среда, 12 февраля 2014 г.

ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანის დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)





1 ტიმოთეს 3:16: «ღმერთი გამოჩნდა ხორცით»

ორიგინალში (ორიგინალში აქ და სხვა დანარჩენ ადგილებში იგულისხმება თანამედროვე კრიტიკული ტექსტები): «ის გამოჩნდა ხორცში». სავარაუდოდ შემთხვევით დაშვებული შეცდომაა, რომელიც დაშვებული იქნა ბერძნული სიტყვების ОС («ის» ან «ის,ვინც») და ΘC (სიტყვა "ღმერთი"-ს აბრევიატურა) მსგავსების გამო.

1 იოანე 5:7: «მამა, სიტყვა და სული წმინდა და ეს სამი ერთია»

დამატებულია სამების სწავლების მხარდასაჭერად. ეს წინადადება ბერძნული ხელნაწერებიდან მხოლოდ სამზეა და აქედან ერთზე მიწერილია მინდორზე. დანარჩენ ხელნაწერებში ის საერთოდ არ გვხვდება.

მათე 24:36: «მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, [...] არამედ მხოლოდ მამამ»

ამოღებულია «არც ძემ».

კოლოსელთა 1:15: «ყველა ქმნილებაზე უწინარესი»

სიტყვა «პირმშო» (პროტოტოკოს) შეცვლილია მისტიკური «უწინარესი»-თ, რათა მკითხველმა არ იფიქროს, რომ იესო - შემოქმედების ნაწილია.

რომაელთა 9:5: «მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული»

მუხლში სასვენი ნიშნების სათანადო გამოყენებით, ქრისტე იქცა ღმერთად ამაღლებულად და კუთხეულად. ორიგინალში საუბარია ორ პიროვნებაზე. სიტყვასიტყვით: «მათგანაა ქრისტეც ხორციელად, ღმერთი კი რომელიც ყველაზე მაღლაა კურთხეული იყოს უკუნისამდე».

გამოცხადება 1:8: «უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი»

ორიგინალში გამოიყენება სიტყვა-კავშირი «კირიოს თეოს» (უფალი ღმერთი) არტიკლის გარეშე – ამ გამოხატულებით აღინიშნება მხოლოდ მამა და არასოდეს გამოიყენება ძის მიმართ. სიტყვა «პანტოკრატორ» (ყოვლისშემძლე) ასევე არსად გამოიყენება ბიბლიაში იესოსთან მიმართებაში. საპატრიარქოს თარგმანში სიტყვა «თეოს» სპეციალურად იქნა ამოღებული, რათა მკითხველმა დაასკვნას, რომ იესო ყოვლისშემძლეა.

გამოცხადება 1:8: «მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული»

ეს ფრაზა ბერძნულ ტექსტებში საერთოდ არ არის.


ებრაელთა 1:8: «ძეზე კი: ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე»

სიტყვა <<თეოს>>-ის პუნკტუაცია და ბრუნვა ქართულ თარგმანში ისე დგას, რომ ძე წარმოადგინოს ღმერთად. ბერძნულ ტექსტში ასეთი რამ არ არის: «შენი ტახტი ღმერთია უკუნითი უკუნისამდე».


მათე 25:46: «და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში»

ორიგინალში «სატანჯველი»-ს ნაცვლად დგას სიტყვა «სასჯელი». ეს ცვლილება შეტანილია ჯოჯოხეთის იდეის მხარდასაჭერად.


იოანე 1:18: «მამის წიაღში»

ორიგინალში: «მამის მკერდთან».

კოლოსელების  3:13: «როგორც ქრისტემ მოგიტევათ»

ორიგინალში: «როგორც ღმერთმა მოგიტევათ».

საქმეები 8:37: «ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა»

ორიგინალში 37-ე მუხლის ტექსტი არ არსებობს.


მარკოზის 16:9-20

გრძელი ჩანამატი რომელიც არ არის ძველ ხელნაწერებში. გვიანდელი ბერძნული სკოლის მაღალფარდოვანი სიტყვები მიგვითითებს მის მოგვიანებით დაწერაზე.

იოანე 5:4: «ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა» 

ორიგინალში ეს მუხლი არ არსებობს.

2 პეტრე 3:10: «ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი»

ორიგინალში «ცეცხლს მიეცემა»-ს ნაცვლად დგას სიტყვა მნიშვნელობით «გაცხადდება, გამოჩნდება».

მათე 5:22: «ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას»

სიტყვა «უმიზეზოდ» ჩამატებულია.

იოანეს 6:47: «ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე»

სიტყვა «ჩემი» ჩამატებულია.

იოანე 6:69: ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა»

ორიგინალში: «შენ ხარ - ღვთის წმინდა».


იოანე 10:29: «მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია»

ორიგინალში: «ის, რაც მამაჩემმა მომცა, ყველაზე უმეტესია».


---------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


70 კითხვა მათ ვისაც სწამს სამება


ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий