четверг, 13 февраля 2014 г.

შედარების უფლება


საკვირველია, თუ როგორ განაგრძობენ, სასწაულმოქმედი ხატებისა და წმინდა ნაწილების დაცვას, ბიბლიური პარალელების გავლებით. მაგალითად, ხატების დაცვის მიზნით მოჰყავთ პავლეს ტანსაცმლის მაგალითი, რომელიც ხალხს კურნავდა, ან აღთქმის კიდობანი ან ტაძარი, რომლებიც ისრაელიანთათვის წმინდა იყო. წმინდა ნაწილებს კი ადარებენ ელისეს ძვლებს რომლითაც სხვა მკვდარი აღდგა და ა.შ.

მაგრამ უკაცრავად, კიდობანი ნამდვილად წმინდა ნივთი იყო: მასში ინახებოდა ფილები ათი მცნებით, რომელიც პირადად ღმერთმა დაწერა, მასთან მოსე ღმერთს ელაპარაკებოდა, მან დასცა ძირს ფილისტიმელთა კერპი და უბედურება დაატეხა თავს თვითონ ფილისტიმელებს, ერთმა ადამიანმა კი სიცოცხლით ზღო კიდობნის უპატივცემულობა. ტაძარში სასწაულებრივად გადმოდიოდა ცეცხლი და ბოლი და შთანთქავდა მსხვერპლს, ხოლო ტაძრის განადგურება ყოველთვის ღვთის რისხვის შედეგს წარმოადგენდა. ელისეს ნაწილებმა ნამდვილად აღადგინა მკვდარი, და პავლეს ტანსაცმელმაც ნამდვილად განკურნა ზოგი. როგორ და რატომ მოხდა, ეს სულ სხვა საკითხია: უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.



ნუთუ რაიმე მზგავსი დღესაც ხდება? ნუთუ ღმერთი ელაპარაკება ხალხს ხატებთან, ან ხატი ძირს დასცემს კერპს გვერდიგვერდ რომ დააყენო ისინი, ან თანამედროვე ტაძრებში გადმოდის ცეცხლი, ბოლი ან ღვთის ხმა (ზოგი იტყვის, სანთლები თვითონ ინთებაო), ან ვთქვათ ვინმე განკურნეს ან აღადგინეს წმინდა ნაწილებმა (მაგალითად წმინდა სპირიდონ ტრიმიფურტელის)? ისეთი სერიოზული შედარებების გასაკეთებლად, როგორიცაა «ხატი = იეჰოვას კიდობანი», ანალოგია სრული უნდა იყოს, შედეგის ჩათვლით. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება მსგავსი შედარებების გასაკეთებლად, რომელიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, თავხედური გამოვა. ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ სოლომონივით ბრძენია ან სამსონივით ძლიერი, მაგრამ კეთილი ინებეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ, ანუ შედეგი. სხვა შემთხვევაში თქვენ უბრალოდ დაგცინებენ, როგორც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტს, სადაც ყოველი მეორე - ნაპოლეონია.

---------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


ეწყინათ!

ტაძრების ომები

Комментариев нет:

Отправить комментарий