пятница, 14 февраля 2014 г.

იესო არის ქრისტე



სიტყვებს მრავალი განსხვავებული ფუნქციები აქვთ, რომელთაგან ერთერთიც არის – დეკლარატიული ფუნქცია. როდესაც ჩვენ რაიმეს წარმოვთქვავთ, ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს ანუ დეკლარირებას ვუკეთებთ, ჩვენს რწმუნებას რაიმე ფაქტზე. სიტყვების ეს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიის სფეროში. ბიბლიას შეიძლება ეწოდოს ძველებრაული ლიტერატურის ძეგლი, ან ეწოდოს  – ღვთის სიტყვა. იესოს შეიძლება ეწოდოს რელიგიური მოაზროვნე, წინასწარმეტყველი ან ღვთის ძე. ან კიდევ - ქრისტე.

მრავალს უკვირს, როდესაც იგებენ, რომ ქრისტე – ეს არაა იესო ნაზარეველის მეორე სახელი ან მისი გვარი. პავლე «წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე» (საქმეები 18:28). ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ არსებობდა ასეთი ადამიანი სახელად იესო, თვით მის რელიგიურ ოპონენტებსაც კი.  მაგრამ აუცილებელი იყო იმის აღიარება, რომ ის «არის ქრისტე». ქრისტე – ესაა ტიტული, ანუ თანამდებობა. ეს ბერძნული სიტყვა ითარგმნება როგორც «ცხებული». ვინ არის ცხებული? ესაა მონარქი, რომელსაც ზეთი სცხეს როგორც მეფეს. შუა საუკუნეებში და ახალ დროებაში, გამეფებისას გვირგვინს ადგავდნენ, აი ძველ მსოფლიოში კი – სურნელოვან ზეთს სცხებდნენ. ეს სიტყვაც ზუსტად აქედან მომდინარეობს.

თუ ჩვენ გვწამს, რომ «იესოა ქრისტე», ჩვენ გამოვხატავთ იმის რწმენას, რომ ის არის მეფე და დავითის მემკვიდრე, რომელსაც ებრაელები ელოდებოდნენ. ძველ აღთქმაში მრავალი წინასწარმეტყველებაა ამ მეფის შესახებ. რამოდენიმე მაგალითი (ყველა მუხლი მოყვანილია საპატრიარქოს თარგმანიდან):


ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს. გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.... მის დღეებში გაიფურჩქნება წმინდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.… და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება. რადგან იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.… იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე; მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას (ფსალმუნი 71).

იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება (დანიელი 2:44).

ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მზგავსი; იგი ძველ დღეთასთან მივიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა (დანიელი 7:13, 14).

ზუსტად ცხებულს, ზუსტად მეფეს ელოდნენ ებრაელები, ზუსტად მეფური ფუნქცია ჩადეს ებრაულ სიტყვაში «მაშიაჰ», არამეულში «მესიხა» (საიდანაც წარმოიშვა ქართული «მესია») და ბერძნული «ხრისტოს». ებრაელებს ცუდად ჰქონდათ წარმოდგენილი (ან საერთოდ არ ჰქომდათ წარმოდგენილი) ქრისტეს, როგორც მხსნელისა და ღმერთთან შემრიგებლის ფუნქციები, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ ის გახდებოდა მეფე, როგორც დავითის მემკვიდრე. ზუსტად ეს უთხრა გაბრიელმა მარიამს:

დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.  (ლუკა 1:32, 33).

ეს მშვენიერი ადგილია, რომელიც ძველ და ახალ აღთქმებს ერთ მთლიანად აქცევს – იესოს, როგორც დავითის მემკვიდრის, რწმენა. ესაა ხიდი ორ წმინდა ტექსტს შორის და ორ რელიგიას შორის, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ორი განსხვავებული რელიგია კი არაა, არამედ ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღთქმა იწყება, ებრაელთა ღვთის ცხებულისადმი ძველი რწმენის შეხსენებით. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ რწმენის შესახებ აცხადებს ღვთის დესპანი, რითაც ადასტურებს და აახლებს მას. ზუსტად ეს რწმენა განსაზღვრავს ყველა სხვა მოვლენას.

იესოს, როგორც მეფის, მიმართ რწმენას აჩვენებს იერუსალიმის მოსახლეობა, იმით რომ ხვდება მას პალმის რტოებით, როდესაც ის იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის:

დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უგებდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ; ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! (მათე 21:8, 9)

და ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარმეტყველების შესრულება ზაქარიას 9:9, 10-დან:

იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე.

იესოზე, როგორც მეფეზე, ლაპარაკობდა პეტრე თავის პროგრამულ მოხსენებაში ქრისტიანული რწმენის არსის შესახებ, როდესაც ებრაელ პროზელიტებს მიმართავდა:

მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა [დავითს], მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე (საქმეები 2:30).

იესოსადმი, როგორც მეფისადმი და დავითის მემკვიდრისადმი, რწმენა – ქრისტიანობის აზრობრივი ხერხემალია. ჩვენ პატივს არ მივაგებთ ეფემერულ სულს, არც ტანჯულს ოქროს ჯვარზე, არც ბუნდოვანი ტრიადის ნაწილს, არამედ რეალური სამეფოს რეალურ მეფეს – მინიმუმ იმდენად რეალურს, რამდენად რეალურიც იყო დავითის სამეფო. ჩვენ ველოდებით ამ სამეფოს, ჩვენ ვემზადებით მისთვის, ვქადაგებთ მის შესახებ. ჩვენ არ გვაფერხებს ის, რომ მეფის წასვლიდან 2000 წელი გავიდა – ჩვენ ისევე დარწმუნებულები ვართ მის დაბრუნებაში, რამდენადაც დარწმუნებულები ვართ რომ ღამის შემდეგ დილა მოვა. ეს ყველაფერი ჩადებულია სიტყვაში «ქრისტე», და როდესაც ჩვენ მას წარმოვთქვავთ, ჩვენ ვახმოვანებთ ამ მანიფესტს, ვაჩვენებთ, რომ იესოს მიმართ ზუსტად ასეთი რწმენა გვაქვს, და არა სხვანაირი.

შემდეგში, როდესაც იესოს, ქრისტეს უწოდებთ, გაიხსენეთ ამ სამეფო ტიტულის დიდი მნიშვნელობა. ჩვენ უბრალოდ ვინმეს სახელს კი არ ვამბობთ, არამედ გამოვხატავთ ჩვენს რწმენას ღვთის მიერ დანიშნული მეფისა და მისი დიდებული სამეფოს მიმართ. იერუსალიმის მცხოვრებთა მსგავსად, ჩვენც მის ფეხებთან პალმის რტოებს ვყრით და ვღაღადებთ: «ოსანა დავითის ძეს!» ამ მოკლე ბერძნულ სიტყვაში – მთელი ბიბლია დევს. ებრაული წერილები შეიცავენ მომავალი დიადი სამეფოს პირველსახეებს, სახარებები გვიხსნიან მისი მეფის თვისებებს, მოციქულთა წერილები გვასწავლიან როგორ მოვემზადოთ მისთვის, იოანეს გამოცხადება წინასწარმეტყველურად გვიჩვენებს მის დიდებულ კულმინაციას. ამ სიტყვის წარმოთქმით, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ამ ჭეშმარიტებების მიმართ რწმენა და სიყვარული განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ჩვევებს და სამეგობრო წრეს.

------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

"იესო არის Kyrios": რა გაგებით?

იესო იუდაიზმის წყაროებში

Комментариев нет:

Отправить комментарий