четверг, 13 февраля 2014 г.

ლოცვა სარკესავითაა


ლოცვას «მამაო ჩვენო» შეგვიძლია დარწმუნებით ვუწოდოთ, ქრისტიანობის ერთერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, მას, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მილიარდობით ადამიანი წარმოთქვავს. მაგრამ ამასთან ერთად ის წარმოადგენს უპატივცემულებისა და თვალთმაქცობის გამოვლენის დემონსტრირებას ამ მილიარდების მხრიდან. კარგი, უფრო იოლი ვარიანტი – შეუსაბამობა. თვითონ განსაჯეთ, როგორ ხდება ყველაზე ხშირად ამ ლოცვის წარმოთქმისას:



მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი… რომელი სახელი? ჩვენ არ ვიცით. ხოლო თუ ვიცით, მას ცუდ რამედ ვთვლით, «სექტანტურ» რამედ, და არ გვინდა რომ გამოვიყენოთ.

მოვიდეს სუფევა (სამეფო) შენი… რა სამეფოზეა ლაპარაკი? როდის და როგორ მოვა ის? არ ვიცით, ხოლო თუ ვიცით, არ გვწამს, არ გვჯერა. ეს იმდენად კარგია, რომ არ შეიძლება სიმართლე იყოს, ჩვენ ხომ ზრდასრული ადამიანები ვართ.

და იყოს ნება შენი როგორც ცაში ასევე დედამიწაზე… რაში მდგომარეობს ღმერთის ნება? არ ვიცით და არც გვაინტერესებს, იმიტომ რომ თუ გვეცოდინება მერე მოგვიწევს მისი შესრულება.

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს… პური? რას ამბობთ, ჩვენ გაცილებით, გაცილებით მეტი გვინდა. მარტო პურით ხომ მართლაც უბედურები ვიქნებით.

მოგვიტევე ჩვენ ჩვენი ცოდვანი, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს… კი მაგრამ, ჩვენ ხომ არავის მივუტევებთ, განა ასე არ არის?

ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში… ჰმმმ, არადა ჩვენ ძალიან გვიყვარს განსაცდელები, და თანაც მაშინ უფრო მეტად, როცა მის ბოლომდე რეალიზებას ვახერხებთ.

არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან… რატომ ვითომ? ჩვენ მშვენივრად ვსარგებლობთ მისი პროდუქციით: ცრურწმენები, მკითხაობა, ექსტრასენსები, ჯადოები, გათვალვა, ჰოროსკოპები და მრავალი სხვა.

რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე… ჩვენ რეალური ცხოვრებით ვცხოვრობთ, და ამ რეალურ ცხოვრებაში არ არის არც სამეფო, არც ძალა, არც დიდება, ანუ ეს ყველაფერი ზღაპრებია.

საკვირველია, როგორ შეიძლება უბრალო ლოცვა ყვედრებად ემსახურებოდეს მის წარმომთქმელს. ბედნიერია ადამიანი, თუ მას ენის დაუბმელად და გაწითლების გარეშე წარმოთქვავს.


-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


"იაჰვე" თუ "იეჰოვა" უმცირესობის ავტორიტეტული აზრი


რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

Комментариев нет:

Отправить комментарий