იეჰოვას მოწმეების მიერ გაკეთებულ პატარა კორექტირების გამო აღშფოთება, უბრალოდ სასაცილოა. ჩვენი კორექტირებები ყოველთვის მცირე იყო და არასოდეს არ შეხებიან სარწმუნოებრივი სწავლების სათავეებს.

------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

ტაძრების ომები

სიწმინდიდან კერპამდე

Комментариев нет:

Отправить комментарий