вторник, 18 февраля 2014 г.

ათეიზმი და ფასეულობები



ათეიზმი ესაა ობიექტური ფასეულობების უარყოფა. ამ მხრივ ის, ნიჰილიზმისა და ეგოიზმის ერთერთ სახეობას წარმოადგენს. რადგანაც არაფერს არ გააჩნია გონიერი მიზეზი და შემთხვევით არსებობს, არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება, არც ჭეშმარიტება, არც ტყუილი, არც სიმართლე, არც სიცრუე. ყველაფერი შეფარდებითია, ყველაფერი თვითნებობაა, ყველაფერი სუბიექტურია. ნებისმიერი მოვლენა შეიძლება იყოს სწორიც და არასწორიც, გააჩნია რა თვალსაზრისით შევხედავთ.

პირადი კომფორტი – ესაა ათეისტის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა. თუ მას რაიმე ზნაობრივი ფასეულობა გააჩნია, რომლის დაცვასაც ის კარგად თუ ცუდად ცდილობს, ის აუცილებლად ქრისტიანობის გადმონაშთია (ან პოსტქრისტიანობის) ნაციონალურ-კულტურული ტრადიციის გავლით, ასე რომ, ეს ათეიზმისთვის გამახასიათებელი არასოდეს ყოფილა. თუ ათეისტი ერთხელაც ამას მიხვდა, ეს მისთვის ნამდვილი ტრაგედიაა.

ათეისტი, კაცობრიობის ერთერთი ყველაზე დამღუპველი დაავადებისადმი - პესიმიზმისადმია მიდრეკილი. ის მალე ეჩვევა იმას, რასაც თავის გარშემო ხედავს, და უკვე წარმოდგენაც არ ძალუძს, რომ შეიძლება სხვაგვარად იყოს. ვინაიდან მას არ სჯერა, რომ ყველა თუ არა, ხალხის უმრავლესობა მაინც შეიძლება იყოს კეთილი და კარგი, ის თვითონაც კი ვერ ხედავს იმის აუცილებლობას რომ იყოს კარგი და კეთილი.

სიკეთის გამარჯვება – სიცოცხლის აზრის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტია, ათეისტი კი შეგნებულად უარს ამბობს მასზე. იმის გამო რომ მას არ სჯერა სიკეთის გამარჯვების, ათეისტი ზნეობრივ დეგრადაციას განიცდის. თუ მას გაუმართლებს და საკუთარ თავს მატერიალური კომფორტის მაღალ დონეს შეუქმნის, ის შეძლებს თავიდან აირიდოს ცხოვრების საბოლოო კრახი, მაგრამ ათეისტის ცოხვრებას, უმრავლეს შემთხვევაში, თან ახლავს უზნეობა, დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ასოციალური საქციელი, ბილწსიტყვაობა, და ეს ყოველივე თანდათანობით მას აქცევს ადამიან-ბოსტნეულად.

ათეიზმი უბრალოდ ეგოისტური და ამორალური კი არაა, არამედ ის ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ადამიანისთვის ჩვეულებრივია, იმ საბაზო იდეოლოგემებს, რომლებზეც ჩვენი თვითშეგნებაა დაფუძნებული: სიკეთე, ჭეშმარიტება, მიზეზი, აზრი. ის ყოველივე ამას სანაგვეზე ყრის, როგორც მოძველებულს, მაგრამ სამაგიეროს არაფერს გვთავაზობს. მე ათეიზმში ზუსტად ეს მაშინებს ყველაზე ძალიან, საბაზო ფასეულობებისაგან განდგომა, ეს განდგომა თავისი ბუნებით აქსიომურია და არა ლოგიკის პრობლემა. სურვილის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, ათეიზმში იპოვო ლოგიკა. თუმცა ეგოიზმისგან, ნიჰილიზმისგან და მორალური რელატივიზმისგან შემდგარი სისტემა, რომელსაც ის გვთავაზობს, წარმოადგენს, ადამიანის ზნეობრივი და სოციალური დეგრადაციის იდეალურ რეცეპტს.

------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


ვის სჭირდება მტკიცებულებები?

რა არის კარგი?

1 комментарий:

  1. ნეტა ამის დამწერთან მალაპარაკა :დ დეიზმი,პანთეიზმი,თეიზმი და ათეიზმი 4 ცნებაა რელიგიურ ასპექტში რომელიდანაც პირველი სამი ითვალისწინებს ღმერთის რწმენას სხვადასხვა ღირებულებებით.მაგ:თეიზმი არის ფორმა რომელიც ღმერთის როგორც ერთის,პიროვნების,ინდივიდის არსებობას ქადაგებს.დეიზმი და პანთეიზმი ძირითადა ძველი აზიის კულტურაში გვხვდება სადაც ღმერთი არ არსებობს ერთი ან ორი გმერთი არის ყველგან და ყველაფერში მოიცავს მთელ სამყაროს.ხოლო თემა ათეიზმი ეს არის ამ ზემოთხსენებულის არსებობის უბრალო უარყოფა მეტი არაფერი.რაც შეეხება ნიჰილიზმს ამ თემაზე შეიძლება ვიდაოთ.ნიჰილიზმი დანერგა და ჩამოაყალიბა ნიცშეს ცხოვრება მოღვაწეობამ იგი თავისთავში უარყოფს არსებულ ნორმებს,საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ღირებულებებს და შეიძლება იგი გახლდეთ ცუდი რამეთუ ჩემ მაგალითზე როგორც საქართველოში მცხოვრები ათეისტის მაგალითზე რატო უნდა გაგიკვირდეთ რო ჩამომიყალიბდეს ნიჰილიზმი.მე ვერ მივიღებ თქვენი ფასეულობების 70% ს რადგან ის უბრალოდ არ შეესაბამება ჩემს ცხოვრებისეულ ხედვას,მე უბრალოდ გამაჩნია სხვანაირი ხედვა თუნდაც ღმერთის არსებობა არ არსებობაზე და ამის გამო შემიძლია ვიყო ბოროტი ?პირიქით შეიძლება ბევრ ქრისტიანზე მეტად კეთილი მიმტევებელი და პატრიოტი ვიყო არ შეიძლება ამ განსხვავებული შეხედულების გამო იდევნებოდეს ადამიანი.მე ვცხოვრობ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი მყავს ქრისტიანი და მუსლიმანი მეგობრები მე შევძელი ის რო აგარ მეუბნებიან შენ ხოარ უბერავ და აღარ ვიდევნები აღარ მიშვერენ თითს.რამეთუ მე ნებისმიერი ადამიანის რწმენას ვცემ პატივს და დავანახე სუყველას რომ ათეიზმი ეს სენი არაა ეს უბრალო მსოფლმხედველობაა რომელსაც თავისი პრინციპები გააჩნია.მე ერთი თხოვნა მექნება ყველასთან ვინც ეს წაიკითხა შესაბამისად გაწუხებთ ალბათ მსგავსი პრობლემა ან ერთი ან მეორე ხაზის წარმომადგენლებს.ათეისტებო შეეცადეთ მაქსიმალური პატივი სცეთ თანამემამულეთა რწმენას ნუ იქნებით შეურაწმყოფელები შეეცადეთ უბრალო დიალოგით ჩამოაყალიბოთ რომ თქვენ უბრალოდ არ გჯერათ და არ ემხრობით იმას რასაც ისინი ემხრობიან.თეისტებო თქვენ თუ შეეცდებით რომ უბრალოდ არ სცადოთ ათეისტის ეკლესიაში წათრევა 24 საათი ჩიჩინი რო არასწორი ხედვა აქვთ შედეგს მიიღებთ ყველა მოდას აყოლილი ახალგაზრდა დაბრუნდება ეკლესიაში ხოლო თუ მათ დაახვედრებთ დიდ წინაღობებს უბრალოდ ჩამოაყალიბებთ ნიჰილიზმის მწვავე ფორმას რაც ცუდი შედეგი იქნება.მე მაგალითად მიჭირს არ გადავიჭრე აბსოლიტურ ნიჰილიზმში რამეთუ საზოგადოება ქმნის ამის ყველა პირობას.ორივე მხარე თუ ვიქნებით ლმობიერები და ურთიერთგამგები ცუდი შედეგები არ დადგება მადლობა ყურადღებისთვის.

    ОтветитьУдалить