понедельник, 24 февраля 2014 г.

რამდენი ღმერთი არსებობს?



როდესაც ტრინიტარულად განწყობილი მოსაუბრე მეკითხება, რატომ არ ვაღიარებ ქრისტეს ღმერთად, მე ხშირად საპასუხო კითხვას ვაძლევ: ის რატომ არ აღიარებს მოსეს ღმერთად? გამოსვლის 7:1-ში სავსებით ნათლადაა ნათქვამი, რომ მოსე  – ღმერთია, და თანაც მთავარი ასოთი (თავდაპირველ ტექსტში მთავარი ასო არ არსებობდა, ის მოგვიანებით შეიტანეს ბერძნულ ტექსტებში, რამაც ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ბიბლეისტებსა და მთარგმნელებს). ეს მუხლი ძალიან ჰგავს იოანეს 1:1-ს: ერთშიც და მეორეშიც ერთ მუხლში ორი ღმერთია მოხსენიებული, რომელთაგანაც მხოლოდ ერთიაყოვლისშემძლე. ამასთანავე  დღევანდელ დღემდე ჯერ არცერთ ეკლესიას რატომღაც მოსე არ უღიარებია ღმერთის ერთარსად. ნებისმიერ ტრინიტარს ესმის, რომ მოსე აქ სხვა აზრითაა მოხსენებული ღმერთად, არა იმ აზრით, როგორც შემოქმედი. მაშინ რაღა უშლის მათ ხელს რომ იგივე ლოგიკა გამოიყენონ იოანეს 1:1-ის მიმართაც? როგორც ჩანს, რაღაც უშლის.

სინამდვილეში მე ყოველთვის მზად ვარ რომ იესო ღმერთად ვაღიარო, იმიტომ რომ დასაწყისში მოყვანილი კითხვა არც ისეთი ერთაზროვანია, როგორც მრავალს ჰგონია. ერთის მხრივ, ბიბლიის მრავალი ადგილი მიუთითებს შემოქმედის ერთადერთობას (2 მეფეთა 19:15; 1 კორინთელთა 8:6; ეფესელთა 4:6). მეორეს მხრივ, ბიბლია ღმერთებად მრავალ სხვადასხვა პირს მოიხსენიებს: მოსეს (გამოსვლა 7:1), ანგელოზებს (ფსალმუნი 8:5 ებრაულ ტექსტში ელოჰიმ, ღმერთები); ადამიანებს (ფსალმუნი 82:1,6), იესოს (იოანეს 1:1), სატანას (2 კორინთელთა 4:4). რით ავხსნათ ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა?

ახსნის ერთერთი ვარიანტი: მივიჩნიოთ, რომ ყველა ღმერთები, გარდა შემოქმედისა, – ცრუ ღმერთებია, და ბიბლია მათ ამ წოდებით გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს. ეს ვარიანტი კარგად უდგება კერპებსა და გამოგონილ მითოლოგიურ ღმერთებს, რომლებიც არ არსებობენ. კი მაგრამ როგორ შეიძლება ცრუ ღმერთები ვუწოდოთ რეალურად არსებულ პიროვნებებს? სატანა, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების ღმერთს ეძახის, უბრალოდ კი არ არსებობს სავსებით რეალურად, არამედ გააჩნია კოლოსალური შესაძლებლობები; ის ნამდვილი, ჭეშმარიტი, და არა ცრუ, მმართველია ამ ქვეყნიერებისა, სხვაგვარად ის ვერ შეძლებდა იესოსთვის დედამიწის ყველა სამეფოს შეთავაზებას (მათე 4:8). შემდეგ, შემოქმედი როგორც მინიმუმ სამ ადგილას პირადად  უწოდებს ადამიანებს ღმერთებს: ესენია  გამოსვლის 7:1, ფსალმუნი 82:1 და 6. ძალიან პრობლემატურია ცრუ ღმერთად გამოაცხადო ის, ვისაც ასე თვითონ იეჰოვამ უწოდა, იმიტომ რომ მაშინ იეჰოვა უნდა ჩავთვალოთ მატყუარად. არა, რეალურად არსებული პიროვნებების ცრუ ღმერთებად გამოცხადება, თანაც ღვთის თვალში მეტად მართლების და მითუმეტეს ვისაც თვითონ იეჰოვამ უწოდა ასეეს აშკარად ლოგიკური შეცდომაა.

რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი არაა ვინმეს ჭეშმარიტებაზე ან სიცრუეზე და მითუმეტეს არც ვინმეს ვინმესთან ერთარსობაზე (ტერმინი «ერთარსი» მოიგონეს გნოსტიკოსებმა და თავდაპირველად ეკლესიის მიერ ერეტიკულად მიიჩნეოდა). აქ ლაპარაკია სიტყვა «ღმერთის» მრავალმნიშვნელობაზე. ესაა ძალიან უბრალო ლინგვისტური ფაქტი, რომელიც ცნობილია ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის, მეხუთე კლასიდან დაწყებული: ენაში თითქმის ყველა სიტყვა მრავალმნიშვნელოვანია. კონტექსტიდან გამომდინარე სიტყვა «ღმერთი» შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი პიროვნების მიმართ. ებრაულ ენაში ეს სიტყვა გამომდინარეობს სიტყვა «ძლიერი»-დან (ელ). ბიბლიის მწერლისთვის «ღმერთი» – ესაა უბრალოდ ვიღაც ძლიერი, ძლევამოსილი. ხშირ შემთხვევაში ეს იეჰოვაა, მაგრამ არა ყოველთვის. აი რატომ უწოდებდნენ ასე თავისუფლად ღმერთებს, პიროვნებათა ასე ფართო წრეს, ბიბლიის მწერლები, გვიანდელი რომის ეკლესიისა და თანამედროვე ქრისტიანობისგან განსხვავებით, რომელიც ღმერთების სიმრავლის ნებისმიერ ხსენებას მაშინვე წარმართობად და პოლითეიზმად მიიჩნევს. მათ დაავიწყდათ, რომ სიტყვაში «ღმერთი» თავიდანვე არ არის არაფერი განსაკუთრებულად რელიგიური, ეს ისეთივე საზოგადო არსებითი სახელია, ისეთივე ეპითეტია, როგორიც უამრავი სხვა.

ასეთი სახით, მტკიცებულებები «არის მხოლოდ ერთი ღმერთი» და «არის მრავალი ღმერთები» სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთსოღონდ იმ პირობით, რომ აუდიტორიას სწორად ესმის, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა «ღმერთი» მოცემულ შემთხვევებში. როდესაც იეჰოვას მოწმეები და სხვა უნიტარები ამბობენ, რომ ქრისტე არ წარმოადგენს ღმერთს, ისინი გულისხმობენ, რომ ის არ წარმოადგენს ღმერთს იმავე გაგებით, რა გაგებითაც იეჰოვა. მაგრამ რაღაც სხვა გაგებითწარმოადგენს. ასევე მოსეც. ასევე ანგელოზი გაბრიელი. ასევე თქვენც, ძვირფასო მკითხველო. თუნდაც ათეისტი იყოთ, ფსალმუნის 82:6-ის თანახმად თქვენც «უზენაესის ძე» ხართ, და ამ გაგებით  ელიჰომ.

ეს ძალიან თვალნათლივ ჩანს სხვა მზგავსი ადგილების საშუალებით. მაგალითად: «არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთზეციერი» (მათე 23:9). იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ  სამყაროში მხოლოდ ერთი პიროვნებაა სახელით «მამა»? მას ამ სიტყვის საკრალიზება ხომ არ უნდოდა? კრძალავდა ის ამ სიტყვის, ღმერთის გარდა, სხვების მიმართ გამოყენებას? არა, ის უბრალოდ მოუწოდებდა რომ სიტყვა «მამა» არ გადაექციათ მაღალფარდოვან რელიგიურ ტიტულად. იგივე ეხება ამის წინა მუხლსაც, სადაც მოუწოდებს არავის დაუძახონ მასწავლებელი. თუმცა აბსოლუტური, რელიგიური გაგებით ჩვენ მხოლოდ ერთი მასწავლებელი გვყავსიესო, მაინც ერთ ადამიანს შეუძლია რაიმე ასწავლოს სხვას, და ამ გაგებით მათაც შეიძლება ეწოდოს მასწავლებელი. ახალი აღთქმის მწერლები თავისუფლად იყენებდნენ სიტყვა «მასწავლებელს» ადამიანებთან მიმართებაში (იაკობი 3:1; 1 კორინთელთა 12:28; ეფესელთა 4:11; ებრაელთა 5:12).

ზუსტად ასევე ბიბლიაც არ თხოულობს სიტყვა«ღმერთის» საკრალიზებას, ყოვლისშემძლესადმი მის მკაცრ და ერთმნიშვნელოვან მიბმას და, შედეგად, მის პირად სახელად გადაქცევას. ამაში არ მდგომარეობს მონოთეიზმის აზრი. ის იმაში მდგომარეობს, რომ რელიგიური თაყვანისცემა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პიროვნებისაკენ სამყაროში იეჰოვასკენ, და არავისკენ მის გარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა შეიძლება მრავალი ღმერთი არსებობდეს და მათ შეიძლება მაღალი მდგომარეობაც ეკავოთ (როგორც იესოს), ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ იეჰოვას, იმიტომ რომ მხოლოდ ისაა ყველაფრის შემოქმედი, მხოლოდ ის დგას ყველაფერზე და ყველაზე მაღლა, მხოლოდ ისაა დაუსაბამო და არსებობდა მუდამ. ესაა მონოთეიზმის ერთადერთი უპრობლემო ლინგვისტური განმარტება.


-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий