вторник, 25 февраля 2014 г.

პავლე აპოლოსის წინააღმდეგ



აი თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ღრმად არიან ჩაფლული ქრისტიანული ეკლესიები ამ ქვეყნიურ საქმეებში. მოსკოვის სემინარიის დეკანმა, პროდიაკონმა ანდრეი კურაევმა განმარტა, რატომ არ ცნობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას:

დღეს ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება ასიმეტრიული პასუხი გასცეს ჩვენს ასეთ მოქმედებას, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგალითად უკრაინის მიმართებაში.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისინი აფხაზეთის ეკლესიას სცნობენ, მაშინ ქართული ეკლესია საპასუხო დარტყმას მიიტანს და სცნობს, ვთქვათ, კიევის პატრიარქიის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (რომელსაც რუსეთი ოფიციალურად არ სცნობს). ნამდვილი გეოპოლიტიკური ინტრიგებია.

წარმოიდგინეთ, პავლე მოციქულს რომ ეთქვა: «ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ ეფესოს ეკლესია, იმიტომ რომ მაშინ ანტიოქიის ეკლესია ასიმეტრიულ დარტყმას მოიტანს და გალატიის ეკლესიას სცნობს, რაც ჩვენ ხელს არ გვაძლევს». თუმცა პავლე სულ სხვა რამეს ამბობს: 


ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენს შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით, რადგან ქლოეს ოჯახისაგან შევიტყვე, ძმებო, რომ უთანხმოებებია თქვენს შორის. იმას ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: "მე პავლესი ვარ", "მე - აპოლოსისა", "მე - კეფასი", "მე კი - ქრისტესი". ქრისტე დაყოფილია. განა პავლე გააკრეს თქვენი გულისთვის ბოძზე? ან განა პავლეს სახელით მოინათლეთ?  (1 კორინთელთა 1:10–13).

სხვა ადგილას ამბობს:

…არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში (კოლოსელთა 3:11).

აი კიდევ რა თქვა კურაევმა:

უკრაინელი განდგომილები გამუდმებით აკაკუნებენ ბერძნული ეკლესიის კარზე, კონსტანტინეპოლი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ წარმოიდგინათ, რა მოხდება, საქართველომაც რომ სთხოვოს კონსტანტინეპოლს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის ნაწილის ჩამოჭრა?

ეს ყველაფერი – მართლმადიდებლობის მსოფლიო რეალობაა, და არა მარტო მართლმადიდებლობის. პავლე აპოლოსს გავლენის სფეროებისთვის ებრძვის, ეშინია მისი მხრიდან ასიმეტრიული პასუხისა და არ უნდა ნამცხვრის ნაჭრის მასთან გაყოფა.

ქრისტიანული კრება (ან ეკლესია, ვისაც უფრო როგორ მოსწონს) უნდა იყოს აფსოლუტურად გულგრილი, ნეიტრალური და აგნოსტიკური ნებისმიერ ნაციონალურ და პოლიტიკურ საკითხებში. ასეთი საკითხები არც კი უნდა იხსენიებოდეს, ისინი ქრისტიანულ წრეში მიუღებლად უნდა ითვლებოდეს. ეკლესია თავის შიგნით უნდა ლახავდეს და იშორებდეს, ნებისმიერ ნაციონალურ-პოლიტიკურ საზღვრებს, რომელიც ამ ქვეყნიერებაში არსებობს (ჯერჯერობით). თუ ეს არ გამოსდის, ესე იგი ეკლესიამ წააგო ქვეყნიერებასთან და არ ასრულებს მთავარ მცნებას სიყვარულის შესახებ, რომლითაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ამოიცნობიან (იოანე 13:35).

------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ტაძრების ომები

არ გაიკეთო...... ვინ?

შედარების უფლება

Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.