суббота, 15 февраля 2014 г.

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?



თითქმის ყველას გაუგია სიტყვა «ევანგელია». ხალხის მცირე რაოდენობამ იცის, თუ როგორ ითარგმნება ეს ბერძნული სიტყვა ქართულ ენაზე – «სასიხარულო ცნობა» (შედარებით თანამედროვე ვარიანტში – «კარგი სიახლე»). მხოლოდ ერთეულებმა იციან ამ სიტყვის ნამდვილი საიდუმლოება. ის არ უნდა ქცეულიყო საიდუმლოებად, მაგრამ ასე მოხდა.

«სასიხარულო ცნობა» – ეს დაუმთავრებელი ფრაზაა. ცნობას ან სიახლეს არა აქვს აზრი, თუ უცნობია მისი შინაარსი. ცნობა – ეს ყოველთვის სიახლეა რაიმეს შესახებ. «სასიხარულო ცნობა» – ეს ფრაზის პირველი ნაწილია, მისი მეორე ნაწილია – «ღვთის სამეფოს შესახებ». ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანში ეს ფრაზა გადმოიცემა როგორც «სახარება სასუფევლისა». მაგალითად, მათეს სახარებაში სიტყვა «ევანგელია» ოთხჯერ გვხვდება, საიდანაც სამი – გადმოცემულია ზუსტად როგორც «სასუფევლისა» (4:23; 9:35; 24:14). თუ სიტყვა «ევანგელია» ერთხელ იხმარება, ღვთის სამეფო კონტექსტით იგულისხმება.



იესო ქრისტემ რაიმე აბსტრაქტული სასიხარულო ცნობა კი არ მოიტანა, არამედ, მან მოიტანა ცნობა კონკრეტული მოვლენის შესახებ: «მოახლოვდა ღვთის სასუფეველი» (მარკოზი 1:15). საპატრიარქოს თარგმანში ფრაზა «ღვთის სასუფეველი», სახარებებში 62 ჯერ გვხვდება, და კიდევ 32 ჯერ გვხვდება – «ცათა სასუფეველი», ანუ სულ ჯამში თითქმის 100 ჯერ. ის იესოს სწავლებებიდან ყველაზე ბევრჯერაა მოხსენიებული. მეტიც, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება იყო მისი მოსვლის მთავარო მიზანი, რის შესახებაც მან პირდაპირ განაცხადა:

მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული (ლუკა 4:43).

წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში ხვდება ორი მეგობარი და ერთი ეუბნება მეორეს:

– გაიგე კარგი სიახლე?
– კიი, მშვენიერი სიახლეა.
– კი გადასარევი. წავალ, სხვებსაც მოვუყვები.
– მოიცა მოიცა, და რაზეა ეს სიახლე?
– თვითონაც არ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს.

აბსურდია? კი, მაგრამ აი ზუსტად ასეთი სიტუაცია შეიქმნა  თანამედროვე ქრისტიანობაში. ყველას გაუგია ფრაზა «სასიხარულო ცნობა», მაგრამ თითქმის არავინ არ იცის, რაზეა ის. ეს ფრაზა Google-ის საძიებოში რომ შევიყვანოთ, მივიღებთ ძიების 15600 შედეგს, მაგრამ სიტყვა «სამეფო ან სუფევა» თითქმის არცერთში არ გვხვდება. მსგავსი სიტუაციაა სიტყვა «ევანგელიას» შემთხვევაშიც. რათქმაუნდა, ეს არაა სერიოზული სამეცნიერო გამოთვლები, მაგრამ ისინი სავსებით თვალნათლივ აჩვენებს, რომ თანამედროვე ქრისტიანის აზროვნებაში ფრაზები «სასიხარულო ცნობა» და «ღვთის სამეფო» არ არიან ერთმანეთთან კავშირში. ერთი მთლიანი ფრაზა გაგლეჯილია ორ ნაწილად და მეორე ნაწილი, რომლშიც დევს ინფორმაციული მიზეზი, გადაგდებულია და დავიწყებასაა მიცემული. გამოდის, რომ ქრისტე ტყუილად მოსულა – მისი ვერ გაიგეს. და ქრისტიანული სამყარო არაფერს არ აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.

რა სამეფოა ის, რომელიც ქრისტეს სწავლების მთავარი თემა იყო და რის გამოც იქნა ის მოვლენილი დედამიწაზე? ამ სამეფოს შესახებ კარგად იცოდნენ ებრაელებმა, იმიტომ რომ მის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები წერდნენ:

იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება (დანიელი 2:44).

იხარე დიდად სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე (ზაქარიას 9:9–10).

ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე. (ესაია 11:1–5).

ამავე სამეფოზე ელაპარაკება გაბრიელი მარიამს, როდესაც ატყობინებს, რომ ღვთის ძეს შობს:

დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა (ლუკა 1:32–33).

როგორც ვხედავთ, ებრაელებმა კარგად იცოდნენ ღვთის ცხებულის მომავალ სამეფოზე, რომელიც «მშვიდობას გამოუცხადებს ხალხებს». იესოს როლზე მისი ტიტულიც მიუთითებს (ცხებული ბერძნულად არის – ხრისტოს; არამეულად – მესიხა "მესია"). ამ მიზეზის გამო იესო არ ხსნის ამ სწავლებას ყველა წვრილმანში, ისევე როგორ მისი მოციქულები მის შემდეგ. ძნელი არაა იმის შემჩნევა, რომ როდესაც მოციქულები ებრაელებს უქადაგებენ, ისინი არასოდეს საუბრობენ სამეფოზე დეტალებში: რა არის ეს, რა შედეგებს მოიტანს და ა.შ. ებრაელებმა ისედაც იცოდნენ ამის შესახებ, სხვა ხალხებისაგან და დღევანდელი უმრავლესობისგან განსხვავებით. დღევანდელი სიტუაცია სრულიად საპირისპიროა: ყველამ იცის ქრისტეს შესახებ, მაგრამ თითქმის არავინ არ იცის მისი სამეფოს შესახებ. აი რატომაა აუცილებელი ვიკითხოთ არა მარტო «ახალი აღთქმა», არამედ ასევე «ძველი». ეს ერთი ღვთის სიტყვის ორი ნაწილია, რომლებიც ერთად გადმოგვცემენ ერთიდაიგივე ცნობას. პირველი ნაწილის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ მეორეს. ეს იგივეა რომ ვისწავლოთ პროგრამირება, მაგრამ არ ვიცოდეთ, თუ როგორ ირთვება კომპიუტერი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იესოს არ მოუტანია პრინციპულად ახალი სწავლება, რომელიც უცხო იყო მისი აუდიტორიისთვის. სასიხარულო ცნობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ეს სამოფო «მოახლოვდა», ხოლო თვითონ, იესო, არის ნაწინასწარმეტყველები მეფე და «ყლორტი იესე ღეროდან». ზუსტად ამის შესახებ უქადაგებდნენ მოციქულები ებრაულ აუდიტორიას, რომლებიც უნდა მიმხვდარიყვნენ ახალ მთავარ ჭეშმარიტებას: მეტად აღარ იყო საჭირო მესიის ლოდინი, ის უკვე მოვიდა.

ცნობა ღვთის სამეფოზე – ეს იმედის, შვების, ნუგეშის ცნობაა. დღეს ის ისე სჭირდება კაცობრიობას როგორც არასდროს. სამწუხაროდ, რომის ეკლესია და მისი თანამედროვე მემკვიდრეები, მსხვილი კონფესიები, არასოდეს უცხადდებდნენ ამ ცნობას ტანჯულ კაცობრიობას. მათ შეიძლება მოიხსენიონ «ღვთის სამეფო», მაგრამ ღვთიური მეფის მმართველობის შესახებ ქადაგების ნაცვლად ისინი ამ ტერმინს იყენებენ როგორ საკუთარი ფილოსოფოური, მისტიკური და პოლიტიკური თეორიების აბრას, ან ამ სწავლებას იყენებენ უბრალოდ იმის საჩვენებლად რომ ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს ერთმანეთი. სწავლება ზეციურ მეფეზე, ღვთის ცხებულზე, იესოზე, საუკუნეების განმავლობაში დაფარული რჩებოდა ფართ მასებისათვის.

მაგრამ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება:

და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული (მათე 24:14).

ეს სიტყვები ქრისტიანთა შედარებით მცირე ჯგუფის მეშვეობით შესრულდა. დღეს ვის მიაქვს ხალხთან მსოფლოს მაშტაბით ცნობა, რომელიც მოიტანა ქრისტემ, კერძოდ, ცნობა ღვთის სამეფოსა და სასწაულ ცვლილებებზე? ადამიანისთვის, ვისაც წინასწარაკვიატება არ სჭირს, ეს რიტორიკული კითხვაა.

არასოდეს, ისტორიის განმავლობაში, ღვთის სამეფოს შესახებ არ ქადაგებულა ამ მაშტაბით და არასოდეს მიუღწევია მსოფლიოში იმდენი ადამიანის ყურამდე, როგორც ჩვენ დროში. თუმცა წარსულში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ სამეფოს ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ მათ ამ ცნობის მიტანა მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ რაოდენობამდე შეეძლოთ. მაგრამ მეოცე საუკუნეში ეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. მოხდა ხალხში, ღვთის შესახებ ინფორმირებულობის უცაბედი ზრდა, ერთდროულად, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. არაფერი მზგავსი არ ყოფილა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშიც კი. ეს პრაქტიკულად სასწაულია.

იეჰოვას მოწმეების ქადაგება ოთხი საკვირველი ფაქტორით ხასიათდება:

  • მოცულობა: ისინი წარმოადგენენ ერთადერთ ქრისტიანულ ჯგუფს, რომელიც აქტიურად ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში (ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმის გარდა, სადაც ასეთი საქმიანობა აკრძალულია).
  • მაშტაბი: ისინი გამოსცემენ ბიბლიას და ბიბლიური ლიტერატურის რეკორდულ ტირაჟებს, ენათა რეკორდულ რაოდენობაზე.
  • სისწრაფე: ისინი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქცნენ მრავალ მილიონიან საძმოდ.
  • დრო: ყველაფერი ეს როდესღაც კი არ მოხდა, არამედ მოხდა დროის იმ კონკრეტულ პერიოდში, რომელზეც სრულდება სხვა წინასწარმეტყველებებიც, ბოლო დღეებთან დაკავშირებით და რომელიც მრავალ ქრისტიანულ ჯგუფსაც ბოლო დღეებად მიაჩნია (თუმცა თვითონ არ ქადაგებენ სამეფოს შესახებ).

ჩვენ ზოგჯერ სასწაულის ნახვა გვსურს, მაგრამ შეხედეთ: ჩვენ დიდებული წინასწარმეტყველების შესრულების ეპოქაში ვცხოვრობთ. ის პირდაპირ ჩვენს თვალწინ და წარმოუდგენელი სახით ხდება, ზუსტად ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტეს სხვა წინასწარმეტყველებთან და ბიბლიის საერთო კონტექსტთან სრულ შესაბამისობაში. ჩვენ მის შესრულებამდე ან მისი შესრულების მერე კი არა, პირდაპირ მისი შესრულებისას ვცხოვრობთ. ეს ძალიან იშვიათი დრო და იშვიათი პრივილეგიაა.

-----------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

სასიხარულო ცნობა: სამი ვერსია

არჩევნები

Комментариев нет:

Отправить комментарий