среда, 19 февраля 2014 г.

იეჰოვას მოწმეები და ვაქცინაცია



თარგმნილია

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებისთვის, ერთერთ საყვარელ თემას წარმოადგენს, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ისტორია. ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოსდა, 1931 წლიდან 1952 წლამდე პერიოდის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეთა შორის მოქმედებდა ვაქცინაციის აკრძალვა, რის შედეგადაც მრავალი დაიღუპა, რაშიც ბრალი მათი რელიგიური კონფესიის ხელმძღვანელებს მიუძღვით. ნაწილობრივ ეს რიტორიკა მიმართულია, სისხლთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეების პოზიციის, დისკრედიტაციისაკენ: ანუ, თუ თქვენ ბოლო და ბოლოს ერთხელ უარი თქვით ვაქცინაციის აკრძალვაზე, მაშინ ერთხელაც მზგავსად უარს იტყვით სისხლის გადასხმაზე. გარდა ამისა, არის მცდელობა რომ იეჰოვას მოწმეებს ბრალი დასდონ სამედიცინო საკითხებში გამოვლენილ ხეპრეობაში.



ვაქცინაციის აკრძალვა არასოდეს ყოფილა

მოწმეების მრავალი ბრალმდებელი ავლენს ინფორმაციის წყაროსადმი გულგრილობას. ისინი არც კი ცდილობენ შეამოწმონ, თუ რას უკეთებენ ციტირებას. ასე რომ, იმ მტკიცებულებას, თითქოსდა გასული საუკუნის 50-იან წლებში იეჰოვას მოწმეები არ გადიოდნენ ვაქცინაციას, ცალსახად არ გააჩნია საფუძველი. მაგალითად, 1944 წელს ალექსანდრე მაკმილანი (Alexander Macmillan), იეჰოვას მოწმეების მმართველი საბჭოს წევრი, გაემგზავრა ციხეში, იმისათვის რათა გასაუბრებოდა დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების ჯგუფს, რომლებმაც უარი თქვეს ვაქცინაციაზე. მისი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი უარი ეთქვათ ასეთ შეხედულებაზე. თავის ავტობიოგრაფიაში «რწმენა მარშით», რომელიც 1957 წელს გამოქვეყნდა, ის წერს:


ერთერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელთან შეჯახებაც მომიხდა, ეს იყო ვაქცინაციის პრობლემა. ვაშინგტონის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოითხოვდა, რომ ყველა პატიმარსა და ყველა ციხის ბადრაგს, აუცილებელი წესით გაევლოთ ვაქცინაცია. ერთერთ ციხეში, რამოდენიმე მოწმემ დაასკვნა, რომ ვაქცინაცია სისხლის გადასხმას უტოლდება, და ამიტომ უარი თქვეს მასზე. ამან სერიოზული პრობლემები გამოიწვია.… მე დამევალა მათთვის რჩევის მიცემა. მე ბადრაგს ვთხოვე, რათა უფლება მოეცა ყველას ერთად გავსაუბრებოდი, ვინც კი უარს ამბობდა ვაქცინაციაზე.… ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენ განვიხილავდით ვაქცინაციის პრობლემებს, იმიტომ რომ ყველა მოსაზრების მხარდასაჭერად შეიძლებოდა არგუმენტების მოყვანა.… წინააღმდეგობის ლიდერმა მკითხა: «შენ რას იზავდი, ციხეში რომ მოხვედრილიყავი და გაიძულებდნენ აცრის გაკეთებას?.

მაშინ მე მათ შევახსენე: «მე ვიყავი ციხეში და როდესაც მომთხოვეს გამეკეთებინა აცრა, სახელო ავიკაპიწე და მივიღე კუთვნილი დოზა. გარდა ამისა,  ყველა, ვინც უცხო ქვეყნის ფილიალებს ინახულებს (იეჰოვას მოწმეების მართვის ცენტრები), ვალდებულნი არიან აცრა გაიკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახლში რჩებიან. დღეს ვაქცინაციას არაფერი აქვს საერთო სისხლის გადასხმასთან. ვაქცინაში სისხლი არ გამოიყენება. გამოიყენება შრატი. ამიტომ თქვენ არ დაარღვევთ წმინდა წერილის აკრძალვას სისხლის მიღებასთან დაკავშირებით»…

საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი დასთანხმდნენ ვაქცინაციის გავლას. მეტიც, მათ დაწერეს წერილი, რომელშიც ბოდიში მოიხადეს, თავისი პირვანდელი პოზიციის გამო მიყენებული უხერხულობებისთვის.

(Alexander H. Macmillan, Faith on the March, 1957, Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J., pp. 188, 189).

რადგანაც ცალკეული მოწმეები უარს ამბობდნენ აცრებზე (ალბათ იმიტომ, რომ მას ბიბლიური მცნების დარღვევად თვლიდნენ), მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა სიტუაციის გარკვევა. 1952 წლის 15 დეკემბრის ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» რუბრიკაში «მკითხველთა შეკითხვები» დაიწერა შემდეგი: «გაიაროს თუ არა ვაქცინაცია, ეს ყოველი ქრისტიანის პირადი გადასაწყვეტია». რიგი ბიბლიური მუხლების განხილვის შემდეგ, ისეთების როგორებიცაა დაბადება 6:1–4, 9:4; ლევიანთა 17:10–14, 18:23, 24, კეთდებოდა დასკვნა: «ნებისმიერი მოსაზრება, თითქოსდა ვაქცინაცია წმინდა წერილის საფუძველზე მიუღებელია, სრულიად უსაფუძვლოა».

მაშ ასე, სავსებით თვალნათელია, რომ ის მტკიცებულება თითქოს იეჰოვას მოწმეებს 1950 წლამდე ვაქცინაცია ეკრძალებოდათ, ტყუილია. კი მაგრამ, მოქმედებდა თუ არა ასეთი აკრძალვა უფრო ადრე? როგორც მაკმილანი წერს, რატომ ფიქრობდა ზოგიერთი რომ აცრის გაკეთება ბიბლიური მცნების დარღვევა იყო? მოქმედებდა თუ არა აკრძალვა აცრებზე 1931 წელს?

ასეთმა კითხვებმა შეიძლება წამოწიონ ის ფაქტი, რომ 1931 წლის 4 თებერვლის ჟურნალ «ოქროს ხანაში» (დღეს «გამოიღვიძეთ!»), ნამდვილად იყო მოყვანილი რიგი ბიბლიური მოსაზრებებისა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. სტატიის ავტორი წერდა: «ვაქცინაცია – ეს მარადიული შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა, რომელიც ღმერთმა ნოესთან, წარღვნის შემდეგ დადო».

თუმცა კრიტიკოსებმა, როგორც ყოველთვის, ვერ მოიფიქრეს რომ მთლიანი სტატიის ციტირება მოეხდინათ, ისინი მხოლოდ ალაგ-ალაგ ამოღებული ციტატებით შემოიფარგლებიან. საქმე იმაშია, რომ ეს სტატია არ იყო სარედაქციო, ანუ მისი ავტორი არ იყო იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, და მაშასადამე, ის არ ირეკლავდა ამ საკითხის მიმართ მის ოფიციალურ პოზიციას. სტატიის ავტორი გახლდათ ვინმე ჩატ ა. პატილო (Chat A. Pattillo) ვირჯინიის შტატიდან. ჟურნალში არ იყო აღნიშნული ეთანხმებიან თუ არა იეჰოვას მოწმეები ასეთ თვალსაზრისს. მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ გახმოვანებულიყო ერთერთი არსებული მოსაზრება, და არა იმაში, რომ იგი დამტკიცებულიყო როგორც ოფიციალური. ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც «ოქროს ხანა» ვაქცინაციაზე ნეგატიურად საუბრობდა, შიში განპირობებული იყო სამეცნიერო და სამედიცინო თვალსაზრისით და არანაირად რელიგიურით. თუ რატომ არსებობდა ასეთი შიშის საფუძველი, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ «ოქროს ხანაში» საუბარი მუდამ საშიშროებებზე, პრობლემებზე, ვაქცინაციის როგორც მედიცინის ტექნიკის სადავოობაზე იყო, და არა იმაზე თუ რამდენად დასაშვები ან დაუშვებელია ის ბიბლიური თვალსაზრისით. კრიტიკოსები ამ ფაქტს მალავენ, იმიტომ რომ ის მათთვის არაკომფორტულია.

ნაკლებად მნიშვნელოვანი არც ისაა, რომ ვაქცინაციის პრობლემაზე არასოდეს დაუწერია ჟურნალ «საგუშაგო კოშკს» – ამ თემასთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური სტატია მხოლოდ «ოქროს ხანაში» ქვეყნდებოდა, რომელიც უფრო მეტად სამეცნიერო-პოპულარულ ხასიათს ატარებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია: იეჰოვას მოწმეებში ნამდვილად რომ არსებულიყო ვაქცინაციაზე ოფიციალური აკრძალვა, როგორც არსებობს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით, ეს თემა არა ერთხელ და არა ორჯერ იქნებოდა განხილული მათ ძირითად პერიოდულ გამოცემაში. ვერცერთმა კრიტიკოსმა ვერ აღმოაჩინა ვერაფერი ვაქცინაციის აკრძალვის შესახებ «საგუშაგო კოშკში», რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ვინაიდან ზუსტად მასში იბეჭდება სტატიები რომლებსაც კრებებში განიხილავენ, თანაც სერიოზული თემები მასში მრავალჯერ და მრავალი მხრიდან განიხილება. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ვაქცინაციის გავლისათვის, რომელიმე მოწმეს მიეღოს დისციპლინარული შევიშვნა, იქნება ეს კრებაში პასუხისმგებლობის ჩამორთმევა თუ კრებიდან გარიცხვა.

მაშ ასე, იმის მტკიცება რომ თითქოს იეჰოვას მოწმეებს როდესმე ეკრძალებოდათ ვაქცინაცია, სრულიად უსაფუძვლოა, ის აბსოლუტურად სასაცილოა.

ვაქცინაციის სამეცნიერო მხარე

მაგრამ არსებობს კიდევ სხვა, არა ნაკლებ საინტერესო კითხვები. რატომ ლაპარაკობდა ჟურნალი «ოქროს ხანა», თანაც არაერთხელ, ვაქცინაციაზე ნეგატიურად? მაგალითად, ლაპარაკი იყო «ვაქცინაციის სატანურ პრაქტიკაზე», იმაზე, რომ ვაქცინაცია წარმოადგენს «უმაღლესი დონით არაბუნებრივ, არაჰიგიენურ, ბარბაროსულ, ბინძურ, საზიზღარ და ძალიან საშიშ ინფექციის ფორმას» და ა.შ., ასევე გამოითქმოდა ვარაუდები, რომ მიკრობები საერთოდ არ წარმოადგენენ დაავადებების წყაროებს.

ამის მიზეზები უნდა ვეძებოთ, გასული საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლების მეცნიერებისა და მედიცინის მდგომარეობის ისტორიულ კონტექსტში. მართლაც, მეცნიერების თანამედროვე გადმოსახედიდან ასეთი შეხედულებები შეიძლება - მოძველებულად ჩანდეს – და ეს მართლაც ასეა. თუმცაღა არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მედიცინამაც დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. თუმცა განდგომილები არასოდეს საუბრობენ ამის შესახებ, ვაქცინაციის, როგორც მედიცინის მეთოდიკის განვითარება, ძალიან რთულად მიმდინარეობდა, ხოლო პირველი ვაქცინები და შრატები სავსებით არ იყვნენ ისეთი, როგორიც დღეს – ისინი იყვნენ ნაკლებეფექტურები, ძალიან სახიფათო, მათი წარმოება ხდებოდა ანტისანიტარულ პირობებში, და ზოგიერთ შემთხვევებში ლეტალური შედეგითაც კი მთავრდებოდნენ. მოვიყვანთ რამოდენიმე ციტატას, დევიდ და მარკ გეიერების სტატიიდან, რომელიც ჟურნალ «Journal of the History of Medicine and Allied Sciences»-ის 2002 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა:

იყო ვაქცინები, რომლებიც კარგ შედეგს აჩვენებდნენ დაავადებებთან ბრძოლაში, მაგრამ შეშფოთებას იწვევდნენ მათი ტოქსიკურობის გამო. იყო სხვა ვაქცინები, რომლებიც იმდენად ტოქსიკურები იყვნენ, რომ მათი კლინიკურ გამოკვლევებში გამოყენება უბრალოდ არ შეიძლებოდა. და ბოლოს, იყო ისეთი ვაქცინები, რომლებიც არ იყვნენ ტოქსიკურები, მაგრამ მათი დაავადებებისადმი ბრძოლის უნარი ვერ დგინდებოდა…

1978 წელს გეიერმა კოლეგებთან ერთად აჩვენა, რომ ყივანახველას მთელუჯრედოვანი ვაქცინა შეიცავდა იმდენ ენდოტოქსინებს, რომ ის ვლინდებოდა ტესტით Limulus მაშინაც კი, როდესაც მას აზავებდნენ 100.000 X 1-თან. ენდოტოქსინი წარმოადგენს ძალიან მომწამლავ ნივთიერებას. ექიმები და მეცნიერები, უსაფრთხოების შესაბამის ზომებს იღებენ, რათა აღკვეთონ მისი მოხვედრა მედიკამენტთა უმრავლესობაში, შიდავენურ კათეტერებში, შპრიცებში და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებზე. თუ გავითვალისწინებთ ენდოტოქსინის მაღალ დონეს მთელუჯრედიან ვაქცინებში DPT, არ უნდა გვიკვირდეს, რომ პრაქტიკულად ყველა ბავშვს, რომელიც ვაქცინას იღებს, ტემპერატურა უწევს. ასევე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბავშვების მცირე რაოდენობას ხანდახან უვითარდებოდა ისეთი მძიმე რეაქციები, როგორებიცაა კრუნჩხვები, შოკი, კოლაფსები და სიკვდილიც კი. თუმცა საშიშროებებს, რომლებიც მთელუჯრედიან ვაქცინებში ენდოტოქსინის მაღალ დონეს ეხებოდა, ან ვერ ამჩნევდნენ, ან მათ უბრალოდ ეგუებოდნენ - ორი მიზეზის გამო. პირველი: 40-იანი წლების ბოლოდან, 60-იანი წლების დასაწყისამდე, ექიმების ერთადერთ არჩევანს წარმოადგენდა მთელუჯრედიანი ვაქცინების გამოყენება - იმიტომ რომ ბაზარზე სხვა ტიპის ვაქცინა უბრალოდ არ იყო. მეორე: ვაქცინების მწარმოებლებმა დამალეს თავის პროდუქტებში ენდოტოქსინის არსებობის მაღალი დონე და სინამდვილეში, საერთოდ არაფერს ამბობდნენ ენდოტოქსინის შესახებ, ვაქცინების შესახებ თავის საინფორმაციო მასალაში .…

მთელუჯრედიანი DTP-ვაქცინის ფართოდ გამოყენებასთან ერთად, გამოჩნდა პუბლიკაციები, მისი გამოყენების შემდეგ, მყარი ტვინის დაზიანებების შესახებ. ამ შეტყობინებების შედეგად გაჩნდა პირველი გაფრთხილება, იმის შესახებ, რომ ყივანახველას მთელუჯრედიანი ვაქცინის შეყვანა არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, ვისაც ნევროლოგიური დარღვევები ჰქონდა. კლინიკებმა ასევე დაიწყეს, ყოველდღიურად შეტყობინებების კეთება, ბავშვთა იმ მცირე რაოდენობის შესახებ, რომლებიც ყივანახველას მთელუჯრედიანი ვაქცინის ტოქსიკურობის გამო გარდაიცვალა. ფაქტიურად, 1950 წლის დასაწყისიდან დღემდე, ყოველწლიურად ქვეყნდება ერთი სტატია მაინც, რომელიც აღწერს აცრების შედეგად გამოწვეულ მსგავს გართულებებს.

როგორც ამ და სხვა მრავალი წიგნიდან, რომლებიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოიცა,  ჩანს,  ვაქცინაცია, ისევე როგორც სისხლის გადასხმა, არ წარმოადგენდა ეფექტურ და აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდს, თანაც განსაკუთრებით ეს ეხება მისი ისტორიის დასაწყისს. უნდა გვაკვირვებდეს ის, რომ ჟურნალ «ოქროს ხანა»-ს, რომელიც ცდილობდა სამეცნიერო მოღვაწეობის ფაქტები ობიექტურად გაეშუქებინა, ამ პრობლემაზე გავრცელებულ მოსაზრებაზე წერდა? გარდა ამისა, მოსაზრებას, რომ ვაქცინაციით შესაძლებელია სისხლის ორგანიზმში მიღება, იმ დროს სასვებით ჰქონდა არსებობის უფლება, რადგანაც იმ დროს  მრავალი ვაქცინისათვის შრატს ცხოველების სისხლიდან იღებდნენ. აი რატომაა მნიშვნელოვანი რომ თვალი გადავავლოთ იმ სტატიების ისტორიულ კონტექსტს, რომლებიც ჟურნალ «ოქროს ხანაში» 30-დან 50 წლებამდე ქვეყნდებოდა.

ვაქცინაციაზე პირველი ნეგატიური სტატია, ჟურნალ «ოქროს ხანა»-ს 1921 წლის 12 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა, ბოლო კი  – 1939 წლის 31 მაისის ჟურნალში «ნუგეში» (ასე ეწოდებოდა ერთ დროს ჟურნალ «ოქროს ხანას» მანამ, სანამ მას დაერქმეოდა «გამოიღვიძეთ!»). ამ პერიოდში საშუალოდ წელიწადში ერთხელ ხდებოდა ვაქცინაციის მოხსენიება, ძირითადად გაკვრით, მაგრამ ხანდახან დეტალურადაც.

ჩვენი კრიტიკოსები, როგორც მოსალოდნელიც არის, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ არც ისტორიულ პერსპექტივას და არც იმ ფაქტს, რომ იმ დროს «ოქროს ხანის» პოზიცია სავსებით არ წარმოადგენდა უჩვეულოს ან დადგენილი წესიდან გადახვევას. როგორც უკვე ნათქვამი იყო, ვაქცინაციის ჩამოყალიბების ადრეული წლები ძალიან რთულად მიდიოდა, და 30-იან წლებში ის ჯერ არ წარმოადგენდა საყოველთაოდ გავრცელებულ მეთოდს. იმ დროს, მრავალი სპეციალისტი, და მათ შორის მედიცინის შუქურები, ღიად განიხილავდნენ ვაქცინაციას. მათ შორის იყვნენ, მაგალითად:
  • პატივცემული ნატურალისტი ალფრედ რასელ უოლესი (Alfred Russel Wallace);
  • პროფესორი ჩარლზ კრეიტონი (Charles Creighton), ენციკლოპედია «ბრიტანიკა»-ს 1888 წლის გამოცემის ერთერთი ავტორი;
  • ცნობილი მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw).
რას აკეთებდა ამ სიტუაციაში ჟურნალი «ოქროს ხანა»? ის უბრალოდ ირეკლავდა – იმ დროისთვის – თანამედროვე მეცნიერულ პოზიციას, ამახვილებდა რა ყურადღებას, ვაქცინაციის როგორც პლიუსებზე ასევე მინუსებზე. ამასთანავე ეს ჟურნალი მარტო არ იყო ამ საქმეში, არც სამეცნიერო და არც რელიგიურ სამყაროში – იმ დროს სავსებით ბევრი მეცნიერი, უფლებადამცველი და ღვთისმეტყველი ასევე აქტიურად გამოდიოდნენ ვაქცინაციის წინააღმდეგ, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის საწინააღმდეგო ნაციონალური ლიგაც (National Anti-Vaccination League) კი არსებობდა, რომელსაც ზემოთ მოხსენიებული ალფრედ უოლესი ხელმძღვანელობდა.

«ოქროს ხანა» თავის სტატიებში თუ მკვეთრად და ემოციურად წერდა, ეს იმიტომ, რომ,  1), ასეთი სტილი იეჰოვას მოწმეების ადრეული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი იყო, და 2), 1920-იანი წლების პირველ ნახევარში, ვაქცინაციის შესახებ მკვეთრი გამოსვლები ჩვეული რამ იყო სამეცნიერო ლიტერატურისათვის. მაგალითად, 1913 წელს ვაქცინაციის წინააღმდეგ ბრიტანეთის ლიგამ  გამოსცა ბროშურა სახელწოდებით «ვაქცინაცია – ამაზრზენი შეცდომა?». მასში ეწერა:

(ვაქცინაცია) – ესაა ადამიანის (თანაც განსაკუთრებით ბრიტანელის) საღ აზროვნებაზე და წმინდა პირად უფლებებზე, ამაზრზენი და უხეში გალაშქრება.

მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ წერდა:

სავალდებულო ვაქცინაცია – ეს დანაშაულია, და მის გამო უნდა ისჯებოდნენ, როგორც ასეთი.… ვაქცინა უფრო ბევრ ადამიანს ხოცავს, ვიდრე თვითონ ყვავილი.

უნდა გვიკვირდეს ის,რომ ჟურნალი «ოქროს ხანა» ცდილობდა ეს ფაქტები ობიექტურად გაეშუქებინა და ხანდახან ამ მიზნისთვის იყენებდა იმ ენასა და შედარებებს, რომლებსაც სხვა ავტორები იყენებდნენ?

აქვთ თუ არა იეჰოვას მოწმეების თანამედროვე კრიტიკოსებს იმაზე წარმოდგენა, თუ როგორი იყო ვაქცინაციის მეთოდები მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში? იციან მათ ის, რომ თანამედროვე სასკოლო ვაქცინებს არაფერი არ აქვთ საერთო იმ ვაქცინაციების სავსებით ბარბაროსულ მეთოდებთან, რომლებიც ასი წლის წინ იყო პრაქტიკაში? ძირითად მეთოდს წარმოადგენდა შემდეგი. ჯერ ადამიანს აინფიცირებდნენ ვირუსის, «გარეული» სახეობის (ან დასუსტებული), შტამით. შემდეგ ის იცდიდა შვიდ დღეს, რომლის დროსაც მას ტანზე ძლიერ აყრიდა – ჩირქოვანი აკნე. საავადმყოფოში ამ გამონაყარს ტანიდან ფხეკდნენ, რათა შემდეგ ისევ გამოეყენებინათ შემდეგი პაციენტის დასაინფიცირებლად (!),  რომელიც ასევე მიდიოდა სახლში, რათა შვიდი დღის განმავლოვაში დაფარულიყო ჩირქოვანი აკნეებით. რომელი მშობელი დაუშვებს, რომ მსგავსი პროცედურა ჩაუტარდეს თავის შვილს დღეს?

თუმცა მე-20 საუკუნის შუა ხანებში ვაქცინაციის მეთოდები შესამჩნევად გაუმჯობესდა, მნიშვნელოვანი პროგრესი მაინც არ შეიმჩნეოდა. ასე რომ, 1959 წელს ენცილკოპედია <<ბრიტანიკა>> სათაურით <<ვაქცინით თერაპია>> წერდა:
მე-20 ასწლეულის შუა ხანებში ადეკვატური სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაადასტურებს ვირუსული ვაქცინის ადამიანზე გამოყენების ეფექტურობას, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ფაქტები შედგება შემდეგში, რომ მე-19 - მე-20 საუკუნეების გასაყარზე, და ასევე მე-20 საუკუნის შუა წლებში, დაფიქსირებული იყო ათასობით არა მარტო ზრდასრულის, არამედ ბავშვების სიკვდილიც, რომელებიც გამოიწვია ვაქცინაციამ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად გამოიკვლიოს ეს თემა და დარწმუნდეს, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობა იყო იმ დროს აცრებთან დაკავშირებით. ვაქცინაცია სრულიად ექსტრემალურ ხასიათს ატარებდა, ისინი საშინელი ანტისანიტარული მეთოდებით ტარდებოდა, მათი სარგებლიანობის დასაბუთებული სტატისტიკური მონაცემები დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა, ის დისკუსიების ურაგანებს იწვევდა. ამასთან ერთად რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის იძულებამ, უფლებადამცველების ასბოლუტურად გამართლებული აღშფოთება გამოიწვია, მისი ჩატარების საშინელი ეთიკური და ფსიქოლოგიური პირობები მღვდელმსახურებს აღაშფოთებდა, ხოლო სისხლის კომპონენტების შესაძლო გამოყენებამ იეჰოვას მოწმეების შეშფოთება გამოიწვია. მრავალ წრეში იყო გამეფებული შეხედულება, რომ ვაქცინაცია – ეს დაავადებების მკურნალობის არასამეცნიერო, საზიანო, ბარბაროსული და ამორალური მეთოდია, ისეთივე როგორიც ოდესღაც იყო ფეკალიების ცხელსაფენი, რომელიც ცნობილია ძველი მედიცინიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგ არა მარტო მეცნიერები გამოდიოდნენ, არამედ ასევე რელიგიური მოღვაწეებიც – მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც არ წარმოადგენდნენ გამონაკლისს.

თუ ვინმე უარს აცხადებდა ვაქცინაციაზე და ამას საბედისწერო შედეგამდე მიჰყავდა, ალბათ არავის აქვს დღეს იმ ადამიანის განსჯის მორალური უფლება, და მითუმეტეს – იმ ადამიანის რელიგიური კონფესიის განსჯის უფლება. ზუსტად ასევე არასწორია ვაქცინაციის მხარდამჭერთა განსჯა, რომლის გამოც იმ დროს იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამ ვაქცინებმა გადაარჩინეს.

დასკვნა

მხოლოდ მას შემდეგ რაც ავწონ-დავწონით ყველა იმ ფაქტს და სწორად შევაფასეთ წინა საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლების  ისტორიულ პირობებს, შევძლებთ სწორად გავიგოთ ჟურნალ «ოქროს ხანის» ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი, ვაქცინაციის როგორც სამედიცინო ტექნიკის მიმართ. ბოლოს და ბოლოს, თუ ენციკლოპედია «ბრიტანიკაც» კი კრიტიკულად ეხმაურებოდა ვაქცინაციას, რატომ უნდა განვსაჯოთ იეჰოვას მოწმეები იმის გამო, რომ ისინიც მსგავსად ლაპარაკობდნენ? დიახ, შესაძლოა, ეს პოზიცია არ იყო მთლად ობიექტური – მაგრამ მოდი კრიტიკოსებმა მოიყვანონ მეცნიერულ-პოპულარული ჟურნალის მაგალითი, რომელიც თავისი ას წლიანი არსებობის განმავლობაში ყოველთვის სწორ პოზიციებზე იდგა და არასოდეს შემცდარა.

ჟურნალ «ოქროს ხანის» მხოლოდ სამეცნიერო და ეთიკური, და არა რელიგიური,  პოზიცია გახდა იმის მიზეზი, რომ ზოგიერთმა იეჰოვას მოწმემ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა ვაქცინაციაზე. ამავე დროს ადგილი არ ჰქონია არც რაიმე სახის წაქეზებას, არც აკრძალვას რათა უარი ეთქვათ ვაქცინაციაზე – არჩევანი ყველა ქრისტიანს თვითონ უნდა გაეკეთებინა. რაც შეეხება ვაქცინაციისას სისხლის კომპონენტების შესაძლო მიღებას, ხელმძღვანელი საბჭო ყოველთვის თავს არიდებდა, ასეთი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, თუ როგორ მოქცეულიყვნენ მსგავს სიტუაციებში: ასეთი საკითხები მუდამ ქრისტიანის პირადად გადასაწყვეტ საკითხებად ითვლებოდა, მისი სინდისის საქმედ. ზუსტად ასეთი თვალსაზრისი წარმოადგენდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა 1952 წელს. ის არ შეცვლილა დღევანდელ დღემდე.

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსები ცდილობენ, მოწმეები წარმოაჩინონ როგორც რადიკალური ფანატიკოსების ჯგუფი, რომელნიც მისდევენ სასწაულებრივ და გაუგებარ იდეებს. როგორც ჩვენ დავინახეთ, ვაქცინაციის შემთხვევაში სიტუაცია პირდაპირ საპირისპიროა: იეჰოვას მოწმეები, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მისდევდნენ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. დიახ, იყო შემთხვევები, რომ ვიღაც კვდებოდა იმ დაავადებისაგან, რომლის შეჩერებაც შესაძლებელი იყო ვაქცინაციით – თეორიულად მაინც. მაგრამ რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ ხომ არა, რომ მათ ასე ასწავლიდა მათი რელიგიური ორგანიზაცია? არა, არამედ იმიტომ, რომ ვაქცინაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იმ დროს საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ზუსტად ასევე იხოცებოდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები, და ასევე ათეისტები. ყველა რელიგია განვსაჯოთ, რომელთა წევრებმაც უარი თქვეს ვაქცინაციაზე, ხოლო მათ ლიტერატურაში ნეგატიურად წერდნენ მასზე? ასეთები მრავლად იყვნენ. უხერხული კითხვა მოხერხებულად მოკალათებული კრიტიკოსებისთვის.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კრიტიკოსებისთვის ყველაზე უხერხული ფაქტი: ბეთელის მიმომსვლელი მომსახურეები (იეჰოვას მოწმეების მართვის ცენტრები) ყოველთვის ვალდებულნი არიან (!) გაიარონ ვაქცინაცია რიგი გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ. ასე იყო ასევე 30-იან და 40-იან წლებშიც.

ის ფაქტები, რომლებიც აქ არის მოყვანილი, სავსებით საკმარისია წინასწარი აკვიატების არმქონე ადამიანისათვის, რათა დარწმუნდეს: იეჰოვას მოწმეების, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ვაქცინაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად გამართლებულია. მათი კრიტიკისათვის არ არსებობს არც მეცნიერული, არც რელიგიური და არც ეთიკური საფუძველი, რადგანაც ზუსტად მსგავსი პოზიცია ეკავათ იმ დროს მეცნიერებისა და რელიგიური საზოგადოების მრავალი წარმომადგენელს.

ეს ფაქტები ასევე საკმარისზე მეტია იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ ვაჩვენოთ, იეჰოვას მოწმეების მრავალი კრიტიკოსის მეთოდები: სიმართლისა და სიცრუის დახელოვნებულად შერევა, აქცენტების გადაადგილება, არასასურველი ფაქტების მიჩქმალვა და აგრესიული ემოციური შეტევა. ვაქცინაციის პრობლემა ფართოდ გამოიყენება, იეჰოვას მოწმეების მიმართ დეზინფორმაციისა და ზიზღის დათესვის მიზნით. ამას მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება მოეძებნოს, თუ რატომ არ ცდილობენ კრიტიკოსები ობიექტურად განიხილონ მოცემული პრობლემა – ან თვითონ არიან უმეცრები, ან ცდილობენ გააზრებულად შეცდომაში შეიყვანონ სხვები. კრიტიკოსები ისევ თავის ერთერთ საყვარელ მეთოდს მიმართავენ – აჩვენონ რაღაც მოვლენა, რომელიც თითქოს მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ახასიათებთ, მაშინ როდესაც იეჰოვას მოწმეები, მათ აბსოლუტურ უმცირესიბას წარმოადგენენ, ვინც მზგავს პოზიციაზე დგანან. ვაქცინაციასთან დაკავშირებული ისტორია – ესაა სახასიათო მაგალითი პოპულარული, მაგრამ ცარიელი თემისა, რომელიც შემოწმებისას მხოლოდ საპნის ბუშტი აღმოჩნდება.

---------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

რატომ დადიან ისინი

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

Комментариев нет:

Отправить комментарий