пятница, 21 февраля 2014 г.

ვისი შობა?

დასავლეთის კულტურის ტრადიციული დღესასწაულებიდან ალბათ არ არსებობს ქრისტიანისთვის მეტად შეურაცმყოფელი დღესასწაული, ვიდრე «ქრისტეს შობა». როდესაც მას მილოცავენ, ძალიან მიჭირს ვუთხრა «მადლობა».

აქ მთავარი პრობლემა იესოს დაბადების ზუსტი თარიღის დადგენის სირთულეში კი არაა; არა.  ქრონოლოგიის სიზუსტის პრობლემა თითქმის ყველა დღესასწაულს აქვს. ის არც იმაშია, რომ იესოს არ დაუვალებია მისი დაბადების დღის აღნიშვნა; ბოლოს და ბოლოს, პირდაპირი აკრძალვაც არ არსებობს. უფრო ცუდი ისაა, რომ რომის ეკლესიამ ამ დღესასწაულით პირდაპირ ჩაანაცვლა წარმართულ კულტში ძალიან პოპულარული ზამთრის ბუნიობის დღე, რომლის გარშემოც თავს იყრის ღონისძიებათა მთელი პლეადა: ღვთაება მითრას დაბადების დღე, «დაუმარცხებელი მზის» დღე და ა.შ. ჩვენი მხსნელის დაბადების დღის აღნიშვნა გვინდა? კარგი, ჩვენ ამისთვის გვაქვს 364 დღე წელიწადში – რატომ მაინც და მაინც ამ დღეს, და არა ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან? რატომ არ შეიძლებოდა ამ დღესასწაულის თუნდაც სხვა თვეში დანიშვნა?

შეიძლება იესოს იმაზე უფრო მეტად დაცინვა, ვიდრე მისი მოხსენიება ცრუ ღვთაების დაბადების დღეს? ჩვენ აბსოლუტურად ღიად და გახსნილად არ გვრცხვენია იესოს მითრას გვერდზე დაყენების. ეს ზუსტად იგივეა, რომ ქრისტეს პატივი მივაგოთ მითრას ტაძარში. ეს უფრო უარესია, ვიდრე სხვადასხვა უწმინდური დღესასწაულები - მაგალითად ჰელოვინი: იქ უწმინდურებას ზედაპირულად მაინც მოიხსენიებენ, აქ კი უწმინდურების გვერდით იესოს აყენებენ.


-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


ექსკურსია ჯოჯოხეთში

რა არის კარგი?

არჩევნები

Комментариев нет:

Отправить комментарий