суббота, 15 февраля 2014 г.

არჩევნები



ექვსი ათას წელზე  ცოტა მეტი ხნის წინ ედემის ბაღში  შედგა პირველი არჩევნები: ადამმა და ევამ აირჩიეს სატანა (დაბადება 3). მას შემდეგ ხალხი სულ ირჩევს, მაგრამ კარგი არაფერი გამოდის. ან გამოდის, მაგრამ ცოტა ხნით. უბრალო მიზეზის გამო: ამ დრომდე სატანაა არჩეული მმართველი, ახალი არჩევნები კი ჯერ არ ყოფილა.

თუმცა ის იქნება.


მისი გენერალური რეპეტიცია (თუ გნებავთ, პრაიმერისი) დაახლოებით ორი ათასი წლის წინ შედგა,  რომის პროვინცია იუდეაში, როდესაც მრავალმა ებრაელმა თავის მეფედ იესო ნაზარეველი აირჩია. ის სამეფო ტრადიციის მიხედვით დედაქალაქ იერუსალიმში ჩოჩორზე მჯდარი შევიდა, რითაც შეასრულა ზაქარიას წინასწარმეტყველება (9:9):


იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

მაშინ მრავალი, მათ შორის  მისი მოწაფეები, თვლიდნენ, რომ ის მალე დაამხობდა რომაელებს, გახდებოდა იუდეის მმართველი და დაუბრუნებდა მას სოლომონის დროინდელ დიდებასა და დამოუკიდებლობას. ისინი არ აღმოჩნდნენ მართლები. მაგრამ აი როგორ გრძელდება ეს წინასწარმეტყველება შემდეგ მუხლში:


ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე.

წინასწარმეტყველების ეს ნაწილი, სამწუხაროდ, ჯერ არ შესრულებულა. მაგრამ თუ პირველი ნაწილი შესრულდა, გვაქვს ეჭვის მიზეზი ვიფიქროთ რომ მეორე ნაწილი შეიძლება არ შესრულდეს? ეს ხომ ერთი მთლიანი წინასწარმეტყველებაა, რომელიც წარმოთქმულია ერთი და იგივე, ღვთისშთაგონებული,  წინასწარმეტყველის მიერ.

ქრისტიანობის მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დაველოდოთ ჩვენი მეფის დაბრუნებას, ხოლო ჯერ სანამ ის არ მოსულა, არ ვხარჯოთ ძვირფასი დრო უქმად, არამედ მოვემზადოთ მისი მოსვლისთვის, გავსუფთავდეთ და განვიწმინდოთ. ამ მეფემ უკვე აჩვენა, რომ ის საუკეთესო მმართველი იქნება ისტორიაში. ის იყო ბრძენებზე უფრო ბრძენი, მაგრამ ამავე დროს თავმდაბალი და ხელმისაწვდომი. ის უკომპრომისოდ იცავდა სიმართლეს, მაგრამ შეეძლო პატიება და შეწყნარება. ის ცხოვრებას ისე ასწავლიდა, როგორც არავინ. ის როგორც არავინ უთანაგრძნობდა და ესმოდა ხალხის. და რაც ყველაზე მთავარიაის ღვთისგან იყო მოვლენილი. დიახ-დიახ, ის ღმერთისგან მოვიდა და ახდენდა სასწაულებს, ბევრ სასწაულს. და მაშინაც კი როცა ის მოკვდა, მან მოახდინა მთავარი სასწაულიაღდგა და ზეცად ამაღლდა. ზუსტად იქიდან იმმართველებს ის.

იესო არ დაამყარებს დემოკრატიას და არ დაკავდება პოპულიზმით, არ წააქეზებს ხალხის მასებს. ის დაამყარებს აბსოლუტურ მონარქიასმმართველობის ყველაზე კარგ ფორმას, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ბრძენი და კეთილია. ჩვენი მმართველი კი მარტო ბრძენი და კეთილი კი არ არის, არამედ დანიშნულია თვით შემოქმედის მიერ. სოლომონის სამეფო დაიჩრდილება ახალი, ზეციური სამეფოს  მმართველის დიდების სხივებში. უბრალოდ საჭიროა მცირე მოთმინება და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც გვპირდებოდა იესო და როგორც წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველები.

ქრისტიანებს ეს კარგად ესმოდათ მოცექულების ეპოქაში და ცოტა მოგვიანებითაც გარკვეული დროის განმავლობაში. ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული შეძახილი არამეულ ენაზე, ასე  ჟღერს  : «მარა, ნათა» – «უფალო (ბატონო), მოდი».ამ სიტყვებს ჩვენ ვპოულობთ 1 კორინთელთა 16:22-ში, რომელიც საპატრიარქოს თარგმანში  უცვლელად გვხვდება. მაგრამ დროთაგანმავლობაში ქრისტიანთა იმედი დასუსტდა, მათ თავი დაანებეს უფლის ლოდინს და ამ ქვეყნიერების თამაშებში ჩაებნენ.

თითქოს, სავსებით ლოგიკურია ასეთი სახის აზროვნება: კარგი, ალბათ ოდესღაც მომავალში იესო მართლაც მოაგვარებს ადამიანების ყველა პრობლემას, მაგრამ დღეს დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო, პრობლემები დღეს უნდა მოაგვარო. სანამ არ დამდგარა დიადი სიკეთე, არსებულთაგან ნაკლები ბოროტება უნდა აირჩიო. ასეთი აზროვნება არაა აზრს მოკლებული, მაგრამ მასში გათვალისწინებული არაა რიგი მნიშვნელოვანი მომენტები. პირველი, არცერთი არჩეული მმართველი არ ცნობს არც ღმერთს და არც მის ძალაუფლებას. მათ, ძირითადად, არ აქვთ მყარი რელიგიური შეხედულებები და არ აპირებენ მათ ცხოვრებაში გატარებას. ქრისტიანი ასეთ ადამიანს მეუღლედ არ აირჩევდა, მაგრამ უნდა აირჩიოს თავის მმართველად?

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ არჩევნებიეს მხოლოდ კანდიდატის შემოხაზვა არაა ბიულეტენში, ესაა მინდობილობა. ესაა ლიდერისთვის ან პარტიისთვის უფლების მიცემა მართონ შენი სახელით. მას შემდეგ რაც ამომრჩეველი, დავარქვათ მას პეტრე პავლიაშვილი, შემოხაზავს ნომერს, მმართველი მიიღებს სრულ უფლებას განაცხადოს: «მე ვმმართველობ პეტრე პავლიაშვილის სახელით, აი მისი მინდობილობა». და შემდეგ ყველაფერი, რასაც ამორჩეული მმართველი გააკეთებს, ის გააკეთებს პეტრე პავლიაშვილის სახელით. ყველა თავის ყველაზე ბინძურ, ყველაზე მდაბიო საქმეებს, რომელსაც თავს ვერ აარიდებს შიდა თუ გარე პოლიტიკაშიიარაღით ვაჭრობა, შპიონაჟი, კიბერშპიონაჟი, საეჭვო სამხედრო ავანტურები, ინტრიგები საერთაშორისო არენაზე, გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა, სიცრუე  და თვალთმაქცობა დოპლიმატიის სახელით (სიის უსასრულობამდე გაგრძელება შეიძლება) – ეს ყველაფერი მისი, ამომრჩეველის სახელით გაკეთდება. გამონაკლისები არ არსებობსასეთია ძალაუფლების თამაშები ამ ქვეყნიერებაში. შეუძლია ქრისტიანს საკუთარ მხრებზე ასეთი საპასუხისმგებლო ტვირთის აღება? შეძლებს შემდეგ ღამე მშვიდად ძილს? გადასახადები და ხელისუფლების მორჩილების სხვა პასიური ფორმაბი – ეს ერთია, ხოლო მასში აქტიური მინაწილეობა – სულ სხვა საქმეა.

საარჩევნო ბიულეტენი – ესაა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც ამომრჩეველი უფლებამოსილებას აძლევს მმართველს აკეთოს მრავალი ისეთი რამ, რასაც თვითონ, ამომრჩეველი, არასოდეს არ გააკეთებდა, თუ ის პატიოსანი ქრისტიანია. აი რაშია მთავარი პრობლემა. ეს ეთიკური, ზნეობრივი პრობლემაა. და მისი გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა – მთლიანად უარი ვთქვათ პოლიტიკაში მონაწილეობისგან. იმის მიუხედავად, რომ ზოგი კანდიდატი სწორ "რაღაცეებს" ლაპარაკობს. ისინი ამას დღეს ლაპარაკობენ, ხოლო ხვალ ისინიც წესების მიხედვით დაიწყებენ თამაშს, იმ წესების მიხედვით, რომელიც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული. იმიტომ რომ ამ წესებს ადგენს მისი მმართველი – სატანა (მათე 4:8, 9; 2 კორინთელთა 4:4). მისია წესები, მისია მსოფლიო წყობა, მისია კანდიდატები.

რა თქმა უნდა, არჩევანი – მშვენიერი რამეა. ღმერთმა ადამიანი არჩევანის თავისუფლებით შექმნა. კანდიდატების სიაში ისეთი ადამიანი რომ ყოფილიყო, როგორიც არის იესო, მე არა მარტო ხმას მივცემდი მას ყველა არჩევნებზე, არამედ მივიდოდი მასთან და ვეტყოდი: «მე შენი ყველაზე ერთგული მსახური ვარ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი. ყველაფერი ჩემი – შენია». მაგრამ სადაა ასეთი კანდიდატი? არ არის.

მაგრამ ის აუცილებლად გამოჩნდება. იმიტომ რომ რამდენმა ადამიანმაც არ უნდა აირჩიოს, გადამწყვეტი ხმა მისია, ვინც ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყაროა  –
 ესაა ღმერთი.  იესო უკვე შევიდა იერუსალიმში და მის ქუჩებში დადის. ის უკვე ახალ იერუსალიმშია – ზეციურში (გამოცხადება 21:2). ყური დაუგდეთ – და თქვენ გაიგებთ მისი მეფური ფეხის ხმას. მე და თქვენ შეგვიძლია ის ავირჩიოთ და ვემსახუროთ უკვე დღეს, ყოველგვარი ბიულეტენების გარეშე.

მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე. 
მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მიართმევენ. 
და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება. რადგან იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისაგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში. 
იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე. 
მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას. (ფსალმუნის 71:7-17)

-----------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:























Комментариев нет:

Отправить комментарий