воскресенье, 9 февраля 2014 г.

სიმართლე საშინელ სექტაზე

      




რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებსაც ერთი ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი არ აქვთ მათი წინამძღოლების ნებართვის გარეშე, რომლებიც ვალდებულები არიან დაემორჩილონ და ხელები უკოცნონ მათ?

რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც სჩადიან საშინელ დანაშაულებს, ისეთებს როგორიცაა აბორტი?

რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებსაც ეკრძალებათ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება, ჩვეულებრივი კვება და ნორმალური ტანსაცმლის ტარებაც კი, რის ნაცვლადაც ვალდებულები არიან ატარონ მოუხერხებელი, არა მოდური და ტიპიური მუქი ტანსაცმელი?



რას იტყოდით სექტაზე, რომელიც აიძულებს თავის წევრებს იცხოვრონ წარმოუდგენელ სივიწროვეში, საერთო საცხოვრებლებში, სადაც კომფორტის მინიმუმია, გათანაბრებულია ლამის ბომჟურ ცხოვრებასთან?

რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს ქორწინებას და ბავშვების ყოლას, ანგრევს ოჯახებს, რითაც უტევს ყველაზე მთავარ, ყველაზე წმინდა ოჯახურ ფასეულობებს, პროპაგანდას უწევს დაუქორწინებლობასა და უშვილობას, რითაც აუარესებს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიულ სიტუაციას საქართველოში?

რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს მაღალანაზღაურებად სამსახურში მოწყობას, ბიზნესის წამოწყებას, სწავლასა და კარგი განათლების მიღებას, რის სანაცვლოდაც აიძულებს თავის წევრებს დაკავდნენ მხოლოდ ყველაზე მდაბიო, ყველაზე ბინძური შრომით, რისთვისაც უხდიან საცოდავ თეთრებს ან საერთოდ არ უხდიან არაფერს?

რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს ტელევიზორის ყურებას, დღესასწაულების აღნიშვნას, დისკოთეკებზე სიარულს, შვებულებაში წასვლას და სხვა ნორმალური საშუალებებით გართობას?

რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც ვალდებულნი არიან პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში, შეასრულონ რელიგიური რიტუალები, რის გამოც მათ აღარ რჩებათ თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისათვის?

რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც ვალდებულნი არიან სიღარიბეში იცხოვრონ, მაშინ როდესაც უყურებენ, როგორ დასეირნობენ მათი ხელმძღვანელები ძვირადღირებული მანქანებით?

რას იტყოდით სექტაზე, რომელიც ზღუდავს თავისი წევრების რიგ კონსტიტუციურ უფლებებს, მაგალითად: თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებას (კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი), მართვის ორგანოებში არჩევის უფლებას, ბიზნესის წამოწყებისა და ფლობის უფლებას, კარიერისა და პროფესიის არჩევის უფლებას და სხვა?

აღშფოთდი ძვირფასო მკითხველო? სურვილი დაგეუფლათ რაიმე გააკეთოთ მზგავსი საშინელი სექტისაგან საზოგადოების დასაცავად? ამ შემთხვევაში მოიკრიბეთ გამბედაობა და მოემზადეთ იმის შესატყობად, რომ საქართველოში ასეთი სექტების მთელი ქსელი მოქმედებს, რომლის რიცხვიც 138-ს აღწევს. მაგრამ ნუ შეეცდებით მიმართოთ პრესას, პროკურატურას ან პარლამენტს: თქვენ მიმართვას იგნორირებას გაუკეთებენ, იმიტომ რომ ამ ქსელის წინამძღოლებს კავშირები აქვთ სახელმწიფო მმართველობის ყველაზე მაღალ ეშელონებში. ეს სექტები კანონიერ საფუძველზე მოქმედებენ, მათ წინააღმდეგ არ აღძრავენ საქმეებს და არ უწყობენ საპროტესტო გამოსვლებს, ისინი არ ხდებიან თავდასხმისა და პრესაში შავი სტატიების მსხვერპლნი. მათთან სიამოვნებით მიდიან ტურისტები, რითაც საკმაო შემოსავალი მოაქვთ მათთვის, ასევე მათ ხშირად სტუმრობენ საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, რითაც ამაღლებენ მათ პრესტიჟს. რადგან ეს ხომ - მართლმადიდებლური მონასტრებია!


თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий