воскресенье, 16 февраля 2014 г.

სამი მთავარი კითხვა



არის სულ სამი კითხვა, რომლებზე პატიოსნად გაცემულ პასუხებსაც შეუძლია ადამიანთა 99% რწმენამდე მიყვანოს.

1) უმაღლესი გონება, ყველაფრის პირველმიზეზი, უფრო, არსებობს თუ არ არსებობს?

ის ადამიანების უმრავლესობაც კი, ვინც თავს ათეისტად მიიჩნევს, დაეთანხმებიან რამე «უმაღლესი გონების», «ზეგონების», «კოსმოსის» და ა.შ. არსებობას. თავდაჯერებული და თანმიმდევრული მატერიალისტები, რომელთაც სწამთ უგუნური მატერიისა, როგორც ერთადერთი პირველმიზეზისა, ძალიან ცოტანი არიან. მრავალს არ უყვარს სიტყვა «ღმერთი», იმიტომ , რომ ის მათში ზღაპრებისა და მითების ასოციაციას იწვევს, ან მათ აშფოთებს ეკლესიისა და მისი წარმომადგენლების საქციელი, მაგრამ ისინი პრინციპში ეთანხმებიან იმ აზრს, რომ გარკვეული უმაღლესი გონება არსებობს. მას შეიძლება ნებისმიერი რამ ეწოდოს, ეს უკვე ნაკლებად პრინციპულია.



დიახ, ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის არსებობის (ისევე როგორც მისი არარსებობის) მკაცრად მეცნიერული მეთოდებით დადგენა, მაგრამ ეს არც არის საჭირო. კეთილი პირველმიზეზისადმი რწმენა ზნეობრიობის სფეროში დევს, რომელიც განსაზღვრებით აქსიომურია. ეს რწმენა ადამიანს აკეთილშობილებს და ამაღლებს. ჩვენ თუ შემთხვევით არაფრისგან გავჩნდით, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში არაფერს არა აქვს აზრი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შექმნილები ვართ უმაღლესი გონების მიერ, გარკვეული მაღალი მიზნისთვის, მაშინ ჩვენ რაღაც ძალიან დიდის მონაწილეები ვართ, რაღაც მნიშვნელოვანისა და მარადიულის. ამიტომ ათეისტები ცდებიან, როდესაც ღმერთის არსებობის მტკიცებულებებს ითხოვენ. თუ გარკვეული იდეა ამაღლებს ადამიანს, სძენს მის სიცოცხლეს აზრს, ხოლო ვიღაც ითხოვს მეცნიერული მოწყობილობებით დაამტკიცოს ეს იდეა, ეს უბრალოდ ცინიზმისა და ადამიანის მიმართ სიძულვილის უმაღლესი წერტილია. ჰიპოთეზების გარდა, რომლებიც დადასტურებას მოითხოვს, არსებობს ასევე აქსიომები, რომლებიც არ საჭიროებენ დადასტურებას. პირველმიზეზი მხოლოდ აქსიომა შეიძლება იყოს, ჰიპოთეზის როლისთვის ის არ გამოდგება. ამ აქსიომაზეა აგებული ზნეობრიობის სისტემის დარჩენილი ნაწილი.

2) თუ არსებობს უმაღლესი გონება, ის კეთილი უფროა თუ ბოროტი?

ადამიანის ბუნება – ჯიუტი რამეა. ჩვენ ყოველთვის სიკეთის გვჯერა. მისი სიდიადის, მისი მოუსპობლობის და მისი საბოლოოდ გამარჯვების, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა. ადამიანს რომ წავართვათ ეს რწმენა, ის ვეღარ შესძლებს და აღარც მოინდომებს სიცოცხლეს. სიკეთის გამარჯვების რწმენა ჩანს მთელ კულტურაში და ხელოვნებაში. გაიხსენეთ ბავშვობა: ნებისმიერი ზღაპარს და მულტფილმს კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს. ფილმებს, რომელიც ჰეფი-ენდით არ მთავრდება, არასოდეს არა აქვთ კომერციული წარმატება. ნებისმიერ ადამიანს სჯერა სიკეთის, როგორც სამყაროს მთავარი პრინციპის, ხოლო თუ ის უარყოფს ამას, ის ცბიერობს.

ღმერთის სიკეთის საუკეთესო დამამტკიცებელი - ესაა სიკეთე თვითონ ჩვენში. თანამედროვე მსოფლიოში სიყვარულის დიდი დეფიციტის მიუხედავად ის მაინც რჩება საზოგადოების საძირკვლად. ჩვენ არ ვიღებთ პისტოლეტს და არ ვხოცავთ გამვლელებს გართობის მიზნით. მაღაზიაში არ მივდივართ უხეშად ურიგოდ, არამედ მშვიდად ვდგევართ და ველით ჩვენს რიგს. როდესაც ავტომობილით ვმოძრაობთ და გზაზე ვხვდებით ავტო საგზაო შემთხვევას, ჩვენ თითქმის ყოველთვის ვჩერდებით და ვარკვევთ ხომ არ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ნაკლებად, ეს ყოველთვის ნორმიდან გადახვევაა. ყოველივე ამას არ აქვს რაციონალური სხვა ახსნა, თუ არა სიყვარული. შეხედეთ თქვენს შვილებს – რას გრძნობთ? მტკიცებულება თქვენს თვალწინაა. ადამიანი ძველთაგანვე ატარებს თავის თავში სიყვარულისა და სიკეთის იდეალების ანარეკლს, რომელსაც ქრისტიანობაში ღვთის ხატება ეწოდება, მაგრამ მაინც, ტერმინებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

შეუძლია ასეთმა ადამიანმა დაასკვნას, რომ უმაღლესი გონება, რომელიც მისი გაჩენის უკან დგას, კეთილი კი არა ბოროტია? როგორაა შესაძლებელი, რომ ბოროტმა მიზეზმა შექმნა კეთილი შედეგი? ჩვენ თუ გვჯერა უმაღლესი გონების, მაშინ ვაღიარებთ კიდეც, ისიც ისეთივე კეთილია როგორც ჩვენ. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია დავიჯეროთ ბოროტი შემოქმედის, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტური, კოსმოსური ბოროტების ნაწილი გამოვდივართ. ვინაა მზად რომ ეს აღიაროს? ამას ათეიზმი სჯობია. შემოქმედის არარსებობა სჯობს, ბოროტ შემოქმედს.

3) თუ უმაღლესი გონება კეთილია, ის შეეცდება რომ გაიხსნას ჩვენთვის თუ ისე იზავს, გვეგონოს რომ ის არ არსებობს?

თუ ჩვენ გვწამს შემოქმედის კეთილი ბუნების, ჩვენ არ შეგვიძლია არ მივიდეთ დასკვნამდე, რომ ის რაიმე სახით გაიხსნება ჩვენთვის, დაგვეხმარება პრობლემების მოგვარებაში, მოგვცემს პასუხებს კითხვებზე, მოგვცემს ხელმძღვანელობას როგორ ვიცხოვროთ დღეს და მოგვცემს მომავლის იმედს. ჩვენ თუ გვიყვარს ჩვენი შვილები, ნუთუ ყველაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ? მხოლოდ ყველაზე სასტიკი მშობელი დატოვებს შვილს სამშობიაროში და უკვალოდ გაქრება. შეიძლება ასე მოიქცეს ჩვენი საერთო მამა? თუ ის ჩვენგან იმალება და თავს ისე გვაჩვენებს თითქოს არ არსებობს, ესე იგი ის არ შეიძლება იყოს კეთილი: ნახეთ კითხვა 2.

მაშ ასე, ადამიანების უმრავლესობა დაეთანხმება იმას, რომ 1) უმაღლესი გონება უფრო არსებობს, ვიდრე არ არსებობს; 2) ის ალბათ უფრო კეთილია, ვიდრე ბოროტი; 3) ის ალბათ უფრო გაიხსნება და დაგვეხმარება, ვიდრე დაგვემალება. და ასეთ შემთხვევაში იძულებულნი ვართ დავეთანხმოთ, რომ სადღაც ქვეყნიერებაზე არსებობს მისი პიროვნების გამოცხადება – ინფორმაციის წყარო, რომელშიც ყველა ჩვენ კითხვაზეა პასუხი. ეს წყარო შესაძლოა უფრო ახლოსაა ვიდრე ჩვენ გვგონია – ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ღმერთს თავად სურს, რომ ჩვენ გავიგოთ მის შესახებ.

კეთილი შემოქმედის რწმენა, რომელსაც უყვარს თავისი შემოქმედება, ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივია. ეს ჩვენი პირადი ზნეობრივი სისტემის განუყოფელი ნაწილია. საჭიროა მხოლოდ მცირე გარჯა, ამ შემოქმედის გამოცხადების საპოვნელად ჩვენს სამყაროში, ხოლო შემდეგ მცირედი თავმდაბლობა, რათა ეს გამოცხადება ისეთად მივიღოთ, როგორიც არის, საკუთარ დებულებებზე მოურგებლად.


-----------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


ღმერთთან გააზრებული თამანშრომლობა

ქრისტიანობა როგორც მოწაფეობა

ღმერთზე სამართლიანი?

Комментариев нет:

Отправить комментарий