четверг, 13 февраля 2014 г.

რა არის წმინდა სული?


როდესაც წმინდა სულზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება ძალიან უბრალო რამ: ებრაელებს, რომლებიც ამ სიტყვას, ქრისტიანულ დროებამდე დიდი ხნით ადრე, იყენებდნენ, არ ჰქონდათ ცალკეული თეოლოგიური ტერმინი «სული», როგორც ქართულ ენაშია. ებრაული სიტყვა «რუახ» აღნიშნავს უბრალოდ სუნთქვას ან ჰაერის ბერვას. ესაა ის, რაც ამოსუნთქვისას ადამიანის პირიდან ამოდის. ეს სიტყვა ასევე შეიძლება ნიშნავდეს ქარს. მაგალითად ქართულ სოფლებში სიტყვა "სულს" სხვა მნიშვნელობით იყენებენ. ხშირად მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი, როცა ღუმელი ქვრებოდა "სული შეუბერეო". 



სუნთქვა/სული ლოგიკურად სიცოცხლეს ასიმბოლოებს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი კვდება, ის წყვეტს სუნთქვას. ესაა ერთერთი ძირითადი შემთხვევა ამ  სიტყვის ბიბლიაში გამოყენებისა:

აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას (დაბადება 6:17).

ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ...... მოკვდა (დაბადება 7:22).

მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გამოიყენება სიტყვა სუნთქვა/სული ღმერთთან მიმართებაში? ხომ ისედაც ნათელია, რომ მას პირდაპირი გაგებით არ აქვს პირი და ფილტვები და არ სუნთქავს ჰაერით. საქმე იმაშია, რომ ბიბლიის ფურცლებზე ღმერთი ანტროპომორფიზმს განიცდის. ეს ლიტერატურული ხერხი, შემდეგნაირადაა ახსნილია ტ.ფ. ეფრემოვის ლექსიკონში:

ანტროპომორფიზმი: ადამიანის ჩვეული ფსიქიკური ჩვევების ბუნებრივ მოვლენებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე, ნივთებზე, მითოლოგიურ არსებებზე გადატანა; გაპიროვნება.

ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ღმერთს აქვს ის, რის ნახვასაც მიჩვეულები ვართ ადამიანებზე:

რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ (1 პეტრე 3:12).


სუნთქვა/სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში (გამოსვლა 15:10).
          ....რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო (ესაია 60:13).

შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს (გამოსვლა 15:6).

ღმერთს აქვს მოსახერხებელი ინსტრუმენტები:

შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან, მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი (ფსალმუნის 22:4).

როგორც ვხედავთ, ღმერთის ზოგიერთი «ტანის ნაწილი» და «მოსახერხებელი ინსტრუმენტი» მისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, როგორც მისი ნების შემსრულებლები. მისი კვარცხლბეკი მტრებს ამარცხებს, მისი კვერთხი და საყრდენი მართლებს ანუგეშებენ, მის სახეს იმხელა ძალა გააჩნია, რომ მისგან მთები დნებიან. აი ეს მახსენებს ცნობილ მუხლს «ნუგეშისმცემელზე» იოანეს 14:16,17-დან.

ვინმეს სჭირდება იმის მტკიცება, რომ ღმერთს არ აქვს პირდაპირი გაგებით სახე, თვალები, ყურები, ხელები, ფეხები, სუნთქვა, კვერთხი და საყრდენი და რომ ეს მხოლოდ მხატვრული გამონათქვამებია? ვის არ ესმის ეს? თუ ღმერთის კვერთხს და საყრდენს შეუძლიათ იყვნენ ნუგეშისმცემლები, მაშინ რატომ არ შეიძლება მისი სუნთქვა იყოს ნუგეშისმცემელი? ეს ყველაფერი – ლიტერატურული ბრუნვებია, რომელიც ბიბლიის ენას უფრო მოცულობითსა და ლამაზს ხდის, ხოლო ღმერთს – მკითხველისთვის უფრო ახლოსა და გასაგებს. ეჭვი მეპარება ვინმეს სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ვთქვათ, ღმერთის მარჯვენა ან კვერთხი – არ წარმოადგენენ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც მისი ერთარსნი არიან ბუნებით. მაგრამ სუნთქვის შემთხვევაში რატომღაც ხანდახან საჭირო ხდება ახსნა. მართლაც რომ ამოუცნობია ბიბლიის მკითხველთა ფსიქოლოგია.


-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება


ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий