пятница, 28 февраля 2014 г.

ალილუია!



სინაის კოდექსი (მე-4 ს.).

მრავალს უდავო ფაქტად მიაჩნია ის, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის. მაგრამ ეს ფაქტიურად არასწორია. თითქმის ნებისმიერ თანამედროვე თარგმანში, მათ შორის საპატრიარქოს თარგმანში, ღმერთის სახელი როგორც მინიმუმ ოთხჯერ გვხვდება. ესაა გამოცხადების ოთხ მუხლში მე-19 თავის 1,3,4,6 მუხლებში. ჩვენ იქ ვპოულობთ ებრაულ სიტყვას «ალილუია», რომელიც ახალი აღთქმის ავტორმა, გადაწყვიტა არ გადაეთარგმნა ბერძნულად. სიტყვა-სიტყვით ის ნიშნავს «ადიდეთ იახ (ან იაჰ)» – ღვთის სახელის, იეჰოვა, შემოკლებული ფორმა. ეს ოთხი მუხლი უკვე არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის.


1 შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!

3 განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.

4 ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!

6 და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.

ებრაელთა შორის ძალიან იყო გავრცელებული სახელების შემოკლებული ფორმები. ბიბლიური პერსონაჟების მრავალი ჩვენთვის ცნობილი სახელი, სინამდვილეში შემოკლებული ფორმებია. მაგალითად, იოანე სინამდვილეში იეჰოანანია, იონათანი – იეჰონათანი, ხოლო იეშუა (იესო) – იეჰოშუა. ღმერთის სახელი, რომელიც წარმოითქმოდა როგორც იეჰუა ან იეჰოა, მოკლდებოდა ფორმამდე იაჰ – პირველი და ბოლო ასო პლუს წარმოუთქმელი ჰ.

ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება ებრაული სახელების უმრავლესობაში. პრაქტიკულად ყველა ბიბლიური სახელი, რომელიც ქართულ წარმოთქმაში მთავრდება ასოებით ია, თავის დაბოლოებაში ღვთის სახელის შემოკლებულ ვარიანტს შეიცავს. მაგალითად, სახელი ილია წარმოითქმებოდა როგორც ელიიაჰუ (ელი-იაჰ-უ) და სიტყვა-სიტყვით ნიშნავდა «ჩემი ღმერთი თვით იაჰ» (სიტყვის ბოლოში ასო უ ნიშნავს «თვით» ან «ის»). სახელი ზაქარია (ზექარ-იაჰ-უ) ნიშნავს «გახსოვდეს თვით იაჰ». იგივე ეხება ისრაელის დღევანდელი პრემიერმინისტრის სახელს (ნეტან-იაჰ-უ), რომელიც ნიშნავს «მოგვცა თვით იაჰ». ღვთის სახელს ყოვემთვის არ ახლავს დაბოლოვება უ, მაგალითად სახელში ანანია (ანან-იაჰ) ის არ ახლავს: «იაჰ დაიფარა». (მონაცემები წიგნიდან The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah, Gerard Gertoux, University Press of America, 2002, გვ. 45–51).

დიახ, ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მისი სახელი ყველა თანამედროვე ქრისტიანული წერილების თარგმანში ყოფილიყო. იოანეს არაფერი უშლიდა ხელს რომ ბერძნულად დაეწერა «ადიდეთ უფალი»-ს მზგავსი, მაგრამ მან გადაწყვიტა ებრაული ვარიანტი გამოეყენებინა. შემთხვევით გააკეთა მან ეს თუ შეგნებულად არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არის, და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ის დაწერილია ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებულ ენაზე. თვითონ სახელის არსებობის ფაქტი რკინაბეტონისაა და საპირისპიროს მტკიცება ტყუილის ტოლფასია. სამწუხაროდ, ამ ტყუილს მრავალი პატივცემული ბიბლეისტი მიმართავს. მაგრამ ეს ფაქტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ეს სახელი, მითუმეტეს რომ მე-5 მუხლში, ღვთის, სახელით ორჯერ განდიდებას შორის, ჩვენ დაჟინებულ მოთხოვნას ვკითხულობთ:

და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.

თუმცა ისრაელის პრემიერ მინისტრი არ აქებს ღვთის სახელს, რომელიც მის პირად სახელში შედის, ეს «ღვთის მონების» პირდაპირი მოვალეობაა, არა მხოლოდ დიდების, არამედ მცირეებისაც. ვინ ემორჩილება დღეს «ტახტიდან გამოსულ ხმას» და ვინ ჰბაძავს იოანეს, ღმერთის სახელის განდიდებაში?

--------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში

ღმერთის სახელი რუსულ კულტურაში

Комментариев нет:

Отправить комментарий