пятница, 14 марта 2014 г.

მხოლოდ ორი რელიგია არსებობს



რელიგიებისა და რწმენების მთელ თანამედროვე მრავალსახეობაში, თუ ცოტა ღრმად ამოვთხრით და ფირს შორეულ წარსულზე გადავახვევთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველა მათგანი სათავეს მხოლოდ ორი წყაროდან, ორი რელიგიიდან იღებენ. პირობითად მათ შეიძლება ასე ვუწოდოთ: აბრაამის რელიგია და ნიმროდის რელიგია (იგივე წარმართობა, იგივე პოლითეიზმი). პირველი უფრო ძველია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წარღვნამდე არსებობდა და მაშინ მას არ ჰყავდა კონკურენტები. მაგრამ წარღვნის შემდეგ მალევე წარმოიშვა მეორე რელიგიური სისტემა და მის ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი ნოეს შვილთაშვილმა, ნიმროდმა შეასრულა.




ნიმროდი


თუ სხვადასხვა ერების რელიგიებს შევხედავთ, პარალელები და საერთო ელემენტები ისე მრავლადაა, ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს შემთხვევითი იყოს. წიგნში «მკვდრების თაყვანისცემა» ნათქვამია:

არა მხოლოდ ეგვიპტელები, ქალდეველები, ფინიკიელები, ბერძნები და რომაელები, არამედ ასევე ინდუსები, ჩინელი და ტიბეტელი ბუდისტები, გოთები, ანგლოსაქსები, დრუიდები, მექსიკელები და პერუელები, ავსტრალიელი აბორიგენები და წყნარი ოკეანის კუნძულების ველურებიც კი – ყველა მათგანმა, როგორც ჩანს, თავისი რელიგიური შეხედულებები, ერთი წყაროდან და ერთი ცენტრიდან ისესხეს. ჩვენ ყველგან ვხვდებით რიტუალებში, ცერემონიალებში, წეს-ჩვეულებებში, ტრადიციებში, ღვთაებებისა და ქალღმერთების სახელების და მათ შორის ურთიერთობების დიდ მზგავსებებს (J. Garnier, Worship of the Dead).

ბიბლიური და საერო ისტორიები თანხმობაში არიან იმაში, რომ ამ თავი-რელიგიის ფესვები «კაცობრიობის აკვანში» – მესოპოტამიაში უნდა ვეძიოთ, იმ ადგილას სადაც წარღვნის შემდეგ ხალხის ძირითადი კონცენტრაცია მოხდა. ბიბლია მას ასევე «შინყარის ქვეყანას» უწოდებს (დაბადება 10:10; 11:2). ზუსტად იქ დაიწყო თავისი საქმიანობა ნიმროდმა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი მეფე გახდა და ამასთანავე იყო პირველი წარღვნის შემდეგ, ვინც თავხედურად გამოიწვია იეჰოვა. აი რას წერს ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი:

იმ თავხედური დაუმორჩილებლობისაკენ უფალ ღმერთთან მიმართებაში მათ ნემროდმა უბიძგა, ნოეს ვაჟის, ქამის შვილიშვილმა, რომელიც მამაცი ადამიანი იყო და დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. მან ისინი დაარწმუნა რომ თავისი კეთილდღეობა უფალი ღმერთისთვის კი არ მიეწერათ, არამედ საკუთარი კეთილდღეობის მიზეზად საკუთარი სიმამაცე ჩაეთვალათ. რამოდენიმე ხნის შემდეგ ნემროდმა უმაღლესი ძალაუფლება მოინდომა, იმაში დარწმუნებულმა, რომ ადამიანებს მხოლოდ მაშინ აღარ შეეშინდებათ ღმერთის და განუდგებიან მას, თუ დასთანხმდებიან მისი, ნემროდის, ძალაუფლების ქვეშ ცხოვრებას. ამასთანავე ის ტრაბახით აცხადებდა, რომ დაიცავდა მათ უფალი ღმერთისაგან, თუ ის კიდევ მოინდომებდა დედამიწაზე წარღვნის მოვლენას. ის მათ ურჩევდა იმაზე უფრო მაღალი კოშკის აშენებას, ვიდრე წყალს შეეძლო აწეულიყო და ამით ეძიათ შური წინაპრების სიკვდილისათვის. ბრბომ ერთსულოვნად გამოხატა სურვილი ნემროდის წინადადების მიყოლისა და უფალი ღმერთის მიმართ მორჩილება სამარცხვინო მონობად ჩათვალეს. და აი მათ დაიწყეს კოშკის მშენებლობა, რომელზეც არც ენთუზიაზმს ზოგავდნენ და არც ძალისხმევას (ი. ფლავიუსი, იუდაური სიძველეები).

მას შემდეგ რაც ღმერთმა მშენებელთა ენები აურია, ისინი სხვადასხვა მიმართულებით წავიდ-წამოვიდნენ, და თან მიჰქონდათ დამახინჯებული რელიგიური წარმოდგენები, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. რადგანაც ადამიანებმა იეჰოვას გამოწვევა გაბედეს, ისინი მის მიერ დაისაჯნენ და მის წინაშე დამნაშავედ გრძნობდნენ თავს, მათ სხვა ღმერთების ძებნა მოუწიათ (თუმცა, ერთადერთი და უმაღლესი შემოქმედის რწმენა საბოლოოდ მაინც არ განელებიათ, რაზეც თითქმის ყველა რელიგიებში არსებული უზენაესი ღმერთის კულტი მეტყველებს და ასევე იშვიათად ცალკეულ ერებში მონოთეიზმის აღორძინება). ახალი ღმერთები ნაპოვნი იქნენ განკაცებული ანგელოზებისა და მათი შვილი-ბუმბერაზების სახით. თითქმის ყველა რელიგიაში ღმერთები კავშირში შედიან მიწიერ ქალებთან, რომლებიც სხვა ღმერთებს, ნახევრად ღმერთებს და უბრალოდ გმირებს შობენ (შეადარე დაბადება 6:1, 2, 4; იუდა 6). ზოგი ღმერთი გველზე გამარჯვებულია – პირდაპირი პარალელი დაბადების 3:15-თან. როგორც მინიმუმ ერთი ღმერთი კვდება და შემდეგ აღდგება – როგორც ჩანს, რომელიმე ადამიანი შეცდომით იქნა მიღებული დაპირებულ «თესლად» დაბადების 3:15-დან, მაგრამ მოგვიანებით მოკვდა და ამის საფუძველზე შემდეგ წარმოიშვა მითოლოგიის მთელი პლასტი. და ბოლოს, მთელი ისტორიის განმავლობაში ძნელია ისეთი ერის პოვნა, რომელსაც არ აქვს ლეგენდა მსოფლიო წარღვნაზე და კოშკების მშენებლობაზე.

ბაბილონში ღვთაებათა ტრიადებს ეთაყვანებოდნენ, მათ ორი ტრიადაც კი ყავდათ: ანი – ენლილი – ეა და ცინი – შამაში – იშთარი. ჩვენ სხვა წარმართულ რელიგიურ სისტემებშიც გამუდმებით ვხვდებით ტრიადებს. ერთ ცნობარში ნათქვამია:

თავისთავად სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი არსის დონეზე სამობა და ერთობა რაღაც გაგებით იდენტურია, მხოლოდ ქრისტიანობისთვის როდია სპეციფიური; ეს სავსებით განსხვავებული რელიგიურ-მითოლოგიური სისტემების მყარი მოტივია (შეადარე. ტრიმურტი – ბრაჰმას, შივასა და ვიშნუს სამერთობა – ინდუისტურ მითოლოგიაში; ღვთაებათა მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები 3 ან 9=3X3 – ეგვიპტურ მითებსა და კულტებში; გამოსახულებები 3 მოირი, 3 ან 9 მუზა, სამსახოვანი გეკატა – ბერძნულ მითოლოგიაში; «ოჯახური» ტრიადები იუპიტერი – იუნონა – მინერვა და ცერერა – ლიბერა – ლიბერი – რომაულ კულტში და ა.შ.) (ენციკლოპედია «მსოფლიო ხალხთა მითები»).

როგორც ჩანს, გაღმერთებული იქნა როგორც ნიმროდი, ასევე მისი ოჯახის წევრები. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ბაბილონური ღმერთი მარდუქი, ბაბილონის დამაარსებელი, ზუსტად ნიმროდს  წარმოადგენს , რადგანაც ზუსტად ნიმროდმა დააარსა ბაბილონი. ნიმროდის ცოლს შესაძლოა საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის იდეისთვის, რომელიც ყველა წარმართულ სისტემაშია, მხოლოდ სახელები განხვავდება. ისტორიკოსი ალექსანდრე ხისლოპი წერს:

ზუსტად ნიმროდის განდიდებისთვის შეიქმნა კერპთაყვანისმცემლობის მთელი ქალდეური სისტემა. ის ცნობილი იყო როგორც ნინ (ძე), მისი ცოლი კი – როგორც რეა, რომელსაც ასევე ეძახდნენ ამმას (დედა). სემირამიდას მიმართ სახელი რეას გამოყენებას ასევე ჰქონდა მნიშვნელობა, რომელიც, პრაქტიკულად, ძველი ქალღმერთი იყო, – «ღმერთებისა და ადამიანების დედა». მაგრამ იმისათვის, რომ მისი პიროვნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიეცათ, საჭირო იყო მისი ძველ ქალღმერთთან გაიგივება. და ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მის ძეს, რომელიც მას ხელში ეჭირა, წარმოადგენდნენ როგორც სიკვდილის მოსასპობად დაბადებულს, თვითონ მას გამოსახავდნენ როგორც ქვეყნად სიკვდილის მომტანს. ზუსტად ამის მზგავსად იყო ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, ყველგან, სადაც ბაბილონური სისტემა გავრცელდა (ა. ხისლოპი, ორი ბაბილონი, ან პაპის თაყვანისცემა, რომელიც სინამდვილეში ნიმროდისა და მისი ცოლის თაყვანისცემას წარმოადგენს).

აბრაამი


ღვთის შესახებ ჭეშმარიტება შეიძლება საბოლოოდ გამქრალიყო დედამიწიდან, ღმერთს რომ მოქმედება არ დაეწყო. ის განსაკუთრებულ ურთიერთობაში შევიდა, დედამიწაზე დარჩენილ წმინდანთაგან ერთერთთან – აბრაამთან, რომელიც ნოედან მეათე თაობაში იყო და ურში ცხოვრობდა, შინყარის ქალაქში რომელიც  სულ რაღაც 240 კილომეტრით იყო დაშორებული ნიმროდის დედაქალაქს, ბაბილონს. ამ მომენტის შემდგომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთელი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული აბრაამთან, რომელსაც იეჰოვამ ფიცით დაჰპირდა კურთხევა და მრავალი ერის მამად ქცევა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ აბრაამის შთამომავლების მეშვეობით იკურთხება «დედამიწის ყველა ერი» (დაბადება 18:18). აბრაამის შთამომავლებმა უბრალოდ კი არ შეინახეს იეჰოვას შესახებ ცოდნა და მისცეს მთელ დედამიწას მისი სიტყვა, არამედ მათგან გამოვიდა ღვთის ცხებული, მთელი დედამიწის მომავალი მმართველი (საქმეები 7:13, 14; ზაქარია 9:9, 10).

აბრაამი – ეს შორეული წარსული და სამუზეუმო ექსპონატი როდია. ესაა რელიგიური ფესვი, რომლიდანაც იზრდება ჭეშმარიტების ხე მთელი კაცობრიობისათვის. მოციქულმა პავლემ ყველა მორწმუნეს «აბრაამის ძეები» უწოდა (გალატელთა 3:7), ქრისტიანულ კრებას კი – «აბრაამის შთამომავლები» (გალატელთა 3:29; ებრაელთა 2:16). დღეს აბრაამის სულიერი მემკვიდრეობა ბიბლიაშია მოცემული, შემონახულთაგან ყველაზე ძველ რელიგიურ წიგნში და ამავდროულად ყველაზე გავრცელებულ წიგნში მსოფლიოში. და ეს შემთხვევითი როდია.

წარმართობისგან განსხვავებით, ჭეშმარიტ რელიგიას ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია. პირველი, მხოლოდ ის პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან ყოფით კითხვებს როგორებიცაა: როგორ გაჩნდა ბოროტება, რატომ უშვებს ღმერთი მას და როგორ მოსპობს ის მას. ნიმროდის რელიგიამ, დაკარგა რა ჭეშმარიტი ღმერთი, შეწყვიტა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მეორე, მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის რელიგიას შეუძლია მოგვცეს სრულყოფილი ზნეობრივი ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი შეიძლება იყოს სიკეთის, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სრულყოფილი ეტალონი. ყველა წარმართულ სისტემებში ღმერთები ანტრომორფულები, ანუ ადამიანთაგან გადაღებულები არიან და ამიტომ არ გამოირჩევიან სათნოებით. ისინი დაობენ, იბრძვიან ძალაუფლებისათვის, ერთმანეთს ხოცავენ, მრუშობენ და ა.შ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, თუ გავიხსენებთ, თუ ვინ იყო ამ ღმერთების პროტოტიპი. ასეთ რელიგიას არ ძალუძს რომ იმსახუროს ზნეობრივ ორიენტირად და მხოლოდ მათი მიმდევრების დეგრადაციას იწვევს. 

ნიმროდის რევანში და თქვენი არჩევანი


თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ეშმაკმა, რომლის ინტერესებსაც ემსახურება ნიმროდის რელიგია, შეძლო მრავალ საკითხში სიტუაციის თავის სასარგებლოდ წაყვანა. მან წაბილწა აბრაამის მემკვიდრეობა და ის ღვთის თვალში გამოუსადეგარი გახადა. მას არ დასჭირვებია არაფერი ახალის მოფიქრება, ყველა მეთოდი საუკუნეების განმავლობაში იყო დამუშავებული. მან უბრალოდ აიღო ძველი და კარგად ნაცნობი ელემენტები და დანერგა ისინი ჯერ იუდაიზმში, შემდეგ კი ქრისტიანობაში. ეს ელემენტები მუდამ გასცემენ მის ხელწერას. შედეგად რელიგია-ჰიბრიდი წარმოიშვა, ჭეშმარიტებისა და სიცრუის სიმბიოზი. თავიდან ეს მოხდა ღმერთ-ტრიადებთან დაკავშირებით. სამების ვარიანტს ჯერ კიდევ ებრაელი ღვთისმეტყველი ფილონ ალექსანდრიელი ასწავლიდა ძვ.წ. 1-ელ საუკუნეში, შემდეგ კი ეს იდეა ქრისტიანობაში გადმობარგდა:

თუ წარმართობა დამარცხდა ქრისტიანობით, მაშინ ასევე სწორია ისიც, რომ ქრისტიანობა წარმართობით გაფუჭდა. პირველი ქრისტიანების სუფთა დეიზმი... რომის ეკლესიის მიერ გადაქცეული იქნა სამების მიუწვდომელ დოგმად. მრავალი წარმართული პრინციპი, რომლებიც ეგვიპტელებმა შემოიტანეს და პლატონმა იდეალიზება გაუკეთა, შენარჩუნებულ იქნა როგორც რწმენისათვის ღირსეული (Edward Gibbon, History of Christianity).

სამება – ესაა დამახინჯება, რომელიც წარმართული რელიგიებიდან გადმოიღეს და ქრისტიანულ რწმენაში ჩანერგეს (A Dictionary of Religious Knowledge).

აქ შეგიძლიათ მეტი ციტატა წაიკითხოთ სამების შესახებ სხვადასხვა ცნობარებიდან.

მაგრამ ნიმროდი ამაზე არ შეჩერებულა. ქალღმერთი-დედის იდეა ქრისტიანობაში თითქმის უცვლელად შევიდა. მარიამის მართლმადიდებლური და კათოლიკური გამოსახულებები გეგონებათ დაკოპირებულია ძველი ქალღმერთების ისიდას, იშთარის და კიდევ სხვა ქალღმერთებისაგან, რომლებიც აჭმევენ ან უბრალოდ უჭირავთ ხელში ჩვილი. წარმართულ ქალღმერთებს თავზე ნიმბებიც კი აქვთ. ქვედა სურათზე მარცხნოდან მარჯვნივ: ბაბილონური სემირამიდა, ინდური დევაკი (თავის ვაჟ კრიშნასთან ერთად), ინდური ისი (თავის ვაჟ იშვარასთან ერთად), ეგვიპტური ისიდა (თავის ვაჟ გორთან ერთად), მართლმადიდებლურ-კათოლიკური მარიამი (იესოსთან ერთად):


წარმართულმა ღმერთებმა და ნახევრადღმერთებმაც ჰპოვეს გამოხატულება «წმინდანთა» კულტში. წარმართულ სისტემებში სხვადასხვა ღმერთები იყვნენ ქალაქების, ხელობების, პროფესიების მფარველები, მათ უძღვნიდნენ ტაძრებს – დღეს ამავე ფუნქციას წმინდანები ასრულებენ. დროთა განმავლობაში მათ ღმერთი ფაქტიურად უკანა პლანზე გადაწიეს, ისევე როგორც წარმართულ სისტემებში ხდებოდა, სადაც უმაღლესი ღმერთი ფორმალურად იყო, მაგრამ ფაქტიურად მას თითქმის არავინ ეთაყვანებოდა. წმინდანები ძველი ჩვეული ელემენტებითაც კი გამოისახებიან, მაგალითად გველზე გამმარჯვებლად. მაგალითად, აი ასე გამოხატავენ წმინდა გიორგის:

ეგვიპტური ჰორი 
წმინდა გიორგი

                                                           

ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება: საიქიო ცხოვრება, კერპთაყვანისმცემლობა, რიტუალიზმი, სიმბოლოების კულტი, მატერიალური საგნების განწმენდა, შელოცვები და მრავალი სხვა. ტყუილად როდი უწოდებს ბიბლია ცრუ რელიგიებს გაერთიანებულად «დიდი ბაბილონს, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა» (გამოცხადება 17:5). მაგრამ აქ მე სხვა რამე მინდა ვთქვა.

თუ თქვენ თვლით, რომ რელიგიური არჩევანი ძალიან რთულია, რომ ჭეშმარიტების პოვნა მოსაზრებათა ზღვაში – ეს იგივეა რაც თივის ზვინში ნემსის ძებნა, თქვენთვის კარგი სიახლე არსებობს. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა (რაიმე სახის იშვიათი ეზოტერიკა ან ახალი რელიგია სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით) არჩევანი ძალიან იოლია – უნდა ავირჩიოთ აბრაამსა და ნიმროდს შორის. ესაა კაცობრიობის ყველა რელიგიური წარმოდგენების, ორ წყაროს შორის არჩევანი, ორი მკვეთრად გამოხატული იდეების კრებულს შორის არჩევანი, რომლებიც მთელი წარღვნის შემდგომი ისტორიის განმავლობაში არსებობენ. დიახ, ისინი დიდი რაოდენობის ვარიანტებად გამრავლდნენ, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაკარგინოს ორიენტაცია, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი, როგორც ტოტები, მხოლოდ ორი ძირიდან იზრდებიან, მხოლოდ ორი ფესვიდან. ვაშლი მხოლოდ ვაშლის ხეზე იზრდება, მსხალი კი – მხოლოდ მსხლის ხეზე. ნებისმიერი რელიგიური იდეა – ეს ან ვაშლია, ან მსხალი, თუნდაც ძალიან კარგად იყოს ის შენიღბული. როდესაც ვისწავლით ერთის მეორისაგან განსხვავებას, ჩვენ დავინახავთ, რომ რელიგიური ჭეშმარიტების ძიება უფრო იოლია, ვიდრე გვეჩვენებოდა. და თუნდაც ისინი კარგად იყვნენ ერთმანეთში არეულები, როგორც ხშირად ხდება დღეს, ეს ვერ შეძლებს ჩვენს მოტყუებას.

თუ თქვენ სწორი ხე ამოირჩიეთ, არ შეჩერდეთ ამაზე. გამოიკვლიეთ, როგორ გამოიარა ათასწლეულები აბრაამის მემკვიდრეობამ და როგორ მოქმედებს ის დღეს. არსებობს აბრაამული რელიგიები, სადაც ის ჩიხში შევიდა. თვალი მიადევნეთ, თუ როგორ მისცა აბრაამის შთამომავლობამ ხალხს ღვთის სიტყვა, რომელმაც ძლევამოსილებით გამოიარა ისტორია და მსოფლიო არენაზე იეჰოვას ცხებული გამოიყვანა. გამოარკვიეთ, როგორ მოიტანს ამ ღვთაებრივი წარმოგზავნილის სამეფო აღუწერელ კურთხევებს და როგორ მოსპობს დედამიწაზე ყველა ისეთ ამბოხებულს როგორიც ნიმროდია და ყველა წარმართულ იდეებს, რომლებიც მისი ფესვიდან გაიზარდა. შემდეგ ისინი იპოვეთ, ვინც ამ ჭეშმარიტებების შესახებ ასწავლის და ვისი თაყვანისცემაც არაა შებღალული მსგავსი იდეებით. სულ ეს არის მთელი არჩევანი.

-----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

ნუ შეგეშინდება თვალსაზრისთა სიმრავლის

Комментариев нет:

Отправить комментарий