воскресенье, 16 марта 2014 г.

წმინდა მოციქულთასწორი იუპიტერის ქურუმი



რუმინულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2013 წელი იმპერატორი კონსტანტინეს (მის დედასთან,ელენასთან ერთად) წლად გამოაცხადა. ეს იმპერატორი მართლმადიდებლობაში «წმინდანად და მოციქულთასწორად» ითვლება. მე ერთხელ უკვე მოვიხსენიე ეს საინტერესო მომენტი, მაგრამ მოცემულმა მოვლენამ მაიძულა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის. თუ ვინმე არ არის საქმის კურსში, კონსტანტინე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როგორც რომაელ იმპერატორებს შეეფერებოდათ, წარმართული ღმერთების უზენაესი ქურუმი გახლდათ. ოფიციალურ რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე «Седмица», რომელიც რუსეთის პატრიარქის ლოცვა კურთხევით მოქმედებს, ჩვენ ვკითხულობთ:




ყველა ამ მოვლენების შედეგად კონსტანტინე რომში შევიდა - უმეტესწილად წარმართულ ქალაქში, სათავეში ედგა უმეტესწილად წარმართთა არმიას - და გამოცხადებულ იქნა იმ იმპერიის იმპერატორად, სადაც ქრისტიანები მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდნენ. მის მონეტებზე, როგორც ძველად, ისევ «დაუმარცხებელი მზე» გამოისახებოდა და ის რომის წარმართული კულტის უზენაეს ქურუმად დარჩა - «pontifex maximus». რომის სენატმა მისი გამარჯვების პატივსაცემად არკა აღმართა (ის დღემდე დგას კოლიზეუმის მახლობლად), სადაც გამოსახულია მაქსენციუსის არმია, რომელიც მდინარეში იხრჩობა და წერია, რომ კონსტანტინემ ღვთაების დახმარებით გაიმარჯვა. საუბარია დაუმარცხებელ მზეზე.

(ამ ტექსტის ავტორი, სხვათაშორის, ცნობილი ა. დვორკინია.)

კონსტანტინემ მაინც მოასწრო მონათვლა, მაგრამ მხოლოდ სიკვდილის წინ. ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ:

სიცოცხლის ბოლო წლებში მისი ენერგია დასუსტდა. ჯარი გარნიზონებში ბრძოლის უნარს კარგავდა, ჯარს აღარ ეძლეოდა ჯამაგირი; იმპერატორის ერთადერთ სამხედრო ძალად გერმანელები იქცნენ. სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში სპარსელები იმ მიწების წასართმევად ემზადებოდნენ, რომლებიც დიოკლიტიანემ მდინარე ტიგროსის ნაპირებზე შეიძინა. კონსტანტინე თვითონ ჩაუდგა სათავეში ჯარს, მაგრამ, სასიკვდილოდ ავადმყოფი, ნიკომედიის მიდამოებში შეჩერდა და აქვე გარდაიცვალა, სამების დღესასწაულის ბოლო დღეს, 337 წლის მაისში. სიკვდილის წინ, ევსევის სიტყვებით, მან ნათლობა მიიღო.

მაშ ასე, ის ქრისტიანი ფაქტიურად თავისი სიცოცხლის მხოლოდ ბოლო საათები და შესაძლოა, წუთები იყო. და როგორც ჩანს, ისიც ყოველი შემთხვევისათვის – იქნებ ქრისტიანული ღმერთები წარმართულ ღმერთებზე ძლიერები აღმოჩენილიყვნენ? და თვით სიკვდილამდე ის ქვეყნიურ პატივმოყვარულ მიზნებს მისდევდა: ომები, ძარცვა-გლეჯა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. სხვათაშორის აი როგორ აღნიშნავდა თავის გამარჯვებებს ეს ქრისტიანი წმინდანი (იქვე):

ერი ესალმებოდა გამარჯვებულს, რომელმაც განკარგულება გასცა რომ მის წინ მაქსენციუსის სისხლიანი თავი ეტარებინათ.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. კონსტანტინემ შურისძიების გამო მოკლა საკუთარი ვაჟი და ცოლი, ხოლო შემდეგ თავისი მოკავშირე ლიცინიუსი. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მისი ვაჟი უდანაშაულო იყო. თანაც ეს დაახლოებით იმავე დროს ხდებოდა, როდესაც კონსტანტინე ნიკეის კრებას თავჯდომარეობდა და «ქრისტიან» ეპისკოპოსებს იმას კარნახობდა, თუ რისი უნდა ეწამათ. ისევ და ისევ «Седмица»:

კონსტანტინეს თითქმის არაფერი შეუცვლია რომაელი იმპერატორების ტრადიციული მოქცევის მეთოდებში. მაგალითად, მან ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ მისი ყოფილი კოლეგა ლიცინიუსი (მილანის ედიქტის თანაავტორი), რომელზეც მან სამოქალაქო ომში გაიმარჯვა (324 წ.), ხოლო მოგვიანებით - საკუთარი ვაჟი კრისპა და ცოლი ფაუსტა (326 წ.), რომლებიც მის წინააღმდეგ შეთქმულებას ხელმძღვანელობდნენ. ეს სიკვდილით დასჯები თითქმის იმავე დროს მოეწყო, როდესაც კონსტანტინე ნიკეის კრებას (325 წ.) თავჯდომარეობდა.

ადამიანი საკუთარ კოლეგას კლავს, შემდეგ ისწორებს ვარცხნილობას და ქრისტიანული ღონისძიების სახელმძღვანელოდ მიდის, რომელზეც რწმენის ისტორიული დებულებები მუშავდებოდა, შემდეგ ბრუნდება და ცოლსა და ვაჟს ხოცავს. ქრისტიანული ცხოვრების ყოველდღიურობა.

მაგრამ არც ესაა მთელი ისტორია. ჩვენი აბსურდის თეატრის საფინალო მოქმედებში ხდება ის, რომ კონსტანტინე მონათლა არიანელმა, ანუ ერეტიკოსმა, ეპისკოპოსმა – ერთერთმა მათგანმა, რომლებსაც ნიკეის კრებაზე ბრალი წაუყენეს, სადაც თვითონ კონსტანტინე თავჯდომარეობდა! ისევ «Седмица»:

კონსატანტინე სასიკვდილო სარეცელზე არიანელმა-ეპისკოპოსმა ევსები ნიკომედიელმა მონათლა.

ასე და ამგვარად, ის თავისი ცხოვრების არცერთი წამი არ ყოფილა კანონიკური მართლმადიდებელი, თანამედროვე ეკლესიის თვალსაზრისით. ეს რომ ვინმე, რანგით მასზე ნაკლები ყოფილიყო, ეკლესია როგორც მინიმუმ, მისი ნათლობის ფაქტში ეჭვს შეიტანდა. მაგრამ ვინაიდან ის იმპერატორი და ეკლესიის მწყალობელი იყო, ეს სულ სხვა საქმეა. ის VIP კატეგორიაში გადადის, «ვიპებს» კი ბევრ კითხვებს არ უსვამენ.

როგორ მოხდა, რომ ცრუ ღმერთების წარმართი ქურუმი (რეალურად კი ისინი დემონები არიან – 1 კორინთელთა 10:20), საკუთარი ვაჟისა და ცოლის მკვლელი, რომელიც თავისი მსხვერპლების მოჭრილი სისხლიანი თავებით თამაშობდა, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე სუფთა ფორმალობის გამო მოინათლა, და თანაც ერეტიკოსის მიერ, – წმინდანად და მოციქულთასწორად გამოაცხადეს? პასუხი ძალიან იოლია. როდესაც ტახტზე ავიდა, მან რწმენის შემწყნარებელი კანონი მიიღო და ქრისტიანულ ეკლესიაზე (უფრო სწორად კი, ეკლესიის ერთერთ ფრაქციაზე, რომელმაც უკეთ გამოიყენა მდგომარეობა) ისეთი სიუხვეების წვიმა გადმოღვარა, როგორიც მას არასოდეს ენახა. მან კი ისე გადაუხადა მას მადლობა, როგორც შეძლო: მიანიჭა ყველაზე მაღალი ტიტულები, მის სახელზე დაიწყო ტაძრების აგება, მისი ხატების წერა, მისი სახელობის წლების დასახელება. ნებისმიერ ჩვენგან დღემდე გვყავს ვინმე ვისაც მისი სახელი ჰქვია.

საინტერესოა, რომ ზუსტად კონსტანტინემ წარმოადგინა ნიკეის კრების ძირითადი ფორმულირებები და ზეგავლენა მოახდინა ეპისკოპოსებზე, რომ მათ ხელი მოეწერათ მათზე. ამის შესახებ დეტალებში დაწერა ლევ ხუდოიმ (ის ყველა მსურველს სთავაზობს თუ სურვილი ექნებათ გააპროტესტონ ნებისმიერი საკითხი მის ბლოგზე). სავსებით შესაძლებელია, რომ არა კონსტანტინე, ჩვენ ვერასოდეს მოვისმენდით ისეთ სწავლებაზე, როგორიცაა სამება.

როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიაში არსებულ კორუფციაზე, ჯიპებზე და სასახლეებზე, მთავრობასთან შერწყმაზე, კრიმინალურ სამყაროსთან და საერთოდ სამყაროსთან მეგობრობაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულა არც გუშინ და არც დღეს. ეს ორგანიზაცია თავისი გაჩენის დღიდან დამაჯერებლად გვიჩვენებს, ვისთან ერთად უნდა მას სიარული, ვისთან უნდა მას მეგობრობა, ვისზე უნდა მას მინდობა, ვის უნდა რომ ჰბაძავდეს (როგორ ფიქრობთ, საიდან მოვიდა ეკლესიაში მაღალფარდოვანი ტიტულები და მიმართვები, ძალაუფლების ნიშნები და რეგალიები, მდიდრული ჩაცმულობა, ტახტებზე დაბრძანება, ტერიტორიების გადანაწილება და ა.შ.?). ეს ასევე კარგად ახასიათებს მის განაცხადს იმის შესახებ, რომ მასში მოციქულთა დროიდან არაფერი იცვლება, რომ ის ფაქიზად ინახავს ჭეშმარიტებას და ნამდვილ სულიერებას, რომელიც პირადად ქრისტესგან მიიღო. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მოციქულები შეკრებილიყვნენ და თავის სწორად იმპერატორი ნერონი გამოეცხადებინათ, რომელმაც მოსანათლადაც კი ვერ მოიცალა. კიდევ მეტად წარმოუდგენელია, რომ მათ ნება დაერთოთ მათთვის ეკარნახა საღვთისმეტყველო ფორმულირებები და საერთოდ განეხილათ ისინი. კონსტანტინესთან დაკავშირებული ისტორია მშვენივრად აჩვენებს ამ რელიგიური ინსტიტუტის სულიერი ბანკროტის მთელ სიღრმეს.

ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ეკლესიას თავისი ნაკლები აქვს, მაგრამ ნაკლიც არის და ნაკლიც. არსებობს ნაკლების რაოდენობა, არსებობს მათი ხარისხი, არსებობს სიღრმე, მაშტაბი და ხასიათი. როდესაც ეკლესია წარმართსა და მკვლელს მოციქულთასწორად აცხადებს და შემდეგი 1500 წლის განმავლობაში არც კი ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას, ამას უკვე ნაკლი აღარ ქვია. როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში შევდივართ, ჩვენ შევდივართ იმ ადგილას, სადაც წარმართი ქურუმი, ქრისტეს მოციქულებთან ერთად ერთ სიმაღლეზე დგას – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ოფიციალურად და ყველაზე მაღალი კურთხევით დგას. და ამით ის  ბღალავს ამ ტაძარს, მთელ იმ თაყვანისმცემლობას, რომელიც მასში სრულდება და ყველას ვინც მასში მონაწილეობს.

ჩვენ კარგად ვიცით, თუ რას იტყოდა ამ თემაზე მოციქული პავლე, რომლის სწორადაც იქნა გამოცხადებული ეს წარმართი ქურუმი. ის ჩვენ პირდაპირ რჩევას გვაძლევს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში:

მე იმას ვამბობ, რომ ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვავდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია "იეჰოვას სუფრიდანაც" ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. (1 კორინთელთა 10:20, 21).

შეუძლებელია და არც შევჭამთ.

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

სავარძელთაყვანისცემა

ციტატები ჯვრის შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий