суббота, 8 марта 2014 г.

"ახალი ქვეყნიერების თარგმანს" არ მოუგონია ღმერთის სახელი ახალ აღთქმაში



ოდესღაც ჩემი გულუბრყვილობის გამო ვფიქრობდი, რომ «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» – ერთადერთია, სადაც ღმერთის სახელი მოიხსენიება ახალ აღთქმაში. შემდეგ გავიგე, რომ ბევრი სხვა თარგმანიც არსებობს. უფრო მოგვიანებით კი გავიგე, რომ "ახალ ქვეყნიერების თარგმანში" ამ მიმართულებით არაფერი ახალი არაა გაკეთებული: ის უბრალოდ ახალი აღთქმის ებრაულ ენაზე თარგმნის პრაქტიკას იმეორებს. ღმერთის სახელი ივრითზე ნათარგმნი ახალი აღთქმების უმრავლესობაში გამოიყენება. ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი "იეჰოვას" გამოყენების, 237-დან 236 შემთხვევაში (ერთადერთი გამონაკლისია – 1 კორინთელთა 7:17) "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" ავტორებმა მათ მაგალითს მიბაძეს, რადგანაც ამ საკითხში ისინი უფრო ზუსტებად ჩათვალეს. ამის შესახებ პირდაპირი ტექსტითაა მითითებული "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" დანართში (ქართულ თარგმანში – გვ. 1741):




მთარგმნელის უფლებამოსილების ფარგლებს რომ არ გავცდენოდით და განმმარტებლები არ გავმხდარიყავით, უდიდესი სიფრთხილით მოვეკიდეთ ღვთის სახელის გამოყენების საკითხს და ყოველთვის გულმოდგინედ ვამოწმებდით ებრაულ წერილებს და ვცდილობდით, შესაბამისობა მოგვეძებნა ებრაულ თარგმანებში. ჩვენი თარგმანის 237-ვე ადგილას იეჰოვას სახელი ერთი ან მეტი ებრაული თარგმანის შესაბამისად არის აღდგენილი.

ავღნიშნავ, რომ უმრავლეს შემთხვევებში არა ერთი, არამედ მართლაც რომ "ბევრი" შესაბამისობაა. ახალი ქვეყნიერების ქართულ თარგმანში ამ შესაბამისობების სრული სიაა. მხოლოდ სამ შემთხვევაშია ერთი დამთხვევა: საქმეების 18:21; კოლოსელთა 3:13 და იაკობის 3:23. კიდევ რამოდენიმე ადგილას 2-3 დამთხვევაა, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში 5 და მეტი დამთხვევაა. სულ გამოყენებული იყო 27 ებრაული თარგმანი. ზემოთ ერთერთი მათგანის ფოტოა მოცემული (ფრანც დელიჩის თარგმანი, 1892, 11-ე გამოცემა). ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მე იმიტომ გადავწყვიტე ამაზე დამეწერა, რომ დარწმუნებული  ვარ ამის შესახებ "ახალი ქვეყნიერების თარგმანისა" და საერთოდ იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსთა უმრავლესობამ არაფერი იცის. ამის შესახებ შესაძლოა მრავალმა იეჰოვას მოწმემაც არ იცის. მაგრამ ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბიბლიის თარგმნის თეორიაში "ახალი ქვეყნიერების თარგმანს" არაფერი ახალი არ მოუგონია და არ შეუტანია, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხში მაინც. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გააკრიტიკოს საერთოდ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელის აღდგენა, მაგრამ აბსოლუტურად არასწორია ამ საკითხში აქცენტის "ახალ ქვეყნიერების თარგმანზე" გაკეთება და მისი ისეთი ტონით კრიტიკა, თითქოს მას რაღაც რევოლუვია მოეხდინოს. ასეთი ბრალდება უბრალოდ უზრდელობაა. არამეცნიერულად რომ ვთქვათ, "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" აქ საერთოდ არაფერ შუაშია.

----------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში

ახალი ქვეყნიერების თარგმანზე

თქვენი ბიბლია?

Комментариев нет:

Отправить комментарий