пятница, 21 февраля 2014 г.

ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსე?

ჭიქა რომ ნახევრამდე წყლით გავავსოთ, ის ნახევრად ცარიელი იქნება თუ ნახევრად სავსე? ყველაფერი თვალსაზრისზეა დამოკიდებული. ხშირად ორივე პასუხი შეიძლება ერთნაირად სწორი იყოს – თავის კონტექსტში. ეს სავსებით გავრცელებული მოვლენაა; რიტორიკაში არის თეზა და ანტითეზა, ლინგვისტიკაში მრავალ სიტყვას თავისი სინონიმი გააჩნია, საპირისპირო ემოციურ-ექსპრესიული შეფერილობით (ტანადი – გამხდარი, დაჟინებული – ჯიუტი, მომჭირნე – ძუნწი).

ნებისმიერი ბიბლიური სწავლება, დარიგება, ახსნა ასევე შეიძლება აიხსნას ორი დიამეტრალურად საპირისპირო თვალსაზრისით. აი რამოდენიმე მაგალითი: ბიბლიური ეპიზოდი და ორი საპირისპირო ინტერპრეტაცია.

ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე (საქმეები 17:17).

ა) მოციქული პავლეს, ესმის რა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ცნობა, არ რცხვენია უცხო ადამიანებთან მისვლა და მათთვის ქადაგება, რითაც იესოს დავალებას ასრულებდა, ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით.

ბ) მოციქული პავლე აწუხებს ხალხს, თავზე ახვევს მათ თავის რწმენას, ცდილობს ისინი თავის ორგანიზაციაში ჩაითრიოს, არ აფასებს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, პროპაგანდას უწევს თავისი რელიგიის უპირატესობას მათ რელიგიაზე, პროპაგანდას უწევს მათი, რელიგიური ნიშნით არასრულფასოვნებას.


იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე (ტიტე 1:5).

ა) ცენტრალიზებული თეოკრატიული წესრიგის მაგალითი: მოციქული პავლე, როგორც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნიშნავს სხვა უხუცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავენ უხუცესებს ადგილობრივ კრებებში. ასეთი წესრიგი ემსახურება ერთობას, მშვიდობას და ეფექტურობას.

ბ) ანტიდემოკრატიული ტოტალიტარული წესრიგის მაგალითი: მოციქულმა პავლემ მიითვისა ხელმძღვანელის ფუნქცია და დაიწყო კრებებში თვითნებუად განკარგვა, რომლებიც ქრისტეს ეკუთვნის და არა მას. ასეთი წესრიგი ეკლესიას ტოტალიტარულ ორგანიზაციად გადააქცევს, ხოლო მის წევრებს – ზომბებად.

მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით (1 კორინთელთა 1:10).

ა) ეს მუხლი ქრისტიანებს შორის ერთობას ასწავლის. ღმერთი ქრისტიანულ კრებებს განიხილავს როგორც ერთ მთლიანს, სადაც ქრისტიანები სიყვარულით არიან გაერთიანებულნი. იესოს ერთი სამწყსო ჰყავს და არა რამოდენიმე. ქრისტიანთა შორის არ უნდა არსებობდეს რწმენის საკითხებში მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაანგრევს ერთობას, სიყვარულსა და მშვიდობას – ქრისტიანობის მნიშვნელოვან ნაყოფებს, რომლის მეშვეობითაც ამოიცნობიან იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები.

ბ) ამ მუხლის მეშვეობით ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ზღუდავს მისი წევრების თავისუფლებას, ართმევს მათ დამოუკიდებლობას, ხდის მათ ინტელექტუალურად არასრულფასოვნებს. გამოდის, რომ არავის აქვს უფლება გააჩნდეს თავისი პირადი თვალსაზრისი, არამედ ვალდებულია მხოლოდ ოფიციალურ დოგმატებს მიჰყვეს. რადგანაც თავისუფალი აზროვნება და პლურალიზმი მიუღებელია, ხალხი თანდათან რობოტებად იქცევიან, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ლიდერების მოთხოვნებს.

დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისთვის, თითქოს ანგარიშს აბარებენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ (ებრაელთა 13:17).

ა) ქრისტიანი მწყემსი წარმოადგენს ქრისტეს თანამწყემსს, ამიტომ კრებაში ყველასგან მოელიან, რომ ისინი პატივს სცემენ მწყემსებს და დაემორჩილებიან მათ თავმდაბლობისა და მორჩილების სულით.

ბ) უხუცესებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება კრებებში და საკუთარი თავი ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლებად დანიშნეს. მათ სამწყსოს წაართვეს ქრისტეში თავისუფლება და გადაიქცნენ ახალ ფარისევლებად, რომლებიც თავის წესრიგ ამყარებენ. ქრისტიანმა ღმერთს უნდა ემსახუროს და არა ადამიანებს, ამიტომ უნდა გაიქცეს ის ასეთი ცრუმწყემსებისგან, ისე როგორც ცეცხლისგან.

ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად ვგრძნობთ იმ დღის მოახლოებას (ებრაელთა 10:24–25).

ა) ქრისტიანული კრების ცხოვრება – ეს იესოსაგან თავისი სამწყსოს მიმართ გამოხატული სიყვარულია, იმიტომ რომ სულიერი საქმეებით დაკავება ქრისტიანს სულიერი ძილისაგან და ქვეყნიერების ზეგავლენისაგან იცავს. ქრისტიანებს შესაძლებლობა აქვთ მხარში დაუდგნენ ერთმანეთს სულიერად და მატერიალურად. კარგად ორგანიზებული კრება უფრო ეფექტურად ქადაგებს კეთილ ცნობას.

ბ) ორგანიზაციის ხელმძღვანელები სპეციალურად ტვირთავენ ხალხს სხვადასხვა დავალებებით, რათა მათ დრო არ დარჩეთ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისთვის. ასეთი გადატვირთული რელიგიური ცხოვრების გამო ხალხს უვითარდება ორგანიზაციაზე ფსიქოლოგიური და სოციალური დამოკიდებულება, იმდენად რომ შემდეგ მათ ძალიან უჭირთ მისი მიტოვება.

ისიც მოგწერეთ, არ შერეოდეთ იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან (1 კორინთელთა 5:11).

ა) კრება იმიტომ წყვეტს ურთიერთობას განდგომილებთან, რათა თავი დაიცვას მათი დამღუპველი ზემოქმედებისგან და ამავდროულად აღძრას ისინი გადახედონ თავის საქციელს.

ბ) ორგანიზაციის ლიდერებს ეშინიათ, რომ ცალკეული გაბედული და მოაზროვნე ადამიანები გამოააშკარავებენ მათ შავბნელ საქმეებს, ამიტომ კრძალავენ მათთან ურთიერთობას.

რა განსხვავებაა A და B ვარიანტებს შორის? გარკვეული თვალსაზრისით ორივე სავსებით ლოგიკურია, თუმცაღა ვარიანთი A თავისი არსით ბიბლიურია, ვარიანტი B – ანტიბიბლიური. ამ ორი თვალსაზრისის მატარებლებს აქვთ ერთნაირი ბიბლიური ცოდნა და ერთნაირი ინფორმაცია ერთიდაიგივე ფაქტებზე, თუმცა საპირისპიროდ აფასებენ სავსებით ერთმნიშვნელოვან სიტუაციას. თუ რატომ ხდება ასე, ეს ძალიან რთული კითხვაა. ალბათ, აქ ჩართულია ემოციური შეფასებებისაგან, ფასეულობების პრიორიტეტებისაგან და ინფორმაციის ხასიათისაგან და მიწოდების საშუალებისაგან შემდგარი რთული სისტემა, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. გარკვეულ პირობებში, ზოგიერთი პრიორიტეტის გადახედვისა და გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ (ამ მიზნით კი მრავალი სერიოზული წიგნი იწერება), ადამიანი შეიძლება A პოზიციიდან B პოზიციაზე გადავიდას და პირიქით. სასიხარულო ისაა, რომ საბოლოოდ მაინც ყველა თვითონ წყვეტს, რომელ პოზიციას მიჰყვეს თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე, ასე რომ არჩევანი მუდან კანონზომიერია.


-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


სასიხარულო ცნობა: სამი ვერსია

ექსკურსია ჯოჯოხეთში

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

Комментариев нет:

Отправить комментарий