четверг, 13 февраля 2014 г.

ტაძრების ომები


საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისგან? (იაკობი 4:1)

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ქრისტეს შობიდან პირველი საუკუნე. ქრისტიანები ქალაქ კორინთოდან ქუჩებში გამოდიან პროტესტით, მთავრობისგან ითხოვენ, რომ მან არ სცნოს ქალაქ ეფესოს ქრისტიანები, მათი უფლებები და ტაძრები. ისინი აგინებენ ეფესოელ ქრისტიანებს და მოითხოვენ მთავრობისგან რათა მან აღიაროს კორინთოს ეკლესია უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ეფესოს ეკლესიაა. ამ უკანასკნელის საერთოდ აკრძალვა მთლად უკეთესი იქნება. იწყება ქუჩებში შეხლა შემოხლა. უფლის სწავლება იმაზე რომ ყველა ქრისტიანი – ძმაა და უნდა იყვნენ როგორც ერთი მთლიანი, დავიწყებას ეცემა (იოანე 13:34,35; 17:21;). მოციქული პავლეს რჩევა, რომ ქრისტიანებმა თავისი შიდა პრობლემები არ უნდა გადაჭრან ქვეყნიური მმართველების დახმარებით, უკუგდებულია (1 კორინთელთა 6:1-8). სიტუაცია იმ დონემდე იძაბება, რომ კორინთოსა და ეფესოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა იძაბება.

შეიძლება ასეთი რამის წარმოდგენა? ეს რიტორიკული კითხვაა ახალი აღთქმის ყველა მკითხველისთვის. მაგრამ ზუსტად ეს ხდება დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა(სმე) და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის (სომხური ეკლესიის წეს-ჩვეულება მცირედ კი განსხვავდება ბიზანტიურისაგან, მაგრამ ამ ეკლესიის სახელში მაინც არის სიტყვა «მართლმადიდებლური»). 9 ივლისს თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა მოთხოვნით, გაუქმდეს ახალი კანონი, რომელიც, მათი აზრით, ათანაბრებს ქართულ და სომხურ ეკლესიებს უფლებებით. პრესა იუწყება:


თბილისში სომხური დიასპორის პრეზიდენტმა არნოლდ სტეპანიანმა აღიარა, რომ სომხების მიმართ ქართველების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა: «საქართველოში სომხოფობიამ გაიღვიძა. ტრანსპორტში, ქუჩაში – ყველგან ამ საკითხს განიხილავენ, სომხებისთვის ნეგატიურ შუქში… დადის ხმები იმის შესახებ, რომ სასომხეთმა საქართველოს მთავრობას ფული გადაუხადა, იმისთვის რომ მათ ეს კანონი მიეღოთ». მისი სიტყვებით, ასეთივე განწყობა აღენიშნებათ სმე-ს უმაღლეს სასულიერო პირებსაც, მაგალითად მორწმუნეთა შორის პოპულარულ დმანისის ეპისკოპოსს ზენონს (იარაჯული). თავის გამოსვლაში 7 ივლისს რადიო «მაესტროში» ეპისკოპოსმა, სტეპანიანის სიტყვებით, «მიუთითა სომხურ ეკლესიაზე და სასომხეთის მთავრობაზე, როგორც მათზე, ვისი ზემოქმედებითაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა ეს კანონი, ისე რომ არ დაელოდა სმე-სთან მოლაპარაკებების შედეგებს».

რის გამო ხდება ეს ყველაფერი?

სმე-ს წარმომადგენლებსა და ქართველ პოლიტიკოსებს აღელვებთ ის ფაქტი, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შეიძლება მოითხოვოს, საქართველოში არსებული, სომხური ტაძრების დაბრუნება (რომელთა რიცხვიც, სხვადასხვა მონაცემებით, 1917 წლამდე შეადგენდა 457-დან 600 მდე) და ამ ტაძრების, რევოლუციამდე, კუთვნილი მიწების დაბრუნება, ანუ დე-ფაქტო - საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შესახებ, ნაწილობრივ განაცხადა, 11 ივლისს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

უბრალოდ ჩავუფიქრდეთ პრობლემის არსს: ერთი ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ითხოვენ თავისი მთავრობისაგან, უფლებები ჩამოართვას სხვა ქვეყნის მართლმადიდებელ ქრისტიანებს! რის გამო? იმის გამო რომ ქონება ვერ გაუყვიათ!

მსგავს მოვლენებზე შესაძლოა ბევრი წერო და დიდხანს დარჩე გაკვირვებული. მაგრამ პრობლემის სათავის განსაზღვრას თუ სცდით, მაშინ, ჩემი აზრით, ის ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ, ჭეშმარიტი-მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტის რაფაელის მოხსენებაში. მასში გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ:

არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, წმინდა რუსეთი ვერ იქცევა ცხოვრების მთავარ ფასეულობად, და ამიტომ «სისხლამდეც კი არ დაიცავენ» რწმენადაკარგული «რუსები» მას, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია მათთვის აღარ წარმოადგენს სულიერ სამშობლოს მატერიალური ფასეულობების სისტემაში.

მაშასადამე, მართლმადიდებელი რუსისთვის წმინდა რუსეთი (რფ) უნდა წარმოადგენდეს «ცხოვრებისეულ მთავარ ფასეულობას» და «სულიერ სამშობლოს». მაგრამ აი პრობლემა: მართლმადიდებლები სხვა ქვეყნებშიც არიან. ალბათ, მათთვის მთავარი ფასეულობა და სულიერი სამშობლო სხვა ქვეყანა იქნება. და ისინი უკვე სხვა ეროვნებით იამაყებენ და სხვა სამშობლოს განადიდებენ. და რა მოხდება, თუ ისინი სადმე შეხვდებიან და დაიწყებენ რაიმე საკითხის გარჩევას, მაგალითად ტაძრებზე უფლებების საკითხს? მოხდება ზუსტად ის, რასაც საქართველოში ვხედავთ – ქრისტიანული ფასეულობების სრული ბანკროტი. მსგავს სიტუაციებს ვხედავთ ასევე ქართველ და აფხაზ, რუს და უკრაინელ მართლმადიდებელთა შორის და ა.შ.

ესეთი შედეგი დაპროგრამებულია ზუსტად იმ ნაციონალურ-პატრიოტული დებულებებით, რომლებიც ხალხმა აკვანშივე შეითვისა და რომელიც ინერციით ეკლესიურ ცხოვრებამდეც მიიტანეს. მიტროპოლიტი რაფაელის სიტყვები – მიზეზია, საქართველოში მომხდარი მოვლენები – შედეგი. ამ მოვლენებმა თვალნათლივ გვაჩვენა, რა მოხდება, თუ ამ გზას დავადგებით და შევეცდებით მასზე გარკვეული მანძილი გავიაროთ. შემდეგი ნაბიჯი კი უკვე ომი იქნება. ცხადია, სამშობლოსათვის. მაგრამ ქრისტიანთა შორის.

სადაც ნაციონალიზმი იწყება, იქ ქრისტიანობა მთავრდება.


-------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ჯოჯოხეთის პრობლემები


კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

Комментариев нет:

Отправить комментарий