суббота, 15 февраля 2014 г.

ქრისტიანობა როგორც მოწაფეობა



რა არის ქრისტიანობა? ღვთისადმი რწმენა? ღვთისმსახურებებზე დასწრება? ბიბლიის კითხვა? ქადაგება? კი მაგრამ, ბევრი ადამიანი აკეთებს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ზოგიერთს მაინც (მაგალითად პირველს), მაგრამ არცერთი თვალსაზრისით არ წარმოადგენენ ქრისტიანებს. ქრისტიანული კონფესიების აქტიური წევრებიც კი, დროთაგანმავლობაში თავს ანებებენ ქრისტიანულ პრაქტიკას და ათეისტებად იქცევიან ხოლმე (ან, უფრო სწორად, აპათეისტებად). მე დარწმუნებული ვარ, რომ ქრისტიანი ვერ იქცევა ათეისტად უბრალო გარემოებათა ზეწოლის გამო. ერთხელ მე მივედი, ქრისტიანული რწმენის შესახებ, ჩემთვის მნიშვნელოვან დასკვნამდე: ქრისტიანობა – ესაა მხოლოდ და მხოლოდ მოწაფეობა. იესო ქრისტეს მოწაფეობა.

აღმოსავლურ ფილმებში შაოლინის ბერებზე, ფილოსოფოსებზე, კუნფუისტებზე და ამ თემის უსასრულო სტილიზაციებში, ძალიან პოპულარულია მასწავლებლის, გურუს სახე, რომელსაც გარს ეხვევიან მოწაფეები, რომლებიც თავმდაბლურად, პატივითა და აღფრთოვანებით ისრუტავენ ყოველ მის სიტყვას. მათთვის ის წარმოადგენს სიბრძნისა და გამოცდილების განსახიერებას. თანამედროვე აღმოსავლურ კულტურაში მოწაფეობის სახე ფაქტიურად დაკარგულია. მასწავლებლების ყოლა არამოდურია, მოდურია იყო self-made. ჩვენ მასწავლებლებზე ლაპარაკისას ძირითადად ბავშვების სკოლის მასწავლებლებს ვგულისხმობთ, იმიტომ რომ მასწავლებლის ფუნქცია ანბანამდე და გამრავლების ტაბულამდე დავიყვანეთ.

ამასობაში სახარება და ახალი აღთქმა – ეს პირველ რიგში მოწაფეობის კულტურაა. იესო ჩვენს წინაშე წარმოსდგება როგორც მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ცხოვრების საიდუმლოების მეცნიერებას. მისი მსახურებისა და სწავლების ისტორია ჩვენს წინ მნიშვნელობან კითხვას აყენებს: აღვიქვავ თუ არა მე იესოს, 1), როგორც რეალურ ადამიანს, 2), როგორც ჩემს პირად მასწავლებელს? შემიძლია თუ არა მე ვთქვა, რომ ის რომ არ მოსულიყო და ჩემთვის არ აეხსნა, რა გავაკეთო და როგორ ვიცხოვრო, უცოდინრობაში და ამაოებაში დავჭკნებოდი? მან მომიტანა პასუხები ჩემს კითხვებზე, და ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა, მე  გავიგე სიცოცხლის მიზეზი და მიზანი და პირველად გავხდი ნამდვილად ბედნიერი. მთელი მსოფლიო შეიძლება ცდებოდეს – ის კი მართალია, მე  ეს მესმის, ვგრძნობ, ვიცი. მე ამას შინაგანად, ინტუიციით ვგრძნობ. არავის არ შეეძლო აეხსნა ჩემი ცხოვრება ისე, როგორც მას, მან კი ამიხსნა და დაიპყრო ჩემი გული.

ეს ღრმა პირადი კონტაქტია იესოსთან, როგორც რეალურ ადამიანთან, ესაა იესოსადმი პირადი მოწაფეობის კულტურა და პირველ რიგში იესოსადმი, მხოლოდ ამის შემდეგ მოციქულებისაადმი, წინასწარმეტყველებისადმი და ა.შ. დიახ, ჩვენ ის პირადად არასოდეს გვინახავს, მაგრამ აქვს კი ამას მნიშვნელობა? მისი ცხოვრება და სწავლებები ფაქიზადაა ჩვენთვის შემონახული მისი სხვა მოწაფეების მიერ, ჩვენი თანამოაზრეების მიერ. იესო ჩვენთვის აბსოლუტურად რეალური პიროვნება ხდება, არა ნაკლებ რეალური, ვიდრე ყველაფერი, რაც გარს გვახვევია ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ ეს კონტაქტი შედგა, მაშინ ქრისტიანობა და ყველაფერი, რაც მასშია, იქცევა ორგანულ, ბუნებრივ გაგრძელებად იმ მოწაფეობისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში. საკმარისია გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან – და ჩვენი ცხოვრებისგან აღარაფერი დარჩება. არა იმიტომ, რომ ამის კეთებას ჩვენ ჩვენი რელიგიური გაერთიანება გვაიძულებს, უხუცესები ან მშობლები – არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირად თავი ვერ წარმოგვიდგენია. ამიტომ ჩვენ აღარ გვჭირდება ამისაკენ აღძვრა, ბიძგი და მოტივირება. 

ეს იმის გააზრებაა, რომ წიგნში ყველაფერი მასზე დგას, იმიტომ რომ ისაა ბიბლიის სული. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებდით შემოქმედზე, შემოქმედებაზე, ედემზე, სატანაზე, ცოდვაზე და გამოსყიდვაზე და კიდევ სხვა მრავალ ჭეშმარიტებებზე, ოდესღაც რომ არ მოსულიყო მასწავლებელი და არ გამოეგზავნა ელჩები, რომლებმაც გამოგზავნეს სხვა ელჩები, რომლებიც ჯამში მოვიდნენ ჩვენთან, გაუვალ წარმართულ ტყეში და მოგვიტანეს ცოდნა, ისტორიაში უდიდესი და უნიკალური მასწავლებლისა. იესოზეა აწყობილი მთელი ჩვენი ფასეულობების სისტემა და ყველა ჩვენი რელიგიური დასკვნები. მან  ჩვენთან მოციქულები გამოგზავნა – და ჩვენ მივიღეთ მოციქულები, იმიტომ რომ ისინი მის მიერ დანიშნული მისი წარმომადგენლები არიან. მან მოგვიყვა ჩვენ წინასწარმეტყველებისა და პატრიარქების შესახებ – და ჩვენ პატივს ვცემთ მათ, იმიტომ რომ ხშირად ეყრდნობოდა მათ თავის სწავლებისას. ის თაყვანს სცემდა იეჰოვას – და ჩვენც თაყვანს ვცემთ იეჰოვას. ის ასწავლიდა სამეფოზე – და ჩვენც გვწყურია სამეფო. მან მთელი საკუთარი თავი სხვებისთვის გაიღო – და ჩვენც ასე გვსურს მოვიქცეთ. მას არ უნდოდა ამ ქვეყნიერების ნაწილი ყოფილიყო – და არც ჩვენ გვსურს ყოფნა. ჩვენ გვიზიდავს მისი პიროვნება, სწავლება, ცხოვრება. და რახან ასეა, ჩვენ გვიყვარს ყველაფერი, რაც მას უყვარდა, და გვძულს ყველაფერი, რაც მას სძულდა. გარკვეული გაგებით შეიძლება ითქვას, რომ იმიტომ ვეთაყვანებით შემოქმედს, რომ მას ეთაყვანებოდა ჩვენი მასწავლებელი (გავიხსენოთ ძველი აღთქმისეული ფორმულა «ჩემი ბატონის ღმერთი»). შეძლებდით დღეს  ჭეშმარიტი ღმერთის პატივისცემას, ჩვენ მასწავლებელს რომ არ ეჩვენებინა ის ისე, როგორც არავის მანამდე? ის ჩვენთვის გახდა კარი, რომლითაც ჭეშმარიტების სავანეში შევედით, და როგორ შევიდოდით იქ უიმისოდ? 

ზუსტად ესაა ქრისტიანობა – რომ მივიღოთ იესო ნაზარეველი ჩვენს მასწავლებლად და სურვილი გვქონდეს გავყვეთ მას. ამის გამოა ის ღრმად პიროვნული და ბევრ რამეში ირაციონალური. მაგრამ მხოლოდ ესაა ქრისტიანობა და არაფერი ამის გარდა. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, მათ შორის კონფესიონალური არჩევანიც. ქრისტეს მოწაფეობა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციის წევრობით არ შემოიფარგლება. ქრისტიანობა უფრო დიდი და ფართეა, ვიდრე კონკრეტული საზოგადოების საორგანიზაციო კულტურა. ადამიანი ჯერ მასწავლებელთან მიდის, და მხოლოდ ამის შემდეგ – კონკრეტულ ეკლესიაში. ის თავიდან გადაწყვეტილებას იღებს გაჰყვეს ქრისტეს, და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მორწმუნეთა ეს ან სხვა კოლექტივი მოსაწონია მისთვის, ამა თუ იმ მიზეზების გამო. ზოგჯერ ეს ერთდროულად ხდება, ოღონდ ზოგჯერ. 

მაგრამ ხშირად პირიქით ხდება, და ესაა ყველაზე პრობლემური სცენარი: ადამიანი მიდის რომელიმე კოლექტივში ისე, რომ ჯერ არ მისულა ქრისტესთან. ის შეიძლება მიიზიდოს უამრავმა გარე ფაქტორებმა: ლამაზი ხატები და სასწაულები, ურთიერთობა, მეგობრები, ლამაზი ლიტერატურა, ენერგიული ღონისძიებები – მაგრამ არა იესომ, არა მათთან ურთიერთობამ ვისაც იესო უყვარს. მან შეიძლება განივითაროს გონებრივი შესაძლებლობები, სულიერი დისციპლინა, ეთიკური და რაიმე სხვა თვისებები, მაგრამ ის არ იმსჭვალება ღრმა პატივისცემით კონკრეტული ადამიანის პიროვნების მიმართ – იესო ნაზარეველის მიმართ. იესო არ ხდება ასეთი ადამიანის პირადი მასწავლებელი – თუმცა კი ის უდაოდ მორწმუნეა. ასეთი ადამიანი ვერ მიდის იესოსთან და ვერც იესოს მიერ - შემოქმედთან. ის ვერ მიდის სახარებასთან, როგორც იმ ერთადერთ და ძვირფას ძაფთან, რომელიც აერთებს მას მასწავლებელთან. ეს ტრაგედიაა. ვინაიდან თუ მას არ შეუძლია თქვას: «დიახ, ეს ჩემი მასწავლებელია, და მე მსურს გავყვე მას», – მაშინ რას აკეთებს ის თავის ეკლესიაში? და საერთოდ, ნებისმიერ ეკლესიაში? მას გაუმართლებს, თუ ის იქ იმდენად დიდი ხნით დარჩება, რომ საბოლოოდ მივა იესოსთან. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ მისი ქრისტიანობა მას ან მობეზრდება და გაწყვეტს მასთან კავშირს, ან ის უბრალოდ გააგრძელებს მასში საცოდავ, პასიურ არსებობას. და ეს იმიტომ, რომ ის არც მანამდე იყო ქრისტიანი, ქრისტეს სწავლებით გახარებული და მისით დარწმუნებული. ის მხოლოდ ისეთივე მორწმუნე იყო, როგორიც მოსახლეობის 90%-ია. 

როგორ ვაქციოთ უბრალო მორწმუნე ადამიანი ქრისტიანად? როგორ დავარწმუნოთ ის გაყვეს ქრისტეს და შეიყვაროს ყველაფერი, რაც ქრისტესთანაა კავშირში? მე რომ ამ კითხვაზე პასუხი ვიცოდე, არ დავკარგავდი არცერთ ძვირფას წუთს, მათ შორის იმ წუთებს რაც ამ სტატიას დავახარჯე.

----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


ციტატები ჯვრის შესახებ

ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий