пятница, 21 февраля 2014 г.

ვინ არის სინამდვილეში კეთილგონიერი მონა?

ერთხელ სარკასტულად დამისვეს კითხვა: რატომ მიმაჩნია, რომ ჩვენი «კეთილგონიერი მონა» – ეს ზუსტად ისაა, თავს რადაც აცხადებს? თვითონ ამ კითხვის ჩამოყალიბების მანერა მეტყველებს ამ საკითხის, მისი აზრისა და სწავლებების სისტემაში მისი ადგილის გაგების სრულ არქონაზე. ეს უცნაურია: ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში იყოს იეჰოვას მოწმე, მაგრამ არ ესმოდეს სულ უბრალო საკითხები.

ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში თავისი განსაზღვრებით არსებობს ხელმძღვანელობა – სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა ორგანიზებული. კარგია ეს თუ ცუდი – ეს ცალკე სალაპარაკო თემაა მრავალი თვლის, რომ წესრიგს არეულობა სჯობია, მაგრამ ამაზე სხვა დროს. კომპანიებში დირექტორთა საბჭოებია, პარტიებში – ცენტრალური კომიტეტები, რელიგიურ ორგანიზაციებში – სხვა და სხვა სინოდები, საბჭოები, ვატიკანები და ა.შ. იეჰოვას მოწმეების სულიერ ხელმძღვანელ ორგანოს ქართულ ენაზე ეწოდება ხელმძღვანელი საბჭო (და არა «საზოგადოება საგუშაგო კოშკი» – კიდევ ერთი მითი).

უნდა სცემდეს თუ არა პატივს ეკლესიის მრევლი თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობას? როგორც ჩანს, კი, მაგრამ რატომ? ქრისტიანიბაში კარგი პასუხი – ეს ბიბლიური პასუხია. ყველაფერს, რაც ქრისტიანულ კოლექტივში კეთდება – საორგანიზაციო ნორმები, ღონისძიებები, საქმიანობის სახეობები, ორგანოები და დაწესებულებები და ა.შ., – უნდა გააჩნდეს ბიბლიური საფუძველი. და მე იეჰოვას მოწმეები ზუსტად იმის გამო მომწონს, რომ ამ საკითხში ისინი ძალიან აკურატულები არიან. სხვა კონფესიებში ხშირად სხვაგვარადაა; მართლმადიდებლობაში თქვენ გეტყვიან, რომ პატივი უნდა სცეთ პატრიარქს… და მორჩა. ასე უბრალოდ, იმიტომ რომ ის პატრიარქი და კარგი ადამიანია. ხოლო მოწმეები გადაშლიან გარკვეულ მუხლებს და აგიხსნიან, თუ რატომაა რაიმეს გაკეთება საჭირო ან რატომ არ უნდა გავაკეთოთ რამე. შეიძლება ამ მუხლებს და მათ ახსნას არ დავეთანხმოთ, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. რაიმე სახის ბიბლიური საფუძვლის მოყვანა სჯობია, სულ არაფრის მოყვანას.

«კეთილგონიერი მონის» სახარებისეული გაგება მათეს 24:45-დან (და სხვა ადგილებიდან) – ესაა უბრალოდ, ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობის პატივისცემის ბიბლიური დასაბუთება. ეს ახალი აღთქმის რამოდენიმე იმ მუხლთაგან ერთერთია, რომელიც აჩვენებს, რომ იესო გარკვეული სახით მართავს თავის კრებას დედამიწაზე. ხოლო თუ ასეა, მაშინ ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს სისტემა და, შესაბამისად, ეკლესიის ხელმძღვანელობა. რომელი ეკლესიის? შენი ეკლესიის! მართლმადიდებლებისთვის კეთილგონიერი მონა – პატრიარქი და სინოდია (ან საეკლესიო კრება და კიდევ სხვა), კათოლიკებისთვის ეს პაპი და ვატიკანია, ანგლიკანისთვის – კონტერბერიელი არქიეპისკოპოსი და ა.შ. რადგანაც ის გულწრფელი და თავდაჯერებული მრევლია, ის თავის რელიგიას თვლის ჭეშმარიტად და ღვთისგან კურთხეულად. მას სჯერა, რომ ღმერთი ამ ეკლესიას იყენებს დედამიწაზე თავისი ნების შესასრულებლად, რომ მას ის ხელმძღვანელობს და ა.შ. როგორ ხელმძღვანელობს? ზუსტად ამ კეთილგონიერი მონის საშუალებით. ნებისმიერი ეკლესიის მრევლისთვის, კეთილგონიერი მონა – ეს მისი ეკლესიის ხელმძღვანელობაა. თუ მას ამის არ სჯერა, ის ცუდი მრევლია.

კეთილგონიერი მონა – ესაა შიდაკონფესიური ტერმინი რომლითაც მოცემული ეკლესიის ხელმძღვანელობა აღინიშნება, და მეტი არაფერი. ეს ტექნიკური ტერმინია, რომელსაც არ გააჩნია არავითარი მეტაფიზიკური და უნივერსალური მნიშვნელობა. კეთილგონიერი მონის კომპეტენცია მხოლოდ ამ კონფესიის შიგნით არსებობს და ის არ ვრცელდება მის გარეთ. იმის კითხვა: «თქვენი კეთილგონიერი მონა – ნამდვილად ისაა, რადაც თავს აცხადებს?» – ეს იგივეა, რომ იკითხო: «კომპანიის პრეზიდენტი – ნამდვილად ისაა, რადაც თავს აცხადებს?» რა თქმა უნდა, მოცემულ კომპანიაში ისაა პრეზიდენტი, ხოლო სხვაში – არა. შეიძლება იკითხო, რატომ ხართ თქვენ ამ კომპანიაში (ეკლესიაში, პარტიაში), რატომ მოგწონთ ის და ა.შ., მაგრამ კითხვა, რომელიც პირველ აბზაცშია მოყვანილი, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, კეთილგონიერ მონას წარმოადგენს იეჰოვას მოწმეებისთვის – იმ ხალხისთვის, რომლებსაც აქვთ ეს აღმსარებლობა, და არავისთვის მათ გარდა. მათ ამის მხოლოდ იმიტომ სჯერათ, რომ მოცემულ ჯგუფს თავისი რწმენის გამო შეუერთდნენ. რა თქმა უნდა, ეს რწმენის საკითხია. განსაზღვრება კეთილგონიერი მონა – წარმოქმნილია კონფესიონალური არჩევნიდან, და არა პირიქით. ამ მიზეზის გამო კონცეფცია კეთილგონიერი მონა არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს რწმენაზე და ადამიანის შემოქმედთან ურთიერთობაზე.

ესაა მრავალი მაგალითებიდან ერთი, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენს კრიტიკოსებს არ გააჩნიათ არგუმენტები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ – ისინი აკრიტიკებენ კონფესიონალურ ქრისტიანობას როგორც ასეთს. ის ასევე აჩვენებს, რომ მრავალ კრიტიკოსს, და მათ შორის ყოფილ მოწმეებს, უბრალოდ არ ესმით მოწმეების სწავლებები. ხშირად მათ ქრისტიანობაც არ ესმით პრინციპში, არ ესმით მისი შინაგანი ლოგიკა და გაგების სისტემა.

--------------------------------------------------------------------------


თარგმნილია: chivchalov.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий