понедельник, 17 марта 2014 г.

წმინდანთა კულტის დილემა



როდესაც მოინდომეს პავლესთვის და ბარნაბასათვის თაყვანი ეცათ როგორც ღმერთებისთვის, მათ აღშფოთებულებმა შეუძახეს: «რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ» (საქმეები 14:15). ანგელოზმაც კი არ მიიღო პატივი იოანესაგან, არამედ უთხრა: «ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი..... თანა-მონა ვარ..... ღმერთს ეცი თაყვანი» (გამოცხადება 22:9). ხოლო აი პირველივე ლოცვა მართლმადიდებელ "წმინდანთა" მიმართ, რომელიც გუგლმა მოიძია. აი როგორ ჟღერს ლოცვა რომელიც მიმართულია "წმინდანთა დათა-მოწამეთა მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ": (ლოცვა მოცემულია ძველ ქართულად, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის).



ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო.

თუ თქვენ თავმდაბალი ადამიანი ხართ, მოგეწონებოდათ, ასეთი გაბუქებული პატივის სიტყვები, რომელიც ბევრ ქვეყნიურ მეფესაც კი არ ღირსებია? და მითუმეტეს როდესაც მხოლოდ თავმდაბალი კი არა, არამედ ქრისტიანიც ხართ? თუ ეს "წმინდანნი" კარგი ადამიანები და კეთილი ქრისტიანები იყვნენ, მოეწონებოდათ მათ მსგავსი მიმართვის მოსმენა მათი მისამართით? თუ მათი ხასიათი შეიცვალა "ცაში ასვლის" შემდეგ და თავმდაბალი ქრისტიანიდან გაუმაძღარ პატივმოყვარეებად იქცნენ? და თუ ქრისტიანს ცაში ასეთი სახის გარდაქმნა მოელის, ნუთუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიწიერი ცოდვილი ადამიანები უფრო შეესადაგებიან ცას? და საერთოდ რისთვისღა მივილტვით ცისაკენ, თუ იქ მსგავსი დეგრადაცია გველის?

მაგრამ დავუშვათ, ვინმემ უარი თქვას «წმინდანთათვის» ასეთი პატივის მიგებაზე. "გადაახარისხოს" თავისი ლოცვები და ამოიღოს მათგან ეს გადაჭარბებული დიდება. მას აქაც ელოდება სხვა ხაფანგი: მის ლოცვებში 100%-ით მხოლოდ პირადი თხოვნები დარჩება. მომეცი, მომეცი, მომეცი – და მეტი არაფერი. ის არ განადიდებს და არ მადლობს ღმერთს (იმიტომ რომ ლოცვა ღვთისაკენ არაა მიმართული); ის წმინდანსაც არ განადიდებს; მაშინ რისთვისღა უნდა ილოცოს? მარტო საყვარელი საკუთარი თავისთვის. ასეთი ლოცვები პიროვნულ ეგოიზმს აქეზებს, რელიგიას ეგოცენტრულს ხდის, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული. მაგრამ თუ განვიხილავთ ლოცვას «მამაო ჩვენო», იოლად დავინახავთ, რომ მასში პირადი თხოვნები მხოლოდ სადღაც შუიდან იწყება და მოცულობით ლოცვის ნახევარზე ნაკლები უჭირავს (მათე 6:9–13). ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ლოცვა – ეს მხოლოდ თხოვნა როდია. ეს პირველ რიგში თაყვანისცემის აქტია. ნებისმიერ მონოთეისტურ რელიგიაში (მათ შორის ქრისტიანობაში) ეს ღვთისადმი თაყვანისცემის აქტია.

წმინდანებისადმი მიმართულ ლოცვებს არა მხოლოდ ყურადღება გადააქვთ ღმერთისაგან, არამედ ასევე ხელს უწყობენ ღმერთთან ურთიერთობის განვითარების და საერთოდ მასზე ფიქრის გადაჩვევას. ისინი ადამიანს რთული არჩევნის წინაშე აყენებენ: ან ღვთის მაგივრად ადამიანები განადიდონ და მხოლოდ პირადი სთხოვონ, ან… მხოლოდ პირადი სთხოვონ. სხვა ვარიანტი არ არსებობს. არასახარბიელო დილემაა.

შესაძლოა, ამ ლოცვების ავტორებმა ზუსტად იმიტომაც ჩაწერეს მათში ასეთი განდიდებები, რომ ესმოდათ, რომ ლოცვა მხოლოდ პირადის თხოვნით არ უნდა შედგებოდეს? მაგრამ ვინაიდან ლოცვა თავიდანვე მიმართულია არა ღვთის, არამედ ადამიანის მიმართ, განდიდებების დამატებით მათ კი არ გამოასწორეს სიტუაცია, არამედ უფრო გააფუჭეს. ეს იგივეა ხანძარი რომ ბენზინით ჩავაქროთ.

წმინდანთა კულტი – ესაა სამი ძირითადი მიზეზიდან ერთერთი, რის გამოც არასოდეს გავხდები მართლმადიდებელი (დანარჩენი ორია: სამება და მარადიული სატანჯველი). ადამიანებზე ლოცვა, ადამიანების განდიდება, ადამიანებისადმი მიძღვნილ ტაძრებში სიარული, სადაც უნდა დაესწრო ადამიანებისადმი მიმართულ "ღვთის"-მსახურებას, ადამიანებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების აღნიშვნა, ადამიანებისათვის სანთლების დანთება, ადამიანების ხათების ხატვა, ადამიანების ხატების შეძენა, იმ გარდაცვლილ ადამიანთა თაყვანისცემა "ვისი ფეხსაცმელიც უხრწნელი იყო"… და ამას არ აქვს დასასრული, არასოდეს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ფუნდამენტალურად არასწორია. ეს ცხადად არასწორია. ასე რომ აქ ბიბლიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

მხოლოდ ორი რელიგია არსებობს

წმინდა მოციქულთასწორი იუპიტერის ქურუმი

პასექი (აღდგომა)

Комментариев нет:

Отправить комментарий