понедельник, 24 февраля 2014 г.

იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა

სტატია ჟურნალიდან «რელიგია და უფლებები», №2, 2004

1. დონორული სისხლის გადასხმაზე

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აღვნიშნავ: იმის მტკიცება, რომ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც მხოლოდ სისხლის გადასხმას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენის შანსი მისცეს ადამიანს, როგორც მინიმუმ სადავოა და არაა დადასტურებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მონაცემებით. როგორც РАН-ის და РАМН-ის აკადემიკოსმა, РАМН-ის ჰემატოგენური სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ა.ი. ვორობიოვმა აღნიშნა, ერთერთ კონფერენციაზე ეგრეთწოდებული უსისხლო მკურნალობის მეთოდების შესახებ, მას არ შეუძლია არცერთი შემთხვევის დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის არ გადასხმის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ შეუძლია რიგი შემთხვევების დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა. იეჰოვას მოწმე - პაციენტების მკურნალობის გამოცდილების საფუძველზე - რუსეთის ჰემატოლოგიის ამ პატრიარქმა აღნიშნა, რომ სისხლის მიმოქცევის გაჩერების დროსაც კი, რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, ექიმები პოულობენ ამ პრობლემიდან გამოსავალს იეჰოვას მოწმეების რელიგიური პოზიციის გათვალისწინებით.

2003 წელს ჩემი ხელმძღვანელობით დაცული იქნა დისერტაცია მედიცინის დოქტორის ხარისხის მინიჭებაზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი და მეორე ომების მასალაზე დაყრდნობით, როდესაც განადგურებული იქნა სისხლის გადასხმის სადგური და ექიმები იძულებული იყვნენ მრავრიცხოვანი დაჭრილებისთვის სისხლის დეფიციტის პირობებში ემკურნალათ. დისერტაციაში მოყვანილია შემდეგი ფაქტები: 216 პაციენსტს, რომელთაც ჰქონდათ გემორაგიული შოკი[1] (ძირითადად ტრამვული წარმოშობის) უსხავდნენ სისხლის კომპონენტებს, ხოლო 1042-ს ანალოგიური ტრამვით უსხავდნენ მხოლოდ სისხლის შემცვლელებს. შედეგად, დაჭრილთა მეორე ჯგუფში (სისხლის კომპონენტების გადასხმის გარეშე) სიკვდილიანობა[2] შემცირდა 34,6-დან  31,8%-მდე, ხოლო ფილტვის გართულებები თითქმის ორჯერ შემცირდა. ჩემი ხელმძღვანელობის  ქვეშ მყოფი კლინიკის ანალიზებმა ასევე აჩვენა, რომ ჰემოტრანსფუნქციის 2,8-ჯერ დაცემას მძიმე ავადმყოფების სიკვდილიანობა არ გაუზრდია. ეს ამტკიცებს, რომ დონორული სისხლის გადასხმის გარეშე სამედიცინო მკურნალობა შესაძლებელია და ეფექტურია, ხოლო სისხლის გადასხმის ღირსება და შეუცვლელობა მეტად გადაჭარბებულია.

მედიცინაში კრიტიკული მდგომარეობების ცნობილი სპეციალისტი, კარელიის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ა.პ. ზილბერმა ჯერ კიდევ 1999 წელს დაწერა: «დღეს ჰემოტრანსფუზიის (სისხლის კომპონენტების გადასხმა) მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ ტრადიციებითაა გამართლებული, და ხშირად მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. და მანამ, სანამ ჰემოტრანსფუზიის მიმართ დამოკიდებულება სამეცნიერო მტკიცებულებებზე არაა დაფუძნებული, არამედ ძირითადად ტრადიციებზე, ხდება აშკარა გადაუდებელი გართულებები და ინდივიდუუმებისა და ადამიანური ბუნების მთლიანობაში, ჯანმრთელობის ფარული გაუარესება». მან ასევე მოიყვანა საჩვენებელი ციტატა ს.ა რეინბერგის ნაშრომიდან (1941): «ზუსტად ექიმები აკეთებენ ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც საუკუნის დასაწყისიდან «ასეა მიღებული», რასაც ასევე დაუფიქრებლად აკეთებდნენ ჩვენი მამები და პაპები, არ თვლიდნენ საჭიროდ გაეაზრებინათ და შეემოწმებინათ, ამ ყბადაღებული ქმედების მიზანშეწონილობა და საფუძვლიანობა ... მედიცინაში ტრადიცია – საშიში ძალაა!» და ადასტურებდა, რომ ამ თეზისს თავისი მნიშვნელობა დღემდეც არ დაუკარგავს. ა.პ. ზილბერმა ასევე აღნიშნა, რომ მედიცინის მუშაკებისა და მოსახლეობის უმრავლესობა «სისხლს ისევ ძველებურად პოეტური გაგებით აღიქვამენ, მას ისეთ საშუალებად თვლიან რომელიც აზროვნებაზე იდეოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს, რომელიც ყოველთვის ჯანსაღ აზრსა და რეალურობაზე ზევით იდგა». თუმცა «ნამდვილ გემორაგიულ შოკს (როგორც წესი, ზუსტად მის გარშემო წარმოიშვება ეს ჰემოტრანსფუზიური შოუ და ინფორმაციული ბუმი) უკვე დიდი ხანია რაც ჰემოტრანსფუზიით კი არ მკურნალობენ, არამედ სულ სხვა მეთოდებით, ხოლო ჰემოტრანსფუზია ასეთ სიტუაციაში მავნე უფროა, ვიდრე სასარგებლო!»[3]

2. იეჰოვას მოწმეების პოზიციაზე

დღევანდელი დღისთვის ჩემს პირად პრაქტიკაში 16 იეჰოვას მოწმე-პაციენტების მკურნალობის შემთხვევა მქონდა, რომლებსაც ჰქონდათ ტრამვური და გემორაგიული შოკი, და რომლებსაც არ ჩატარებიათ ჰემოტრანსფუზია (როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს)[4].

ხშირად იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს, ძალიან გამარტივებული და ტენდენციური მიდგომა აქვთ, მათი რელიგიური შეხედულებების მიმართ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით, რაც ამახინჯებს რეალურ სურათს. იეჰოვას მოწმეები არ მისდევენ ეგრეთწოდებულ «რწმენით განკურნებას». იმით რომ რეალიზებას უკეთებენ თავის, როგორც პაციენტის, უფლებებს, ისინი ცდილობენ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ და სთანხმდებიან სამედიცინო ჩარევის უამრავი სახეობიდან ყველას, მათ შორის ორგანოების ტრანსპლანტაციას, მხოლოდ ერთი გამონაკლისით – დონორული სისხლის ან მისი ოთხი ძირითადი კომპონენტის (ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები და პლაზმა) გადასხმას. ამასთანავე მრავალი თანხმდება საკუთარი სისხლის რეინფუზიას (უკან დაბრუნება), თუ ის არ ინახებოდა სადმე სხვაგან, არამედ რჩებოდა მათ ორგანიზმში ან ცირკულირებდა დახურული კონტურით სპეციალური სამედიცინო აპარატურის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევთ მათ ეს მიიჩნიონ სისხლის მიმოქცევის სისტემის ერთგვარ გაგრძელებად. ხოლო ზოგიერთი იეჰოვას მოწმე, ხელმძღვანელობს რა თავისი სინდისით, სისხლის მცირე ფრაქციების (შედედების ფაქტორები, ალბუმინი, იმუნოგლობულინი და მათი მზგავსი.) გადასხმაზეც თანხმდება. ამას ისინი იმით ხსნიან, რომ სისხლის ფრაქციები, ერთი ორგანიზმიდან მეორეში, ბუნებრივი გზებითაც შესაძლებელია მოხვდეს. ასე მაგალითად, პლაზმის ცილები (ფრაქციები) ორსული დედის სისხლიდან ხვდება ნაყოფის სისხლში, რომელსაც დამოუკიდებელი სისხლის მიმოქცევის სისტემა აქვს. დედა იმუნოგლობულინს გადასცემს შვილს, რითაც მას სასიცოცხლოდ აუცილებელი იმუნიტეტით უზრუნველყოფს. როდესაც ნაყოფის სისხლში, ერითროციტები ასრულებენ თავის ბუნებრივ ციკლს, მათი ჟანგბადგადამტანი ნაწილი გადამუშავდება. ნაწილობრივ ის იქცევა ბილირუბინად, რომელიც დედის ორგანიზმში გადადის და გამოიყოფა მისგან. ასე ესმით იეჰოვას მოწმეებს ბიბლიაში მოცემული მცნება «ერიდეთ სისხლს» (საქმეების 15.28–29). და იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ ბიბლიურ დროში სისხლის გადასხმა არ არსებობდა, მოჰყავთ სავსებით გონივრული არგუმენტი: თუ ადამიანისთვის გარკვეული მიზეზების გამო არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი გზით მოხვდება ის მის ორგანიზმში, პირიდან თუ ვენიდან. იგივე შეეხება სისხლსაც. იეჰოვას მოწმეებს არ სურთ თავისი, ბიბლიით განსწავლული სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ღვთის წინააღმდეგ წასვლა, რომელთან ურთიერთობასაც ძალიან უფრთხილდებიან. მათთვის მთავარია – ღმერთის აზრი, და არა ადამიანების. ამიტომ ისინი უფრთხილდებიან თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლის შენარჩუნებასაც იმ გზებით ცდილობენ, რომლებიც არ არღვევენ მათ პირად ურთიერთობას ღმერთთან.

წარმოადგენს თუ არა მათი პოზიცია დაუსაბუთებელს? არა. აკადემიკოსმა ა.ი. ვორობიოვმა ჯერ კიდევ 1999 წელს სამართლიანად აღნიშნა: იეჰოვას მოწმეების პოზიციას, რომლებიც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე თანხმდებიან, მათ შორის, დონორთა სისხლისა და მისი ძირითადი ოთხი კომპონენტის ნაცვლად, ალბუმინის, VIII ფაქტორის, შედედების სტიმულატორების, სისხლის შემცვლელების, უშუალოდ ოპერაციისას სისხლის რეინფუზიის გამოყენებაზე, ვერ აღიქმება როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ეს პოზიცია საერთოდ არ ეწინააღმდეგება თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს. მითუმეტეს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, აბსოლუტურად უსაფრთხო სისხლის გადასხმა, უბრალოდ არ არსებობს, მიუხედავად ყველა იმ ძალისხმევისა, როგორებიცაა: დონორთა და სისხლის კომპონენტების ტესტირება, საორგანიზაციო ზომები და მედპერსონალის ტრეინინგები. იმის საჩვენებლად თუ რამდენად სახიფათოა მკურნალობის ეს მეთოდი, აკადემიკოსმა ა.ი. ვორობიოვმა 2002 წელს განაცხადა: «ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა სისხლის გადასხმის შედეგად მიღებული ჰეპატიტებით, შიდსითა და სხვა გართულებებით. ამით გამოირიცხება სისხლის გადასხმის ვირუსული საშიშროება? ამ მხრივ არაფერია ნათელი».

და საერთოდ, ბოლოს და ბოლოს, «საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» მე-2 თავის, 6-9 მუხლების თანახმად, ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია პაციენტის ზეპირი ან წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელსაც უფლება აქვს უარი თქვას სამედიცინო მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე. იმიტომ რომ პაციენტს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლიათ ექიმებს მისთვის და მისი ორგანიზმისთვის და რისი გაკეთება არ შეუძლიათ. და დღეს სამედიცინო პრაქტიკაში არ წარმოადგენს იშვიათობას, როდესაც სხვადასხვა პაციენტები (არა-იეჰოვას მოწმეები) ოპერაციის წინ უარს აცხადებენ რეანიმაციული ღონისძიებებისაგან, ან ავადმყოფები, ონკოლოგიური დაავადებებით, უარს აცხადებენ ქიმიოთერაპიაზე, იმიტომ რომ არ სურთ იმ ნეგატიური შედეგების ზიდვა, რაც შეიძლება ასეთი სახის სამედიცინო ჩარევას მოჰყვეს. ა.ი. ვორობიოვი: "ჩემს პირად პრაქტიკაში ასევე იყო, 6 არა-იეჰოვას მოწმე პაციენტის მკურნალობის შემთხვევა, რომელთაც ასევე ჰქონდათ ტრამვული და გემორაგიული შოკი, რომელთა მიმართაც ასევე არ მომხდარა სისხლის გადასხმა ტექნიკური მოსაზრებებით ან მათი ინფორმირებული უარის გამო"[5].

3. სამედიცინო პრაქტიკის რეალიები

იმისათვის, რომ განსახილველი თემის გარშემო დასკვნები გავაკეთოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი ფაქტები. თავისი ბუნებით, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, დაკავშირებულია პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პოტენციურ რისკებთან. სამედიცინო მკურნალობის ნებისმიერ სახეობას შეიძლება გააჩნდეს თავისი პლიუსი და მინუსი, როგორც უშუალოდ მკურნალობის მომენტში, ასევე სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ. ტრამვის და დაავადების სიმძიმის ან ექიმის შეცდომის გამო ლეტალური შედეგები, ასევე წარმოადგენს სამედიცინო პრაქტიკის ნაწილს. ზუსტად ამიტომ ითვალისწინებს კანონი, რომ ექიმმა კეთილსინდისიერად უნდა მიაწოდოს პაციენტს, ინფორმაცია დაავადების, მოცემული დაავადების დიაგნოზის, სამედიცინო მკურნალობის არსებული მეთოდების, მათი ღირსებებისა და ნაკლოვანებების, შესაძლო გართულებების შესახებ, ხოლო პაციენტი თავის არჩევანს აკეთებს. რის შემდეგაც, ექიმი ვალდებულია კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად გამოიყენოს, პაციენტის მკურნალობისას ყველა შესაძლო მეთოდი, გაკეთებული არჩევანიდან გამომდინარე.

ამიტომ, ეს შემთხვევითი არ არის, რომ სისხლის კომპონენტების მოხმარების ინსტრუქცია ითვალისწინებს ბლანკის «პაციენტის თანხმობა სისხლის კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე» წინასწარ შევსებას, რომელიც აფიქსირებს პაციენტის ნებაყოფლობით ინფორმირებულ თანხმობას ან მის უარს სისხლის კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე უარის შესახებ და შენიშვნას იმის შესახებ, რომ პაციენტმა მიიღო ინფორმაცია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებ.

ა.პ. ზილბერგის ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციაში აღნიშნულია: «თუ ექიმი გაცნობილია სისხლის კლინიკური ფიზიოლოგიის,  სისხლის დაკარგვის და ჰემოტრანსფუზიის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს, ის შეძლებს ალტერნატიული მეთოდების პოვნას, რომელიც კონკრეტული ავადმყოფისთვის გამოსადეგი იქნება და შეძლებს თავიდან აიცილოს დონორული სისხლის გადასხმა»[7]. დღეს დონორული სისხლის გადასხმის სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს: ინფუზური სხნარები, მედიკამენტური საშუალებები, სისხლის შედედების სტიმულატორები, ქირურგიული და ანესთეზიოლოგიური მეთოდები. მაგალითად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაში № 30 26.01.2000წ. არის სისხლის შემცვლელი საშუალებების სია რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას: ინფუზური ხსნარები, ხსნარი პენტაკრახმალი, ჰიდროკსიეთიკრახმალი, პლაზმის ფრაქციები, ალბუმინი, შედედების ფაქტორები. ბრძანებაში მთლიანი სისხლი და მისი კომპონენტები მოხსენებული არ არის. სასწრაფო დახმარებების დროს სისხლი არ გამოიყენება[8].

გარდა ამისა, ისინი ვინც გადაუდებელ ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, რეანიმატოლოგიაში მუშაობს, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების რეალიებში, მშვენივრად იციან, რომ მძიმე ავადმყოფების მიღების შემდეგ, უახლოესი საათების განმავლობაში, ჩვეულებრივ კლინიკებში სისხლის მარაგი არ არის. და მე არ მინახია არცერთი ავადმყოფი, რომელიც იმის გამო მოკვდა, რომ მას პირველივე საათებში არ გადაუსხეს სისხლი. მით უმეტეს რომ დონორის სისხლს ძალის ძალად თუ შეგვიძლია ვუწოდოთ ჟანგბადგადამტანი, იმიტომ რომ შენახვისას ერითროციტების ფერმენტული სისტემა იმდენად ირღვევა, რომ მასში არსებულ ჰემოგლობინს პრაქტიკულად აღარ ძალუძს ჟანგბადთან შეერთება და მისი გადატანა. ასეთი სახით, იდეა ძველ ტრადიციებზეა მიბმული, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შირმას ვქმნით ჰემოგლობინის კონცენტრაციის ზრდის სახით, მაშინ როდესაც თვითონ სცენა შიშველი რჩება. დონორის სისხლის გადასხმა, ა.ი. ვორობიოვის სიტყვების თანახმად, ახდენს კაპილარული სისტემის გადაკეტვას-ჩახერგვას, განსაკუთრებით – ფილტვის ქსოვილის. ფილტვები, მისი შედარების თანახმად, «ერითროციტარულ ჭაობად» იქცევა.

მაშინ რატომღა წარმოიშობა, იეჰოვას მოწმეების მკურნალობის ზოგიერთ შემთხვევაში, კონფლიქტები? თუ რელიგიური განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობას ან ექიმის შეცდომის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას გვერდზე გადავდებთ, რასაც ასევე ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ შეგვიძლია ავღნიშნოთ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები.

ტრადიციული დონორის სისხლის გადასხმა ექიმისთვის უფრო ჩვეული და მოხერხებულია, ხოლო ალტერნატივების გამოყენება უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს პაციენტის მიმართ. მითუმეტეს, რომ დონორის სისხლისა და მისი ოთხი კომპონენტის გადასხმას თან ახლავს მრავალი ხიფათი, რომლებმაც შეიძლება პაციენტის სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ იჩინონ თავი[9].

სხვა ფაქტორს ის წარმოადგენს, რაზეც ა.პ. ზილბერმა მიუთითა: «კონფლიქტების მთავარ მიზეზს არ წარმოადგენს თვითონ იეჰოვას მოწმეების რელიგიური დოგმები. უბრალოდ ისინი სხვა პაციენტებთან შედარებით უფრო ჩახედულები არიან არა მარტო ჰემოტრანსფუზიის პრობლემებში, არამედ ასევე პაციენტთა უფლებებშიც»[10]. ამ შემთხვევაში საუბარია, ექიმისა და პაციენტის, ძველ «პატერნალისტურ» მოდელზე, როდესაც ექიმი პაციენტისთვის თავისებურ «ღმერთს» წარმოადგენს, რომლის აზრიც განხილვას არ ექვემდებარება, ხოლო ყველა მისი მითითება კი უსიტყვოდ უნდა იქნეს შესრულებული, და ახალ მოდელზე, როდესაც ექიმმა უნდა მოახდინოს პაციენტის ინფორმირება, ხოლო მას შეუძლია გააკეთოს თავისი არჩევანი, რომელიც შეიძლება არ დაემთხვეს ექიმის არჩევანს, რომელიც ვალდებულია დააფასოს ეს არჩევანი და მკურნალობის სხვა მეთოდები გამოიყენოს. ზუსტად ეს მოდელია ჩადებული საქართველოს რესპუბლიკის კანონში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. მაგრამ საქართველოში, როგორც ცნობილია, არსებობს სამართლებრივი ნიჰილიზმი, რაც გამოხმაურებას ექიმებს შორისაც პოულობს. ამიტომ როდესაც იეჰოვას მოწმეები თავისი უფლებების პრაქტიკაში რეალიზებას ცდილობენ, ეს ყველას როდი მოსწონს. თუმცა ობიექტურად, მათი ასეთი საქციელი, სასარგებლოა როგორც სამედიცინო საზოგადოებისთვისა და ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ყველა მოქალაქისათვის.

4. კონკრეტული სამედიცინო შემთხვევები

ზოგი ექიმი იმის გამო დრტვინავს, რომ მშობელმა – იეჰოვას მოწმეებმა შეიძლება აუკრძალონ სისხლის გადასხმა მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის. თუმცა, ეს უფლება მათ კანონით გააჩნიათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმის აზრი არაა საბოლოო. და როდესაც მშობლებსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დავა წარმოიშობა იმის შესახებ, თუ რომელი მკურნალობა პასუხობს მათი შვილების ინტერესებს, ამ საკითხის გარჩევა, საქართველოს კანონმდებლობით სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს. და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ხშირად ექიმები, როდესაც აცხადებენ, რომ სისხლის გადასხმა საციცოხლოდ აუცილებელია, რეალობას აჭარბებენ. მაგალითის სახით მოვიყვან გადაწყვეტილებას რომელიც რესპუბლიკა კომის სიკტივკარის ფედერალურმა საქალაქო სასამართლომ გამოიტანა 24.11.2003 წელს, სამკურნალო დაწესებულებასა და იეჰოვას მოწმე-მშობლებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. თავიდან სამკურნალო დაწესებულებამ მიმართა სასამართლოს, ბავშვისათვის სისხლის გადასხმის ნებართვის მისაცემად, თანაც ამტკიცებდა, რომ ის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი იყო. თუმცა მშობლებმა სასამართლოს საპასუხო მოთხოვნით მიმართეს, ბავშვის დონორის სისხლისა და მისი ოთხი კომპონენტის გარეშე მკურნალობის მოთხოვნით, სამკურნალო დაწესებულებამ დაიწყო მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება და უარი თქვა სისხლის გადასხმის მოთხოვნაზე.

თუ საზღვარგარეთის პრაქტიკაზე ვილაპარაკებთ, მოვიყვან სამ საჩვენებელ მაგალითს.

1) ბ. (რ.) საზოგადოება დიდი ტორონტოს ბავშვთა დახმარების წინააღმდეგ (1995) 1 S.C.R. 315:

კანადის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმე-მშობლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი შვილების მკურნალობის სამედიცინო მეთოდების შესახებ, მათ შორის სისხლის გადასხმის ალტერნატივების არჩევისას. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ იმის შემდეგ შეუძლია ჩარევა, რაც მშობლებს, კანონის თანახმად, მიეცემათ საშუალება ახსნან თავისი შეხედულებები და თავისი არჩევანი გააკეთონ სასამართლოში.

2) მალეტი შულმანის წინააღმდეგ (1990), 72 O.R. (2d) 417 (ონტარიოს სააპელაციო სასამართლო):

ონტარიოს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება იმის შესახებ, რომ ექიმი ვალდებული იყო, იეჰოვას მოწმე პაციენტისთვის, გადაეხადა გარკვეული ფულადი კომპენსაცია, იმის გამო, რომ მან მისი მკურნალობისას მიმართა სისხლის გადასხმას, მაშინ როდესაც ის იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამდე პაციენტმა წერილობითი სახით უარი თქვა მკურნალობის ამ მეთოდზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმის მიმართ სისხლის გადასხმის გამოყენება, მიუხედავად მისი ნათელი მითითებებისა არ მომხდარიყო მის მიმართ ამ მეთოდის გამოყენება, წარმოადგენს მისი იმ უფლების დარღვევას, რომელიც მას უფლებას აძლევდა თვითონ მიეღო გადაწყვეტილება თუ როგორ მოპყრობოდნენ მის ორგანიზმს და ასევე გამოხატავს იმ რელიგიური ფასეულობებისადმი უპატივცემულობას, რომლის თანახმადაც ის ცოხვრობს.

3) უოლკერი (მეურვე-წარმომადგენელი სასამართლოში) საავადმყოფო კორპორაცია რაიონი 2 წინააღმდეგ (1994), 150 N.B.R. (2d) და 385 A.P.R. 366, 4 R.F.L. (4th) 321 (N.B.C.A.):

პროვინცია ნიუ-ბრანსუიკას სააპელაციო სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 15 წლის არასრულწლოვანს საკმარისი მოწიფულობა გააჩნდა საიმისოდ, რომ თვითონ მიეღო გადაწყვეტილება სისხლის გადასხმის ალტერნატივებთან დაკავშირებით. არასრულწლოვანმა იეჰოვას მოწმემ, სისხლის გადასხმის ალტერნატივა, ლეიკოზის მძიმე ფორმის სამკურნალოდ აირჩია. სასამართლომ დაადგინა, რომ მკურნალობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მის რელიგიურ ფასეულობებს, საუკეთესოა მისი ინტერესებისთვის.

სისხლის გადასხმის აუცილებლობის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების გარეშე მკურნალობა. პირველი უნდა აღინიშნოს, რომ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსება შეიძლება არა პლაზმით, არამედ სისხლის შემცვლელებით. შედედების ფაქტორების დეფიციტის შევსება შეიძლება მოხდეს არა პლაზმით, არამედ შედედების ცალკეული ფაქტორებით, ბოლოს და ბოლოს კრიოპრეციპიტატით. ერითროციტული მასის ჩანაცვლება სავსებით შეიძლება მოხდეს პერფტორანით[12]. და აღარ ვსაუბრობ კიდევ სხვა ხელმისაწვდომი პრეპარატებისა და მეთოდების შერწყმაზე.

და ბოლოს. მე მიმაჩნია, რომ ექიმების საქმე არ არის ხალხის რელიგიურ სფეროში და პირად რწმენაში ჩარევა. ისინი მიღებული უნდა იქნეს როგორც არსებული და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ადამიანის პიროვნებასა და მის ფასეულობებს, იმით რომ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიონალური შესაძლებლობები, რათა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გავუწიოთ ხალხის ყველა კატეგორიას, რომელთაც კანონიერი უფლება აქვთ გადაწყვეტილების მიღებისა და სამედიცინო მკურნალობის მეთოდის არჩევისა.

ავტორის შესახებ

ვიტალი დიმიტრის-ძე სლეპუშკინი, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; ბესლანის პრავობერეგის მუნიციპალური რაიონული კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე; ბესლანის ტერაქტის დროს სამედიცინო შტაბის ერთერთი ხელმძღვანელი; სამედიცინო კატასტროფების სპეციალისტი, მოცემულ პრობლემაზე მონოგრაფის ავტორი.

სქოლიოები

1. ორგანიზმის მდგომარეობა რომელიც წარმოიშობა სისხლის მასიური დაკარგვის ფონზე და რომელიც იწვევს ზოგიერთი ორგანოს ფუნქციების მოშლას.
2. ეს მაჩვენებელი გამოიყენება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინაში, ამა თუ იმ სამედიცინო მკურნალობის მეთოდის ეფექტურობის განსასაზღვრად.
3. «სისხლნაკლებობა და ჰემოტრანსფუზია. უსისხლო ქირურგიის პრინციპები და მეთოდები». პეტროზავოდსკის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პეტროზავოდსკი, 1999. გვ. 9, 102, 103
4. მათი ჰემოტოკრიტის დონე 17% დაბლა იწევდა. მიუხედავად ამისა, ყველა პაციენტი იქნა გამოყვანილი შოკის მდგომარეობიდან თანამედროვე სისხლის შემცვლელებისა და პერფტორანის დანიშვნით.
5. ამ შემთხვევებში წარმატებით გამოიყენებოდა სისხლის შემცვლელები და პერფტორანი.
7. «სისხლნაკლებობა და ჰემოტრანსფუზია. უსისხლო ქირურგიის პრინციპები და მეთოდები». პეტროზავოდსკის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პეტროზავოდსკი, 1999. გვ. 77
8. რუსეთის ფედ. ჯან. სამინ. ბრძანება № 100  26.03.1999 წ. სასწრაფო დახმარებების სისხლის შემცვლელთა სიაში, სისხლი არ არის.
9. საკმარისია გავიხსენოთ ОРТ-სა და პრესის სხვა საშუალებების სიუჟეტები, სისხლის მომარაგების, შენახვისა და გამოყენების პრობლემებზე.
10. «სისხლნაკლებობა და ჰემოტრანსფუზია. უსისხლო ქირურგიის პრინციპები და მეთოდები». პეტროზავოდსკის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პეტროზავოდსკი, 1999. გვ. 77
12. რუსული პრეპარატი (ასევე ცნობილია ცისფერი სისხლის სახელით), რომელიც ასრულებს აირტრანსპორტულ ფუნქციებს (ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდება).

P.S. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ დოქტორ სლეპუშკინთან.

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий