четверг, 13 февраля 2014 г.

არ გაიკეთო...... ვინ?


საინტერესო მეტამორფოზა მოხდა ქართულ კულტურაში მეორე მცნებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაწერილია გამოსვლის 20:4-ში. ქართველთა უმეტესობამ ის იცის როგორც «არ გაიკეთო კერპი», თანაც გაგება «კერპი» ესმის ფართო გაგებით, რომ ესაა ნებისმიერი საგანი, ადამიანი ან საქმიანობის სფერო, რომლისკენაც მიმართულია თაყვანისცემა. სხვათა შორის, ამ მუხლში გამოყენებული ებრაული სიტყვა მხოლოდ მატერიალურ ნივთს აღნიშნავს. სტრონგის ბიბლიურ ლექსიკონში ეს სიტყვა განსაზღვრულია როგორც «კერპი, ქანდაკება (დამზადებული ქვისგან, ხისგან ან რკინისგან)». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული გამოსახულება, ჩვეულებრივ სკულპტურული, რომლის მიმართაც მიმართულია რელიგიური თაყვანისცემა.



ქართულ ენაში სიტყვა «კერპი» თავისი ძირითადი მნიშვნელობით, ებრაულის სრული ეკვივალენტია. ტ.ფ. ეფრემოვას განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ:

კერპი:
I წარმართული ღვთაების გამოსახულება; ქანდაკება.
II გაღმერთების საგანი, თაყვანისცემის საგანი.

პირველი მნიშვნელობა – ძირითადია, მეორე – გადატანითი. რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობაც შეიძლება იყოს და ხშირად საჭიროცაა, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება ძირითადის დავიწყება, რომელსაც გადატანითი ეყრდნობა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი ხალხის უმეტესობას დაავიწყდა, ხოლო ზოგმა კი არც არასოდეს იცოდა, ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა. მაგრამ, ჩვენ თუ შევხედავთ ძველ აღთქმაში ამ სიტყვის გამოყენების 31 შემთხვევას, ჩვენ დავინახავთ, რომ ის არასოდეს არ იხმარება გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანში ის სულ სამი ქართული სიტყვით ითარგმნება: კერპი, ხატი, ქანდაკება. შეგვიძლია გაბედულად დავასკვნათ, რომ ბიბლიისთვის უცნობია სიტყვა "კერპი"-ს ის გადატანითი მნიშვნელობა, რომელიც პოპულარიზებულია ქართულ კულტურაში. მაგრამ ბიბლიური მცნება მიცემული იყო, ღვთის ერის კერპთაყვანისმცემლობისაგან დაცვის მიზნით, რომელიც მიღებული იყო მათ გარშემომყოფ ერებში, და სხვა მიზანი მას არ ჰქონია.

ეს კონკრეტულად დღეს გამახსენდა კიდევ ერთხელ, როდესაც სხვა ბლოგისთვის ვთარგმნიდი სტატიას სტივ ჯობსის შესახებ, და ერთერთმა მკითხველმა კომენტარებში ავტორს შეახსენა ბიბლიური მცნება «არ გაიკეთო კერპები». მე თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ კომენტატორმა, ისევე როგორც ქართველების უმრავლესობამ, უბრალოდ არ იცის, თუ რაზეა სინამდვილეში საუბარი ამ მცნებაში და რა მიზნით იქნა ის მიცემული. და მართლმადიდებელი ეკლესია არაფერს აკეთებს, იმისათვის რომ მოაგვაროს ეს გაუგებრობა. რაც ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება მის მიმართ გაჩნდეს ბევრი კითხვა.

------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ტაძრების ომები


ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანის დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)

Комментариев нет:

Отправить комментарий