четверг, 27 февраля 2014 г.

ტრინიტარული ბიბლეისტიკა მაგალითებით

სამების მტკიცებულების ერთერთი პოპულარული მეთოდი არის ასეთი: იღებენ რომელიმე ეპითეტს ან სიტუაციას, რომელიც ღმერთთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ბიბლიის სხვა ადგილას პოულობენ იგივე ეპითეტს ან სიტუაციას, სადაც უკვე ქრისტეა ნახსენები. ამის შემდეგ მათ შორის თანასწორობას ავტომატურად ესმება ხაზი. ვნახოთ, რა გამოგვივა, ამ მეთოდს თუ სხვა ხალხის მიმართებაში გამოვიყენებთ.

გამოსვლის 7:1-ში მოსეს ეწოდება «ღმერთი». შესაბამისად, ისიც ღმერთია, ისევე როგორც იეჰოვა, მისი თანასწორი და ერთარსი.

მათეს 23:9-ში იესო პირდაპირ ამბობს: «არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი», ახალ აღთქმაში კი აბრაამს რამოდენიმეჯერ ეწოდება «მამაჩვენი» (იაკობი 2:21; რომაელები 4:16; გალატელთა 3:7). ვინაიდან ჩვენ ერთი მამა გვყავს და ესაა ღმერთი, ხოლო აბრაამი – მამაჩვენია, ესე იგი, აბრაამი – ღმერთია.



დაბადების 18:12-ში აბრაამი მოხსენებულია ებრაული სიტყვით «ადონაი», ხოლო ესაიას 1:24-ში იგივე სიტყვა ეწოდება ღმერთს. ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ აბრაამი – ღმერთია.

ესაიას 43:11-ში პირდაპირაა ნათქვანი: «მე ვარ იეჰოვა და ჩემს გარდა არავინაა მხსნელი», ხოლო მსაჯულთა 3:9-ში მხსნელი გოთნოელს ეწოდება. ვინაიდან მხსნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო გოთნოელი – მხსნელია, ეს ნიშნავს რომ გოთნოელი – ღმერთია.


ესაიას 1:1-ში ესაიაზე წერია: «ხილვა ესაიასი… რომ იხილა… იუდას მეფეების-ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს». თუმცა თვითონ ესაია 33:22-ში ამტკიცებს: «უფალია ჩვენი მეფე». ვინაიდან ჩვენი მეფე – უფალია, მაგრამ ამასთანავე ყუზია, იოთამი, ახაზი და ხიზკიაჰუ მეფეებად არიან მოხსენიებული, ეს ნიშნავს, რომ ისინი უფლის სწორნი და მისი ერთარსნი არიან.

იერემიას 3:17-ში იერუსალიმს «უფლის ტახტი» ეწოდება, ხოლო 17:25-ში ნათქვამია, რომ იერუსალიმში «დავითის ტახტია». აქედან გამომდინარე, დავითი – უფალია.

ესაიას 33:22-ში ნათქვამია: «უფალია ჩვენი მსაჯული», ხოლო მეორე რჯულის 16:18-ში: «დასხი მსაჯულები… ყველა ქალაქში». ანუ, ისრაელის მსაჯულები უფლის თანასწორნი და მისი ერთარსნი არიან.

დაბადების 22:11-ში აბრაამს მიმართა «უფლის ანგელოზმა». შემდეგ მუხლში ანგელოზი ამბობს: «მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის». შესაბამისად, უფლის ანგელოზი ამავდროულად თვითონ უფალიცაა, ანუ თავისი თავის ანგელოზია.

ეფესელთა 5:22-ში ცოლებს ევალებათ დაემორჩილონ ქმრებს «როგორც უფალს». ამგვარად, ყველა ქმარი უფლის ერთარსია.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий