воскресенье, 16 марта 2014 г.

ანტიქრისტე: მითები და ფაქტები



დღეს ძალიან გავრცელდა «ანტიქრისტეს» მოსვლის შიში. მრავალი ამ ტერმინის ქვეშ ვინმე ძლევამოსილ პიროვნებას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოში ღვთის საწინააღმდეგო რეჟიმს დაამყარებს. ზოგი ანტიქრისტესთან რიცხვ 666-ს აკავშირებს, ზოგი ამ რიცხვის ნიშნებს გარკვეულ დოკუმენტებში, ჩიპებში და პირად ნომრებში ხედავს. ზოგიერთ მართლმადიდებლურ წრეებში ამ საკითხის გარშემო შეუჩერებელი პანიკა სუფევს. აშშ-შიც კი ყოველი მეოთხე თვლის, რომ შეიძლება ანტიქრისტე ბარაკ ობამა იყოს. ვიზიარებთ თუ არა ასეთ თვალსაზრისებს, იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბიბლიასთან, იმიტომ რომ ბიბლია არცერთ მათგანს არ უჭერს მხარს.

საპატრიარქოს თარგმანს თუ ავიღებთ, სიტყვა «ანტიქარისტე» მასში 4 მუხლში 5 ჯერაა მოხსენიებული და თანაც ყველა მათგანი იოანეს, კრებებისთვის მიწერილ წერილებშია. ეს კონკრეტულად იოანესეული ტერმინია. აი ეს ოთხი მუხლი:


1) 1 იოანე 2:18: ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ იკანასკნელი ჟამია.

2) 1 იოანე 2:22: ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.

3) 1 იოანე 4:3: ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და კიდევაც მოვიდა ქვეყნად.

4) 2 იოანე 1:7: რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.

რას ვხედავთ ამ მუხლებში? პირველ რიგში იმას, რომ ანტიქრისტე არ არის ერთი ადამიანი, იმიტომ რომ 1-ელ მუხლში ეს სიტყვა მრავლობით რიცხვშიაგამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ანტიქრისტე შეიძლება რამოდენიმე ან მრავალიც კი იყოს. ვინ არიან ისინი? იოანე მაშინვე ხსნის, თუ რას გულისხმობს ამ სიტყვაში. როგორც კარგად ჩანს 2 და 4 მუხლებში, ესაა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარყოფს ქრისტეს. ასე და ამგვარად, ის არანაირად არ წარმოადგენს მომავალ ამოუცნობ ქვეყნიურ მმართველს, არამედ მხოლოდ ჩვეულებრივ ურწმუნოს, რომელიც არ იღებს სასიხარულო ცნობას. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან.

როდის გამოჩნდებიან ანტიქრისტეები? ოთხივე მუხლში ეს სიტყვა გამოყენებულია აწმყო დროში, 1 და 3 მუხლებში კი პირდაპირაა ნათქვამი, რომ ანტიქრისტეები «უკვე» არიან (ანუ იოანეს დროს), და ისინი «მოვიდნენ ქვეყნად». ანტიქრისტეები – ქრისტეს მოწინააღმდეგეები – რაც ქრისტიანობა არსებობს ისინიც მუდმივად არსებობენ, რაც თავისთავად ლოგიკურიცაა.

კიდევ ერთი მითი: ანტიქრისტე რაღაცნაირად კავშირშია რიცხვ 666-თან. სინამდვილეში წიგნ გამოცხადებაში, იქ სადაც ეს რიცხვი ფიგურირებს, ანტიქრისტე ნახსენებიც კი არ არის (გამოცხადება 13:18). იქ ეს რიცხვი არა ანტიქრისტესი, არამედ «მხეცისაა», ამ წიგნის წარმოსახვითი პიროვნებებიდან ერთერთის. არავითარი კავშირი არ ჩანს გამოცხადების მხეცსა და იოანეს წიგნში ანტიქრისტეს შორის, მიუხედავად იმისა რომ ამ წიგნებს ერთი ავტორი ყავთ.

ანტიქრისტე – ესაა ძალიან უბრალო სიტყვა, რომელიც ორი სიტყვისაგან შედგება, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისათვის გასაგებია. «ანტი-» – ესაა ყველასათვის ცნობილი ნაწილაკი, რომელიც ნიშნავს «წინააღმდეგ». ესაა ანტი-ქრისტე, ქრისტეს წინააღმდეგ. ესაა ნებისმიერი, ვინც არ იღებს სასიხარულო ცნობას. ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში იყვნენ და არიან მილიონობით და მილიარდობით ანტიქრისტეები. გარდა ამისა, ნებისმიერი ქრისტიანი, მანამ ქრისტიანი გახდებოდა ანტიქრისტე იყო.

სიტყვა «ანტი» ასევე შეიძლება ნიშნავდეს «ნაცვლად» და ამ შემთხვევაში კი ეს შეიძლება ის ადამიანი იყოს, რომელიც ცრუდ აცხადებს, რომ ის ქრისტეს მიმდევარია ან თვით ქრისტეა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვითმარქვიაა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ასეთ ადამიანში არაფერი მისტიკური ან აპოკალიპტიკური არ არის.

---------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

იესო არის ქრისტე

კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

Комментариев нет:

Отправить комментарий