вторник, 25 февраля 2014 г.

რა შეუძლია ღმერთს

არსებობს საბჭოთა ათეისტური პროპაგანდის კლასიკური გამოცანა: შეუძლია თუ არა ღმერთს ისეთი ქვის შექმნა რომელსაც თვითონ ვერ აწევს? პასუხი უფრო იოლია ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ბიბლია ღიად აღიარებს, რომ ღმერთს რაღაცეები არ შეუძლია. მაგალითად, მას არ შეუძლია რომ იცრუოს (ებრაელთა 6:18). თავისთავად ცხადია, რომ ღმერთს არ შეუძლია მოკვდეს ან სხვაგვარად გაქრეს. მას ალბათ არ შეუძლია სხვა ღმერთის შექმნა, რომელიც ყველაფრით მისი მზგავსი იქნება. ყოვლისშემძლეობის გაგება აბსოლუტური აზრით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ პრაქტიკული აზრით: ღმერთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროა. აქ გადამწყვეტი სიტყვაა – საჭიროა. ის, რისი გაკეთებაც არაა საჭირო, – მაგალითად, საკუთარ თავთან შეჯიბრება კრიტიკოსების გართობის მიზნით, – ღმერთს ან არ უნდა, ან არ შეუძლია, და ამაში არაფერია გასაკვირი.

ეს ცრუპარადოქსია – ღვთის აბსოლუტური თვისებების გაუმართლებლობის ტიპიური მაგალითი. ეს დამახასიათებელია ბერძნული ფილოსოფიური სპეკულაციისთვის, რომელიც გაბატონდა ქრისტიანულ ეკლესიაში მე-2 საუკუნის დასასრულიდან. ასეთი აბსოლუტიზაციის სხვა მაგალითია – მომავლის ტოტალური და უპირობო ცოდნა. თუ ღმერთმა მომავალზე ყოველთვის ყველაფერი იცის, მათ შორის თავისი თითოეული ქმნილების ყოველი ნაბიჯი და აზრი, მაშინ არ არსებობს ნების თავისუფლება, და მაშინ ნებისმიერი რელიგია კარგავს აზრს (ეს ისლამის ერთერთი პრობლემაა). ასეთი აბსოლუტიზაციის კიდევ ერთი მაგალითი – იმის მტკიცება, რომ თუ ღმერთი წარმოადგენს «მამას» და «მოსიყვარულეს», ესე იგი ის ასეთი იყო მარადიულად, დაუსაბამოდ; შესაბამისად, ღმერთის გარდა ყოველთვის არსებობდა კიდევ ვიღაც. ასე ჩვენ მივდივართ სამების მტკიცებულებამდე. რომელსაც, რა თქმა უნდა, ასეთი წყობის სრული მომხიბლელობის მიუხედავად, არაფერი აქვს საერთო ბიბლიასთან.

---------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com





Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.