суббота, 1 марта 2014 г.

«რა გავლენას ახდენს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება ბიბლიის თარგმანზე»

დასრულდა, ნორვეგიელი ლინგვისტის როლფ ფურულის წიგნის, რუსულ ენაზე თარგმნა. ეს წიგნი, რომლის სახელიც მოცემულია სტატიის სახელწოდებაში, მიძღვნილია ბიბლეისტიკისა და ბიბლიის თარგმნის თეორიის შესახებ საკითხების ფარტო წრეს, მაგრამ მისი მთავარი აქცენტი – ახალი ქვეყნიერების თარგმანის მისამართით გამოთქმული კრიტიკის განხილვაა. ეს წიგნის მეორე გამოცემაა. ინგლისურ ენაზე ის 2011 წლის ივლისში გამოიცა. ქაღალდის გამოცემა რუსულ ენაზე 2012 წელს გამოიცა. თქვენ კი ამ წიგნის PDF-ვერისას გთავაზობთ, რომლის გადმოწერაც ქვემოთ მოყვანილი ბმულით შეგიძლიათ.

როლფ ფურული (Rolf J. Furuli) – ნორვეგიის ერთერთი წამყვანი ლინგვისტი და გებრაისტი. ის დაახლოებით ორმოცი წელია რაც ბერძნულ და ებრაულ ენებს ასწავლის ოსლოს უნივერსიტეტში, აკეთებს სამეცნიერო ნაშრომების რეცენზიებს, არის მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ლინგვისტიკის, არქეოლოგიის, თარგმნის თეორიის, და მათ შორის ბიბლიის შესახებ. ის არის ერთერთი იმ მცირე სპეციალისტებიდან მსოფლიოში, ვინც ფლობს ცოდნას ძველებრაული ენის ზმნურ სისტემებზე; მისი სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ძველებრაული ენის ყველა ცნობილ ზმნებსა და ზმნათა სისტემებს, სულ ჯამში 79 574. ის ასევე იეჰოვას მოწმეა, 1963 წლიდან შეუწყვეტლად მსახურობს უხუცესად, 15 წელი იმსახურა მიმომსვლელ უხუცესად (სარაიონო და საოლქო). ფურული – იმის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ იეჰოვას მოწმეთა შორის არიან სწავლულები მსოფლიო სახელებით, რაც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს ოფიციალური თარგმანის არაკომპეტენტურობის თეორიას.

«ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება» – ესაა ერთერთი (თუ არა ერთადერთი) სერიოზული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავს აჩვენოს ახალი ქვეყნიერების მისამართით გამოთქმული კრიტიკის უსაფუძვლობა, თუ ამ კრიტიკას გავიგებთ როგორც ლინგვისტურს და არა ღვთისმეტყველურს. რუსულ ენაზე ასეთი გამოცემა პირველად გამოდის. ავტორი კონკრეტული მაგალითებით აჩვენებს, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი აბსოლუტურად არ არღვევს თარგმნის საყოველთაოდ მიღებულ წესებს. სხვა მხრივ, მრავალი სხვა თარგმანი მართლაც მიკერძოებულია, რადგან ღიად არღვევენ ლინგვისტურ წესებს იმისათვის რომ შეიტანონ გარკვეული რელიგიური სწავლებები, რასაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი არ აკეთებს (სხვათაშორის, ავტორი პოულობს ერთ ადგილს, სადაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი ახლოსაა ამასთან). მე ამ წიგნის ყურადღებით წაკითხვას განსაკუთრებით მათ ვურჩევ, ვინც თვლის რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი უხარისხო, მიკერძოებული და დამახინჯებულია, ხოლო მისი ავტორები – არაკომპეტენტურები და გაუნათლებლები. თქვენ ამ თვალსაზრისის გადახედვა მოგიწევთ, ნაწილობრივ მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ ეს თვალსაზრისი შესაძლებელთაგან ერთადერთი არაა, და რომ სხვებიც არსებობს. ავტორი თავისი დასკვნების უმრავლესობას ზურგს სხვა აღიარებული მეცნიერების ციტატებით უმაგრებს, რომელთაგან ზოგიერთი ახალი ქვეყნიერების თარგმანს  შესანიშნავ თარგმანად თვლის. საერთოდ, წიგნი ბიბლიოგრაფიულად ძალიან ძლიერადაა გამაგრებული: საშუალოდ 300 ავტორის ციტირება ხდება.

ამასთანავე ფურული ცდილობს მიუკერძოებელი იყოს და სულაც არ თვლის ახალი ქვეყნიერების თარგმანს უნაკლო იდეალურ თარგმანად. მაგალითად, ის ზედმეტად მიიჩნევს სიტყვა «ბოძი»-სთვის სიტყვა «წამების» დამატებას, ბერძნულიდან სიტყვა «სტაუროსის» თარგმნისას, პოულობს შეცდომას სქოლიოში, პოულობს ადგილებს, სადაც ახალ ქვეყნიერების თარგმანში ღვთის სახელი ყოველგვარი სათანადო საფუძვლის გარეშეა გამოყენებული, იძლევა თარგმანის გაუმჯობესების მიზნით საერთო რეკომენდაციებს. მეც არაერთხელ დამიწერია, რომ ბიბლიის იდეალური თარგმანი არ არსებობს. ამასთანავე ფურული აღნიშნავს ჯამში თარგმნის მაღალ ხარისხს და ამატებს, რომ ამ დონის თარგმანი შესაძლებელია დაშვებულ იქნას სადოქტორო დისერტაციაზე.

მაგრამ ფურულის წიგნი – მხოლოდ ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ბიბლიის თარგმნა როდია. წარმოდგენილი თემების სია იმდენად ფართოა, რომ ამ ნაშრომს პატარა ენციკლოპედიად აქცევს: ქრისტიანული ეკლესიებისა და მსოფლიო კრებების ისტორია, სამების შესახებ სწავლების განვითარება, პატრისტიკული წყაროები, რაბინული წყაროები, მკვდარი ზღვის გრაგნილებისა და ბიბლიის სხვადასხვა ძველ ენაზე თარგმანების ანალიზი, ტეტრაგრამატონის ჟღერადობის რეკონსტრუქცია, საღვთისმეტყველი საკითხების განხილვა (ჯვარი, სულის უკვდავება, ღმერთის სახელი, ქრისტეს თანდასწრება, სამება) და მრავალი სხვა. ეს წიგნს შედარებით უფრო დიდი აუდიტორიისთვის ხდის საინტერესოს, ვიდრე მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის და მათი ოპონენტებისთვის. მისი რეკომენდაცია მათთვისაც შეიძლება, ვინც ბიბლიის თარგმნის საკითხებითაა დაინტერესებული ან საერთოდ თარგმნით. გისურვებთ სარგებელისა და გამხნევების მიღებას ამ მართლაც მრავალმხრივად უნიკალური წიგნიდან.

                              გადმოწერე PDF


------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий