вторник, 18 марта 2014 г.

უფალო, შეგვიწყალე ასეთი თარგმანისთვის



სიტყვა «უფალი» ყველაზე მეტად გამოყენებადი რელიგიური სიტყვაა. «უფალი ღმერთი», «უფალო, შეგვიწყალე» ან უბრალოდ «უფალო!» როგორც შეძახილი – მსგავსი სიტყვები ხშირად ისმის როგორც ეკლესიური ადამიანების პირიდან, ასევე მათგან ვინც შორსაა რელიგიისგან. სამწუხაროდ, ჩვენზე ძალიან ცუდად იხუმრეს მთარგმნელებმა, იმიტომ რომ «უფალი» – ღვთისადმი ასეთი მიმართვა, ბიბლიისთვის არატიპიურია.



ქართული სიყტვა «უფალი» ებრაულ სიტყვა ადონ-ს ან მისგან წარმოებულ ადონაი-ს შეესაბამება. ბერძნულ ენაში მას შეესაბამება კირიოს. ძველ აღთქმაში სიტყვა ადონაი და მისი სახეობები ღმერთთან მიმართებაში მხოლოდ 338-ჯერ გამოიყენება. იმისათვის რომ მივხვდეთ, თუ რამდენად ცოტაა ეს, შევადაროთ ღვთის ისეთ ეგზოტიკურ ტიტულს, როგორიცაა ცაბაოთი – გამოყენებულია 256-ჯერ. ეს ტიტული მხოლოდ სპეციალისტთა მცირე წრემ იცის, არადა ის ადონაი-ზე სულ მცირედ ნაკლებადაა გამოყენებული. ვაგრძელებთ შედარებას, ტიტული «ღმერთი» (ელ, ელოხიმ, ელოა, ელა) ებრაულ წერილებში გამოყენებულია 2600-ჯერ, ხოლო ღმერთის პირადი სახელი იეჰოვა – თითქმის 7000-ჯერ, რაც უფრო მეტია ვიდრე ღმერთის აღმნიშვნელი ყველა ტიტული ერთად აღებული (და უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი ბიბლიური სახელი). რთული არაა იმის გამოთვლა, რომ ფორმით «უფალი» ბიბლია ღმერთს დაახლოებით 3% შემთხვევაში მოიხსენიებს. ასე და ამგვარად, ის ღვთის აღნიშვნის სავსებით არასახასიათო ფორმაა ბიბლიის ტექსტისთვის.

ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში მხოლოდ ოთხი თეოფორმული სახელია ცნობილი, რომელიც წარმოებულია ადონაი-დან: ადონია, ტობ-ადონია, ადონიკამი და ადონირამი. ეს საცოდავად ცოტაა იმ სახელებთან შედარებით, რომლებიც წარმოქმნილია სახელიდან იეჰოვა – 251 (ამასთანავე კიდევ 459 სახელი შეკვეცილი ელემენტებით შესაძლოა წარმოებული იყოს ტეტრაგრამატონიდან, მაგრამ ამის საფუძვლიანად დამტკიცება შეუძლებელია).

რამდენად ხშირად გესმით ფრაზები «უფალი ღმერთი» ან «უფალო ღმერთო»? შესაძლოა, თქვენ მას ძალიან ღვთისმოსაწონად და ბიბლიურად საფუძვლიანად თვლით. მაშინ თქვენ ძალიან განცვიფრდებით, როდესაც გაიგებთ, რომ ბიბლიაში ის პრაქტიკულად არ არის. მაგალითად, ძველ აღთქმაში ფორმა ადონაი ელოხიმ სულ რაღაც 5-ჯერ გვხვდება. ახალ აღთქმაზე საუბარი უფრო რთულია, რადგანაც «უფლის» ნაცვლად იქ საიდუმლო nomina sacra დგას, მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს თარგმანშიც კი, ფორმა «უფალი ღმერთი» მხოლოდ 12-ჯერ გამოიყენება, რომლიდანაც 3-ჯერ – ძველი აღთქმის ციტირებისას.

ამ სიტუაციის ბოროტ ირონიას ის ფაქტიც ზრდის, რომ ქართულ სიტყვას «უფალი» არავითარი კავშირი არ აქვს ბიბლიის ორიგინალურ ტექსტთან. ისეთი სიტყვები, როგორიცაა ადონ, ადონაი და კირიოს, უნდა ითარგმნებოდეს როგორც «ბატონი», იმიტომ რომ ეს უბრალოდ პატივისცემით მიმართვის ფორმაა. მაგალითად, ესაიას 21:8-ში ჩვენ ვკითხულობთ:

იყვირა მჭვრეტელმა, საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო [ადონაი] (რუსულ სინოდალურ თარგმანში господин) დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები

აი ბერძნული ტექსტი, მათე 13:27:

მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო [კირიოს] შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში; საიდანღა აქვს ღვარძლი?

ეს მხოლოდ ორი მაგალითია ასეულობით შემთხვევებიდან, როდესაც ბიბლიაში ეს სიტყვები ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება. ესაა უბრალოდ პატივდებული პირისადმი მიმართვა, არა მაინც და მაინც ღმერთისადმი (მაგრამ მათ შორის ღმერთისადმიც). ასეთ შემთხვევებში საპატრიარქოს და სხვა მრავალი თარგმანები სწორად გადმოსცემენ მათ როგორც «ბატონი», მაგრამ თუ ღმერთზეა საუბარი (ან ქრისტეზე – რადგან ამავდროულად საჭიროა ტექსტს ტრინიტარული ელფერი მისცენ), ზუსტად იგივე სიტყვა ითარგმნება როგორც «უფალი». რის საფუძველზე? თუ ხალხი არასოდეს არ იყენებს ამ სიტყვას ერთმანეთისადმი მიმართვისას, მაშინ რა აზრი აქვს მის გამოყენებას სტანდარტული მიმართვების თარგმნისას? ასე ისინი საბოლოოდ აბნევენ ბიბლიის მკითხველს, რომელსაც ისედაც არ ულხინს. იმის მაგივრად რომ დაეხმარონ მას, ისინი ყოველგვარი მიზეზების გარეშე უფრო ურთულებენ ცხოვრებას.

სიტყვა «უფალი» არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ის ხელოვნურად ჩასვეს ბიბლიის ტექსტში ღვთის აღსანიშნავად. შესაძლოა, ის წარმოიშვა სიტყვა «ხელისუფალი»-ს შემოკლებით. სხვათაშორის, მრავალ ენაში ეს სიტყვა არ არის, რის გამოც ბიბლია მხოლოდ მოგებული რჩება. მაგალითად, ინგლისურ ბიბლიაში ღვთისა და ადამიანის მიმართებაში გამოიყენება სიტყვა lord, მასში არავითარი ცალკეული ტერმინი არ არსებობ «ბატონი-ღმერთის» აღსანიშნავად. იგივე ეხება გერმანულს, ფრანგულს და მრავალ სხვა ენას. ამ ენებზე ბიბლიის მკითხველები გაცილებით უკეთესად იგებენ თუ რას კითხულობენ.

-------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანის დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)

«რა გავლენას ახდენს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება ბიბლიის თარგმანზე»

ახალი ნაჭერი

4 комментария:

  1. Didi madloba aseti shromistvis!! Dzalian sasargeblo ikneba bevristvis. Erti patara momenti, me upro mimachnia , rom " ufali" nishnavs " всевышний" , да ара "господи" , tu ar vcdebi

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არაფრის, მეც ეგ მინდა რომ ხალხმა ისარგებლოს. რაც შეეხება შენიშვნას (მომენტს), ეს ორივე სიტყვა ქართულად წორად რომ ითარგმნოს ითარგმნება როგორც "უფალი". სიტყვა " всевышний"-ს ქართული ზუსტი შესატყვისი მე ნამდვილად არ ვიცი :)

      Удалить
    2. გადავამოწმე. " всевышний" ითარგმნება როგორც "ყოვლადძლიერი", "ყოვლისშემძლე". ასე რომ უფალისგან შორს დგას.

      Удалить