понедельник, 17 марта 2014 г.

ტესტი ანტიქრისტიანობაზე



თუ თქვენ მოისმინეთ ან წაიკითხეთ კრიტიკა თქვენი რელიგიის მისამართით, სანამ დეპრესიაში ჩავარდებით, ჩაატარეთ პატარა ტესტი: დაფიქრდით, შეიძლება თუ არა ამ კრიტიკის პირველი საუკუნის ქრისტიანობის მიმართ გამოყენება? თქვენს კრიტიკოსს რომ პირველ საუკუნეში ეცხოვრა, შეძლებდა ის იგივე ბრალდებების სროლას, მაშინ მცხოვრები ქრისტიანების მისამართით? სავსებით შესაძლებელია, რომ დიახ, ცოტა სიტყვების შეცვლა კი მოუწევდა (კრიტიკა ხშირად აგებულია სიტყვების სინონიმებით ჩანაცვლებაზე). გაიხსენეთ მიზეზი, რომლის გამოც, სავარაუდო ძველ კრიტიკოსს შეეძლო ამავე ბრალდების სროლა, ქრისტიანობის საკუთარი არასწორი გაგების შედეგად ან შეგნებულად დამახინჯებით, საჭირო ეფექტის მისაღწევად. გთავაზობთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს:

ტოტალიტარულობა:


რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე  შენში, რათა ისინიც ერთიანი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე (იოანე 17:21).

პროპაგანდას უწევენ თავისი რელიგიის განსაკუთრებულობას და უპირატესობას:

ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? (2 კორინთელთა 6:14, 15)

თავს ახვევენ თავის შეხედულებებს:

მოიყვანეს და დააყენეს სინედრიონის წინაშე, და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა და უთხრა: "ხომ აგიკრძალეთ, არ გესწავლებინათ ამ სახელით. და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი…» (საქმეები 5:27, 28)

არ აქვთ დემოკრატია:

იმისათვის დაგტოვე კრეტეში, რომ მოაწესრიგო, რაც დარჩა გასაკეთებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე (ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ. - მცხეთური ხელნაწერი) (ტიტე 1:5)

არ აქვთ პლურალიზმი (განსხვავებული აზრები):

ხოლო მე შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველამ ილაპარაკოთ ერთსულოვნად (ამბობდეთ ერთსა და იმავეს) და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით (1 კორინთელთა 1:10).

ფანატიკოსები, ზომბები:

მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას.  (მათე 16:24, 25).

უცხოური რელიგია:

ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა მას. ერთნი ამბობდნენ: "რისი თქმა სურს ამ მოლაყბეს?" სხვანი: "ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებს"… (საქმეები 17:18)

გაუნათლებლები, საღვთისმეტყველო განათლება არ აქვთ:

როდესაც დაინახეს პეტრესა და იოანეს ასეთი სიმტკიცე და მიხვდნენ, რომ ისინი უწიგნური და უბრალო ადამიანები არიან, გაუკვირდათ. იცოდნენ კი, რომ ისინი იესოსთან ნამყოფები იყვნენ. (საქმეები 4:13)

უმეტესობისაგან განისჯებიან:

და ასევე იქნება დევნილი ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსავად იცხოვროს ქრისტე იესოში (2 ტიმოთე 3:12).

გაურბიან ქვეყნიერებას ზოგიერთ მის გამოვლინებაში:

დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო… (ფილიპელთა 3:8).

არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება:

"ჩვენ, მოციქულები, უხუცესები და ძმები მოგიკითხავთ და გახარებთ ძმებს ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულთ... ერთსულოვნად გადავწყვიტეთ... გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად. მოიწონა სულიწმინდამ და ჩვენც, რომ ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით (საქმეები 15:23, 25, 27, 28, 30, 31).

ადამიანთა მონები:

დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა ჩვენთვის (ებრაელთა 13:17).

ორგანიზაციის მონები:

ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის, ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას (ებრაელები 10:24, 25).

და ასე შემდეგ. გააანალიზეთ კრიტიკა. თუ მისი ამ სახით, პირველი საუკუნის ქრისტიანობაზე პროეცირება შეიძლება, მაშინ სანერვიულო არაფერია. ხშირად კონტრარგუმენტების ძებნით თავის დაღლაც არაა საჭირო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს წინაშეა ქრისტიანობის კლასიკური კრიტიკოსი. მას არ ესმის ქრისტიანობის შინაგანი ლოგიკა, მისი ფასეულობების სისტემა და მსოფლმხედველობა. ასეთი ხალხი შეიძლება იყვნენ ცნობილი პროფესორები და თქვენი ყოფილი თანამორწმუნეებიც კი. მაგრამ მათი კრიტიკა მიმართულია ქრისტიანობისაკენ როგორც ასეთი, რელიგიურობის იმ ტიპისა და იმ მოდელებისადმი, რომლებიც ჩვენთვის ახალი აღთქმიდანაა ცნობილი. ღირს კი იმ ადამიანების გამო დანაღვლიანება, რომლებსაც არ ესმით ან არ უყვართ ქრისტიანობა და მითუმეტეს მათთან დებატების გამართვა? მე ვფიქრობ რომ არა.

ხოლო კრიტიკას თუ ვერ ვუყენებთ პირველ ქრისტიანებს, მაშინ მას ხელოვნურად საფუძვლად უდევს გამოგონილი მითები, ექსტრემიზმისა და ბინების წართმევის მზგავსი. ასეთ შემთხვევაშიც არავითარი მიზეზი არ გვაქვს დანაღვლიანებისათვის.

----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა

აკრძალულია თუ არა იეჰოვას მოწმეებთან უმაღლესი განათლების მიღება?

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

Комментариев нет:

Отправить комментарий